Home რუბრიკები პოლიტიკა ახალი ამერიკული პროექტი _ “რუსული ბანი საქართველოს პარლამენტში”

ახალი ამერიკული პროექტი _ “რუსული ბანი საქართველოს პარლამენტში”

931

რამდენიმე დღის წინათ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოჯამაგირემ და შეთავსებით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა (რომელიც სამხედრო საქმეში ზუსტად ისევეა ჩახედული, როგორც მე ჩინური ენის ფონეტიკა-მორფოლოგიაში) ტელეარხ “ბი-ბი-სის” შესჩივლა: თუ 2016 წლის ვარშავის სამიტზე საქართველოსთვის სასარგებლო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, იკვეთება საშიშროება, ქართულ პარლამენტში პრორუსული ძალები მოვიდნენო.

“პრორუსულ ძალებში” ვინ იგულისხმა ქალბატონმა მინისტრმა, ჩემთვის არ არის ცნობილი. შეიძლება მხოლოდ ვივარაუდო _ ან ბიზნესმენი ლევან ვასაძე, ან მსოფლიოს ბანი, “მეორე შალიაპინი” (როგორც მას უწოდა მეოცე საუკუნის ერთ-ერთმა უდიდესმა დირიჟორმა ჰერბერტ ფონ კარაიანმა), ოპერის მომღერლის უმაღლესი წოდების _ “კამერზინგერის” მქონე პაატა ბურჭულაძე.

კარგი, ვასაძეზე ყველაფერი ნათელია, მილიონები რუსეთში იშოვაო, _ მეტყვის მკითხველი, მაგრამ, ბურჭულაძე?! მკითხველს ვერ დავეთანხმები ვასაძის მიმართაც და, აი, რატომ: მილიონების, გნებავთ, მილიარდების შოვნა რუსეთში საერთოდ არ მეტყველებს იმაზე, რომ მშოვნელი რუსეთისადმი კეთილგანწყობილია. ბერეზოვსკიმ, გუსინსკიმ, ხოდორკოვსკიმ და სხვებმა ასტრონომიული თანხები ჩაიჯიბეს რუსეთის ძარცვაგლეჯით, მისი მოსახლეობის დაქცევით, ეკონომიკის მოშლით, მეცნიერების, განათლებისა და კულტურის მიწასთან გასწორებით. ასე რომ, ბატონ ვასაძეს, ძალიან დიდი ალბათობით, პრორუსულ ძალად ვერ ჩავთვლი. “რუსეთუმეობაში” ვერც ბატონ ბურჭულაძეს “დავადანაშაულებ”, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში გასტროლებზე ყოფნისას ბატონი პაატა დაქოქილი მექანიზმივით იმეორებს ერთსა და იმავეს _ ფაქტობრივად, საბჭოთა ადამიანი ვარო! სამწუხაროდ, ჩვენი დიდი მომღერალი ამერიკელების მორიგი პოლიტიკური პროექტია. გემახსოვრებათ პროექტები “სააკაშვილი” და “ივანიშვილი”. მაგრამ ბურჭულაძის შემთხვევაში აშშ სურს, ბატონი პაატა ქართველ ამომრჩეველს წარუდგინოს, როგორცრუსეთის კაცი”. რატომ მაინცდამაინც ბურჭულაძე და არა, მაგალითად, რომელიმე პოლიტიკური მოღვაწე? გათვლა მარტივია _ საქართველოში აბსოლუტურად ყველა პოლიტიკოსი მეტნაკლებად გასვრილია არა მხოლოდ ფინანსურ ან საწარმოო მაქინაციებში, არამედ მხილებულია ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების (რომელიც ყოველთვის ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს) დაცვაში, რის გამოც მოსახლეობისდიდი სიყვარულიდაიმსახურა.

ამერიკელებისთვის რთული არ იქნება, მომავალ პარლამენტში რესპუბლიკელების, “ნაცებისა” და ალსანიას პარტიის კოალიცია უმრავლესობაში მოიყვანონ, ხოლო უმცირესობაში სხვა სატელიტები დასვან _ ჩვენი ცესკო ხომ უყოყმანოდ დათვლის ხმებს ზუსტად ისე, როგორიშპარგალკაცაშშის საელჩოდან მიუვა, მაგრამ პრობლემა სხვა რამეა. ამერიკული ენ-დი-აის კვლევებითაც კი მოსახლეობის, სულ ცოტა, მესამედი, ასე ვთქვათ, პრორუსულად არის განწყობილი და, პარლამენტი მედასავლეთეებით რომ სრულად დაკომპლექტდეს, გაჩნდება შეკითხვა _ კი, მაგრამ, სად არის მოსახლეობის მესამედის (ამერიკელებისავე დათვლილი) ხმები? ასეთი უხერხულობის თავიდან ასაცილებლად კი საჭიროა ფსევდოპრორუსული ძალა, რომელიც იქნება ერთგვარი “შირმა” _ ა, ბატონო, არნახულად დემოკრატიული არჩევნების შედეგად საქართველოს პარლამენტში პრორუსული პოლიტიკური ძალაც არის წარმოდგენილი, თანაც, ასეთი პატივცემული ადამიანის თაოსნობითო!

