Home რუბრიკები პოლიტიკა ვლადიმერ პუტინი: თქვენ რა, დემოკრატიაში ჩვენს საზღვრებთან ნატოს მოახლოებას გულისხმობთ?

ვლადიმერ პუტინი: თქვენ რა, დემოკრატიაში ჩვენს საზღვრებთან ნატოს მოახლოებას გულისხმობთ?

517

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმავალდაისსადისკუსიო კლუბის სხდომაზე განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოება და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის განლაგების კუთხით აშშის ქმედებები რუსეთის შეშფოთებას იწვევს.

“თქვენ რა, დემოკრატიაში ჩვენს საზღვრებთან ნატოს მოახლოებას გულისხმობთ? ეს არის დემოკრატია? ნატო სამხედრო ბლოკია, ამიტომ ჩვენ არა დემოკრატიის, არამედ ნატოს სამხედრო ინფრანსტრუქტურის მოახლოება გვაშფოთებს”, _ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

  „ვალდაის კლუბში” სიტყვით გამოსვლისას პუტინმა გაიმეორა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა ტრაგედია იყო. „კვლავ ვაცხადებ, რომ ეს, პირველ რიგში, ჰუმანიტარული ხასიათის ტრაგედიაა.საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად, 25 მილიონი ეთნიკური რუსი საკუთარი ნების წინააღმდეგ აღმოჩნდა საზღვრებს გარეთ”, _ განაცხადა პუტინმა, რომელმაც უკრაინაში არსებულ სიტუაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის რუსეთისთვის საფრთხის შემცველია.

 „რუსეთის პოზიციაა, რომ ჩვენ უკრაინელი ხალხის არჩევანს არ ვებრძვით, ჩვენთვის ნებისმიერი არჩევანი მისაღებია. უკრაინა ჩვენთვის მოძმე ქვეყანაა, თუმცა ხელისუფლების შეცვლის ასეთ ფორმას ვეწინააღმდეგებით”, _ აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი არ იქნება წინააღმდეგი, თუ რუსეთი სირიის ოპოზიციის იმ ნაწილს დაეხმარება, რომელსაც „ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლა სურს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here