Home რუბრიკები პოლიტიკა რატომ გამახსენდა 7 ნოემბერს 7 ნოემბერი

რატომ გამახსენდა 7 ნოემბერს 7 ნოემბერი

730

უცნაური სათაურია, არა? აკი, სრულიად ჩვეულებრივი ამბავია, რომ ადამიანს 7 ნოემბერს სწორედაც 7 ნოემბერი გაახსენდეს, თუნდაც ეს 7 ნოემბრები ერთმანეთისგან მთელი 8 წლით იყოს დაშორებული, თუმცა მე მაინც მაქვს განსაკუთრებული მიზეზები, რომლებმაც 2015 წლის 7 ნოემბერს კიდევ უფრო მკვეთრად გამახსენა 2007 წლის 7 ნოემბერი.

ის, რომ იმხანადაც ტელევიზიის გარშემო იყო დიდი აჟიოტაჟი და ახლაც _ ეგ თავისთავად;

ის, რომ მაშინ ის ტელევიზია, რომლის გარშემოც აჟიოტაჟი ატყდა, “იმედი” იყო და ახლა “რუსთავი 2”-ია _ ეგეც თავისთავად;

ის, რომ ახლა “რუსთავი 2”-ს რეალურად არავინ ერჩის და მხოლოდ მეწილეები დავობენ სამართლებრივად, მაშინ კი “იმედში” ჯერ ლამის ტანკებით შეცვივდნენ, მოგვიანებით კი ჯერ ტელევიზიის მეპატრონე მოკლეს და მერე უკვე ყოველგვარი სასამართლოს გარეშე მის ოჯახს ეს ტელევიზია “აახიეს” _ ეგეც თავისთავად…

მაგრამ მთავარი ფაქტორი მაინც ის არის, რომ ჩემი თვალით ვუყურებ, როგორ იყო მაშინაც და ახლაც ხალხისგან დაშორებული, სადღაც სხვა სამყაროში გასული და იქ თავის ჩაკეტილ და აყროლებულ ნაჭუჭში განმარტოებით მცხოვრები ის ადამიანები, რომლებიც მაშინაც და ახლაც ან უშუალოდ მუშაობენ “რუსთავი 2”-ში, ან რომელიმე “მონათესავე” ე.წ. ენჯეოს წარმომადგენლები არიან.

რატომ ვუწოდებ ამ “ენჯეოებს” (არასამთავრობო ორგანიზაციებს) “რუსთავი 2”-ის მონათესავეებს? პასუხი მარტივია: იმიტომ, რომ, “რუსთავი 2” რომ არ ყოფილიყო, არც ამ “ენეჯეობის” არსებობა ეცოდინებოდა ვინმეს და არც მათი თავმჯდომარეებისა, რომელთა სახეებსაც “რუსთავი 2” წლების განმავლობაში ნებისმიერ თემაზე ატრიალებს ეთერში და ასე უნერგავს ტვინში ხალხს, რომ ეს სულელი გოგოშკები თითქოს რამეს წარმოადგენენ სინამდვილეში, ხოლო მათი ტუტუცი ტვინის ნაჟურს რეალურად თითქოს რამე ფასი აქვს.

* რატომ მოიმატა საქართველოში მოსახლეობის პრორუსულმა განწყობამ? _ კი, ბატონო, ამაზე გვიპასუხებს ამენჯეოსთავმჯდომარე ელენე, იმენეჯეოსთავმჯდომარე თამუნა და კიდევ სხვაენჯეოსთავმჯდომარე თიკუნა.

* რატომ გაუფასურდა ეროვნული ვალუტა? რა პრობლემაა _ პასუხი მზად აქვთ, ასევე, ელენეს, თამუნასა და თიკუნას.

* რატომ გაძვირდა კვერცხი ბაზარში? _ ამაზეც ელენე, თამუნა და თიკუნა გვიპასუხებენ.

* რატომ აცივდა ზამთარში და რატომ დაცხა ზაფხულში? _ ზუსტი პასუხი სხვას ვის ექნება, თუ არა ისევ ელენეს, თამუნასა და თიკუნას?!

* რატომ მოწყდა მეტეორი ჩვენგან 40 მილიონი სინათლის წელიწადით დაშორებულ რომელიღაც გალაქტიკას და შემოიჭრა ჩვენს გალაქტიკაში? _ ვის ეცოდინება უკეთ, თუ არა ელენეს, თამუნასა და თიკუნას.

