Home რუბრიკები საზოგადოება “ცრუ დურმიშხანი”, მისი “უხეირო ნაცოდვილარი” და სატელევიზიო დითირამბები

“ცრუ დურმიშხანი”, მისი “უხეირო ნაცოდვილარი” და სატელევიზიო დითირამბები

1864

სტატიაში ვისაუბრებთ გერმანელი მეცნიერის, ქალბატონ მარია ტუნის მსოფლიოში პოპულარულთესვის კალენდარზე”, რომლის ტექსტი, ჩვენ მიერ ორ ათეულზე მეტი წლის წინათ ქართულ ენაზე ნათარგმნი, გადაიწერა, გააუკუღმართა და ბროშურად გამოაქვეყნა დურმიშხან ყიფიანმა, ყდაზე კი თავისი სახელი და გვარი დააწერა. “ავტორიმსგავს ქმედებას დღემდე განაგრძობს, რომელსაც ხელს უწყობს ტელეკომპანიაკავკასიისგადაცემები _ “ვარსკვლავები გვამცნობენდათქვენი დრო”; საქებარი გადაცემა თურმერუსთავი 2”-მაც მიუძღვნა 2012 წელს. ამან ყიფიანი იშტაზე მოიყვანა დათესვის კალენდრისმთარგმნელგამომცემლების წინააღმდეგ შეტევაზე გადავიდა. სტატიაში მისინაშრომებიმოხსენიებული იქნება, როგორცუხეირო ნაცოდვილარი”, “ავტორშემდგენელიკი _ როგორცცრუ დურმიშხანი”. 

სოფლის მეურნეობის დარგის გერმანელი მეცნიერის, ქალბატონი მარია ტუნისა (1922-2012) და მისი ქალ-ვაჟის _ მათიას ტუნისა და ქრისტინა შმიდტ რუდტის “თესვის კალენდარი” ყოველწლიურად გამოიცემა მსოფლიოს მრავალ ენაზე. იგი გერმანულიდან ქართულ ენაზე ამ სტატიის ავტორის მიერ, უკვე კარგა ხანია, ყოველწლიურად ითარგმნება _ 2015 წელს საქართველოში ოცდამეორედ გამოიცა “თესვის კალენდარი”.

დავიწყოთ “ცრუ დურმიშხანის” მიერ 2014 წელს გამოცემული ეგრეთ წოდებული “მთვარის ასტროლოგიური კალენდრის” იმ ადგილის განხილვით, სადაც ჩვენ ცინიკურად და უმსგავსოდ მოგვიხსენიებს:

ქართული პრობლემა კალენდრების გამოცემებში” (იხ. გვ. 100) _ ეს არის ამბიციური, ტექსტის შეუსაბამო, გაუმართავი და უვიცობის გამომხატველი სათაური.

დააკვირდით პირველ აბზაცს:

*”ამჯერად მოგახსენებთ საქართველოში კალენდრების გამოცემასთან დაკავშირებულ იმ პრობლემებს, რომელიც თან ახლავს კალენდრის შემდგენელთა დაბალ პროფესიონალიზმს, ან საერთოდ დილეტანტიზმს, რაც, სამწუხაროდ დამახასიათებელია ჩვენი საზოგადოებისათვის” (იხ. გვ. 100).

ქართველი საზოგადოებისთვის თურმე საერთოდ დამახასიათებელი ყოფილა არაპროფესიონალიზმი და დილეტანტიზმი(!). ასეთ გამონათქვამს სისულელე ჰქვია.

შემდეგი აბზაცი:

*”კალენდრის შემდგენელმა უნდა იცოდეს, თუ რა არის დრო და სივრცე. მან უნდა შექმნას დროისა და სივრცის ის სინთეზი, რომელიც წაადგება მის მკითხველსა თუ მომხმარებელს. კალენდარი _ ეს არ არის ლიტერატურული ნაწარმოები, რომელიც შეიძლება იყოს დიდებული, კარგი ან სუსტი. კალენდარი უნდა იყოს კარგი და დახვეწილი ან საერთოდ არ უნდა გამოიცეს. კალენდარი უნდა იყოს გზამკვლევი საქმიანობაში, დროის მაჩვენებელი და სასწავლო სახელმძღვანელო. სხვა შემთხვევაში ის არის უვარგისი მაკულატურა, რომელსაც ყიდიან მხოლოდ მატერიალური დაინტერესების მიზნით”(იხ. გვ. 100).

