Home რუბრიკები პოლიტიკა ჯო ბაიდენმა უკრაინის ხელისუფლება მკაცრად გააფრთხილა

ჯო ბაიდენმა უკრაინის ხელისუფლება მკაცრად გააფრთხილა

488

ვაშინგტონში რამდენიმე დღის წინათ გამართულ ბრიფინგზე აშშის ვიცეპრეზიდენტის მრჩეველმა მაიკლ კარპენტერმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენი უკრაინის ხელისუფლებას მხარდაჭერის შეწყვეტით დაემუქრა, თუ ქვეყანაში სიტუაცია არ შეიცვლება, _ წერს უკრაინული გამოცემანოვოე ვრემია”.

ბაიდენი, კარპენტერის თქმით, გაღიზიანებულია უკრაინაში კორუფციის მასშტაბებით და მან ამის გამო მკაცრად გააფრთხილა უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო და პრემიერი არსენი იაცენიუკი.

ჯო ბაიდენი აშშ-ის პრეზიდენტობის პოტენციური კანდიდატია. ის ჰილარი კლინტონის მოწინააღმდეგე შეიძლება გახდეს, როდესაც დემოკრატიული პარტია პრაიმერიზს გამართავს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here