Home რუბრიკები პოლიტიკა “ოქროს ბიჭებიდან” “ოქროს გოგოებამდე”, ანუ ვინ არის დღეს საქართველოში “პირველი პირი”?

“ოქროს ბიჭებიდან” “ოქროს გოგოებამდე”, ანუ ვინ არის დღეს საქართველოში “პირველი პირი”?

606

ალბათ, ყველას გვახსოვს ჯერ კიდევ სამი წლის წინათ დაწყებული გაწამაწია ამ თემაზე. ერთნი გაიძახოდნენ, _ კონსტიტუციური ცვლილებები ძალაში შევიდა და ქვეყნის პირველი პირი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიაო; მეორენი ამტკიცებდნენ, _ კონსტიტუციური ცვლილებით მხოლოდ უფლებამოსილება გაეზარდა პრემიერს, თორემ ქვეყნის პირველ პირად მაინც პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რჩებაო.

ეს გაწამაწია, მართალია, შედარებით დამცხრალ ფორმებში, მაგრამ მაინც დღემდე გრძელდება.

უფრო ზუსტად, გრძელდებოდა, ვიდრე საგარეჯოში ჩატარებულმა შიუალედურმა არჩევნება საბოლოოდ არ დაალაგა ყველაფერი თავის ადგილზე და საბოლოოდ არ დაგვანახვა, რომ ამ ქვეყნის პირველი პირი თინათინ ხიდაშელია.

რაო? კონსტიტუციაში არსად წერია, რომ ქვეყნის პირველი პირი თავდაცვის მინისტრია? მერე რა? თინას ოდესმე აინტერესებდა, რა წერია საქართველოს კონსტიტუციაში?

განა უკვე ნათელი არ არის, რომ თინა ხიდაშელს სულ ფეხებზე კიდია პრეზიდენტი მარგველაშვილიც, პრემიერი ღარიბაშვილიც, საკუთარი მეუღლე _ პარლამენტის თავმჯდომარე უსუფაშვილიცა დასოლოლაკის რუხი კარდინალიივანიშვილიც!

თინა ისე ჭრის და კერავს, როგორც მოესურვება; ისე გააქვს და გამოაქვს, როგორც გაუხარდება, და იმას აკეთებს, რაც მოეპრიანება! უფრო სწორად, როგორც ამას ამერიკის ელჩი, ოცდამეერთე საუკუნის ყაიდაზე მოდერნიზებული იმპერიის წარმომადგენელი, დაავალებს დამონებული კოლონიის თავდაცვის მინისტრს.

დიახ! თინა-სპასალარი აშკარად აღტაცებული და აღფრთოვანებულ-ახუნტრუცებულია იმით, რომ უშუალოდ “იმპერატორის” წარმომადგენლებს ემორჩილება და არა ვიღაც კოლონიის ადგილობრივ “საწყალობელ ჩინოსნებს”, რომლებსაც ისიც კი ვერ გაურკვევიათ, ვინ არის მათ შორის პირველი და ვინ _ მეორე.

აკი, რაც უნდა სამარცხვინო საქციელი ჩაიდინოს, თინას, სამსახურიდან მომხსნელი კი არა, უბრალო საყვედურის მიმცემიც არ მოიძებნება ამ ქვეყანაში! და, აბა, მეტს რაღას უნდა ნიშნავდეს ქვეყნისპირველი პირობა”?!

აი ასე!

“მოვედი და ჩემი ხელით შემყავს ოქმები! არავის ვენდობი! არჩევნები მომნატრებია!” _ სრულიად ღიად ავრცელებს საარჩევნო შტაბში გადაღებულ საკუთარ ფოტოებს ასეთი მინაწერით ქალბატონი თავდაცვის მინისტრი და სინდისის ოდნავი ქენჯნაც არ ეტყობა.

ჰოდა, შედგა კიდეც, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს ისტორიაში უპერეცენდენტო ფაქტი _ ახუნტრუცებული თავდაცვის მინისტრი ერთერთი რაიონის არჩევნების შედეგებს პირადად ითვლის და აკონტროლებს.

კანონი? არა, რა თქმა უნდა, ხუნტრუცა თინას კანონი არ დაურღვევია. ის, უბრალოდ, როგორც იცის ხოლმე, ახუნტრუცდა! სხვათა შორის, მხოლოდ იქ მიხუნტრუცდა, სადაც მისი ნათესავი თამარ ხიდაშელი იყრიდა კენჭს, თორემ შუალედური არჩევნები სხვა რაიონებშიც ტარდებოდა, მაგრამ იქ თავდაცვის მინისტრს უბრალო ინტერესიც კი არ გამოუჩენია.

საზოგადოდ, სპასალარ-თინიკო არასოდეს არღვევს კანონს.

გაიხსენეთ თუნდაც ამბავი, როდესაც მისი კანდიდატურა პრემიერმა თავდაცვის მინისტრად წარადგინა, როგორ უცებ შევარდა თინიკო კაბინეტში და ლიფტთან წამოწეულ ჟურნალისტებს როგორ უტიფრად განუცხადა: “მე მინისტრი ვარ! არ სჭირდება ამას პარლამენტის დამტკიცება”.