ბატონებო, ფრთხილად! საქმე გვაქვსზეადამიანთან”, რომელმაც იცის, რა არის დრო და სივრცე. უფრო მეტიც _ იგი მიანიშნებს, რომ ხელეწიფება დროისა და სივრცის სინთეზი. აი, სადამდე შეიძლება მივიდეს ამპარტავნობა და მკრეხელობა!

მესამე აბზაცი:

*”საინფორმაციო წყაროებიდან ხშირად გაჟღერებულა, რომ მორგოშიას უცხოურიდან ნათარგმნი (ან კი რა დონის თარგმანია) ე.წ. “თესვის კალენდარი” საერთოდ გამოუსადეგარია საქართველოსათვის და მის ყოველ გამოცემას მრავალჯერ შეჰყავს მომხმარებელი შეცდომაში. კალენდრის ტიტულზე აღნიშნულია, რომ “კალენდარი პლანეტათა განლაგების მეცნიერულ კვლევის საფუძველზეა დამუშავებული და შედგენილი”. ახლა გადავხედოთ ეს მეცნიერული “კვლევა” რა დონის მიღწევებს გვთავაზობს” (იხ. გვ. 100).

ასე გაუმართავად, გაურკვევლად, პრიმიტიულად წერა მართლაც სამარცხვინოა:

საკითხავია, რომელ საინფორმაციო წყაროებზეა საუბარი? რომელუცხოურენაზეა ლაპარაკი? “თესვის კალენდარიგაკვრითაა ნახსენები, ავტორი კი _ არსად. ჩემი მოხსენიება მხოლოდ გვარით გაუგებრობას იწვევს. ავტორის ხსენებაცრუ დურმიშხანმავერც კი გაბედა. თუთესვის კალენდარისაქართველოშისაერთოდ გამოუსადეგარია” , მაშინ იგი არ ივარგებს მსოფლიოს იმ ქვეყნებშიც, რომლებშიც, ნახევარ საუკუნეზე მეტია, ითარგმნება და გამოიცემა. ეს ქვეყნებია: აშშ, კანადა, ევროპის ქვეყნები, ჩინეთი, იაპონია

შემდეგი სიცრუე:

* “უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ზოდიაქოს ნიშნები მსოფლიო ეფემერიდულ ცხრილებთან (რომლითაც ვსარგებლობთ ასტრონომები და ასტროლოგები) შეფარდებით, 3-4 დღით წინაა გადმოწეული. ამის გამო არაერთგანაა დარღვეული აგროტექნიკურ სამუშაოთა პერიოდები” (იხ. გვ.101).

ცხადია, რომ ოპონენტითავს ასტროლოგად ასაღებს, რადგან მისუხეირო ნაცოდვილარსყდაზე აწერიამთვარის ასტროლოგიური კალენდარი”, რაც მთვარისა და ასტროლოგიის შეურაცხყოფად მიმაჩნია.

მორიგი სიყალბე:

 *”2005 წლის ივლისის თვეში ქალწულის ზოდიაქოს დღეების გასწვრივ ნაყოფის _ ერთი, ფესვის _ ორი და ფოთლის ერთი დღეა. როგორ გაარკვიოს მკითხველმა, თუ რომელი იმპულსების მატარებელია ბოლოს და ბოლოს ზოდიაქოს ნიშანი?”(იხ. გვ.101).

“ოპონენტს” ასეთი უაზრობა იქნებ არ ეთქვა, 2005 წლის “თესვის კალენდარში” _ “კალენდრით სარგებლობის” განმარტებაში, ბოლო აბზაცი რომ წაეკითხა და გაეგო: როცა მთვარის მეშვეობით მომავალი ძალები სხვა ცთომილთა კონსტელაციებით გადაიფარება, რაც, ცხადია, ბეჭდვისას დაშვებული შეცდომა არ არის.

ცინიზმით აღსავსე აბზაცი:

*”ამ კალენდრის შემდგენლებს როდესაც შეცდომებზე მივუთითე, კორექტურას გადააბრალეს. ამ კალენდარს, ჩანს, კორექტორი საერთოდ არ ჰყავს, ხოლო რედაქტორი, ბატონი გვანჯი მანია, გინესის რეკორდების წიგნისათვის მასალებს აქეთიქით რომ ეძებს, განა წინ არ უდევს რეკორდული რაოდენობისმეცნიერულაღმოჩენათა უნიკალური კრებული _ როგორც პროფესიონალური დილეტანტიზმის შესანიშნავი გამოხატულება?”

