Home რუბრიკები საზოგადოება სხვადასხვა პროფესიის ადამიანების ფრაზები “რუსთავი 2”-ზე

სხვადასხვა პროფესიის ადამიანების ფრაზები “რუსთავი 2”-ზე

ტელეკომპანიარუსთავი 2”-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს სხვადასხვა პროფესიის, სოციალური ფენისა და სფეროს წარმომადგენლები სხვადასხვანაირად გამოეხმაურნენ. ჩვენმა საიდუმლო კორესპონდენტმა შეძლო, ჩაეწერა ეს ფრაზები და ჩვენთან რედაქციაში მოეტანა. ამ ფრაზებს ექსკლუზიურად ვთავაზობთ მკითხველს:

მორიდებული ბიზნესმენი: “უკაცრავად, ექვსი მილიონი მაქვს და ძალიან მინდა, თავისუფალი სიტყვა გადავარჩინო, ხომ ვერ მასწავლით, როგორ მოვიქცე?”

გათავხედებული ნაციონალი: “ამ ქვეყანაში ყველაზე ჰუმანურები და კეთილები ჩვენ ვართ. არ დავუშვებთ არავის უსამართლო დაჩაგვრას, ამიტომ მოგვეცით ეგ 6 მილიონი და ყველაფერი კარგად იქნება”.

გაზულუქებულიმეოცნებე”: “6 მილიონი? კი მაგრამ, ვის რა ჯანდაბად უნდა შენი 6 მილიონი?! ჩვენ 7 გვაქვს… ოღონდ მილიარდი! ფხხხუკ! ჰა-ჰა-ჰა-ჰა-ჰააა! ავტოგოლი, კიდევ ერთი ავტოგოლი, იოოო!”

დამოუკიდებელიტელევიზიის გააფთრებული გენერალური დირექტორი: “გვხურავთ? აუ, ჩემი, ჯოჯოხეთს მოგიწყობთ, მიწას დაგიწვავთ, ჰაერში აგწევთ… აუ, 1 ლარი ხო არა გაქვთ? ბიჭებს სიგარეტის ფული აღარ დაგვრჩა და…”

მიჩმორებულიპრეზიდენტი”: “რა არის, იცით? ოჯახი დამაწვა კისერზე ძალიან, მატერიალურად მაგრად გამიჭირდა და ერთი ლარი ვერა, მაგრამ თბილ წინდებს მოგიქსოვთ ზამთრისთვის, თუ გინდათ…”

ორტრაკაყველაპარტიელი: “ეს იმ კაცს გაუმარჯოს, 1 ლარს რომ “ობიექტივს” ჩაურიცხავს და 1 ლარს _ “რუსთავი 2”-ს და ორივე ქვითარს შეინახავს, ვინ იცის, დრო მოვა და რომელი უფრო გამომადგებაო!”

საშუალო სტატისტიკური ქართველი”: “აუ, უკვე ამომივიდა ყელში! გაეთრიეთ აქედან ყველა! აეგრე! არ იცით ჯერ, ხალხის გაბრაზება რას ნიშნავს! აბა, აუდეთ აქედან იმანაც, იმანაც და იმანაც! დროზე! მოიცა, ჯერ, ხალხის ფული და ქონება რაც თქვლიფეთ, დააბრუნეთ უკან! მოიცა, ჯერ, ხალხს რაც მოატყუეთ, ის მოინანიეთ! მოიცა, ჯერ, რაც შეურაცხყოფა მიაყენეთ ხალხს და გატანჯეთ, ბოდიში მოიხადეთ! მოიცა… ჯერ ნუ მაღვიძებ რა, დედა… აუუუუ, რა ყველაზე მაგარ მომენტში გამომაღვიძე… სულ ასე იცი რააა… უფფფ!”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here