Home რუბრიკები პოლიტიკა დიდი ლუსტრაცია “რუსთავი 2”-ის წყალობით ანუ “წმინდა ალეკო”, “მეტრი ჯანგირა”, “ბნელი ნათელა”...

დიდი ლუსტრაცია “რუსთავი 2”-ის წყალობით ანუ “წმინდა ალეკო”, “მეტრი ჯანგირა”, “ბნელი ნათელა” და სხვები

908

მსმენია, ავი და ბოროტი კაცი, სიკვდილის მოახლოებას რომ იგრძნობს, ერთ კარგ საქციელს მაინც ჩაიდენს, რათა ბოლომდე არ წაიწყმიდოს სულიო. დაახლოებით ასე გამოვიდარუსთავი 2”-ის საქმეც. სხვა თუ არაფერი, დადებითი მოხდა ის, რომ ამ ტელევიზიის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა საბოლოოდ გამოააშკარავა ისინიც კი, ვინც აქამდენაციონალებისწინააღმდეგ უანგაროდ მებრძოლი ეგონა საზოგადოებას.

ლუსტრირებულთა ავანგარდში მოექცა შალვა ნათელაშვილი, რომელმაც საოცარი მონდომებითა და ხალისით გამოაჩინა საკუთარი “ბნელი მხარე”. სიმართლე ითქვას, “ბნელი ნათელაშვილის” დანახვა ქართული საზოგადოების დიდ ნაწილს არც გაჰკვირვებია, რადგან 2012 წლის შემდეგ იგი უფრო და უფრო იშიფრებოდა და “რუსთავი 2”-ის პლაკატის ხელში დაჭერა მხოლოდ და მხოლოდ “ბოლო ბარის პირი”-ღა იყო მის პოლიტიკურ სამარეზე.

დიდი სიურპრიზი არც კახა კუკავას ან გიორგი თარგამაძის მიერ “ნაცინტერესების” დაცვა იყო ჩვენთვის…

სამართლიანობა მოითხოვს, ითქვას, რომ 2011 წლის შემოდგომაზე, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა პირველად განაცხადა პოლიტიკაში ჩართვაზე და როდესაც ჩამოთვალა ის ადამიანები და პოლიტიკური ძალები, რომლებთანაც არ ითანამშრომლებდა, არაერთ ადამიანში სერიოზული უკმაყოფილება გამოიწვია.

ამ ძალებსა და ამ პოლიტიკოსებთან თანამშრომლობაზე უარის მიზეზად ივანიშვილმა სწორედ “ნაციონალებთან” მათი ფარული კავშირი დაასახელა. “ბიძინას ჰალუცინაციები”, როგორც მაშინ ამას მისმა ოპონენტებმა უწოდეს, აგერ, 3 წლის შემდეგ, ზედმიწვენით გამართლდა და “რუსთავი 2”-ის კბილებით დამცველთა ავანგარდში სწორედ ის ხალხი ვიხილეთ, რომელზეც იმხანად მიგვითითა ივანიშვილმა.

აქვე აღსანიშნავია ივანიშვილის აპოლოგეტთა ყიჟინა, _ აი, როგორი ჭკვიანი და გულთმისანი გვყავს ბიძინაო! სინამდვილეში კი, ინკოგნიტო წყაროებზე, ასევე, ელემენტარულ ლოგიკაზე დაყრდნობით, ბიძინას არანაირი “გულთმისნის” ნიჭი არ აქვს.

