“ევროკავშირი ეხმარება უკრაინას ეკონომიკის გასაძლიერებლად; ეხმარება, გაუმკლავდნენ ქვეყნის შიგნით ადგილნაცვალ პირებს, რათა გამოირიცხოს ევროპის მიმართულებით მათი გადაადგილება.
მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ორგანიზაციას ამოუწურავი რესურსი არ აქვს. ბევრი ფიქრობს, რომ ევროკავშირი ბანკომატია, სწორ კოდს შეიყვან და მიიღებ, რასაც გინდა, მაგრამ ეს ასე არ არის. ევროკავშირში გაწევრების მსურველ ქვეყნებს არ ეგონოთ, რომ აქედან შეავსებენ საკუთარი ქვეყნის ბიუჯეტს”, _ განაცხადა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრების თაობაზე მოლაპარაკების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა გერმანულ გამოცემა Die Welt –თან ინტერვიუში.
ევროკავშირისთვის, რომელსაც სირიელი და ერაყელი ლტოლვილები უტევენ, ყველაზე საშიში უკრაინიდან ლტოლვილების ახალი ნაკადის დაძვრა იქნება. 1,3 მილიონზე მეტ მოქალაქეს მოუწია უკრაინის აღმოსავლეთი ნაწილიდან (საომარი ზონიდან) ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გადასვლა.