ამას ზუსტად ესადაგება ცნობილი ხალხური ანდაზა _ “ჩემი შენ გითხარიო, გული მოგიკალიო”.

ბატონ გვანჯის ბოდიშს მოვახსენებშავი ასოებით შეკოწიწებულიცინიზმისთვის, რადგან მასაქეთიქითსაძებნი არაფერი აქვს. ასეთ რამესცრუ დურმიშხანითვითონ სჩადის _ აქეთიქით ხარბად დაეძებს სხვის ნამუშევრებს და მათდამი პლაგიატორული მოპყრობით ვერ ძღება.

ამ სტატიის ავტორმა დასავლეთ გერმანიაში მარია ტუნისა და სხვა მეცნიერების ხელმძღვანელობით, გერმანულ ენასთან ერთად, მონდომებით შეისწავლა ეკოლოგიურად სუფთა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის მოწევა. იქ გატარებულ დროს თუ შევაჯამებთ, შვიდ წელიწადზე მეტი გამოვა.

2014 წლისუხეირო ნაცოდვილარისწინასიტყვაობაში (გვ.3) “ცრუ დურმიშხანიმკითხველებს ამნაშრომისმეოცედ გამოცემას ულოცავს. არადა, ოცი წლის წინათ მან ჩვენ მიერ გერმანულიდან ნათარგმნითესვის კალენდარითითქმის სრულად გადაიწერა, გააყალბა და გააუკუღმართა.

ცნობილმა ჟურნალისტმა, ქალბატონმა ლეილა კოშკაძემ 1994 წელს გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკაში” “ცრუ დურმიშხანის” მამხილებელი სტატია გამოაქვეყნა სათაურით: “რატომ არ გვეპრას-გვეტარხუნ-გვეპიტნავება?!”

იხ. ამონარიდები:

ისე გამიტაცა დურმიშხან ყიფიანის ბროშურამ, რომ გერმანელ მარია და მათიას ტუნებთანაც კი მიმიყვანა. “პაპავ, გიყვარდა გუთანი, დაჯექ და იღიღინეო”, _ ისეთ გემრიელ ლუკმას მივაგენი, უკეთესს რომ ვერ ინატრებსწერას ატანილიკაცი”.

“გერმანელი მეცნიერების _ მარია და მათიას ტუნების პლანეტათა განლაგების საფუძველზე დამუშავებული და შედგენილი “თესვის კალენდარი”, რომელსაც თითქმის ორმოცი წლის ისტორია აქვს, ყოველწლიურად ითარგმნება და თითქმის მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად გამოიყენება. იგი ყოველგვარი შხამქიმიკატებისა და მინერალური სასუქების გამოუყენებლად მოსავლიანობის გაზრდის საშუალებას იძლევა; ეფექტიანია, აგრეთვე, მეფუტკრეობაში, მეყვავილეობასა და მეტყევეობაში და ა.შ.

წერა-კითხვის მცოდნე მიწათმოქმედი ვარ, ვუკირკიტებ ტუნების კალენდარს და დურმიშხან ყიფიანის ბროშურასაც.

“პირველ აპრილს არასასურველია რგვა, რაიმე კულტურების მოვლა, რადგან ამ დღეებში პლანეტათა არახელსაყრელი განლაგებაა და დედამიწაზე არ მოდის მცენარეებისათვის საჭირო იმპულსები”, _ მრავალგზის პრაქტიკული საქმიანობით დადასტურებულ გამოცდილებას მთელ მსოფლიოს უზიარებენ გერმანელი მეცნიერები.

თესე ხახვი, პრასი, ბოლოკი, თალგამი”, _ მირჩევს ყიფიანი. აშკარად ქართული ხუმრობაა. ბოსტანში გამიტყუებს ჩემი მრჩეველი და მერე ნიშნისმოგებით მეტყვის _ დღეს პირველი აპრილიაო! რა ვქნა, რომელს დავუჯერო: ცნობილ გერმანელ მეცნიერებს თუ უცნობ დურმიშხან ყიფიანს?