იმის მიზეზი, რომ ივანიშვილმა ზუსტად გამოიცნო, ვინ თანამშრომლობდა “ნაცებთან” ფარულად, იყო ფული! დიახ! საიდუმლო არ არის, რომ “ნაციონალებისთვის” დაფინანსების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო სწორედ ივანიშვილი გახლდათ. ჰოდა, დილით ტელეეკრანზე რომ ნახავ, როგორ ლანძღავს და აკრიტიკებს, მაგალითად, შალვა ნათელაშვილი ან გიორგი თარგამაძენაციონალებსდა საღამოსნაციონალების” “ხერხემლისრომელიმე თანაშემწე, მაგალითად, ერეკლე კოდუა ან ბაჩო ახალაია დაგიკავშირდება და გადმოგცემს, _ “მიშას თხოვნაა, ამ კაცს (ნათელაშვილს ან თარგამაძეს, მაგალითად) ნახევარი მილიონი გადაურიცხეო, როგორ ფიქრობთ, დიდი მიხვედრა დაგულთმისნობასჭირდება, რომ მათიოპოზიციობანა”, უბრალოდ, თამაშია და სინამდვილეში ისინინაცებთანფარულად თანამშრომლობენ?

სწორედ ამიტომ, გაცილებით დიდი მოულოდნელობა იყო საზოგადოებისთვის იმ ადამიანთა თავგადაკლული აქტივობა “რუსთავი 2”-ის ნიკა გვარამიას ფრთის დასაცავად, რომლებიც არც “ბიძინას სიის კავალრები” ყოფილან და, საზოგადოდ, _ არც პოლიტიკოსი. საუბარია ორ ჟურნალისტზე _ ალეკო ელისაშვილსა და ნინო ჯანგირაშვილზე.

ამ ორ პერსონას “ბიძინას სიის კავალრებთან” კიდევ ერთ საერთო აკავშირებს _ “ნაციონალების” ფული. ყოველ შემთხევაში, ასე ფიქრობს საზოგადოების უდიდესი ნაწილი და, ალბათ, არცთუ უსაფუძვლოდ. სხვა რომ არაფერი ვთქვა, ჩემთვისაც ძალიან გაუგებარია, რატომ უნდა “დაიმარხონ” საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლლებად ცნობილმა ადამიანებმა თავი ასე საჯაროდ, თუკი მათ რაიმე სერიოზული მატერიალური ინტერესი არ აქვთ.

აქვე ვიტყვი, რომ, როდესაც სოციალურ ქსელში ამ ორი ადამიანის შესახებ ეს აზრი დავწერე, არაერთი ნაცნობ-უცნობი შემეხმიანა და მითხრა, რომ ისინი “ნაციონალებთან” ფარულ გარიგებაში ადრეც ყოფილან შემჩნეულნი, თუმცა ამის დამადასტურებელი მასალა არ არსებობს.

რა თქმა უნდა, არსებობენ სხვა მეტ-ნაკლებად ცნობილი ჟურნალისტებიც, რომლებიც გამოხატავენ მხარდაჭერას “რუსთავი 2”-ის გვარამიას ფრთის მიმართ, მაგრამ ელისაშვილჯანგირაშვილი, ფაქტია, ზეაქტიურობით გამოირჩეოდნენ. თუკი სხვებსრუსთავი 2”-ისმიკროფონიანი გოგოებიიქით დასდევდნენ და დაჟინებით სთხოვდნენ ამ თემაზე აზრის გამოხატვას, ხსენებული დუეტი ლამის იქითეტენებოდამიკროფონებში, სხვადასხვა თოქშოუებში, “რუსთავი 2”-ის ეზოში და განსაკუთრებული აგრესიულობით მოიხსენიებდა მოსამართლე ურთმელიძეს, საქართველოს დღევანდელ მთავრობას და იმ ადამიანებს, რომლებიცმხარს არ უჭერენ დემოკრატიას და თავისუფალ სიტყვას”…

წარმოგიდგენთ მათ ყველაზე “საინტერესო” მოსაზრებებს:

