Home რუბრიკები საზოგადოება ვინ არის დღეს ქვეყნის პირველი პირი _ პრეზიდენტი თუ პრემიერმინისტრი?

ვინ არის დღეს ქვეყნის პირველი პირი _ პრეზიდენტი თუ პრემიერმინისტრი?

1033

ისევე, როგორც შარშან, წელსაც აქტუალურია გაეროში გასამგზავრებელი დელეგაციის ხელმძღვანელის ვინაობის გარკვევა, ვინაიდან მოქმედი კონსტიტუცია კონკრეტულ პასუხს არ იძლევა კითხვაზე _ ვინ არის დღეს ქვეყნის პირველი პირი _ პრეზიდენტი თუ პრემიერმინისტრი?

ზოგიერთი პოლიტიკოსი, ექსპერტი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, “რუსთავი 2”-ის, “მაესტროსჟურნალისტები და სხვებიც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ასახელებენ. ამას იმით ხსნიან, რომ, ძირითადი კანონის თანახმად, სწორედ პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი და სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. ეს მათ ასე იმიტომ ჰგონიათ, რომ ასე სურთ, ასე აქვთ დავალებული და მეორეც, მათ კარგად არ შეუსწავლიათ მოქმედი კონსტიტუცია, აკლიათ ანალიტიკური აზროვნების უნარი, დაავიწყდათ ქართული სიტყვების მნიშვნელობა.

2010 წელს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების ავტორებს თავის დროზე რომ ჩაეხედათ ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში (შემდგომში ქეგლ), ადვილად მიხვდებოდნენ, რომ სახელმწიფოს მეთაურისადაეროვნული დამოუკიდებლობის გარანტის ტიტულები პრეზიდენტის თანამდებობას, მისი უფლებებიდან გამომდინარე, სრულიად უაზროდ აქვს მითვისებული და ისევე უხდება (თუ სჭირდება) ამ თანამდებობას, როგორც… კურდღელს _ სტოპ-სიგნალი

ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში სიტყვები: სახელმწიფო, მეთაური, გარანტი ასე არის განმარტებული:

* სახელმწიფო _ პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს ხელისუფლებას;

* მეთაური _ ხელმძღვანელი, წინამძღოლი, უფროსი;

* გარანტი _ საწინდარი, თავდებობა, პასუხისმგებლობა; უზრუნველყოფა (რისამე) გარანტიას აძლევს _ პასუხისმგებლობას იღებს.

ძირითად კანონში, პრეზიდენტის უფლებებში, ვერსად იპოვით სიტყვათა წყობას “ახორციელებს ხელისუფლების”, ხოლო ეპითეტები “ხელმძღვანელის”, “წინამძღოლის” და “უფროსის” მხოლოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციისათვის თუ იქნება მისაღები და ისიც არ გასცდება პრეზიდენტის სასახლის ფარგლებს.

დარწმუნებული ვარ, მან, ვინც დღეს ემხრობა პრეზიდენტის პირველკაცობას, კარგად იცის, რომ კონსტიტუცია საერთოდ არ ითვალისწინებს სახელმწიფოსა და მოსახლეობის ინტერესებს და, რომ ის შემუშავებულია და მიღებულია ყოფილი პრეზიდენტის ნებასურვილის შესაბამისად, მიზნად ისახავდა ძალაუფლების უპირობო გადაცემას მომავალი პრემიერმინისტრისთვის პარლამენტისა და პრეზიდენტის უფლებების შეკვეცის ხარჯზე და, ამასთანავე, მისგან ყოველგვარი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას (კონსტიტუცია პრემიერმინისტრისაგან არ მოითხოვს, არათუ ფიცის დადებას, პირობის მიცემასაც კი).

და, თუ ვინმეს მოუნდება, სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის თანამდებობით ამტკიცოს პრეზიდენტის პირველკაცობა, შემიძლია, ავუხსნა, რომ სამხედრო ძალები არ არსებობს და არ არსებობდა 2008 წელსაც კი, ხოლო მისი ორგანიზაციული სტრუქტურა ისე აბსურდულად არის ჩამოყალიბებული კანონშისაქართველოს თავდაცვის შესახებ”, გეგონება, სამხედრო საქმის სრულიად უცოდინარმა ადამიანებმა შეიმუშავეს.