რომელი პატივცემული ადამიანის?

სწორედ აქ უნდა გამოჩნდეს სცენაზე მსოფლიოს ბანი. პაატა ბურჭულაძე, ერთი შეხედვით, სუფთა კაცია; დამატებით _ გაეროს კეთილი ნების ელჩი, ქველმოქმედი, ხელმძღვანელობს საქველმოქმედო ფონდიავნანას”, ეხმარება გაჭირვებულ ოჯახებს, პატრონობს ობოლ ბავშვებს და, შესაბამისად, საზოგადოებისთვის გაცილებით უფრო პატივსაცემია, ვიდრე ყველა პოლიტიკოსი და მათი პარტიები ერთად აღებული.

ჰოდა, _ გადაწყვიტეს პოტომაკის ნაპირებზე, _ ფსევსოპრორუსული ძალის შესაქმნელად ბურჭულაძეზე უკეთეს კანდიდატურას სანთლითაც ვერ მოვძებნითო. აქაც შემედავება მკითხველი: მერე, ამერიკელები არ შეეკითხებიან ბურჭულაძეს, _ თანახმა თუ ხართო? პაატა ხელწამოსაკრავი ადამიანი არ არის, ვერ გაუბედავენ, ვერ შესთავაზებენ სამშობლოს ღალატს, “კამერზინგერს” რას დააკლებენო?!

სდექ! აი, ზუსტად რომ “პირველი ბანობით”, “კამერზინგერობით”, “გაეროს კეთილი ელჩობითა” და სხვა წოდებებით ამერიკელებს ხელ-ფეხით ჰყავთ განასკვული ბატონი ბურჭულაძე. სამწუხაროდ, საოპერო ხელოვნებაც ე.წ. შოუბიზნესის საკუთრებაა; ხოლო ვინც იცის ამ “ხორცსაკეპის” კანონები, დამეთანხმება _ მას შეუძლია, ერთ წუთში გაგხადოს მსოფლიო დონის ვარსკვლავი, მეორეში კი _ ლაფში ამოგსვაროს. ბატონმა ბურჭულაძემ შოუბიზნესის ზემოხსენებული “ხასიათის მკვეთრი ცვალებადობა” მშვენივრად იცის და, ნამდვილად არ უნდა სურდეს მწვერვალიდან ჩამოვარდნა. მსოფლიო ბანს, აგრეთვე, არ ენდომება, რომ დასავლეთის წამყვან გაზეთებში მასზე დაიწეროს გამანადგურებელი რეცენზიები, დაახლოებით, ამ სათაურით: სენსაცია! ბურჭულაძემ სიბერისგან ხმა დაკარგა!” ანვირის ყროყინიმეტროპოლიტენ ოპერაში!”, ან, თუ გნებავთ, აი, ასეთი: დღეს ბურჭულაძემ მეორედ დააყარა მიწა ჯუზეპე ვერდისდა ა. შ. ეს იქნება ურჩი მომღერლისთვის პირველი გაფრთხილება. ხოლო, ბატონი პაატა გონს თუ არ მოეგო, მსოფლიოს პირველ ბანს მომთხოვნი, ემოციური, ტემპერამენტიანი, ბოლოს და ბოლოს, ფიცხი იტალიელი მსმენელი დაუშენს ლაყე კვერცხებს ან დამპალ პომიდვრებს! მაშასადამე, ნუ იმედოვნებთ, რომ ბატონი ბურჭულაძე უარს იტყვის ამერიკელებთან თანამშრომლობაზე.

ჩემი აზრით, კომედიშოუდაიწყო მაშინ, როდესაცნაცებმა” 2012 წლის არჩევნების წინ შესთავაზეს ბატონ პაატას საარჩევნო სიის სათავეში ყოფნა. მათ თანხმობაც ჰქონდათ, მაგრამ ერთ საკითხში გაიჭედნენ _ ასეთ საქმეზე მსოფლიოში სახელგანთქმულ ბანს საქართველოს კათოლიკოსპატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე კურთხევას არ მისცემდა.