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/jangira.jpg

ნინო ჯანგირაშვილი: “ჩვენ ახლა “რუსთავი 2”-ზე არ ვლაპარაკობთ, ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს ქვეყანაზე, რომელიც გუშინ ერთმა მოსამართლემ დაგვამხო ყველას. მოსამართლე ურთმელიძემ მოგვიწყო სახელმწიფო გადატრიალება. კონსტიტუცია, კანონი, ყველაფერი თავზე დაგვახია… დღეს ის ოთხეული (იგულისხმება “რუსთავი 2”-ის კანონიერი დროებითი მმართველები, ხალვაში და მისი ადვოკატი) იყო ძალიან ცუდი სანახავი და მინდა, მივმართო მათ: თქვენ ხართ წითელი კომისრები და ამას ვერასოდეს შეცვლით! მოდით, საერთოდ არ გვინდა სასამართლო მაშინ და ლინჩის წესი შემოვიღოთ”.

ვფიქრობ, გონიერი მკითხველი დამეთანხმება, რომ ეს ისტერიკა სულაც არ არის, უბრალოდ, “საკუთარი აზრი”, რომელიც შეიძლება ადამიანმა სულ სხვა სიტყვებითა და სულ სხვა წინადადებებით გამოხატოს.

ტერმინები: დაგვამხო”, “დაგვახია”, “წითელი კომისრები” და ასე შემდეგ, აშკარად სიტუაციის ხელოვნურად გასამძაფრებლად არის მიმართული და ძალიან განსხვავდება ადამიანური ფრაზისგან: “ჩემი აზრით, მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილება არ არის სამართლიანი”!

აი, სწორედ ამიტომ უჩნდება საზოგადოებას ეჭვი, _ რა განაპირობებს ასეთ ჰიპერაქტიურობას, ასეთ ზეაგრესიას და ასეთ თავგამოდებულ წივილ-კივილს? _ “ნაცმოძრაობისგან” მატერიალური “წახალისება” ხომ არა?

რაც შეეხება ჯანგირაშვილის ბოლო, “ნამუსზე ამგდებ” ფრაზას _ “მაშინ საერთოდ არ გვინდა სასამართლო და ლინჩის წესი შემოვიღოთ” _ აქ უკვე ან მძიმე დემაგოგიასთან გვაქვს საქმე, ან ზედმეტი ისტერიკის გამო განსჯის უნარის დაკარგვასთან.

რადგან, თუკი ვინმეს მსგავსი საყვედური ეკუთვნის, ისევ და ისევ ნინო ჯანგირაშვილსა და მისმიმდევრებს”. აკი, სწორედ ისინი მოგვიწოდებენ, არ დავემორჩილოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, გავაპროტესტოთ განჩინება, ვლანძღოთ მოსამართლე, ვაწარმოოთ მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა; ამბობენ, რომ არ მიიღებენ სასამართლოს არც ერთ სხვა გადაწყვეტილებას, თუ ნიკა გვარამიას გუნდის გამამართლებელი არ იქნებააი, აქ შეიძლება ზუსტად დაისვას კითხვა: მაშ, რითვის გვჭირდება სასამართლო? ნებისმიერი სადავო საკითხის გადაწყვეტისას მივმართოთ ჯანგირაშვილს და ის გვეტყვის, ვინ არის მართალი! რა, ასე არ გამოდის?

ასეთი შორს წასული უგუნურების მიუხედავად, კიდევ უფრო გამაოგნებელია ალეკო ელისაშვილი: “მოსამართლე ურთმელიძე არის ჩანჩურა კაცი! უღირსი, უსინდისო და სამარცხვინო კაცი! მთავრობავ, გააჩერეთ ეს პროცესი! ნუ აჯანჯღარებთ, თორემ ჯანჯღარს გაჩვენებთ! არ გამომაყვანინოთ ასიათასობით ადამიანი! ვსაუბრობთ, შევარდებიან თუ არ შევარდებიანო… ბებიათქვენისამ! მოეშვით ყველაფერს. აქვე “ნაციონალურ მოძრაობას” მივმართავ: დააოკეთ ის თქვენი ბოდვით შეპყრობილი შიზოფრენიკი იქ!”

