Home რუბრიკები პოლიტიკა ხარი და იუპიტერი გაეროს ტრიბუნაზე

ხარი და იუპიტერი გაეროს ტრიბუნაზე

737

გაეროს, ტრადიციულად, ან გადაჭარბებულ მოლოდინს უკავშირებენ, ან, პირიქით _ ყავლგასულ ორგანიზაციად მიიჩნევენ და მის აუცილებელ გარდაქმნაზე მიუთითებენ. შორს რომ არ წავიდეთ, აფხაზეთის საკითხზე მიღებული არაერთი რეზოლუციაც იკმარებს, რომლებიც პრობლემის გადაწყვეტის ილუზიას ქმნიდა, თუმცა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დეკლარირებულ მხარდაჭერას წარმოადგენდა, რეალურად კი ვითარება უცვლელი რჩებოდა 2008 წლამდე, როცა რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე ორი კვაზისახელმწიფო აღიარა.

თავი დავანებოთ უსაგნო კამათს იმის თაობაზე, ვინ დაიწყო ომი. მთავარია შედეგი. დღეს საქართველოს ძალიან გაუჭირდება თავისი სახელმწიფო პრობლემები წამოსწიოს, რადგან სირიისა და უკრაინის კრიზისებმა სრულიად შეცვალა ვითარება. ისლამური სახელმწიფოსსაფრთხე სულ უფრო რეალური ხდება და, შეერთებული შტატებისგან განსხვავებით, იგი ჩვენთან ძალიან ახლოს არის. ავღანეთში დაღუპული ვასილ ყულჯანაშვილი გუშინ დაკრძალეს, გუშინწინ კი პრემიერ მინისტრმა ღარიბაშვილმა დაადასტურა, რომ, ნატოს გადაწყვეტილებით(?!), საქართველო შეუერთდა სწრაფი რეაგირების ძალებს ქართული ასეულით.

“ჩვენ ვიქნებით ნატოს მეოთხე არაწევრი ქვეყანა სწრაფი რეაგირების ძალებში, რაც მიუთითებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ქართული შეიარაღებული ძალების შეთანხმებული მოქმედების მაღალ დონეზე. დღეს სწრაფი რეაგირების ძალების რეზერვში 130 ქართველი მებრძოლია. გარდა ამისა, საქართველო ჩაერთო კრიზისის მართვის ოპერაციებში ევროკავშირის ხელმძღვანელობით. 2014 წელს ქართულმა სამხედრო კონტინგენტმა მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის ოპერაციებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. საფრანგეთის შემდეგ ჩვენ ვიყავით ყველაზე დიდი წვლილის შემტანი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მისიაში, რომელიც მიზნად ისახავდა რეგიონული და საერთაშორისო ძალისხმევის მხარდაჭერას ქვეყანაში სტაბილურობის აღდგენისა და პოლიტიკური ტრანსფორმაციის პროცესის ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად. წელსაც საქართველო მონაწილეობს ევროკავშირის მიმდინარე მისიებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, მალისა და უკრაინაში.” – განაცხადა ღარიბაშვილმა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ ორგანიზებულ გაეროს სამშვიდობო ოპერაციების სამიტზე.

შეიძლება, დიდხანს იკამათო იმაზე, რას ემსახურება მთლიანობადარღვეული საქართველოს წარმომადგენლების მონაწილეობა სხვადასხვა სამხედრო მისიებში, მაგრამ ლოგიკას მარტივ დასკვნამდე მივყავართ: ვიდრე საქართველომოხალისისსტატუსით ნატოს წევრ ქვეყნებზე მეტ კონტრიბუციას გაიღებს, ნატოში მიღების მოტივაცია საკმაოდ დაბალი იქნება. მართლაც, რატომ უნდა მიგიღონ, როცა არაწევრი ქვეყანა იმაზე მეტს აკეთებ, ვიდრე ზოგიერთი წევრი?!

თუმცა ვარშავის სამიტამდე კიდევ ათი თვეა, ხოლო გაეროს საიუბილეო, 70-ე გენერალური ასამბლეა ამ დღეებში გაიმართა, რომელზეც უკვე ერთობ საყურადღებო მოსაზრებები არსებობს. გასაგები მიზეზების გამო ჩვენი ყურადღება აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების გამოსვლებზე იყო მიპყრობილი, თუმცა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის _ სი ძინპინის გამოსვლაში მნიშვნელოვანმა მოტივმა გაიჟღერა:მსოფლიოს ყველა ქვეყანამ უნდა ითანამშრომლოს ახალი, უფრო სამართლიანი მომავლის ასაშენებლად და უარი თქვას ჯუნგლის კანონებზე”. ამ ფრაზის განმარტებაც საყურადღებო იყო; სი ძინპინმა ხაზი გაუსვა იმას, რომ არც ერთ ცივილიზაციას არ შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია უპირატესობაზე და არავინ უნდა ახვევდეს თავს სხვა ქვეყნებს საკუთარ სისტემას. თუ ვინ იგულისხმებოდა ამზოგიერთცივილიზაციაში, რთული მისახვედრი არ არის. აკი ობამამ იმავე სესიაზე განაცხადა: “რაც სწორია ამერიკისთვის, სწორია ყველა დემოკრატიისთვის”!

