Home რუბრიკები პოლიტიკა ბრიტანეთის დაზვერვის ექსგენტი: დასავლეთი გაცოფებულია იმით, რომ რუსეთი ნატოზე სწრაფად მოქმედებს

ბრიტანეთის დაზვერვის ექსგენტი: დასავლეთი გაცოფებულია იმით, რომ რუსეთი ნატოზე სწრაფად მოქმედებს

530

სირიაში რუსეთის მოქმედებებზე დასავლეთის ისტერიკული რეაქციის ერთერთი მიზეზი არის ის, რომ მოსკოვმა აჩვენა უნიკალური ოპერატიულობა ასეთი რთული სამხედრო კამპანიის წამოწყებისას”, _ წერს ბრიტანული დაზვერვის, MI6-ის ყოფილი აგენტი ალისტერ კრუკი Huffington Postში გამოქვეყნებულ სტატიაში.

“სირიის თემაზე დეზინფორმაციის ტალღის აგორება დასავლეთში გამოწვეულია არა მხოლოდ იმით, რომ ვლადიმერ პუტინმა თავისი ადგილი მიუჩინა ვაშინგტონს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ამაოდ ებრძოდა “ისლამურ სახელმწიფოს”, არამედ იმითაც, რომ რუსეთმა “თვალის დახამხამებაში” გაშალა რთული სამხედრო კამპანია სირიაში”, _ აღნიშნავს ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის _ MI6-ის ყოფილი თანამშრომელი ალისტერ კრუკი.

“ნატო მისი რთული სტრუქტურით გაცილებით მოუქნელია”, _ წერს კრუკი, _ და სამაგალითოდ მოჰყავს ერაყი, სადაც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს მხარდაჭერის სარეალიზაციოდ წლები დასჭირდა.

“ათეული წლების განმავლობაში ნატოს მოწინააღმდეგე არ ჰყავდა ომისა და მშვიდობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ნაწილში და მას სულაც არ ანაღვლებდა, რას ფიქრობდნენ და აკეთებდნენ სხვა ქვეყნები. თუმცა ახლა მისი სტრატეგიული უპირატესობა ეჭვქვეშაა.

 “დასავლეთი შეშფოთებულია იმის გამო, რომ რუსეთის ამ ინიციატივამ შეიძლება საფუძველი ჩაუყაროს შანხაის ორგანიზაციის ქვეყნების სამხედრო კავშირს, რომლის ერთ-ერთი მიზანი იქნება რეჟიმების დამხობის შესახებ ნატოს პროექტების ჩაფლავება. ასეთი პერსპექტივა დასავლეთის ქვეყნებს აღიზიანებს და არ არის გამორიცხული, ნატომ ცვლილება განიცადოს”.

სირიაში რუსეთის მოქმედებაში კი პოლიტიკური მოტივები არ ჩანს. აშკარაა, რომ რუსეთის არმია ავიადარტყმებით ნიადაგს უმზადებს სირიელი კოლეგების შეტევას: ავიაცია უზრუნველყოფს სირიის არმიის ლოჯისტიკის ხაზის დაცვას და, ამასთანავე, ანგრევს ჯიჰადისტების ლოჯისტიკას. ამ მხრივ, ლატაკიის რაიონში მოქმედება, სადაც რუსეთის სამხედრო ბაზაა, პირველი რიგის ამოცანაა. და როდესაც ძირითადი მიზნები განადგურდება, სირიის არმია დაიწყებს სახმელეთო ოპერაციას, რუსი ჯარისკაცები კი ბრძოლებში მონაწილეობას არ მიიღებენ. მათი ამოცანა შემოიფარგლება ლატავიის ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფითა და სირიის არმიის საჰაერო მხარდაჭერით”, _ წერს ალისტერ კრუკი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here