Home რუბრიკები საზოგადოება ირაკლი სესიაშვილი: წინა ხელისუფლებას უფრო მეტი “ნარუშილოვკა” ჰქონდა გაცემული

ირაკლი სესიაშვილი: წინა ხელისუფლებას უფრო მეტი “ნარუშილოვკა” ჰქონდა გაცემული

582

ეგრეა, ძმაო! მთავარი ის კი არ არის, არღვევ თუ არა კანონს, მთავარია, წინამორბედზე მეტად არღვევ თუ ნაკლებად. შენმა წინამორბედმა თუ, დავუშვათ, 50 კაცი მოკლა უსამართლოდ, შენ თავისუფლად შეგიძლია, ასე 30-35 გააგორო, რა პრობლემაა?! მერე გამოხვალ და იტყვი, წინამ 15-ით მეტი გააგორაო.

კიდევ კარგი და, ღმერთმა დაგვიფაროს, რომ არსებული ხელისუფლების წარმომადგენლები ჯერ ასეთ მარაზმამდე არ მისულან და ადამიანების კვლა-წამება-გაუპატიურებაში არ ბაძავენ წინამორბედებს, მაგრამ, გარკვეული სიმახინჯეები და კანონდარღვევები რომ წინა ხელისუფლების “უფრო ცუდობით” არც ისე იშვიათად “პრავდება”, ფაქტია.

აგერ _ “ნარუშილოვკების” სკანდალი. თურმე ნუ იტყვით და, წინა ხელისუფლებას ათჯერ მეტი ჰქონია გაცემული, ვიდრე ამჟამინდელს.

როგორც ჩანს, ორივე მხარე ჯერაც არ არის ჩამოყალიბებული, _ წინა ხელისუფლებას უფრო მეტი “ნაშა” ჰყავდა თუ ახლანდელს; წინა ხელისუფლებამ უფრო მეტი ნათესავ-ძმაკაცი დაასაქმა თუ ახლანდელმა; წინა ხელისუფლებას უფრო მაგრად ეკიდა ხალხი თუ ახლანდელს; წინა ხელისუფლება უფრო “გულაობდა” თუ ახლანდელი; წინა ხელისუფლება უფრო მაგრად მასტურბირებდა თუ ახლანდელი.

აი, ასეთი საჭირბოროტო საკითხებია ჯერ გადასაწყვეტი და მოსაგვარებელი.

ამიტომ მოთმინებით აღვიჭურვოთ, გაგებით მოვეკიდოთ და ველოდოთ, როდის გაარკვევს უსაქმურების ორი ბანდა ურთიერთობას… აი, მერე იქნებ ჩვენთვისაც მოიცალოს რომელიმემ… თუმცა, არა! წინას რომ მორჩებიან, მერე ისიც ხომ საინტერესოა, აი, იმის წინა ხელისუფლებასთან შედარებით როგორ არის “ნაშების” ბალანსი?!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here