რაც მართალია, მართალია. ტუნების აღმოჩენის “გადმომღერებისას” ყალბი ტონები არ შეინიშნება, მაგრამ მთვარის მოძრაობა და მისი გავლენა დედამიწაზე (სხვა წყაროების გამოყენების გამო) ამ მეცნიერულ სიახლეს ვერ “შეუხმატკბილა”, რამაც დისონანსი გამოიწვია. თვალისმომჭრელია ბროშურის პირველსავე გვერდზე შემდგენლის მკაცრი გაფრთხილება: “კალენდარში მოცემული ტექსტებისა და ცხრილების გამოყენება ან მათი ასლების გამრავლება საავტორო უფლებების თანახმად, აკრძალულია ავტორ-შემდგენლის წერილობითი თანხმობის გარეშე”.

დიახ, როგორ ხაზგასმით აღნიშნავს თავის საავტორო უფლებებს, მაშ, მარია და მათიას ტუნებმა რაღა თქვან?” (გაზეთისაქართველოს რესპუბლიკა”, 1994 წლის 10 მაისი).

მადლობა, ქალბატონ ლეილას პირუთვნელი, მამხილებელი სტატიისთვის!

 2015 წლის 17 მაისს ტელეკომპანია “კავკასიის” გადაცემის “ვარსკვლავები გვამცნობენ” ეთერში მიხეილ ცაგარელისაგან “უხეირო ნაცოდვილარის” ხოტბა-დიდება მოვისმინე.

მიხეილ ცაგარელმა 2015 წელს გამოცემული ე.წ. “მთვარის ასტროლოგიური კალენდარი” ხელში აიღო და რეკლამირების მიზნით ისეთი ხოტბა-დიდება შეასხა, რომ თვალებსა და ყურებს არ დავუჯერე, _ აქ იპოვით ნაყოფისა და ფესვის დღეებს და მრავალ სხვასო. არადა, სწორედ ეს არის შეუსაბამო, გაყალბებული, უზურპირებული _ ფესვის, ფოთლის, ყვავილისა და ნაყოფის დღეები.

ჩემმა განცვიფრებამ პიკს მიაღწია, როცა ცაგარელმა “ცრუ დურმიშხანს” სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი და თანაც ასტროლოგი უწოდა. სინამდვილეში, იგი არც დოქტორია, არც სოფლის მეურნე და, რა თქმა უნდა, არც ასტროლოგი.

პირუთვნელად თუ ვიტყვით, იგი მხოლოდ და მხოლოდ გონებაშეზღუდული, მაგრამ ცბიერი შარლატანია.

შარლატანისთვის ასეთი დათვური სამსახურის გაწევა კი ტელემაყურებელთა ფართო აუდიტორიისთვის თვალში “ნაცრის შეყრა” და ღია ეთერის ბოროტად გამოყენებაა.

 2015 წელს გამოცემული ე.წ. “მთვარის ასტროლოგიური კალენდრის” გაცნობამ თვალნათლივ დამანახვა, როგორ გაჭრილი ვაშლივით ჰგავს იგი 2014 წელს გამოცემულ მართლაც “უხეირო ნაცოდვილარს”, რომელშიც “შემდგენელი” სხვათა ნააზრევს ისე ურცხვად იყენებს, თითქოს პირველად მან თქვა და აღმოაჩინა, ავტორებს კი არსად ახსენებს.

 ახლა მოგახსენებთ “კავკასიის” გადაცემაზე “თქვენი დრო”, რომელიც 2015 წლის 26 მაისს გავიდა ეთერში. გადაცემა მიჰყავდა ქალბატონ ლელა ნინუას, რომელსაც ხელში ეჭირა 2015 წელს გამოცემული ე.წ. მთვარის ასტროლოგიური კალენდარი. რესპონდენტი გახლდათ ჩვენი სტატიის მთავარი გმირი “ცრუ დურმიშხანი”, რომელსაც ღია ეთერში ხოტბა-დიდება შეასხეს.

მიხეილ ცაგარელმა “ცრუ დურმიშხანს” ჰკითხა: “როგორ დაიწყო თქვენი დაინტერესება ასტროლოგიით, სოფლის მეურნეობით?