თვითონ განსაჯეთ:

მუხლი #8

“1. სამხედრო ძალები შედგება საქართველოს შეიარაღებული ძალებისგან, ხოლო საომარი მდგომარეობის დროს _ აგრეთვე, საქართველოს შსს-ს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისგან _ საქართველოს სასაზღვრო პოლიციისგან;

2. საქართველოს შეიარაღებული ძალები შედგება სახმელეთო ჯარებისგან”.

სიტყვა შედგება კი ასე განიმარტება: თავის შემადგენლობაში აქვს ან ჰყავს; ნაწილების ან ცალკეული ერთეულების შეერთებით შეიქმნება.

2013 წლიდან სამხედრო ძალები დარჩა მართვის ორგანოს გენერალური შტაბის გარეშე, რომელიც ორგანიზაციულად შევიდა შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში და ამ შესწორებით პრეზიდენტი დარჩა ერთადერთ თანამდებობის პირად უშუალოდ სამხედრო ძალებში.

აი, ამ შედგებაშედგებაშიაორთქლდასამხედრო ძალები. ვინაიდან სამხედრო ძალები არ არსებობს, მაშინ რაღა საჭიროა სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის თანამდებობა?! ომის დროს რეალურად ხომ სახმელეთო ჯარებს მოუწევთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა და მისი მეთაური იქნება სარდალიც და მთვარსარდალიც!

კარგია, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხვდა რა თავის სრულ უცოდინარობას სამხედრო საქმეებში (მან უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობის წოდებების ზუსტი ნუსხაც კი არ იცოდა, ხოლო გენერალი კალანდაძე არარსებულ თანამდებობაზე დანიშნა), არ გამოედევნა ამ თანამდებობას.

იმისათვის, რომ საომარი მდგომარეობის დროს ყოველგვარი პასუხისმგებლობა თავიდან აეცილებინა, მან უმაღლესი მთავარსარდლის პოსტი, საომარი და საგანგებო მდგომარეობების გამოცხადებისა და ზავის დადების უფლებები მომავალ პრეზიდენტს დაუტოვა. სამხედრო სტრუქტურა კი ისეთია, რომ დღესაც ვერ გაერკვეულან, ვინ არის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელის უშუალო უფროსი _ პრეზიდენტი თუ თავდაცვის მინისტრი.

რეალურად ვის მოუწევს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა:

* სამხედრო ძალებს (რომლებიც არ არსებობს)?

* შეიარაღებულ ძალებს, რომლებსაც თავის შემადგენლობაში აღარ ჰყავს სამხედროსაჰაერო და სამხედროსაზღვაო ძალები, და ამით ქვეყნის საჰაერო სივრცე და ტერიტორიული წყლები დაუცველი დარჩა?

* თუ სახმელეთო ჯარებს?

იმისათვის, რომ პასუხი არავის მოეთხოვა, ყოფილმა პრეზიდენტმა პრემიერმინისტრი არა მხოლოდ ფიცის დადებისგან, არამედ განცხადების გაკეთებისგანაც კი გაათავისუფლა (შეგნებულად) და ამით დააბნია ყველა _ ვერავინ მიხვდება, ვინ არის ქვეყნის პირველი პირი.

გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, ყოფილმა პრეზიდენტმა თავის თავზე სრულად მოირგო (მისი აზრით) ძირითადი კანონი, ხანგრძლივი, ერთპიროვნული და განუყოფელი მმართველობისთვის და ეს ისეთი უხეში ფორმებით გააკეთა ყოფილი პარლამენტარების (ზოგიერთის გამოკლებით), ვენეციის კომისიის წევრებისა და გერმანელი ექსპერტების დახმარებით, რომ ამას მხოლოდ უნარშეზღუდული ადამიანები ვერ ხვდებიან ან ისინი, ვისაც ამის დანახვა კატეგორიულად არ სურს.

2010 წელს კონსტიტუციაში შეტანილმა ცვლილებებმა ისეთი დაუბალანსებელი, ბუნდოვანი და ურთიერთსაწინააღმდეგო გახადა ძირითადი კანონი, რომ ხშირად ამ დოკუმენტიდან არათუ აზრის გამოტანაა შეუძლებელი, არამედ გაძნელებულია მისი სწორი წაკითხვაც კი.

