“ვინაიდან სასჯელაღსრულების სამინისტროს შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, შესაბამისი მასალები დღეს პროკურატურას გავუგზავნეთ”, _ განაცხადეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.
მათივე ინფორმაციით, მასალები მოიცავს როგორც უწყების თანამშრომლებზე 2013-2014 წლებში გაცემულ პრემიებთან დაკავშირებულ ფაქტებს, ისე კვებითი მომსახურების შესყიდვის მიზნით ჩატარებული ტენდერების შესახებ ინფორმაციას.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, სასჯელაღსრულების სამინისტროში 2013-2014 წლებში მიღებული გადაწყვეტილებები თანამშრომლებზე პრემიების გაცემის შესახებ ხშირად დაუსაბუთებელია. ასევე, აღნიშნულ პერიოდში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კვებითი მომსახურების შესყიდვის მიზნით 14 ტენდერი ჩატარდა და ყველა ტენდერში შპს G.M.M.-მ გაიმარჯვა.