ეს პირობითი “ელენე, თამუნა და თიკუნა” დაახლოებით 100-მდეა და მონაცვლეობით გვიჭედავენ ტვინში მათ სულელურ გამომეტყველებას და ტუტუცურ აზრებს, ვინძლო როგორმე დავიჯეროთ, რომ ისინი ჩვენზე, უბრალო ადამიანებზე უფრო პროგრესულნი, “წინწასულნი”, უკეთ მოაზროვნენი და ჩვენი მომავლის განმსაზღვრელნი არიან…

ჰოდა, 2007 წლის 7 ნოემბერზე ვსაუბრობდი და იმხანადაც ასე იყო! გამოჰყავდათ ეს მოტუტუცო გოგოშკები და ზუსტად ისე გვიმტკიცებდნენ, რომ ქვეყანაში “პუტინის დავალებით სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ხდებოდა”, როგორც ახლა გვიმტკივებენ, რომ “რუსთავი 2”-ს სწორედ პუტინი ებრძვის და, მოსამართლე ურთმელიძეს სკალპი რომ ავხადოთ, მის ქვეშ აუცილებლად პუტინის სახეს ვიპოვით, რადგან ის, პუტინის აგენტი კი არა, გადაცმული და პლასტიკუროპერაციაგაკეთებული პუტინია!

ამ ადამიანებისთვის, საზოგადოდ, დამახასიათებელია ავადმყოფური აზროვნება და ხშირად ისეთი გატაცებით დემაგოგობენ, მგონი, თავისი ნადემაგოგარი მართლაც სჯერათ.

მათი აზროვნების მთავარი შტრიხი კი რეალობიდან გასვლა და სასურველის რეალობად წარმოჩენაა, აგრეთვე, ამ სასურველი რეალობის საზოგადოებისთვის დაჯერების დაჟინებული მცდელობები.

მახსოვს, 2007 წლის 7 ნოემბრის წინა დღეებში, როდესაც ხალხი სანდრო გირგვლიანის მკვლელობასა და სხვა თემებზე ძალიან იყო აღელვებული, როგორ ველოდი ხელისუფლებისგან მეტ-ნაკლებად ადეკვატურ ნაბიჯებს მღელვარების დასაცხრობად.

არა, სიმართლე ითქვას, სააკაშვილისა და მისი გარემოცვის მანიაკურ მიდრეკილებებზე ჯერ კიდევ 1996 წლიდან ვიცოდი და 2003 წლის ე.წ. ვარდების რევოლუციაც კატასტროფად შევაფასე, მაგრამ მეც კი, მათ მიმართ ასე სკეპტიკურად განწყობილ ადამიანს, არ მეგონა, მთლად ისეთი სულელებიც თუ აღმოჩნდებოდნენ, რომ საკუთარი თავის წინააღმდეგ დაიწყებდნენ მოქმედებას.

როგორც ჩანს, ასეთ მანიაკებზე განუსაზღვრელი ძალაუფლება მართლაც დამაბრმავებლად მოქმედებს. ნაბიჯი, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ გადადგა, იყო ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრება და შემდეგ ღია ეთერში გადაცემული მისი “აღიარებითი” ჩვენება…

ზემოთ ჩამოთვლილი “ბრძენი ენჯეოშნიკებისა” და “რუსთავი 2”-ის თანამშრომელთა რეაქცია: მორჩა! დაერხათ! დაინახა უკვე ხალხმა, სინამდვილეში რა ხდება! არავინ აღარ გამოვა ქუჩაში. გაბანძდნენ!”

ჩემი რეაქცია: რას ამბობთ, ხალხო? ოქრუაშვილი კაი ტიპია თუ ცუდი, ამ ეტაპზე ის სახალხო ლიდერია! მისი ასე უაზროდ დაპატიმრება და მერეგეკაჩეპესმეთოდით მისი აღიარებითი ჩვენების სატელევიზიო ეთერში გაშვება როგორ შეიძლებოდა?! თქვენ მართლა გგონიათ, რომ ეს ხალხს შეაჩერებს? თუ ქუჩაში გამოსვლას, დავუშვათ, 10 ათასი კაცი აპირებდა, ახლა აუცილებლად გამოვა 50 ათასი!”

ჩემი ეს მოსაზრება გავიმეორე რამდენიმე ადგილას, სადაც “პრადვინუტად” მოაზროვნე “ენჯეოშნიკები”, “კურიერის” “პროფესიონალი ჟურნალისტები” და “ქვეყნის ნომერი პირველი სატირიკოს-იუმორისტები” იყვნენ შეკრებილნი.