რამდენიმე მაგალითი უკვე მოყვანილია.

დარწმუნებული ვარ, რომ მათაც კი, ვინც ემხრობა პრეზიდენტის პირველკაცობას, კარგად იციან, რომ, კონსტიტუციის მიხედვით, ქვეყნის პირველი პირი, მისი უფლებამოსილებების შესაბამისად, არის პრემიერმინისტრი. ამას მოწმობს ძირითადი კანონის 78- მუხლის .1. მასში ნათქვამია:

“მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას, ხოლო მთავრობის მეთაურია პრემიერმინისტრი (მ.79, პ.1), რომელიც განსაზღვრავს მთავრობის საქმიანობის მიმართულებებს, ორგანიზებას უწევს მთავრობის საქმიანობას, ახორციელებს მთავრობის წევრთა საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს (მ.79, პ.2).

ხოლო სიტყვა უმაღლესი ლექსიკონში ასეა განმარტებული: ყველაზე მაღალი, უფრო მაღალი, რანგით ყველაზე მაღალი, ყველაზე უფროსი.

განა ეს საკმარისი არ არის იმისათვის, რომ პრემიერმინისტრი ვაღიაროთ ყველაზე მაღალი თანამდებობის პირად ქვეყანაში?

პრეზიდენტს არც მაგიდის თავში მოუწევს ჯდომა და არც მთავრობის სხდომის ხელმძღვანელობა იმ შემთხვევაშიც კი, თუ მან მოითხოვა მთავრობის სხდომაზე ცალკეულ საკითხთა განხილვა, ვინაიდან განსახილველი საკითხების დღის წესრიგში დაყენება პრემიერმინისტრის ნებაზეა დამოკიდებული.

პრეზიდენტის მიერ მთავრობის სხდომის ხელმძღვანელობა და მის მიერ შეთავაზებული საკითხების რიგგარეშე განხილვა კონსტიტუციით აღარ არის გათვალისწინებული (.78, .6).

და ეს არის პრეზიდენტის პირველკაცობა?

იმისათვის, რომ კარგად გავიაზროთ, დაჩაგრულია თუ არა მოქმედი პრეზიდენტი კონსტიტუციისა და სხვების მიერ, საკმარისია, შევადაროთ მისი შემორჩენილი უფლებები იმ ქვეყნების პრეზიდენტების უფლებებს, რომლებშიც სახელმწიფოს მეთაურები აირჩევიან პარლამენტების მიერ, ანუ გაცილებით ნაკლები ლეგიტიმაციით, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტი.

გერმანია:

ფედერალური პრეზიდენტი აირჩევა ფედერალური კრების მიერ დებატების გარეშე 5 წლის ვადით.

ფედერალური კანცლერი ფედერალური პრეზიდენტის წინადადებით აირჩევა ბუნდესტაგის მიერ დებატების გარეშე და ინიშნება პრეზიდენტის მიერ.

ბუნდესტაგს შეუძლია, უნდობლობა გამოუცხადოს კანცლერს იმით, რომ წევრთა უმრავლესობით აირჩევს მის უფლებამონაცვლეს. პრეზიდენტი ვალდებულია, დააკმაყოფილოს თხოვნა.

ფედერალური პრეზიდენტი წარმოადგენს ფედერაციას საერთაშორისო-სამართლებრივ ურთიერთობებში. იგი ფედერაციის სახელით დებს ხელშეკრულებებს საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან, ახდენს ელჩების აკრედიტაციასა და მიღებას. პრეზიდენტი ნიშნავს და ათავისუფლებს ფედერალურ მოსამართლეებს, მოხელეებს.

კანცლერის წინადადებით პრეზიდენტი ნიშნავს და ათავისუფლებს ფედერალურ მინისტრებს.

კანცლერი განსაზღვრავს პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, საქმეებს წარმართავს მთავრობის მიერ მიღებული და პრეზიდენტის მიერ მოწონებული რეგლამენტის მიხედვით.

ფედერალური პრეზიდენტი, კანცლერი და მინისტრები დებენ ფიცს და წარმოთქვამენ სიტყვას “ვფიცავ”.

