Home რუბრიკები პოლიტიკა მალაიზიის “ბოინგი” რაკეტა 9M38-ით ჩამოაგდეს

მალაიზიის “ბოინგი” რაკეტა 9M38-ით ჩამოაგდეს

589

ნიდერლანდების უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომბოინგი” MH17 რაკეტა 9M38-ით ჩამოაგდეს. ეს ვერსია სრულად ემთხვევა რუსული კონცერნისალმაზანტეისადრე გამოქვეყნებულ ანგარიშს.

რუსულმა კონცერმა რამდენიმე თვის წინათ ჩაატარა ექსპერიმენტები და გამოთვალა, რომელი ადგილიდან ჩამოაგდეს “ბოინგი 777” 2014 წლის 17 ივლისს.

“ჩვენ ერთმნიშვნელოვნად დავამტკიცეთ, რომ საზენიტო რაკეტა, რომლითაც მალაიზიის ავიაკომპანიის “ბოინგი” ჩამოაგდეს, იყო კომპლექს “ბუკის” რაკეტა 9M38. ეს რაკეტა კი გაშვებულია დასახლებული პუნქტის _ ზაროშჩენსკოეს სამხრეთით მდებარე რაიონიდან”, _ განაცხადა “ალმაზ-ანტეის” გენერალურმა დირექტორმა იან ნოვიკოვმა.

2014 წლის 14 ივლისს სამგზავრო თვითმფრინავი “ბოინგი 777” (რეისი MH17) ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიფრინავდა და უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად 298 ადამიანი დაიღუპა.

აღსანიშნავია, რომ იმ მომენტში ზაროშჩენსკოეს უკრაინის სამთავრობო ჯარები აკონტროლებდნენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here