რეაქცია ყველგან ერთნაირი იყო _ გაკვირვებული და დამცინავი სახეები. გაკვირვებული იმით, რომვბედავდიდა ამგენიოსიადამიანების აზრების წინააღმდეგ მივდიოდი; დამცინავი იმიტომ, რომ მათთვის წარმოუდგენელი იყო, “დიადი მიშასწინააღმდეგაყვავებული საქართველოსამდენი მოქალაქე გამოსულიყო.

ასევე, კარგად მახსოვს მათი სახეები უკვე მომდევნო დღეებში, როდესაც თბილისის ქუჩებში 100 ათასამდე ადამიანი იდგა.

დაბნეულები, აგრესიულები, შეშინებულები გაიძახოდნენ, რომეს ერი ყველაფრის ღირსია!”, “ვერ დააფასეს კრიმინალის მოსპობა”, “ქართველი ხალხი ბნელია და არ იმსახურებს ევროპასდა . . _ ყველასათვის უკვე კარგად ცნობილი ისკლიშეები,” რომელთა დამკვიდრებასაც ისინი დღემდე ცდილობენ.

კონკრეტულად 7 ნოემბერს კი, როდესაც მონდომებით გულშემატკივრობდნენ სპეცრაზმს და ტელეეკრანზე თავპირდასისხლიანებული ადამიანების დანახვაზე კმაყოფილი სახით გაიძახოდნენ: “ჩახოცეთ, მოკალით, ჭკუა ასწავლეთ, მაგათი დედაც!”, მათიევროპისკენ მისწრაფებადათავისუფალი სიტყვის სიყვარულისაბოლოოდ გამოვლინდა.

და საბოლოოდ დაასკვნეს: “სახელმწიფო შედგა და მიშას კიდევ 30 წელი ვეღარავინ დაძრავს ადგილიდან!”

აი, მათი ასეთი საქციელი გახდა მიზეზი იმისა, რომ მე დავტოვე ეს არაადამიანების ვითომტელევიზია, ეს ნაგვის ბუნკერი და უამრავ შემოთავაზებულ მატერიალურ სიკეთეზე ვთქვი უარი.

ამ ადამიანებს კი, როგორც ჩანს, დღემდე შერჩათ მხოლოდ საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტვისა და მოვლენების იქიდან შეფასების ჩვევა, ასევე, სასურველის რეალობად წარმოსახვის დაუოკებელი ჟინი, ოღონდ ამჯერად, 2007 წლისაგან განსხვავებით, როდესაც ქუჩაში გამოსული მართლაც ზღვა ხალხის “საზოგადოების მცირე ნაწილად” წარმოსახვა სურდათ, 2015 წელს უკვე იმას ცდილობენ, რომ 200-300 ადამიანი ათი ათასებად წარმოაჩინონ.

“მთელი საქართველო ფეხზე დადგა თავისუფალი სიტყვის დასაცავად”, “ყველა მოაზროვნე ადამიანი აღაშფოთა მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილებამ”, ქართველი საზოგადოება ერთიანია იმაში, რომ დღეს ქართული დემოკრატიის ბედი წყდება”, _ მთელი თვეა, გაიძახიან და საბოლოოდ ესმთელი”, “ყველადაერთიანი” “რუსთავი 2”-ის ეზოში კვირას გამართულ კონცერტში აისახა, როდესაც ამ ტელევიზიის ეზოს მესამედიც ვერ შეავსოყოველი მხრიდან მომსკდარმა, თავისუფალი სიტყვის დამცველი ხალხის ნაკადმა”.

საბოლოოდ კი, ცუდი არ არის, რომ ეს მანიაკების “გამპრავებლები”, ადამიანის მწამებელთა დამქაშები, რომლებიც ვერ იტანენ საკუთარ ერს და საკუთარ ხალხზე “მაღლა მდგომად” და “გამორჩეულად” მიაჩნიათ თავი, ასე მოწყვეტილნი არიან რეალობას.

ეს იმედს იძლევა, რომ მათი პარპაში ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება და 8 წლის შემდგომი 7 ნოემბერი 2015 წლის 7 ნოემბერს ასე ნათლად და მკვეთრად აღარ გამახსენებს.

ბაკურ სვანიძე

1 COMMENT

  1. სამწუხაროა რომ ჩემს სათქმელს დაასწარი, მაგარი ხარ ბაკურ. ამ მკვლელების ადგილი ციხეშია. გასივდნენ ქართული სისხლით ეს წურბელები, გრანტიხვრეპია არარაობები და ევროპის უკანალის რეიდერები. \\\”ნაცგანავალი\\\” უნდა ჩაირეცხოს ფეხსალაგში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here