პრეზიდენტის ფიცი:

“ვფიცავ, ჩემი ძალები მოვახმარო გერმანელი ხალხის კეთილდღეობას, ვიმოქმედო მის სასარგებლოდ, ავარიდო ზიანი და დავიცვა ძირითადი კანონები და ფედერაციის კანონები, კეთილსინდისიერად შევასრულო ჩემი მოვალეობები და დავიცვა ყველას მიმართ სამართლიანობა.

ღმერთი იყოს ჩემი შემწე”.

იტალია _ საპარლამენტო რესპუბლიკა

პრეზიდენტი ახდენს დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციას და იღებს მათ. ახდენს საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიკაციას.

პრეზიდენტი ნიშნავს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს, ხოლო მისი წინადადებით _ მინისტრებს, რომლებიც დებენ ფიცს პრეზიდენტის წინაშე. პრეზიდენტი, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე დებენ ფიცს და წარმოთქვამენ სიტყვას “ვფიცავ”.

პრეზიდენტს შეუძლია, პალატების თავმჯდომარეების მოსმენის შემდეგ დაითხოვოს ორივე ან ერთ-ერთი პალატა.

პრეზიდენტის ფიცი:

“ვფიცავ, რომ ვიქნები რესპუბლიკის ერთგული და ლოიალურად დავიცავ კონსტიტუციას”.

საბერძნეთი _ საპარლამენტო რესპუბლიკა

საკანონმდებლო ხელისუფლებას ახორციელებენ პარლამენტი და პრეზიდენტი, აღმასრულებელს _ პრეზიდენტი და მთავრობა.

პრეზიდენტი ნიშნავს პრემიერს, რომლის წინადადებითაც ნიშნავს და ათავისუფლებს კაბინეტის სხვა წევრებს და მინისტრთა მოადგილეებს.

პრეზიდენტი დაითხოვს კაბინეტს, თუ მთავრობა გადადგება.

პრეზიდენტს შეუძლია, მოიწვიოს რიგგარეშე სესია, შეაჩეროს საპარლამენტო სესია ან გადაავადოს.

არჩევნებს ატარებს დათხოვნილი პარლამენტის ნდობით აღჭურვილი მთავრობა.

პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი და მინისტრები დებენ ფიცს და წარმოთქვამენ სიტყვას “ვფიცავ”.

აქ მოყვანილი მაგალითებიდანაც კარგად ჩანს, რომ ამ ქვეყნებში პრეზიდენტებს პატივს სცემენ და უფლებას აძლევენ, მიიღონ მონაწილეობა საერთაშორისო-სამართლებრივ ურთიერთობებში და, რაც მთავარია, ამ ქვეყნების პრეზიდენტები, მთავრობის მეთაურები და მინისტრებიც კი ფიცის დადებით იღებენ პასუხისმგებლობას ქვეყნის მართვაზე და წარმოთქვამენ სიტყვას “ვფიცავ”.

საქართველოში კი პრემიერი არავის ეკითხება (საჭიროდ არ თვლის) მინისტრების დანიშვნა-გათავისუფლებას (მ.79, პ.5,7; მ.80, პ,8), ამ საკითხებში პრემიერმა შეიძლება, პარლამენტის აზრიც კი არ გაიზიაროს (მ.59, პ.3; მ.80, ა.7).

ხოლო საგარეო ურთიერთობებში პრეზიდენტს მთავრობის ნებართვის გარეშე ნაბიჯის გადადგმის უფლებაც კი ჩამოერთვა (მ.69, პ.3; მ.73, პ.1.).

და ეს არის დაბალანსებული ძირითადი კანონი, ხოლო ქვეყანა საპარლამენტო რესპუბლიკა? დარწმუნებული იყო რა თავის გაპრემიერებაში, მიხეილ სააკაშვილმა და მის მიერ დამონებულმა პარლამენტმა (ზოგიერთის გამოკლებით) ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ გართულებულიყო პარლამენტის მიერ მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრის პროცედურა და ამისთვის უნდობლობის გამომცხადებელთა რაოდენობა 1/3-დან 2/5-მდე გაზარდეს, პარლამენტარებს კი აეკრძალათ ექვსი თვის განმავლობაში იმავე საკითხის დღის წესრიგში დაყენება (მ.80, პ.1).

