Home რუბრიკები პოლიტიკა ამერიკელმა ექსპერტმა აშშ-ის ხელისუფლებას სირიის საკითხზე გაჩუმება ურჩია

ამერიკელმა ექსპერტმა აშშ-ის ხელისუფლებას სირიის საკითხზე გაჩუმება ურჩია

505

ისლამური სახელმწიფოსტერორისტებთან ბრძოლის ამერიკული ოპერაცია ჩაფლავდა, ამიტომ ვაშინგტონმა ენას კბილი უნდა დააჭიროს და სირიაში რუსეთის ოპერაციის გაკრიტიკებას თავი დაანებოს”, _ განაცხადა გადამდგარმა პოლკოვნიკმა, სამხედრო ექსპერტმა ჯეკ ჯეიკობსმა CNBCის ეთერში.

“მითი იმის შესახებ, რომ აშშ “ისლამურ სახელმწიფოს ებრძვის, გაცამტვერდა. ჩვენ არაფერს ვაკეთებთ, განვახორციელეთ ავიადარტყმები, მაგრამ წარმატებას ვერ მივაღწიეთ. “ისლამური სახელმწიფო” კვლავინდებურად ძლიერია  ან უფრო ძლიერი, ვიდრე უწინ იყო. სამხედრო გამოცდილების მქონე ნებისმიერმა ადამიანმა იცის, რომ ჩვენი მოქმედებები რეგიონში ჩაფლავდა. ჩვენ წუმპეში აღმოვჩნდით, რადგან არაფერი შეგვიძლია, ჩვენი სტრატეგიაც კი არ გვაქვს. ამ სიტუაციაში ამერიკის ინტერესებისთვის სჯობს, “ხმა ჩაიკმინდოს”, _ განაცხადა ამერიკელმა ექსპერტმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here