_ ჩემი “ასტროლოგიური კალენდრით” დაინტერესება მკითხველებისა _ ეს თქვენი დამსახურებაა, მადლობა თქვენ ამისთვის! ისე, როგორც სხვა დარგებში თვითნასწავლი გახლავართ, ასტროლოგიით გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში დავინტერესდი…

_ თქვენ ამას, ალბათ, გამოცდიდით…

ამ კითხვაზე რესპოდენტის პასუხები, დიდი ილიას ცნობილი გმირის, გლახა ჭრიაშვილის უაზრო ლაპარაკს დაემსგავსა. ან რა უნდა ეთქვა _ მისი “უხეირო ნაცოდვილარი”, არსად არასოდეს გამოცდილა ან რაა მასში გამოსაცდელი? _ ცხადია არაფერი.

ნი ცაგარელი: _ დურმიშხანს აქვს ეზოთერულასტროლოგიური ხედვა, მათ შორის, მაგალითად, სიქსტეს კაპელასთან დაკავშირებით.

_ მინდა, რაფაელზე გიპასუხო, ბატონო მიხეილ: იგი, საერთოდ, მადონებს ხატავდა, მინდა, სიქსტეს მადონაზე შევჩერდე, რაც ძალიან საინტერესოა მაყურებლისთვის. როგორ არის ეს სიქსტეს მადონაში, ახლა ვნახოთ”.

 და დაიწყო სხვისი აზრების მითვისება-გამოყენების გაუთავებელი სიტყვების კაკოფონია.

ამ საკითხზე მკითხველს მოვახსენებ უტყუარ ინფორმაციას: დოქტორი რუდოლფ შტაინერის სწავლების მიმდევართა შორის, ანუ ანთროპოსოფთა წრეებში როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ხშირად იმართება შეხვედრები გენიალური ფერმწერის _ რაფაელის _ ჭეშმარიტების ამსახველგამომხატველი სიქსტეს მადონას ირგვლივ და ხელოვნების მოყვარული მცოდნე მონაწილეები საინტერესო აზრებს ერთმანეთს უზიარებენ. ამ სტატიის ავტორს არაერთხელ მიუღია მონაწილეობა ასეთ განხილვაში.

უეჭველია, რომ “ცრუ დურმიშხანმა” აღნიშნულ წრეებში მოსმენილი თავის აზრად და მიგნებად გაასაღა ღია ეთერში. თუმცა გაგონილი ჯეროვნად ვერ გაიმეორა, გააბუნდოვანა. დოქტორ შტაინერის გამონათქვამი კი _ ახალდაბადებული ჩვილი დედის რძის მიღებისთანავე მიწიერი არსება ხდებაო, _ ზუსტად გაიმეორა, თუმცა არ მიანიშნა, თავის აზრს რომ არ ამბობდა.

თუმცა გადაცემაში იყო ეპიზოდი, სადაც მას სხვისი ნააზრევი არ გაუმეორებია და თავის მიგნებად არ გაუსაღებია:

“პეკინის ქუჩაზე აკეთებდნენ ქვაფენილს, მე ვეუბნები, _ ინჟინერი თუ გყავთ-მეთქი, აბა, მუშებს რა უნდა უთხრა?! იქვე მიმანიშნეს, _ იქ დგასო, მე ვუთხარი აიყრება-მეთქი. _ არაო, კარგად ვაკეთებთ და არ აიყრებაო. _ რაც უნდა კარგად გააკეთოთ, აიყრება-მეთქი. ახლა სულ ამოყრილია და ვფრთხილობ, _ ფეხი არ წავკრა”…

ძვირფასო მკითხველო, კომენტარი, ალბათ, ზედმეტია.

გადაცემის წამყვანს, ქალბატონ ლელას, რომელიც არაერთი მოსაწონი გადაცემის ავტორია, საქმის ვითარება კარგად რომ სცოდნოდა, მოწვეულ ვაჟბატონს დითირამბებით კი არ შეამკობდა, არამედ ეტყოდა, სიცრუეს საზღვარი აქვსო და დასძენდა: “სინდისიც კარგი საქონელიაო”. მსგავს სიტყვებს ცაგარელსაც მიახლიდა და გადაცემის დასასრულს სიმართლე იზეიმებდა.

ისე, უნდა ითქვას, რომ “ცრუ დურმიშხანის” “უხეირო ნაცოდვილარის” სრულ მხილებას, საგაზეთო სტატია კი არა, სქელტანიანი ტომიც ვერ დაიტევს.