იმისათვის, რომ კონსტიტუცია ხელუხლებელი დარჩენილიყო, მათ კონსტიტუციის გადასინჯვის მომხრეთა რაოდენობა 2/3-დან 3/4-მდე გაზარდეს, რითაც მომავალ პარლამენტს წაართვეს უფლება, განსაზღვროს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა (.102, .3).

აი, ასე მოირგეს საკუთარ თავზე ძირითადი კანონი ყოფილმა პრეზიდენტმა და პარლამენტმა.

და ეს არის დემოკრატია?

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ჰგონია, რომ მის უუფლებობაში მთავარი დამნაშავე მთავრობაა და ამიტომ გამუდმებით ცდილობს მის წინააღმდეგ ამხედრებას, მაგრამ იმის გამო, რომ არ შეუძლია თავისი უფლებების, შესაძლებლობების, ავტორიტეტის, ცოდნისა და გამოცდილების სწორი შეფასება (გათვლა), მუდამ მარცხდება. აშკარაა, რომ მას არასამთავრობოები, მრჩეველები და სხვებიც აბრიყვებენ.

იმის მაგივრად, რომ პრეზიდენტი შეეცადოს თავისი უფლებების აღდგენას და ავტორიტეტის განმტკიცებას და ეს დაასაბუთოს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე ზრუნვით, ის მთავრობასა და პარლამენტს დაუპირისპირდა.

მარგველაშვილს კარგად რომ შეესწავლა კონსტიტუცია და ეგრძნო პასუხისმგებლობა ქვეყნის უსაფრთხოებაზე, შეეცდებოდა 73- და მე-100 მუხლებში შესწორებების შეტანას, ხოლო 50- მუხლის მე-3′ პუნქტის _ საერთოდ გაუქმებას, ვინაიდან ამ პუნქტს პრეზიდენტი გამოჰყავს არანორმალურ ადამიანად, პარლამენტი კი _ მის აბუჩად ამგდებ ორგანოდ.

ამ პუნქტის აზრი არის ის, რომ პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული საომარი მდგომარეობა პარლამენტის მიერ შეიძლება გაუქმდეს, ხოლო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას კი პარლამენტი შეიძლება საერთოდ არ შეიკრიბოს (იხ. გაზეთი “საქართველო და მსოფლიო”, #35 (173), 19.09.2012).

ამ პუნქტის კითხვისას ყველას გაუჩნდება კითხვა: რის საფუძველზე გამოაცხადა პრეზიდენტმა საომარი და საგანგებო მდგომარეობები?

ნორმალური ადამიანი დასაბუთებული ინფორმაციების გარეშე განა ამას გააკეთებს?

პრეზიდენტის ასეთმა უუფლებობამ დაამახინჯა სიტყვების: “სახელმწიფოს მეთაურის”, “გარანტისადაუმაღლესი მთავარსარდლისმნიშვნელობები, ძალა და ავტორიტეტი წაართვა მათ; ფიცის ტექსტმა მისი ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დააყენა, არჩევნების წესმა კი დასცინა.

ის, რომ ძირითადი კანონი თავის დროზე მორგებული იყო კონკრეტულ პიროვნებაზე, აღიარა თვით პრემიერმინისტრმაც 24 აგვისტოს თავის გამოსვლაში კონსტიტუციის მიღების 20 წლისთავზე.

ამით მან დაამტკიცა, რომ სახელისუფლო შტოებს შორის ძალაუფლების ბალანსი დარღვეულია მთავრობის მეთაურის სასარგებლოდ, მაგრამ არაფერი გაუკეთებია იმისათვის, რომ ეს ბალანსი გათანაბრებულიყო და არც აკეთებს იმიტომ, რომ ხელს აძლევს ასეთი ვითარება, როდესაც ის არც პარლამენტის და არც პრეზიდენტის წინაშე არც პასუხისმგებელია (მ.79, პ.2), არც ანგარიშვალდებული (მ.78,პ.1; მ.79, პ.3) და აღმასრულებელი ხელისუფლების სრული ბატონ-პატრონია.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ, მიუხედავად დიდი ძალაუფლებისა, პრემიერი ამ უფლებებს ბოროტად არ იყენებს. პრაგმატულად აზროვნებს, ტრადიციებს არ ღალატობს, უბრალოდ, კაცურად იქცევა.

