Home რუბრიკები პოლიტიკა “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებს “ტოიოტას” ავტომობილებით აშშ და დიდი ბრიტანეთი ამარაგებდა

“ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებს “ტოიოტას” ავტომობილებით აშშ და დიდი ბრიტანეთი ამარაგებდა

რონ პოლის მშვიდობისა და განვითარების ინსტიტუტმა  გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმადაც, ტერორისტული დაჯგუფებაისლამური სახელმწიფოსწევრები ფირმატოიოტასასობით ავტომანქანას აშშსა და დიდ ბრიტანეთს უნდა უმადლოდეს.

ავტომწარმოებლების მიერ მანქანების შეყვანა სირიაში ოფიციალურად 2012 წელს შეწყდა. პოლიტოლოგების კვლევის თანახმად კი, 2013-2014 წლებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს სამსახურები ამ ჯიპებით “სირიის თავისუფალ არმიას“ ამარაგებდნენ.

 პოლიტოლოგი ტონი კარტალუჩი ამერიკულ რადიო Public Radio International -სა და ინგლისურ გაზეთ The Independent-ზე დაყრდნობით ამბობს, რომ სირიაში გაგზავნილი იყო 43 ცალი “ტოიოტას” პიკაპი.

„ალბათ, ვაშინგტონში თვლიან, რომ, თუ ამერიკის მთავრობა სვამს კითხვას _ როგორ მოხვდა ამდენი ჯიპი „ისლამური სახელმწიფოს“ მფლობელობაში, არავის გაუჩნდება ეჭვი მათი ამ პროცესებში მონაწილეობის შესახებ“, _ წერია რონ პოლის ინსტიტუტის დასკვნაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here