კატალონიის (ესპანეთი) რეგიონში ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებში დამოუკიდებლობის მომხრე პარტიებმა აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვეს.
სეპარატისტების მთავარ ალიანსსა და უფრო მცირერიცხოვან ნაციონალისტურ პარტიას 135-ადგილიან რეგიონულ პარლამენტში 72 მანდატი ერგოთ. სეპარატისტები ამბობენ, რომ არჩევნებში გამარჯვება მათ ანიჭებს მანდატს, დაიწყონ დამოუკიდებელი კატალონიური რესპუბლიკის შექმნისთვის ბრძოლა.
ესპანეთის ცენტრალური მთავრობის განცხადებით, დამოუკიდებლობისთვის ცალმხრივად გადადგმულ ნაბიჯებს ის სასამართლოში შეებრძოლება.