Home რუბრიკები საზოგადოება ნინა წკრიალაშვილი: არ მინდა, დღევანდელ მთავრობას ვუმღერო

ნინა წკრიალაშვილი: არ მინდა, დღევანდელ მთავრობას ვუმღერო

714

ეს ამბავი ერთერთი საინფორმაციო სააგენტოს მიერ შემოღებულ რუბრიკარეტრომედიაშიწავიკითხეთ. ანუ, ეს მძიმე სისულელე ნაცმომღერალ ნინა წკრიალაშვილს ამ დღეებში ნამდვილად არ უთქვამს, მაგრამ, როცა უნდა ეთქვა, ასეთი წარმოუდგენელი უაზრობის უყურადღებოდ დატოვება მაინც ვერ შევძელით!

აი, ბატონო, “ნაციონალების” რჩეული მომღერლების, პოეტების, მსახიობებისა და სხვა მიმართულების “ხელოვანთა” აზროვნების დონე და კატეგორიები…

თურმე, მომღერალი ხალხს და საზოგადოებას კი არა, ამა თუ იმ მთავრობას უნდა უმღეროდეს!

პრინციპში, რა უნდა გაგვიკვირდეს?

“ნაციონალებს” ხომ ყოველთვის “საკუთარი” ჰყავდათ ყველა და ყველაფერი _ მომღერლებიც, ექიმებიც, პოლიციაც კი…

პოლიცია, რომელიც მიშას იცავდა და არა მოქალაქეეებს!

როგორც ჩანს, ამ ადამიანების გონებრივი განვითარების დონე იქ არის ჩარჩენილი, სადაც არავითარი აზრი არ აქვს ახსნას, რატომ არ უნდა უმღეროს მოიმღერალმა არც ერთ მთავრობას

კარგით, ალბათ, ჯობს, შევეშვათ და ვაცალოთ _ დაე, დაელოდოს “გაბუტული” მომღერალი ნინა იმ მთავრობას, რომელსაც მისი ბულბულისებრი სიმღერის მოსმენის ღირსად ჩათვლის!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here