Home რუბრიკები საზოგადოება ნიკოლოზ მჟავანაძე: სხვა კადრებიც უნდა აჩვენონ! საზოგადოებამ უნდა ნახოს ამ გამაუპატიურებლების სახე!

ნიკოლოზ მჟავანაძე: სხვა კადრებიც უნდა აჩვენონ! საზოგადოებამ უნდა ნახოს ამ გამაუპატიურებლების სახე!

550

უფლებადამცველთა გაერთიანებისთავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე უკრაინული პორტალის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეომასალაზე კომენტარს აკეთებს:

“ეს კადრები ჩემთვის უცხო არ არის. მაშინ ვნახე, როდესაც შს იმჟამინდელმა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამოქალაქო სექტორს, მედიის წარმომადგენლებს დაგვიძახა და გვაჩვენა ამ წამების კადრები. მხოლოდ ეს კი არა, სხვა კადრებიც უნდა აჩვენონ ყველას, რათა საზოგადოებამ კარგად დაინახოს ამ გამაუპატიურებლების სახე. დღეს იკრიბებიან სწორედ ამ გამაუპატიურებლების “გამპრავებლები”. ამ საშინელი სისტემის მიმდევარი ტელევიზიები ამტკიცებენ, რომ ეს კადრები დადგმულია. როგორ შეიძლება, დადგმული იყოს ასეთი კადრები, როდესაც პირდაპირ ჩანს მამაკაცის გაუპატიურება?!

 საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვისთან გვაქვს საქმე. საქმე გვაქვს “მეცოცხეებთან” და გამაუპატიურებლებთან. ეს ნაგავი “ნაციონალური მოძრაობა” სამუდამოდ უნდა გავიტანოთ საქართველოდან თავის მიმდევრებიანად… მაგათი ბოგინის დრო საქართველოში უკვე დამთვარდა. მე იმისი მეშინია, რომ ამ კადრების ხილვის შემდეგ პირდაპირი ანგარიშსწორებები არ დაიწყოს.

გახსოვთ, ალბათ, 2012 წელს ციხის კადრების ჩვენების შემდეგ “ნაცები” სახლიდანაც ვერ გამოდიოდნენ. “ენ-დი-აი”, რომელიც დღეს ამ გამაუპატიურებლებს 13%-ს უწერს, გარკვეულწილად დამნაშავეა ამ ყველაფერში. მათ სურთ, “მეცოცხეები” დააბრუნონ საქართველოში… ეს ხალხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიტანოთ საქართველოდან. აღშფოთებული ვარ… ვინც მათ მხარს უჭერს, ისინიც დამნაშავეები არიან. საქართველო უნდა გაიწმინდოს გამაუპატიურებლებისგან”, _ აცხადებს მჟავანაძე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here