აი, ამ ბოლო, მასაზე გათვლილ ფრაზას, აქაოდა, “ნაცმოძრაობას” ვლანძღავო, თუკი ყურადღებას არ მივაქცევთ, დანარჩენი, დამეთანხმებით, მძიმე შემთხვევაა. ამ ორი პერსონის ასეთი ფრაზების ანალიზი გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ ჯანგირაშვილს თავი უკვე ქართული ჟურნალისტიკისმეტრიჰგონია, ხოლოწმინდა ალეკო”, რომელიც წლების განმავლობაში დიდი რუდუნებით იკეთებდაყარიბი მოყმისიმიჯს, უცებ საერთო სახალხობელადადწარმოგვიჩენს თავს.

ლექსიკა აქაც აგრესიულია: ჩანჩურა”, “უსინდისო”, “ბებიათქვენისამ და ა. შ.

ანუ მეტრმა ჯანგირამდაწმინდა ელისამაცუკვე გამოიტანეს ვერდიქტი, რომ ურთმელიძის განჩინება არის უსამართლო, საშინელება, უბედურება და ჯანდაბა! რომელ იურიდიულ ნორმებზე დაყრდნობით ასკვნიან ისინი ამას, არავინ იცის, მაგრამ ან სჭირდებათ, რო?!

როგორც ჩანს, “თავში ავარდნის” ფენომენი ისე მაგრად მოქმედებს, რომ მათ მართლა ჰგონიათ, თავიანთ აზრებს იქით უკარნახებენ ხალხს და საზოგადოებას. არადა, ხალხის სიყვარული და პატივისცემა მხოლოდ მანამდე გაგყვება, ვიდრე ხალხის სურვილს ახმოვანებ და მის ნებას მიჰყვები, თორემ, როგორც კი ხალხს დაუწყებ “ჭკუის სწავლებას”, თანაც ასეთი უკადრისი ფორმით, მოპოვებული იმიჯის დაკარგვა იმაზე გაცილებით იოლია, ვიდრე ზემოაღნიშნული სისულელეების თქმა.

დიახ, როგორც ჩანს, წმინდა ალეკოსჯერჯერობით მართლაც ჰგონია, რომ მის განკარგულებაშიასიათასობითადამიანია და მხოლოდ ერთიდაფშტვენაუნდა და ესასიათასობითადამიანი (ზუსტად რამდენი ასი ათასია, ვერ დავადგინეთ) წამსვე მის ჭკუაზე ივლის

საჭიროა კომენტარი?

რა ვიცი…

მხოლოდ ერთს ვიტყვი: ჯანგირაშვილის ციტატის ბოლო ფრაზა “ლინჩის წესის” შესახებ ისე ისმის, თითქოს საკუთარ თავზე ამბობდეს… ზუსტად ასევეა ელისაშვილის შემთხვევაშიც: ფრაზა _ “გააჩერეთ ეგ ბოდვით შეპყრობილი შიზოფრენიკი”, მგონი, სააკაშვილზე მეტად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თვითონ ალეკო ელისაშვილს უფრო უხდება…

ბაკურ სვანიძე

1 COMMENT

  1. მეც არ მომეწონა ამათი გამოსვლები. ჩემი ნება რომ იყოს ჯანგირას დავარქმევდი …..ტასიკოს ეს სახელი ზედგამოჭრილია მისთვის. ალიკოს მგონი თავში აუვარდა

  2. ყველაფერი ნათე,ლზე ნათელია…რაღაა იგი სინათლე..რასაცა ახლავს ბნელია…ისინი გაიშიფრნრენ…გასაგებია და რეაგირება რა არის ამაზე??? ფული ოხერია და მხოლოდ ეშმაკს აცდენს და არა ანგელოზს..ანგელოზი ცოტაა, ძალიან ცოტაა ამ უკუღმართ წუთისოფელში… რა ვქნათ?! დავანგრიოთ ეს ქვეყანა აშენების ნაცვლად???პასუხი: აღარ ვენდოთ მაინც და არ მივცეთ მათ ანგარებით ამბიციებს ფართო გასაქანი..ეს მაინც ხომ შესაძლებელია??? კ ი კ უ ს ამ პლანეტაზე რა დალევს, ისინი ხომ ამერიკასა და ევროპაშიც მრავლად არიან???