დასასრულ, ბატონ დურმიშხანს სულითა და გულით ვუსურვებ გონებაშეზღუდულობისგან, უკუნისგან, შარლატანობისგან, ყოვლის დამანგრეველი ფარისევლობისგან თავის დაღწევას. მჯერა, მას ხელეწიფება საკუთარ თავზე გამარჯვება, რადგან დოქტორი შტაინერის სწავლების მიმდევართა წრეებში და, ალბათ, სხვაგანაც, აუცილებლად მოსმენილი და მეხსიერებაში ჩარჩენილი ექნება ძველი ბერძნების შეგონება: “ადამიანო, შეიცან თავი შენი”!

ბრძნული გამონათქვამი _ “ადამიანო, შეიცან თავი შენი”, ცხადია, ჩვენთვის, თანამედროვე ეპოქის შვილებისათვისაც, არანაკლებ გასათვალისწინებელი და შესაყვარებელია, ვიდრე ძველბერძნული ეპოქის ადამიანებისთვის.

კეთილი სურვილებით,

დავით მორგოშია

2 COMMENTS

  1. ბაონო დავით! თბილისში ბევრი ვიცნობთ ბატონ დურმიშხანს და ვიცით, რომ პატიოსანი და ღირსეული ადამიანია, ხოლო ის ინფორმაცია რომელზეც მის კალენდარშია საუბარი, ფართოდ არის წარმოდგენილი ინტერნეტის საიტებზეც და ნაბეჭდ ლიტერატურაშიც. ამდენად ადამიანს, რომელიც ასტროლოგიურ ლიტერატურას 80-იანი წლებიდან ეზიარა, ნამდვილად არაფერში დასჭირდებოდა თქვენს მიერ ნათრგმნი წიგნისდან რაიმეს გადმოწერა. მე გაცნობილი ვარ ორივეს და გულწრფელად გეტყვით, უამრავი კითხვა გამიჩნდა, რომელთა საპასუხოდაც დღემდე ვერ მოვიცალე. ძალიან საინტერესო იქნება ორივე მათგანის მონაცემების შედარება ერთმანეთთანაც და სხვა ავტორთა მონაცემებსა და ასტროლოგიურ კალენდრებთანაც. თუ ბატონმა დურმიშხანმა ეს სამუშაო ჩაატარა, მას ამის გამო მადლობა უნდა ვუთხრათ ,ოღონდ ცოდავს თუ არა რაიმეს, ამისი შეფასების უფლება მხოლოდ იმას შეიძლება ჰქონდეს, ვინც ასტროლოგია და იქ არსებული კითხვები ბატონ დურმიშხანზე უკეთ იცის. ამ სტატიაში თქვენ ასეთ ცოდნას ვერ ავლენთ, ხოლო იმაზე აპელაციია, რომ თქვენს მიერ ნათარგმნი წიგნი სხვა ენებზეც ითარგმნება და ცნობილი ავტორი ჰყავს, ვერაფერი ნუგეშია. ფაქტია რომ ტუნების წიგნი უდაო ჭეშმარიტებასაც, რომ შეიცავდეს, ჩვეულებრივი მეურნისთვის ძალიან ბევრ დროსა და ენერგიას ითხოვს, ხოლო ყიფიანის წიგნი გამოსაყენებლად ძალიან მოხერხებულია, ამდენად მარტო ამიტომაც არის მისი არსებობა გამართლებული. ხოლო ასტროლოგიის თეორიულ საკითხებზე მსჯელობისთვის თქვენ უდაოდ არ გყიფნით სათანადო განათლება და თქვენი სტატია უფრო საკუთარი თავის ანტირეკლამაა, ვიდრე ყიფიანისა. რაც შეეხება დანარჩენს დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი ბატონი დურმიშხანის სტატიას ამ ორი კალენდრის შედარების შესახებ და იქნებ ამ საიტის კურატორებმა მასაც სთხოვოთ დაწეროს?