სწორედ ეს იყო ხელის შემშლელი ფაქტორი, თორემ სატელიტი და ლეღვის ფოთოლი პარტიების შექმნა-აფარების გამოცდილება “ნაცებს” რომ ჰქონდათ, ისეთი უნდა. გავიხსენოთ თუნდაც გაიძვერა გიორგი თარგამაძის აბსურდული დასახელების ქრისტიანდემოკრატიული პარტია ან დავძაბოთ მეხსიერება და “კეთილად” მოვიგონოთ ბაჩუკი ქარდავას ედპ, რომელსაც ხალხი დაუფარავად უწოდებდა სააკაშვილის ასკარიდას!…

მაგრამ მთავარს დავუბრუნდეთ _ ნაპრეზიდენტალმა, ახლა კი ოდესის ოლქის გუბერნატორმა, “განთქმულმა” წუწურაქმა სააკაშვილმა, თავისი პატრონების (ამერიკელების) ფული, მათივე ზეწოლით, არ დაიშურა და ამა წლის ივნისში ოდესაში ჩაატარა პირველი მუსიკალური ფესტივალი სახელწოდებით ოდესა კლასიკი და ეს თვალსაჩინო ღონისძიება სწორედ პაატა ბურჭულაძემ გახსნა ოდესის ფილარმონიის სცენაზე გამოსვლით. ოდესაში ჩატარებული ფესტივალი კონსპირაციის ნაწილი იყო, ამით უნდა გაემართლებინათ ბურჭულაძის ოდესაში ყოფნა და მისიშემთხვევითშეხვედრა სააკაშვილთან. როგორც პრესაში გაჟონა, მომღერალი შეხვდა სააკაშვილს და სწორედ ამ შეხვედრაზე დაისახა საორგანიზაციო საკითხების თანმიმდევრული მოგვარების გეგმა და მთავარი ამოცანები.

სწორედ აქ არ დაიმალა ცეცხლი თივაში და ბურჭულაძეს წამოსცდა, რატომ არ გახდა ის “ნაცების” სიის პირველი ნომერი 2012 წლის არჩევნებზე და რა არის მისი მიზანი 2016 წლის არჩევნებისათვის. როგორც “ნაცმოძრაობასთან” პერანგის ამხანაგივით დაახლოებული მედია წერს, “ნაცების” წინადადებაზე ბურჭულაძემ უპასუხა, _ არც ერთ გადაწყვეტილებას, რომლებიც საქვეყნო საქმეს შეეხება, პატრიარქთან მოთათბირების გარეშე არ ვიღებ. შევხვდები პატრიარქს და ერთად გადავწყვეტთ ამ საქმესო.

როგორც უკვე გითხარით, 2012 წელსნაცებისსიის პირველ ნომრად ბურჭულაძე სწორედ იმიტომ ვერ ვიხილეთ, რომ მისი უწმინდესობა ნამდვილად არ მისცემდა პაატა ბურჭულაძეს ლოცვაკურთხევას, მომღერალინაცებისსაარჩევნო სიას სათავეში ჩასდგომოდა. ამ გაკვეთილიდანნაცებმაშესაბამისი დასკვნები გამოიტანეს და ბურჭულაძეს პოლიტიკური სცენისთვის ისეთი გარნირით ამზადებენ, რომ მას არ ჰქონდეს პატრირქისგან კურთხევის მიღების თვალშისაცემი დაბრკოლება. გათვლა მარტივია _ სულაც არ არის გამორიცხული, რომ პატრიარქმა მოიწონოს ბატონი ბურჭულაძის (რასაკვირველია, ამერიკელების მიერ ნაკარნახევი) სურვილი, შექმნას ახალი, “ჭეშმარიტად პროქართულიპარტია ან პოლიტიკური გაერთიანება და ამაზე ერის სულიერი მამის ლოცვაკურთხევაც მიიღოს.

რას მოიმოქმედებს შემდეგ ბატონი პაატა? ლოგიკის მიხედვით, ამერიკელების, კერძოდ, საქართველოში ახალდანიშნული “ღენერალ-ღუბერნატორის”, შეთავსებით საქართველოში აშშ-ის ელჩის, ჩათვალეთ, ყველა ანტიქართული ძალების “ბელადის” _ იან კელის მითითებით ის გააკეთებს ასეთ განცხადებას: რუსეთთან უნდა აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობები, რადგან რუსეთია ერთადერთი გარანტი საქართველოს გაერთიანების!”