იმავე გამოსვლაში ესეც თქვა: “ჩვენს ქვეყანას ძლევამოსილი შეიარაღებული ძალები ჰყავს და არ დავაყოვნებთ ჩვენი მოკავშირეების, მეგობრების დაცვას ცალმხრივ რეჟიმში ძალის გამოყენების გზით, როდესაც ამის საჭიროება დადგება”. თუმცა, ცალმხრივრეჟიმში აშშ ძალა არც კოდორში გამოუყენებია და არც ახალგორში, დანარჩენ აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე რომ არაფერი ვთქვათ. ცალმხრივად ძალის გამოყენება მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ერაყსა თუ ლიბიაში სწორედ ყოფილმოკავშირეებსა და მეგობრებსამხობ. შემდეგ კი ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა. და ასეც არის.

ძირითადი საკითხი, რომელზეც აშშ და რუსეთი ვერ თანხმდება, ის არის, ვის აქვს სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევის უფლება _ მხოლოდ აშშ-ს თუ, მაგალითად, რუსეთსაც? პუტინმა თავის გამოსვლაში ამერიკის მიერფერადი რევოლუციებისმხარდაჭერაზე ილაპარაკა. ისიც გაიხსენა, თუ როგორ შემოუბრუნდა ამერიკას რუსეთის (იმჟამად საბჭოთა კავშირის) წინააღმდეგ დაფინანსებული და მხარდაჭერილიალ ქაიდა”. პარალელი დღევანდელისლამურ სახელმწიფოსთანთვალში საცემია. პუტინი: “პატივცემულო ბატონებო, თქვენ საქმე გაქვთ სასტიკ ადამიანებთან, მაგრამ ისინი სულელები ან პრიმიტივები არ არიან და კიდევ არავინ იცის, ვინ ვის გამოიყენებს”.

ობამასთვის ცენტრალურ საკითხად კვლავ ბაშარ ასადის გადაყენება რჩება. პუტინი იმაზე მიუთითებს, რომ დღეს “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ მხოლოდ ასადის არმია და ამბოხებული ქურთები იბრძვიან. “ისლამური სახელმწიფო” აპოკალიფსური კულტია”, _ აცხადებს ობამა. მოჭრილი თავები, დანგრეული ტაძრები და წაბილწული სასაფლაოები კი ამ “კულტის” გამოხატულებაა, თუმცა ეს ამერიკიდან შორს ხდება.

რუსეთის პრეზიდენტი ფართო ანტიტერორისტული კოალიციის შექმნას სთავაზობს და ხაზს უსვამს, რომ ამ კოალიციაში საკვანძო როლი სწორედ მუსლიმანურმა ქვეყნებმა უნდა შეასრულონ. ფართო კოალიციის შექმნამდე უკვე გაიხსნა ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრი – ერაყის, ირანისა და რუსეთის მონაწილეობით. ორიოდე კვირის წინათ გავრცელდა ინფორმაცია სირიის პორტ ტარტუსში ჩინური ავიამზიდის შესვლის თაობაზე, თუმცა ჩინეთი აცხადებს, რომ იგი კონფლიქტის არც ერთ მხარეს არ გაუწევს სამხედრო დახმარებას, რადგან მისი მიზანია, სირიელმა ხალხმა თავად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი. პარადოქსია, მაგრამ ეს ავიამზიდილიაონინიჩინეთმა 1998 წელს 25 მილიონ დოლარად უკრაინისგან იყიდა.

გაყიდული ქართული ფლოტი ხომ არ გაგახსენდა, მკითხველო?

ობამა-პუტინის შეხვედრისგან სწორედ სირიის საკითხზე შეთანხმებას (ან შეუთანხმებლობას) ელოდნენ. შეხვედრა თითქმის ორ საათს გაგრძელდა და რუსეთის იზოლაციის საკითხზე ბევრი ქილიკი გამოიწვია. შეხვედრის შემდეგ ობამამ ჟურნალისტებს ჩაუარა და ერთადერთი ფრაზა წარმოთქვა: Hოწ არე ყოუ, პეოპლე? _ პასუხი არ მოუსმენია.

პუტინმა პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა: “ჩვენ ბევრი საერთო წერტილი გამოვნახეთ, თუმცა იყო აზრთა სხვაობაც”. რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნულ შეხვედრას კონსტრუქციული უწოდა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთის არმია სირიის კონფლიქტში სახმელეთო ოპერაციაში არ ჩაერთვება, თუმცაისლამური სახელმწიფოსწინააღმდეგ საჰაერო ოპერაციის ჩატარება არ გამორიცხა.

თეთრი სახლის წარმომადგენლის ინფორმაციით, შეხვედრაზე ბარაკ ობამამ შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ დონეცკისა და ლუგანსკის თვითაღიარებული რესპუბლიკები ე.წ. ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას გეგმავენ.