ზუსტად ასეა ახლაც, დაინტერსებულ ჟურნალისტებს ხუნტრუცა თინა იქით ლანძღავს და დაცინის: “არც ერთი კანონი არ მიკრძალავს საარჩევნო შტაბში მისვლას და ხმების თვლასო!”

ასეა!

თავდაცვის მინისტრს ბუზების თვლასაც არ უკრძალავს არც ერთი კანონი! ჰოდა, კიდეც არიან ამით დაკავებულნი საქართველოს სხვადასხვა დროის თავდაცვის მინისტრები…

მხოლოდ ხანდახან წამოუვლით “ხელისუფლების ჟინი” და გაცილებით დიდ სისულელეებს აკეთებენ, ვიდრე ბუზების თვლაა, და გაცილებით დიდ ზიანს აყენებენ ქვეყანას, ვიდრე ბუზების თვლით შეიძლება მიაყენონ. ამიტომ, მგონი, მაინც სჯობს, საქართველოს თავდაცვის მინისტრებს, არათუ ავუკრძალოთ, განსაკუთრებით კი _ ამჟამინდელ თავდაცვის მინისტრი კანონით დავავალდებულოთ კიდეც, ბუზები ითვალოს! თორემ ხომ ხედავთ, რამხელა იდიოტობებს აკეთებინებს მას უსაქმურობა და შეუზღუდავი ძალაუფლება.

მით უფრო მაშინ, როდესაც, კანდიდატი ხიდაშელი (თამარი) მინისტრ ხიდაშელს (თინას) ხმების დათვლის სანაცვლოდ ასეთ პასუხს აძლევს ინტერნეტში _ “ოქროს გოგო ხარ, თინა!”

დიახ!

გასაგებია, რისთვისაც უხდის მადლობას კანდიდატი მინისტრს და რაც მონატრებია თინა-სპასალარს! “ნაციონალებთან” ერთად 2003 წლიდან 2007 წლამდე, მანამდე კი “მოქალაქეთა კავშირთან” ერთად არჩევნების გაყალბების სპეციფიკაში კარგად გარკვეული რესპუბლიკელების ლიდერი აშკარად არა უბრალოდ “არეჩევნებს”, არამედ სწორედ არჩევნების გაყალბების მონატრებას გულისხმობს…

ნადვილად “ოქროსია” ეს “გოგო”!

სხვათა შორის, საქართველოს “ოქროს ბიჭიც” ახსოვს, ჯერ რომ განურჩევლად ყველას იჭერდა და საშინელი წამებისთვის იმეტებდა შეთითხნილი ბრალდებებით, მერე ქართველ მეღვინეებს ვითომდა დაცინვით “ვიღაც სირ-აჯებს” ეძახდა, ბოლოს კი პირში კუბურ სიგარა გაჩრილი მიუძღოდა ქართულ ჯარს “კოდორის ხეობის დასაბრუნებლად”, რომელიც, როგორც დაიბრუნეს საბოლოოდ, ყველამ დავინახეთ…

აი, ამ, შემდგომში ძველი “ბოსისა” და მეგობრისგან განდგომილი “ოქროს ბიჭის” სიტყვებია სწორედ _ დავრწმუნდი, რომ ძალაუფლების ხიბლი ადამიანს აფუჭებს, რყვნის და ცუდად მოქმედებს, მეც სწორედ ამან მაკეთებინა ის ცუდი საქმეებიო.

ვერ გეტყვით, გულწრფელი იყო თუ არა ციხიდან გამოშვებული და საზღვარგარეთ გაქცეული ირაკლი ოქრუაშვილის ეს მონანიება, მაგრამ ფაქტია, რომ ეს სიტყვები ხშირად რეალურად ამართლებს.

ოღონდ აუცილებლად სათქმელია ისიც, რომ ხელისუფლებისა და ძალაუფლების ხიბლი მხოლოდ ბავშვობიდან დაკომპლექსებულ, გოიმ, გამოუსვლელ და რეგვენ ადამიანებსაგიჟებსდაახუნტრუცებს”, როდესაც ასეთები რაიმე უმაღლეს საფეხურს მიაღწევენ ცხოვრებაში

საქართველოში კი, სამწუხაროდ, ბოლო 25 წლის განმავლობში ისეთი სიტუაციაა, სწორედ ასეთები ახერხებენ “ზევით” მოქცევას…

თორემ ისე, ყოფილა დრო, ქვეყნის ღირსეული მმართველებიც გინახავს სხვადასხვა თანამდებობრივ საფეხურზე, საკუთარი “წარმატებების”, გავლენისა და ძალაუფლების ტყვეობაში რომ არ იყვნენ და უკადრისი ხუნტრუცის ნაცვლად ნამდვილად ღირსეულად ეჭირათ თავი.

აი, რამდენად ღირსეული საქციელია ქვეყნის თავდაცვის მინისტრის ერთერთ რაიონში ჩახუნტრუცება და იქ საარჩევნო უბნებიდან მოსული ოქმებისლეპტოპშისაკუთარი ხელით შეყვანა სულელურად მომღიმარი, თვითკმაყოფილი სახით, ამ ქვეყნის მოსახლეობამ შეაფასოს.

ბაკურ სვანიძე

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here