Home რუბრიკები პოლიტიკა ირაკლი ღარიბაშვილი: ვინც სახელმწიფოზე აღმართავს მახვილს, იმავე მახვილით განადგურდება

ირაკლი ღარიბაშვილი: ვინც სახელმწიფოზე აღმართავს მახვილს, იმავე მახვილით განადგურდება

483

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარტვილში შუალედურ არჩევნებშიქართული ოცნებისმაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად სოსო დანელიას წარდგენისას პირობა დადო, რომ ხელისუფლება არ დაუშვებს ქვეყანაში არავითარ დესტაბილიზაციას.

“არსახსენებლებს” ვეძახი წინა მთავრობის წარმომადგენლებს და სააკაშვილს, რომელიც ადამიანების გამაუპატიურებელი ნიღბიანი ჯალათის სახეა. პირდაპირ მოუწოდებენ, რომ ეს ხელისუფლება უნდა დაამხონ, ასე უნდა გავაკეთოთ და ისე უნდა გავაკეთოთო. მე მათ ვპირდები და გპირდებით თქვენ, რომ ჩვენი ხელისუფლება არ დაუშვებს არავითარ დესტაბილიზაციას. ჩვენ ვართ დღეს იმაზე უფრო ძლიერი, ვიდრე ვიყავით 3 წლის წინათ. ვინც სახელმწიფოზე აღმართავს მახვილს, იმავე მახვილით განადგურდება. ჩვენ მათ, ვინც ხალხს დაურღვევს მშვიდობას და სტაბილურობას, რა თქმა უნდა, გავუშვებთ პოლიტიკურ მოუსავლეთში. ამ ადამიანების ადგილი პოლიტიკაში აღარ იქნება”, _ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here