Home რუბრიკები პოლიტიკა პუტინი: მინდა, ვკითხო ამ სიტუაციის შემქმნელებს, ხვდებით მაინც, რა ჩაიდინეთ?

პუტინი: მინდა, ვკითხო ამ სიტუაციის შემქმნელებს, ხვდებით მაინც, რა ჩაიდინეთ?

549

ნიუ იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამერიკისა და დასავლეთის მიერ ახლო აღმოსავლეთსა თუ აფრიკის ქვეყნებში განხორციელებული ე.წ. სადამსჯელო ოპერაციებისა და „ისლამური სახელმწიფოს“ შესახებ ისაუბრა: 

„აგრესიულმა გარე ჩარევამ გამოიწვია ის, რომ, რეფორმების ნაცვლად, სახელმწიფო ინსტიტუტები, უბრალოდ, ცხოვრების წესი, უცერემონიოდ დაინგრა, დემოკრატიისა და პროგრესის ზეიმის ნაცვლად, ძალადობა, სიღარიბე, სოციალური კატასტროფა გამეფდა.  მინდა, ვკითხო ამ სიტუაციის  შემქმნელებს: ხვდებით მაინც, რა ჩაიდინეთ? ვშიშობ, ეს კითხვა უპასუხოდ დარჩება, რადგან პოლიტიკოსები, რომლებიც დარწმუნებულნი არიან  თავიანთ განუმეორებლობაში, დაუსჯელობაში, ამას არაფრად დაგიდევენ.

უკვე ნათელია, რომ  ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკის რიგ სახელმწიფოებში წარმოქმნილმა სახელისუფლო ვაკუუმმა ანარქიამდე და უბედურების ახალი ზონების შექმნამდე მიგვიყვანა.  ე.წ. ისლამური სახელმწიფო ათიათასობით მებრძოლს ითვლის, მათ შორის არიან ყოფილი ერაყელი თუ ლიბიელი სამხედრო მოსამსახურეები, მოქალაქეები იმ სახელმწიფოებისა, რომლებიც თქვენ დაანგრიეთ. პირფერობაა გლობალურ ტერორიზმზე ილაპარაკო და პარალელურად თვალი დახუჭო ასეთი ორგანიზაციების დაფინანსების წყაროებზე, მაგრამ თქვენ ჯერ იყენებთ მათ საკუთარი პოლიტიკური მიზნების  მისაღწევად, არასასურველი პოლიტიკური კონკურენტების თავიდან მოსაშორებლად, შემდეგ კი ანადგურებთ. ჯერ კიდევ საკითხავია, _ ვინ ვის იყენებს. „ისლამური სახელმწიფოს“  წინააღმდეგ   სირიის,  ასადის სახელმწიფო არმიისა და ქურთთა გაერთიანებების გარდა, რეალურად არავინ იბრძვის”.

P.S. ნიუ იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა. 2013 წლის შემდეგ პირველად ბარაკ ობამამ და ვლადიმერ პუტინმა პირისპირ ისაუბრეს. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მხარეებმა სირიაში არსებული ვითარება, რუსეთის როლი კონფლიქტის დარეგულირებაში, ასევე, უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი განიხილეს. რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნულ შეხვედრას კონსტრუქციული უწოდა. პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვი მზად არის, ვაშინგტონთან ურთიერთობა მოაწესრიგოს. თეთრი სახლის ინფორმაციით, შეხვედრაზე ბარაკ ობამამ ადგილობრივი არჩევნების ჩატარებაზე დონეცკისა და ლუგანსკის თვითაღიარებული რესპუბლიკების გადაწყვეტილების გამო შეშფოთება გამოთქვა.

1 COMMENT

  1. kochag putis!
    man gaaketa zustad is vajkacuri gancxadeba romelic ekutvnis usindiso politikosebs! kochag , gabeduli da ara kartveli \\\”politikosebivit\\\” mtxle adamiania putini, da amitomacaa rom dasavlet evropashi is upro da upro meti pativiscemit da popularobit sargeblobs. rac unda is idzaxos amerikam da misma mona sakartvelos mtavrobam.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here