Home რუბრიკები პოლიტიკა გამარჯობა, აფხაზეთო, შენი…

გამარჯობა, აფხაზეთო, შენი…

1064

გახსოვთ, ალბათ, გალაკტიონის ლექსზე შექმნილი მუსიკალური კლიპი, რომლის ავტორი .. ზუმბა და მომღერალშემსრულებლები სააკაშვილის ფავორიტები იყვნენ, რომლებიც ამ კლიპამდეც და შემდეგაც ოსანას უგალობდნენ ქვეყნისა და ხალხის წინაშე უამრავი დანაშაულის ჩამდენ პრეზიდენტსა და 9 წლის განმავლობაში ხოტბას ასხამდნენ მის ფაშისტურ რეჟიმს. სიმღერასაამო იყო სასმენად”, მაგრამ სამწუხარო არის ის, რომ შევარდნაძის პერიოდიდან დღემდე, ანუ ბოლო 20 წლის განმავლობაში მხოლოდ ეს კლიპია ერთადერთიწინ გადადგმული ნაბიჯიაფხაზეთის დაბრუნების თუ აფხაზეთში დაბრუნების ეკლიან გზაზე

როდესაც რეინტეგრაციის (შემდგომში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხების) მინისტრად ამ პოსტისთვის ყოვლად შეუფერებელი პაატა ზაქარეიშვილი დანიშნეს, მან არც აცია, არც აცხელა და პირობა მოგვცა: მერწმუნეთ, 2-3 წელიწადში სულ სხვა საუბარი გვექნება ოსებთან და აფხაზებთან ამ საკითხზე. დინამიკა სახეზე იქნება. აღარ იქნება აგრესიული რიტორიკა, ერთმანეთის მიმართ ინტერესები უფრო გამოიკვეთება. ახალი პოლიტიკით, სიტუაციის შემობრუნებას 2-3 წელიწადში შევძლებთ”-.

მას შემდეგ 2-3 წლიწადი გავიდა და საინტერესოა, სად, ვის უბეში მალავს რესპუბლიკელი პაატა ზაქარეიშვილი “შემობრუნებულ სიტუაციას”.

უნდა ითქვას, რომ აფხაზეთის თემით სპეკულაციაში ზაქარეიშვილი პიონერი არ არის _ ეს სენი თითქმის ყველა პოლიტიკურ ლიდერს აქვს მოხდილი, განსაკუთრებით _ წინასაარჩევნო პერიოდში.

გავიხსენოთ ცნობილი პოლიტოლოგის _ ალექსანდრე ჭაჭიას ამონარიდი ინტერვიუდან, რომელიც მან “საქართველო და მსოფლიოს” კარგა ხნის წინათ მისცა:

როდესაც ისინი (“ქართული ოცნება” _ რედ.) ხელისუფლებაში მოვიდნენ, დაგვპირდნენ, რომ 2 წელიწადში მიაღწევდნენ მნიშვნელოვან პროგრესს. ორი წელი გავიდა. სად არის პროგრესი? ალბათ, ეს 2 წელი საკრალური ვადაა, როგორც შევარდნაძისა და სააკაშვილის, ასევე ამჟამინდელი მთავრობისთვისაც. ყველანი გვპირდებოდნენ და გვპირდებიან აფხაზეთის საკითხის 2 წელიწადში გადაწყვეტას. როგორც ჩანს, ამერიკულ პიარინსტრუქციაში უწერიათ: “დავპირდეთ, რომ 2 წელიწადში აფხაზეთს დავიბრუნებთ”. ინსტრუქცია შესაცვლელია. არ შეიძლება, 20 წლის განმავლობაში ერთი და იგივე იძახო”.

მართლაც, აფხაზეთი მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდებათ ხელისუფალთ, რომლებიც, თითქოს მოილაპარაკესო, 2 წელიწადში გვპირდებოდნენ ამ ურთულესი პრობლემის გადაჭრას.

თუმცა რა მოლაპარაკება უნდათ _ ზვიად გამსახურდიას ეროვნული მთავრობის დამხობის შემდეგ ხომ საქართველოს ყველა ხელისუფლება არა ქართველი ხალხის არჩეული, არამედ აშშის მიერ შერჩეულდანიშნულია და ისინიც ცხვრებივით ერთხმად იმეორებდნენ და იმეორებენ ოკეანის გაღმიდან მიღებულ ინსტრუქციას.

“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის მეოთხე წელიწადი დაიწყო და შეპირებული პროგრესი აფხაზეთის საკითხებში არათუ არსად ჩანს, არამედ სოხუმმა თბილისისგან პოლიტიკური დისტანცირება მოახერხა.

რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთთან, აგრეთვე, ცხინვალის რეგიონთან გააფორმა ხელშეკრულებები, რომელთა თანახმადაც, “თანამშრომლობის, ინტეგრაციისა და პარტნიორობის” ძირითადი მიმართულებებია:

* ურთიერთშეთანხმებული საგარეო პოლიტიკის განხორციელება;

* “საერთო თავდაცვისა და უსაფრთხოების სივრცისადასაერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცისშექმნა”.

ამ აშკარა საფრთხეზე ოფიციალური თბილისის პასუხები კი ნაცნობი კლიშეებია:

“ე.წ. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება”; “ამ ხელშეკრულებას იურიდიული ძალა არ აქვს”; “მას არ ცნობს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე დასავლეთი (წაიკითხე აშშ)”, “აფხაზეთის დამოუკიდებლობა, რუსეთის გარდა, მხოლოდ ნაურუ-ნიკარაგუა-ვენესუელამ ცნო” და ა.შ.

შე კაი კაცო, ამ სისულელეებს რომ ჩმახავ, რუკას მაინც დახედე _ თუნდაც მსოფლიოს ყველა ქვეყანამ (ერთის გამოკლებით) რომ არ ცნოს აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, მხოლოდ რუსეთის ცნობა არ ეყოფათ აფხაზებს პურადაც და ყველადაც?

მთავარია, რომ დე ფაქტო არსებობს ასეთი ქვეყანა, თორემ გაეროს, ევროკავშირისა თუ ამერიკის სახდეპის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ რეზოლუციებსა და განცხადებებს ტუალეტის ქაღალდის ფასი აქვს…

მიიხედმოიხედეთ, რა ხდება მსოფლიოში _ ჩვენი სტრატეგიულიმოკავშირე და მეგობარიაშშ, თავის ევროკავშირიანად, რუსეთმა ჯერ ყირიმის დაბრუნებით შეაშფოთა, შემდეგ კი სირიაში ყველა ერთადდაიკიდა”…

ვერ ხედავთ, რომ ერთპოლუსიან მსოფლიოში ამერიკელთა დაუსჯელი პარპაშის დასასრული რუსეთმა კასპიის ზღვიდან გაშვებული რაკეტებით ამცნო მსოფლიოს? ვერც იმას ხედავთ, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში აშშის მიერ შეურაცხყოფილი, დამცირებული, გაძარცვული და ლამის დაჩოქებული რუსეთი მისმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ტრიუმფით რომ დააბრუნა დიდ გეოპოლიტიკაში?

 ეტყობა, ამ ყველაფერს ვერ ხედავენ ან არ უნდათ, დაინახონ. ყოველ შემთხვევაში, პრეზიდენტ მარგველაშვილისა და შერიგების მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებებიდან ასე ჩანს:

“ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ რუსეთთან ეკონომიკური და სავაჭრო, კულტურული ურთიერთობების აღდგენისა და ნდობის ატმოსფეროს ჩამოსაყალიბებლად, მაგრამ, ამავე დროს, პრინციპულები ვართ _ ამ გზაზე არ იქნება არავითარი დათმობა, რომელიც ჩრდილს მიაყენებს ჩვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, ჩვენს ღირსებას”…

რა უნდა ითქვას პრეზიდენტ მარგველაშვილის ამ “ვაჟკაცურ” განცხადებაზე?

არდათმობით ხომ კაი ჩიტი დაგვაჭერინეს და ახლა ტურასაც დაგვაჭერინებენ.

ახლა კი ჩემ მიერ დასმულ კითხვას ისევ ახალი კითხვებით ვუპასუხებ, ოღონდ არა “ქსლისა მბეჭველი” მარგველას (რომელსაც თავი მართლა ქართველი ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი ჰგონია), არამედ მკითხველის საყურადღებოდ:

დღეს საქართველო დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყანაა თუ ამერიკის ვასალი (უფრო სწორად მონა), რომელიც თეთრი სახლისნამესტნიკიაშშის ელჩის მიერ იმართება?

ან სად არის ჩვენი ღირსება და თავმოყვარეობა? თუნდაცრუსთავი 2”-ის მოვლენებიდან გამომდინარე, რომელ ღირსებაზეა ლაპარაკი, როცა ერთმანეთს ასწრებენ ევროკავშირი თუ აშშ, რომელი უფრო შეურაცხმყოფელ განცხადებას გამოაცხობს ნეოლიბერალური დემოკრატიის ქურაში?

გიორგი ლეონიძის ციციკორესი არ იყოს, ამერიკის დაუკითხავად სიზმარი ვერ უნახავთ ჩვენს ხელისუფალთ და რომელ ღირსებათავმოყვარეობაზე ლაპარაკობს ჩვენი მართლაც უღირსი პრეზიდენტი?

