Home რუბრიკები პოლიტიკა Foreign Policy: დროა, საქართველომ დაივიწყოს ოცნება ნატოზე

Foreign Policy: დროა, საქართველომ დაივიწყოს ოცნება ნატოზე

509

საქართველო 1990-იანი წლების ბოლოდან ჯიუტად ცდილობს ალიანსში შესვლას. ნატოს ყოყმანი ძალიან მწარე აბია თბილისისთვის, მაგრამ დროა, ქართველებმა ეს აბი გადაყლაპონ და გაიგონ, რომ მათ, დაპირებების მიუხედავად, არასოდეს მიიღებენ ნატოს რიგებში”.

“ნატოს ხელისუფლება უარს ამბობს მკაფიო ორიენტირების დაწესებაზე იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ალიანსში გაერთიანებისკენ მიისწრაფვიან, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს მოქალაქეებში იმატებს ანტიდასავლური განწყობა”, _ წერს ამერიკული გამოცემა Foreign Policy.

“საქართველო 1990-იანი წლების ბოლოდან ჯიუტად ცდილობს ალიანსში შესვლას. ნატოს ყოყმანი ძალიან მწარე აბია თბილისისთვის, მაგრამ დროა, ქართველებმა ეს აბი გადაყლაპონ და გაიგონ, რომ მათ, დაპირებების მიუხედავად, არასოდეს მიიღებენ ნატოს რიგებში”, _ წერს სტატიის ავტორი.

საქართველოს დედაქალაქში აგვისტოს ბოლოს გაიხსნა ერთობლივი მომზადებისა და შეფასების ახალი ცენტრი _ JTEC.  ეს ობიექტი გამოირჩევა იმით, რომ განლაგებულია ნატოს არაწევრი ქვეყნის ტერიტორიაზე და, სპეციალისტთა აზრით, ეს სამხედრო ბაზა ქართველებისთვის მეტი არაფერია, თუ არა დამამშვიდებელი პრიზი.

ჯერ კიდევ 2008 წელს გაცემული დაპირების მიუხედავად, რომ საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მიიღებდნენ, ნატოს ლიდერებმა საკმაოდ მკაფიოდ და გასაგებად მიუთითეს, რომ ეს მალე არ მოხდება.

თბილისის განაცხადი ალიანსში შესვლის თაობაზე ჰაერშია გამოკიდებული. ნატოში საქართველოს გაწევრების მოწინააღმდეგენი თავიანთ შიშსა და ავისმომასწავებელ წინათგრძნობას ტექნიკური დეტალებით ნიღბავენ, სკეპტიკოსები კი ამტკიცებენ, რომ საქართველოს, სამხედრო თვალსაზრისით, არ შეუძლია თავის დაცვა, თუ რუსეთი მასზე თავდასხმას გადაწყვეტს.

თბილისმა უკვე შეცვალა ტონი და ამბობს, რომ ნატომ უნდა შეასრულოს თავისი დაპირებები, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ევროატლანტიკური პოლიტიკური კონსესუსი გაიფანტება”, _ წერს ამერიკული გამოცემა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here