Home რუბრიკები პოლიტიკა ქვეყანას ისევ “ნაცმოძრაობა” მართავს…

ქვეყანას ისევ “ნაცმოძრაობა” მართავს…

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, მაგრამნაცებისადადემოკრატებისმიერ უარყოფილი საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობა შეაჩერა

საქართველოში კოაბიტაცია არ შედგა, რადგან ქვეყანა არც მენტალიტეტით და არც ინსტიტუციურად არ იყო ამისთვის მზად”, _ განაცხდადოიჩე ველესთვის” 2 წლის წინათ მიცემულ ინტერვიუში გერმანიის ელჩმა საქართველოში ორთვინ ჰენინგმა.

კოაბიტაციის დაწყებიდან საკმაო დრო გავიდა. ამ პროცესის დასრულებას 2013 წლის 27 ოქტომბერს პრეზიდენტობის კანდიდატი, ამჟამად ქვეყნის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც გვპირდებოდა, თუმცა ამაოდ. კოაბიტაცია არათუ დასრულდა, პირიქით, პრეზიდენტის აპარატში ძირძველი ნაცლიდერის _ მიხეილ მაჭავარიანის ძმით დაწყებული, მე-5 კოლონად გამოცხადებული, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტით _ კახა კოჟორიძით დასრულებული, თითქმის ყველანაცივიხილეთ. ახლახან კინაციონალური მოძრაობისსატელიტი პარტიის _ “ახალი მემარჯვენეებისერთერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძეც გამოჩნდა.

სამართლიანობის აღდგენაცა და უკანონობაც უკან დარჩა მას შემდეგ, რაც ეროვნული ვალურის კურსის დაცემა დაიწყო. ქვეყნის გაღატაკებული ნაწილი გაუსაძლის მდგომარეობაში აღმოჩნდა _ გაძვირდა პროდუქტები, მედიკამენტები, კომუნალური გადასახადები. აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ყველაფერი გარე ფაქტორებსა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძეს დააბრალა, თუმცა კოტე კუბლაშვილივით ვერც მისი გადაყენება მოახერხა. უფრო ზუსტად, როგორც ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, “მთხოვეს, რომ არ მოვხსნა”…

გიორგი ქადაგიძის გადასარჩენად, მისთვის პოსტის შესანარჩუნებლად საჭირო და აუცილებელი შეიქნა ეროვნული ბანკის მაკონტროლებელი ორგანოს ჩამოყალიბება, რომელსაც ექსპერტები მიზანშეწონილად არ თვლიდნენ. იდეას მხარს არც საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური გუნდი უჭერდა და საკითხს ვეტოც დაედო. პარლამენტის მიერ ვეტოდაძლეულმა პროექტმა _ “საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტომ” _ რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ არსებობა შეწყვიტა.

2015 წლის 22 სექტემბერსნაცებმადათავისუფალმა დემოკრატებმასაკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანეს სარჩელი, რომლითაც ზემოაღნიშნული სააგენტოს მუშაობის შეწყვეტას მოითხოვდნენ. მოსარჩელეთა განმარტებით, სააგენტოსთვის გადაცემულ იქნა ის უფლებამოსილებები, რომელთა განხორციელება აუცილებელია ფინანსური სექტორის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობისთვის, რაც, საქართველოს კონსტიტუციის 95- მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების მიხედვით, მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის კომპეტენციას მიეკუთვნება.

ამ ვითარებაში ხელისუფლება კვლავ წააწყდა დაკავებული თანამდებობიდან ვერმოხსნილი ადამიანის პრობლემას. სწორედ ვერმოხსნილმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა შეაჩერა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, მაგრამნაცებისადადემოკრატებისმიერ უარყოფილი საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობა.

რა ხდება ქვეყანაში? რა მოგვიტანა კოაბიტაციამ და მართავს თუ არა ქვეყანას ისევნაციონალური მოძრაობა”? _ ამ და სხვა საინტერესო თემებზე დიპლომატი ვასილ ჭიჭინაძე გვესაუბრება.

_ ბატონო ვასილ, ქვეყანა კვლავ დადგა ფაქტის წინაშე _ “ნაციონალებისმიერ შეტანილი სარჩელი დაკმაყოფილდა. ოღონდ ამჯერად საქმე ეროვნულ ვალუტას ეხება და, “ნაცებისგარდა, ქვეყნის წინააღმდეგთავისუფალი დემოკრატებიცგამოვიდნენ. რა ხდება? ქვეყანას კვლავნაციონალებიმართავენ?

_ ამერიკელებმა კოაბიტაციის მახინჯი ფორმა შესთავზეს “ქართულ ოცნებას” და ესენიც დათანხმდნენ. დათანხმდნენ იმიტომ, რომ ჭკუა-გონება არ უჭრით, არ აქვთ გამოცდილება, არ არიან პროფესიონალები. ხელისუფლებამ დღემდე ვერ გაიგო, რა სურს, საით უნდა წავიდეს. არ იციან, გარეთ რა თქვან და შიგნით როგორ იმოქმედონ. სამაგიეროდ, ეს ყველაფერი კარგად იციან “ნაციონალებმა”.

ბევრჯერ მითქვამს, ბიძინა ივანიშვილი არავის იცნობდა და თავისი ნაცნობების მითითებით დანიშნა ხალხი-მეთქი. იცნობდა თავის კურსელ მეჭიაურსა და “ნაციონალებს”, ყველა მათგანს, საუკეთესო პირობები აქვს შექმნილი.

