Home რუბრიკები პოლიტიკა ნიკოლოზ მჟავანაძე: „ქართული ოცნების“ ხელშია ისეთი მასალები, რომელთა გამოქვეყნებაც მსოფლიოს შეძრავს

ნიკოლოზ მჟავანაძე: „ქართული ოცნების“ ხელშია ისეთი მასალები, რომელთა გამოქვეყნებაც მსოფლიოს შეძრავს

უფლებადამცველთა გაერთიანებისთავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობაშეეცდება იმის მტკიცებას, რომ ციხის სკანდალური კადრები დადგმული იყო.

“ნაცმოძრაობა” მეორე შეტევას იწყებს, იმის მტკიცებას, რომ ციხის სკანდალური კადრები დადგმული იყო. მოვუწოდებ ხელისუფლებას, გაასაჯაროონ ის ფარული ჩანაწერები, რომლებშიც მსგავსი სცენებია, და ვნახავთ, რომ ადგილი ჰქონდა სისტემურ დანაშაულს. ციხის კადრები არათუ დადგმული იყო, არამედ ეს იყო „ნაცმოძრაობის” ბუნებრივი მდგომარეობა და ამას აკეთებდა რეგულარულად. მიმაჩნია, რომ ხელისუფლებამ დაუშვა უდიდესი შეცდომა, როცა კადრების დიდი ნაწილი გაანადგურა, ჩვენ მათ მოვუწოდებდით, ეს არ გაეკეთებინათ, მაგრამ მაშინ მოხდა ძალების ლუსტრაცია… სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ახლა მაინც მოხდეს იმ კადრების გასაჯაროება, მით უფრო, რომ „ქართულ ოცნებას” სდებენ ბრალს, რომ ციხის კადრები დადგმული იყოო. მერე ვნახოთ, რას იტყვიან. შეიძლება, რომ 181-საათიანი უკანონო თვალთვალის გზით მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი აუდიო და ვიდეოჩანაწერები, ძალადობა და შანტაჟი დადგა?! ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ „ნაციონალური მოძრაობა” მხოლოდ ოპონენტებს კი არ უღებდა ფარულად, არამედ საკუთარი გუნდის წევრებსაც. აი, ეს კადრები უნდა გაასაჯაროონ და მერე ხალხი მიხვდება, ვინ რატომ უჭერს ასე თავგამოდებით მხარს „ნაცმოძრაობას”… დღეს შექმნილია ძალიან მძიმე სურათი, რაღაც კომპრომატს ჩაიგდებს ხელში „ნაცმოძრაობა” და ურტყამს “ქართულ ოცნებას”, „ქართული ოცნება”კი მოკუნტულია და ხმას ვერ იღებს. არადა,  მათ ხელშია ისეთი მასალები, რომელთა გამოქვეყნებაც მსოფლიოს შეძრავს და „ნაცმოძრაობას”, როგორც სისტემური დანაშაულის ავტორ პარტიას, გაასამართლებენ. ზოგჯერ ვფიქრობ, „ქართული ოცნება” მაზოხისტი ხომ არ არის, რატომ იტანს ამხელა დარტყმას, როცა საპასუხო დარტყმით შეუძლია, ოპონენტი მიწასთან გაასწოროს და გაანადგუროს”, _ განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ გაზეთ “კვირის ქრონიკისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here