  2. Gula: მე ვერ ვიგებ ბატონო თუ ქალბატონო-medi, როცა ჩვენ ვსაუბრობთ გერმანიიდან წამოღებულ კალენდარზე, მიუხედავად იმისა, თუ ვინ მოგვაწოდა (თარგმნა) ის. ნუთუ არ უნდა გვეყოს ალღო, რომ მისი ხარისხის ეჭვქვეშ დაყენება ცოტა უხერხულია? თქვენს სტატიაში ნათლად ჩანს ობიექტურად მიდგომის მცდელობა, რაც მისასალმებელია, მაგრამ თქვენი მოსაზრება “სხვა ენებზეც ითარგმნება და ცნობილი ავტორი ჰყავს, ვერაფერი ნუგეშია” ცოტა არ იყოს გაუგებარია. ნუთუ თქვენ შეგიძლიათ დაუშვათ, რომ ტუნები მთელ მსოფლიოს ატყუებს, ხოლო ყიფიანი არა? იქნებ სხვა ენებზე მთარგმნელები იტყუებიან და მხოლოდ ფულის გაკეთების მიზნით სჩადიან ამას?…
    მე ერთხელ შევიძინე მთვარის ასტროლოგიური კალენდარი, მინდოდა ისიც სასარგებლო ყოფილიყო ჩემთვის, მაგრამ როცა ვნახე იქაც მცენარეთა 4- ჯგუფზე იყო საუბარი და მათთვის განკუთვნილი დღეებიდან არცერთი არ დაემთხვა ტუნების კალენდარში მოცემულ დღეებს, გაწბილების გრძნობა დამეუფლა. საწყენი გახდა ჩემთვის, რომ ქართულმა “პროდუქციამ” ვერ გაამართლა. სხვათა შორის, თავიდან მეც მეპარებოდა ეჭვი, გერმანიისათვის გამოსადეგი კალენდარი როგორ იქნებოდა ვარგისი ჩვენთვის, მაგრამ როცა ამიხსნა დავით მორგოშიამ, რომ 4-ვე ჯგუფის მცენარეებისათვის კოსმოსიდან წამოსული იმპულსები მთვარეს მოჰქონდა დედამიწაზე და ის ყველგან ერთდროულად ვრცელდებოდა მთელს დედამიწაზე და ეს ერთდროულობა სხვადასხვა საათებით აისახებოდა დედამიწის სხვადასხვა ადგილზე. მხოლოდ ამის მერე დავიჯერე მისი საიმედოობა. მართლაც, ყველაზე მთავარი, რაც მეურნეს სჭირდება, რომ სწორად გამოიყენოს თუნების კალენდარი, მცენარეთა 4 ჯგუფის (ნაყოფის, ფესვის, ფოთლის თუ ყვავილის) ცოდნაა, რომ მას მიუსადაგოს კალენდარში მოცემული შესაბამისი დღეები. ჩემთვის ცოტა არ იყოს გაუგებარია, თუ რას ნიშნავს დავით მორგოშიაზე აპელირება, როცა ეს კალენდარი მისი დაწერილი კი არა თაგმნილია მხოლოდ. ან რატომ სჭირდება ვინმეს ირიბად ესროდეს ქვებს ტუნების ღირსეულ სახელს?
    როცა შევამჩნიე ამ ორი კალენდრის დღეებს შორის აცდენა, დავინტერესდი და გადავამოწმე, იქნებ სხვა დღეები მაინც დაემთხვეს მეთქი ერთმანეთს, მაგრამ სამწუხაროდ ერთი დღეც კი არ იყო თანხვედრაში. ამის მერე მოვიპოვე ტუნების კალენდარი გერმანულ ენაზე, ეგებ არეულია ან არასწორადაა გადმოტანილი დღეები მეთქი. ნათარგმნში შეცდომა არ იყო. არ ვიცი სწორად მოვიქეცი თუ არა, როცა ამის გამო ყიფიანის კალენდარს უნდობლობა გამოვუცხადე, მაგრამ თუ ვინმე მაჩვენებს მის ვარგისიანობას, დიდ მადლობას ვეტყვი. თუმცა მე მეურნე ვარ და ყოველწლიურად ვიყენებ თუნების კალენდარს და ცუდი შედეგი ჯერ არ მქონია. ამ კალენდრით მოყვანილ პროდუქციას სულ სხვა გემო და არომატი აქვს. თურმე გერმანიაში ამ კალენდრით მოყვანილ პროდუქციას ორმაგი ფასი ადევს და მათ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციას უწოდებენ.
    საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი, არის თუ არა შუაში დავით მორგოშიას განათლება ასტრონომიაში ან ასტროლოგიაში? მთარგმნელს ხომ გერმანული ენისა და ასტრონომიური ტერმინების ცოდნაც ეყოფა, რომ სწორად თარგმნოს კალენდარი? თუმცა მე მის განათლებაში ეჭვი ჯერ არ შემპარვია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here