და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ რუსეთთან ნორმალური კავშირის აღდგენაზე უკვე თანახმაა საქართველოს მოსახლეობის გადამწყვეტი უმრავლესობა, ბატონი ბურჭულაძის ავტორიტეტი გასამმაგდება და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მსოფლიოს პირველი ბანი და მის მიერ სახელდახელოდ შექმნილი გაერთიანება ან პარტია ყველა დანარჩენ პარტიას წარუდგება, როგორცგანსხვავებული პოლიტიკური ვექტორისმქონე ძალა.

და, მართლაც, არ არის გამორიცხული, რომ მომავალ პარლამენტშიპრორუსებიბურჭულაძის მეთაურობით საპარლამენტო უმცირესობას წარმოადგენდნენ, თუმცა ეს .. პრორუსული ძალა ჭეშმარიტად ამერიკულ საქმეს გააკეთებს, ანუ უკვე პრორუსულობის სახელით განაგრძობს ქვეყნის საბოლოო განადგურებას.

მომავალ “მესიის” გამოცხადებაში რომ არ შევცდეთ, გავიხსენოთ პაატა ბურჭულაძის ზოგიერთი საქმენი, რომლის მიტევება არ შეიძლება: დიდი მომღერალი დუმდა, როდესაც სააკაშვილის პირსისხლიანი რეჟიმი სჩადიოდა დანაშაულს საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ! უფრო მეტიც, ბოროტმოქმედ სააკაშვილს საჯაროდ გადაეხვეოდა, კოცნიდა და მისი სისხლში გასვრილი ხელიდან ჯილდოებს იღებდა! და მთავარზე მთავარი _ ბატონი ბურჭულაძე დღემდე მეგობრობს ნაპრეზიდენტალთან. მას ერთხელაც არ დაუგმია თუნდაც ციხეებში სააკაშვილის რეჟიმის მიერ მოწყობილი ცოდვის კალო, რომელსაც ამერიკელებიც კი ვეღარ უძებნიან გამართლებას.

თუ ეს გაგვახსენდება და სიმტკიცეს გამოვიჩენთ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, დარწმუნებული ვარ, ბატონი ბურჭულაძე და სხვა მოგიორგითარგამაძო ფსევდოოპოზიციონერები ქვეყნის სათავეში ვერ მოკალათდებიან და მორიგი ამერიკული პროექტი “პაატა ბურჭულაძე” საპნის ბუშტივით გასკდება.

გიორგი კორძაძე

1 COMMENT

  1. საინტერესო სტატიაა.სრულად ვეთანხმები ავტორს.ყველა ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე,საქართველოს მოსახლეობამ ხმა უნდა მისცეს ნინო ბურჯანაძის პარტიას და პატრიოტთა ალიანსს.ეს ორი ძალა უნდა მოვიდეს და შესაძლებელია კიდევ რაღაც გვეშველოს.ნაციონალების და ოცნების არც ერთი სახე არ უნდა იყოს მომავალ პარლამენტში.

  2. ძალიან საინტერესო ანალიზია.ხალხს დაფიქრება გვმართებს.ნუთუ ბურჭულაძე ამ თამაშს ითამაშებს?

  3. აი ეს არის ზუსტად ნაციონალების სახე. ერთი მისი განცხადება არ მახსოვს სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ გაკეთებული, მათ შორის წამებაზე, დარბევებზე და ა. შ. გვერდშიც ყოფილი ნაციონალები დაიყენა და დაიყენებს. ეს არის ჩვენი უწმინდესის კალთას ამოფარებული პიროვნება, რომელსაც სურს ხალხი შეცდომაში შეიყვანოს. რაც შეეხება ივანიშვილს, მან გადაარჩინა ქართველი ერი, ზუსტად, მართალია, ბევრი დასაფერთხი ყავს გვერდით, მაგრამ იმ სიტუაციაში ეს გამართლებული იყო. გადავხედოთ თუ რა აქვს გაკეთებული და რას აკეთებს ქვეყნისთვის. ასე, რომ შედერება მასსა და ბურჭულაძეს შორის არ შეიძლება. ოდესაშიც იყო ჩაბრძანებული და ერთ ადგილს ულოკავს სააკაშვილს. ასეთის მოსვლა ხელისუფლებაში ნიშნავს იმას, რომ ნაციონალები დაბრუნდებიან. აი ეს არის გათვლა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here