სამი წელია, ვუყურებთ, რა სისულელეებს სჩადის ხელისუფლება. მივიღეთ გათახსირებული ქვეყანა, დანგრეული. თავზე ჩამოგვემხო ყველაფერი და, თუ ვინმემ არ გვიშველა, დავიღუპებით.

საბედნიეროდ, ხალხი გონს მოეგო, ვეღარაფერს გამოაპარებ. ეს ამათ ჰგონიათ, რომ ატყუებენ, მაგრამ ხალხი არ ტყუვდება. დღეს გამოკითხვა რომ ჩატარდეს, იცით, რომოცნებისადანაცებისრეიტინგებში სხვაობა არ იქნება? უშველებელი რეიტინგი სამ წელიდაში რომ გააცამტვერო და ხალხს ისევნაცებიანატრებინო, ამას მოხერხება უნდა. ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ამის გაკეთება შეძლო.

_ ხალხის მოტყუებაზე საუბრობთ. ივანიშვილის გარდა, ხალხი პრეზიდენტმაც მოატყუა, როდესაც 2013 წლის 27 ოქტომბერს კოაბიტაციის დასრულებას დაჰპირდა.

_ თავიდანვე ყველამ იცოდა, რომ მარგველაშვილი ამერიკელების გამოზრდილი იყო. ისიც უცხო ქვეყნის დაკვეთას ასრულებდა. ასე გაზარდეს. რატომ ელოდა ვინმე, რომ მარგველაშვილი მსოფლმხედველობას ვინმეს ან რამის გამო შეიცვლიდა?! გადახედეთ მის გარემოცვას _ “ნაცმოძრაობისხალხით არის დაკომპლექტებული.

_ დაიშალა თუ არა ივანიშვილის მატარებელი?

_ მატარებელი კარგად აწყობილია. ივანიშვილს თავისი ხუხულა ჩამოეშალა. მან ვერაფერი შეძლო. სამ წელიწადში რამდენჯერმე რომ შეცვლი პროკურორს, საგარეო საქმეთა მინისტრს, უფრო მეტჯერ _ ეკონომიკის მინისტრს, შინაგან საქმეთა მინისტრებს, რაზე უნდა ილაპარაკო?! არ ივარგა პრეზიდენტმა, არ გამოდგა დედაქალაქის მერი… დედაქალაქში არსებული პრობლემები კიდევ ცალკე თემაა. საოცარი რამ მოხდა… ვაკის საკრებულოს წევრები პრაღის რომელიღაც უბნის საკრებულოს წევრებს ოფიციალურ ვიზიტად ესტუმრნენსხვა დროს, ალბათ, გამეცინებოდა, მაგრამ ახლა ეს სასაცილო აღარ არის. “ოცნებასახლობანას თამაშობს.

_ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წელი რჩება. როგორ გადანაწილდება ხელისუფლება და ვის ხელში აღმოჩნდება ქვეყანა? ფაქტია, რომთავისუფალი დემოკრატები” “ნაციონალებსუერთდებიან. ამ ორ ძალასა და რესპუბლიკელებს შორის დიდი სხვაობა არ არის, ფიქრია ჩიხრაძე პრეზიდენტის მრჩეველია და მან უკვე განაცხადა, რომ ყველა ძალასთან ითანამშრომლებს.

_ სხვაგვარად ვფიქრობ რესპუბლიკელებზე. ისინი ჭკვიანები და საშიშები არიან. კოალიციიდან რესპუბლიკელები არ წავლენ. ბიძინას გაცილებით მაღალ კვოტას მოსთხოვენ, ვიდრე აქვთ. მერე უკვე, პარლამენტში დიდი რაოდენობით შესულები, შეუერთდებიანნაციონალებსდა ალასანიას. ამის შემდეგ დატოვებენ კოალიციას, რომელსაც მოლაპარაკე და საღად მოაზროვნე არავინ ჰყავს, და უსუსური ადამიანები უმცირესობაში დარჩებიან. უმრავლესობა გახდება ალასანია, “რესპები”, “ნაცები”. აი, მაშინ დავიღუპებით.

“ოცნებას” ჰგონია, რომ ნინო ბურჯანაძისა და ირმა ინაშვილის დახმარებით უმრავლესობას მოიპოვებს, მაგრამ ასე არ მოხდება, რადგან ბურჯანაძე სანდო არ არის, მას ნიავი საით დაუბერავს, არავინ იცის. თანაც ბიძინას ამ ორი ძალისთვის 10%-ზე მეტის მიცემა ძალიან გაუჭირდება, რადგან თავად არის გაჭირვებაში ჩავარდნილი.

_ რა გაძლევთ რესპუბლიკელებზე ამის თქმის საფუძველს?

_ გაიხსენეთ, ცოტა ხნის წინათ როგორი კულუარული ომი მიმდინარეობდა იმისთვის, რომ რესპუბლიკელებს შინაგან საქმეთა მინისტრის პორტფელი ჩაეგდოთ ხელში. რესპუბლიკელები მონაწილეობენ თბილისის მერის _ დავით ნარმანიას დისკრედიტაციის კამპანიაშიც, რადგან მათ თბილისის მერის თანამდებობაზეც რესპუბლიკელის დასმა სწადიათ, თუმცა მთავარი მიზანი მაინც პრემიერის თანამდებობაა. რესპუბლიკური პარტია ხელისუფლების ხელში ჩაგდებისთვის იბრძვის.

მომზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here