ახლა ვნახოთ, რას ამბობს ჩვენი შერიგების მინისტრი, რომელსაც, ეტყობა, უგრძვნია, რომ ის “საკრალური” 2 წელიწადი, რომელზეც ბატონი ალექსანდრე ჭაჭია საუბრობდა, გასულა.

საქართველო მზადაა, ფედერაციული მოწყობის საკითხი განიხილოს, სადაც აფხაზეთს განსაკუთრებული სტატუსი ექნება, _ განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის პირველი შეხვედრის მეორე სესიაზე გამოსვლისას”.

ამაზეა ნათქვამი, _ შეაყარე კედელს ცერცვიო…

მსგავსი წინადადება, შესაძლოა, თავის დროზე აქტუალური ყოფილიყო, მაგრამ სიტყვაფედერაციისგაგონებაზე ჩვენმა იმჟამინდელმა ხელისუფლებამქოში უკუღმა ყარადა საინტერესოა, რა განსაკუთრებულ სტატუსს სთავაზობს აფხაზებს ამხანაგი შერიგების მინისტრი ახლა, სოხუმმა თუნდაც მხოლოდ რუსეთის მიერ აღიარებულიდამოუკიდებელი აფხაზეთისსტატუსი თბილისის შეთავაზებაში რომ გაცვალოს?

და ყველაზე მთავარი _ სად აკეთებს ამ უაზრო განცხადებას “ზაქარაანთ პაატა”? _ “საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის პირველი შეხვედრის მეორე სესიაზე”.

 რუსეთის გეოპოლიტიკური ტრიუმფიდან გამომდინარე, ევროკავშირს ვინ ეკითხება, აფხაზეთში ბალი ათი შაურია თუ უფრო მეტი? ერთი სიტყვით, აბსურდულ განცხადებას თავი რომ დავანებოთ, შერიგების მინისტრს, სულ ცოტა, მისამართი შეეშალა, რადგან რუსეთის დაუკითხავად აფხაზეთში ბუზიც ვერ შეფრინდება.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ:

ვერცსაკრალურორ წელიწადში, ვერც, გნებავთ, ოთხში, ანუ უახლოეს მომავალში აფხაზეთს ვერავინ დააბრუნებს საქართველოს იურისდიქციაში და ის პოლიტიკოსი, რომელიც საპირისპიროს ამტკიცებს, ან ბრიყვია, ან, უბრალოდ, მატყუარა!

ამას მყისიერად ვერც პუტინი შეძლებს, როგორც ბევრს ჰგონია, რომ მხოლოდ პუტინის (რუსეთის) კეთილ ნებაზეა დამოკიდებული ყველაფერი.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრ რამეს აკონტროლებენ რუსები აფხაზეთში, მათ ურთიერთობებშიც არსებობს წითელი ხაზები, რომელთაც პუტინი ვერ გადავა. რომც გადავიდეს და უბრძანოს აფხაზეთს საქართველოში დაბრუნება, ამ ბრძანებას აფხაზები არ შეასრულებენ და დაჩოქილნი არ დაიწყებენ ქართული ჯარის ამერიკული “ბატინკების” ლოკვას.

მაშ, სად არის გამოსავალი?

გამოსავალი გონიერებაში, დამღუპველი საგარეო ვექტორის კორექტირებაში, ფუქსავატი და მოღალატე პოლიტიკური კლასის ხელისუფლებისგან ჩამოცილებასა და ახალ გეოპოლიტიკურ რეალიებში, ახალი რეინტეგრაციული პროექტების ძიებაშია. ამ ყველაფერს კი დროსა და ენერგიასთან ერთად საზოგადოების ერთიანობა სჭირდება, რათა მათ, ვინც ათეული წლების განმავლობაში ნატოსა და სხვა მსგავსი ზღაპრებით გვკვებავს, ვინც ამ მეზღაპრეობაში ქვეყანა თავზე დაგვაქცია, ერთხმად შევუძახოთ: ჰკა მაგათა!

იმედი მაქვს ადრე თუ გვიან ასეც მოხდება და იმ დღეს მოვესწრები, რომ აფხაზეთში, ამ მიწიერ სამოთხეში, ძველებურად, წელიწადში ერთხელ მაინც დავისვენებ და რაჭაში “ჩერეზ” ცხინვალი ჩავალ, როგორც ადრე, ჩემი ჯეელობის ჟამს.

ამისთვის კი საჭიროა, თვალი გავუსწოროთ რეალობას და, სოხუმ-ცხინვალის აღებაზე კი არა, აფხაზებისა და ოსების გულებში ქართველთა დაბრუნებისთვის ვიღვაწოთ!

ეს “მცირედიც” კი რუსებთან მეგობრული ურთიერთობების აღდგენის გარეშე სრული უტოპიაა და ამაზეც ვიფიქროთ, ქართველებო…

დავით მხეიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here