ქვეყანას, სადაც პარლამენტს პატივს არ სცემენ (.59,.3; .89,.5. .81, .1) და მის მიმართ აშკარა უპატივცემულობას იჩენენ (.79, .5,7; .80, .8), განა შეიძლება საპარლამენტო რესპუბლიკა უწოდო?

მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს ისტორიიდან, რომ ქვეყანაში, სადაც აღმასრულებელი ხელისუფლება არ არის ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელი საკანონმდებლო ორგანოს წინაშე, მომავალში აუცილებლად დამყარდება ავტორიტარული ან დიქტატორულ რეჟიმი.

ალბათ, ამას გულისხმობდა ყოფილი პრეზიდენტი, როდესაც კონსტიტუციაში ცვლილებები იგეგმებოდა.

დღევანდელმა ხელისუფლებამ კარგად იცოდა, რომ 2014 წლის სექტემბრის შემდეგ 2015 წელსაც მოვიდოდა სექტემბერი და ქვეყნის პირველი პირის პრობლემა ისევ წამოიჭრებოდა, მაგრამ არაფერი გააკეთა წინასწარ ამ საკითხის მოსაგვარებლად; ადრე თუ გვიან, ჩვენც დაგვჭირდებოდა სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ძალები საჰაერო სივრცისა და ტერიტორიული წყლების დასაცავად, მაგრამ აქაც არაფერს აკეთებს.

აშკარაა, რომ სახელმწიფო თანამდებობების პირები ძალიან ცუდად ერკვევიან ქვეყნის თავდაცვისა და უშიშროების საკითხებში და ლაპარაკი იმაზე, რომ ქვეყნის თავდაცვა ძლიერდება, ნაადრევია. სახელმწიფოებრივი ხედვა ამ საკითხებში მათ ნამდვილად აკლიათ, მთავარს ვერ ამჩნევენ და წვრილმანებით არიან დაკავებულნი.

ამასთან დაკავშირებით გამახსენდა ივანე კრილოვის იგავი “ცნობისმოყვარე”.

ვინაიდან ამ იგავის ქართული ტექსტი ვერ მოვიძიე, მოვიყვან რუსულად:

Любопытный”.

“Приятель дорогой, здорово! где ты был?”

В кунсткамере, мой друг! Часа там три ходил:

. . . . . . . . . . . . . . .

Каких зверей, каких там птиц я не видал!

Какие бабочки, букашки, козявки, мушки, таракашки!

. . . . . . . . . . . . . .

А видел ли слона? Каков собой на взгляд?

Я, чай, подумал, ты что гору встретил?”

“Да разве там он?” _  там, _ ну, братец виноват;

Слона-то я и не приметил”.

მინდა, შევახსენო მთავრობას და, პირველ რიგში, თავდაცვის მინისტრს, ქალბატონ თინა ხიდაშელს, რომ 2016 წელსაც დადგება 26 მაისი და კიდევ რომ არ დადგეს დღის წესრიგში სამხედრო აღლუმის ჩატარების პრობლემა, გთავაზობთ დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ერთ ვარიანტს.

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობას, უკვე დიდი ხანია, მოენატრა ქართული ჯარის ქვედანაყოფების მიერ მწყობრი ნაბიჯით გადაადგილებისას ქართული სიმღერების მოსმენა.

აღლუმის ჩატარების ასეთი ვარიანტი შეიძლება ზოგიერთს არ მოეწონოს, მაგრამ, ალბათ, მშფოთვარე მაისის დღეების შემდეგ ჯარის მიერ შესრულებული ქართული სიმღერები მალამოდ მოეცხება გულზე მოსახლეობის დიდ ნაწილს, მომავლის იმედი გაუჩნდება, ზოგს შეიძლება ცრემლიც მოადგეს თვალზე, როდესაც დაინახავსნ ძალ-ღონით სავსე ქართველ სამხედროებს.

ამ ღონისძიების ჩატარებაში, მის დაგეგმვასა და ორგანიზებაში თავდაცვის სამინისტროსთვის დიდი დახმარების გაწევა შეუძლია საზოგადოებრივ მოძრაობას “საქართველო მშვიდობისთვის”.

პატივისცემით,

ალექსანდრე ტოლსტოი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here