Home რუბრიკები პოლიტიკა ჟან-კლოდ იუნკერი: ევროკავშირმა რუსეთთან პრაქტიკული ურთიერთობა უნდა აღადგინოს და არ მისცეს აშშ-ს...

ჟან-კლოდ იუნკერი: ევროკავშირმა რუსეთთან პრაქტიკული ურთიერთობა უნდა აღადგინოს და არ მისცეს აშშ-ს უფლება, თავისი პოლიტიკა უკარნახოს

553

ბიბისისმიერ გავრცელებული  ცნობის თანახმად, ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟანკლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა რუსეთთან პრაქტიკული ურთიერთობა უნდა აღადგინოს და არ მისცეს აშშ უფლება, თავისი პოლიტიკა უკარნახოს

“რუსეთთან პრაქტიკული ურთიერთობა უნდა დავამყაროთ. ეს არც თუ ისე სასიამოვნოა, მაგრამ ამის გაკეთება საჭიროა”, _ განაცხადა იუნკერმა და იქვე დასძინა, რომ რუსეთს პატივი უნდა სცენ.

ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებას გამოეხმაურა რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსეი პუშკოვი. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ,  იუნკერის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმების პროცესი დაიწყება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here