  3. მომეწონა. ბატონი სვანიძე კარგად მსჯელობს. დასკვნებიც სწორია.
    მხოლოდ ერთ ჩემს მოსაზრებას დავამატებდი: სტატიის ორივე გმირი თავიდანვე იყო საეჭვოდ \\\”კარგი\\\”! ბრახუნა, ხმაურა, თვითდაჯერებული, ყალბი და ბოლოს თვალთმაქცი!

  4. წარმოუდგენელი სისულელე თქვა და გააკეთა \\\”ალეკომ\\\”, რაც აქამდე აკეთა, წყალში ჩაყარა. არ ველოდი აშკარად, რა გინდა მაგ \\\”კაცთამკვლელ ნაცთა, კრაზანის ბუდეში\\\”. ალიკო, შენ ყვალაფერი დაკარგე, ის 340 000 ათასი დაჭერილ-ნაწამები ხალხიც. ეს არის პოლიტიკური სამარე, შენგან არ ველოდი თორემ, ჯანგირაშვილი თავის \\\”აქუ\\\” შპიონთან\\\” ვერავის გააკვირვებს, ჩამშვები რომ იუო, ეგ ვიცოდით!

  5. აქ ერთი რამის თქმაღა შეიძლება: წმინდა ჯანგირას, წმინდა ელისას თუ სხვებს, წმინდა სვანაც მივუმატოთ… გამოდის, რომ ნაცების დაცვა იმავე მეთოდებით არ შეიძლება, რომლითაც ქოცებს იცავთ?!.

  6. ბაკრ ბატონო! ყველა თავისას უბერავს და საქართველო ფეხებზე ჰკიდიათ. მე მაინც ალეკო უფრო უმწიფარი პოლიტიკოსი(ან კია პოლიტიკოსი?) მგონია,ვიდრე ნაცებისგან ნაყიდი.

  7. ეტყობა საქართველოში, იუდის აღებულ ვერცხლს, კიდევ დიდი ძალა აქვს, სხვანაირად რა უნდა იფიქრო მორწმუნე ქართველო, სხვამ რამ უნდა გიბიძგოს, უფლის გზიდან, სატანის გზაზე გადაუხვიო და სხვასაც იგივე მოუწოდო, დააგდოს უფლის გზა და იმ გზას დაადგეს, რომელიც ტაძრამდე, ვერასოდეს მიიყვანს.

  8. მომეწონა, მადლობა თვალების ახელვისთვის… მაგრამ გამჭრიახობით არც ბიძინა რომ არ ბრწყინავს ეს პრაქტიკამაც დაგვანახა… ბევრ უვარგისზე შეაჩერა ბიძინამ არჩევანი… რითი ახსნით ამას?

  9. saqrTveloSi swored imito unda damuxruWdes ekonomikis ganvitareba da yovelgvari progresi, rom gaWirvebuli xalxi (an daxarbebuli) fulze iolad gaiyidos. ,,megobrebis\\\”, e.w. ,,partniorebis\\\” mizani es aris mxolod

  10. იხარეთ ბაკური ასეთი ზუსტი შეფასებისთვის ბატი ტასიკოსი და *დიდი * ქართველის ალეკოს მიმართ…სხვები ისედაც ნათელი იყო ქართველი ჟირინოსკი ნათელაშვილისა…

  11. ეს ჯანგირა, არც ტასიკოა და არც კიკუ, ის უბრალოდ, ჟურნალისთურ-პოლიტიკური მსუბუქი ყოფაქცევის ქალია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here