ჩვენთვის სწორედ ეს უნდა იყოს საყურადღებო: უკრაინის საკითხზე ტრადიციულიშეშფოთება”, სირიის საკითხზემტკიცე და შეუთანხმებელი პოზიციები. ექსპერტთა და პოლიტიკოსთა ის ნაწილი, რომელიც რუსეთის იზოლაციაზე აკეთებდა აქცენტს და ასაბუთებდა, რომ რუსეთთან დიალოგს აზრი არ აქვს, ამ შეხვედრის შემდეგ თავს იმით დაიმშვიდებს, რომგარღვევა არ მოხდა”. თუმცა ამ სწრაფად ცვალებად სამყაროში პასუხებს არა შეხვედრებზე მონაყოლით, არამედ რეალური მოვლენებით მივიღებთ.

თუ ფართო კოალიცია არ შედგება, რუსეთი პარტნიორებთან ერთად მაინც ეცდება ვითარების შეცვლას ახლო აღმოსავლეთში და, რაკი სამხედრო (თუნდაც მხოლოდ საჰაერო დარტყმების) მონაწილეობის უფლება დაიბევა, სრულიად რეალურია, რომ ამ დაპირისპირებაში “ისლამური სახელმწიფოს” შევიწროებას შეძლებს. ამ შემთხვევაში აშშ იძულებული შეიქნება, თავადაც ითანამშრომლოს, რათა “დაფნის გვირგვინი” რუსეთს არ დაუტოვოს. ეს დაახლოებით ისევეა, როგორც უსასრულოდ გაჭიანურებულიმეორე ფრონტისგახსნა იყო მეორე მსოფლიო ომში.

ზემოთ ჩინეთზე ვწერდი და საყურადღებოა, რომ ჩინეთი მილიარდ დოლარს გამოუყოფს გაეროს მშვიდობისა და განვითარებისთვის, ასევე, 8 ათას სამხედროს მიავლენს სამშვიდობო მისიებში. სამმილიონნახევრიანი საქართველო ასეულობით სამხედროს გზავნის ცხელ წერტილებში, ხოლო მილიარდნახევრიანი ჩინეთი _ სამხედროებს მხოლოდ სამშვიდობო მიზნებისთვის სთავაზობს გაეროს. ქართველები არც აქ ჩამოვრჩით ჩინეთს _ ახლა უკვე გაეროს სამშვიდობო მისიაშიც ვაპირებთ მონაწილეობას. ამგვარიჩართულობარომ არანაირად არ წყვეტს საქართველოს პრობლემებს, არაერთხელ დავრწმუნებულვართ.

როგორც ჩანს, შექმნილ ვითარებაში ყველაზე ადეკვატური დასკვნები საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გამოიტანა. აშშ-ში ქართულ დიასპორასთან შეხვედრაზე მან განაცხადა: რუსეთთან საუბარი არჩევანის თემა კი არ არის, მოგწონს თუ არ მოგწონს, არამედ აბსოლუტური აუცილებლობაა. ამ საუბრისთვის უნდა მომწიფდეს დრო და თვითონ რუსული პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რაღაცაზე უნდა იყოს ორიენტირებული, სადაც საერთოს დავინახავთ… რუსული ინტერესი საქართველოს ოკუპაციაში ძნელი დასანახია. ძლიერი, ეკონომიკურად წელში გამართული, კეთილმეზობლური საქართველო უფრო საინტერესოა რუსეთისთვის, ვიდრე ქვეყანა, რომლის ტერიტორიებსაც დაიპყრობ, სადაც იქნება არაკონტროლირებადი ტერიტორიები, ირევა სიტუაცია მის საზღვრებთან და ა.შ. ანუ, არანაირი ლოგიკური ინტერესი არ არის საქართველოსთან დაპირისპირების. დროა საჭირო, ამ ჭეშმარიტებამდე რომ მივიდნენ. თუ ჩვენ შევძლებთ და რუსეთთან დიალოგს გადავიტანთ რაციონალურ ჭრილში, მჯერა, რომ მივალთ საერთო ნიშნულებამდე, არა მარტო საქართველოს ინტერესებიდან, არა მარტო ისტორიული სამართლიანობიდან გამომდინარე, არამედ რუსული ინტერესებიდან გამომდინარეც”.

აქ არც საქართველოს ინტერესების ხარჯზე რაიმეს დათმობა ჩანს, არც ურაპატრიოტული რიტორიკა. პრეზიდენტი ცდილობს, რაციონალური მარცვალი მოძებნოს და ჩიხიდან გამოსვლა დაიწყოს, თუმცა, რამდენად მისცემენ მას ამის საშუალებას, რთული სათქმელია. ცხადია, აქ მხოლოდ შიგა ოპოზიციას არ ვგულისხმობ. აშშ-ის პოზიცია ხშირად არის ორმაგი სტანდარტით ნაკარნახევი. რაც შეიძლება ობამასთვის, შესაძლოა, არ შეიძლებოდეს (ბოდიში ტავტოლოგიისთვის) მარგველაშვილისა და ღარიბაშვილისთვის.

გაიმარჯვებს ის, ვისი პოზიციაც მტკიცე და თანმიმდევრული იქნება. ასეთ პოზიციას მტერიც პატივს სცემს და მოყვარეც.

ნანა დევდარიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here