
კიდევ ერთი “თავისუფალი” და “დაუმორჩილებელი” შეემატა ქართულ მედიასივრცეს! ტელეკომპანია “ჯი–დი–ეს”-ის გადაცემა “20/30”-ის ყოფილმა წამყვანმა მას შემდეგ, რაც კონტრაქტი აღარ გაუგრძელეს, როგორც მისგან ყოველთვის იყო მოსალოდნელი, ბიძინა ივანიშვილის ლანძღვას მიჰყო ხელი.
თურმე, ნუ იტყვით და, გამზარდიას ამ გადაცემაში “თავისუფლებას” უზღუდავდნენ, ჩაგრავდნენ და არ აძლევდნენ სუნთქვის საშუალებას!
თორემ, რომ არ შეებოჭათ და მიეშვააააათ… დაბრდღვნიდა ყველაფერს!
საქართველოში მოდურია ერთი ადგილიდან ახალგამოყოფილი, დავაზელინებული თავების “ბლატაობა”. გვახსოვს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 1 დღით ადრე “გავაჟკაცებული” ვახო სანაიაც, რომელიც “პირველი არხის” ხელმძღვანელობას “აუჯანყდა” და “გმირულად” ეკვეთა არჩევნებში “ბეზ პიწი მინუტ” დამარცხებულ “ნაცებს”! ვერავინ გვეტყვის, მანამდე მთელი ათწლეული რატომ არ მოსვლია აზრად მას “მტარვალი” დირექტორების წინააღმდეგ აჯანყება…
ისევე, როგორც ვერავინ იტყვის, არჩილ გამზარდიას რატომ ეგონა ბიძინა ივანიშვილი “კრუტოი” და მთელი წელიწადი რატომ არაფერი თქვა “ჯი–დი–ეს”-ზე მისი უმოწყალო ჩაგვრის შესახებ…
თუმცა, “ვაზელინთა ფილოსოფია” ჩვენთვის, დიდი ხანია, ცნობილია. უფრო ის მიკვირს, თვითონ ბიძინა ივანიშვილს რატომ ჰგონია ხოლმე კრებითი “გამზარდიები” კაი ტიპები და როდის უნდა ისწავლოს ამ “ჭკუით დაპენტილმა” მილიარდერმა ყველაფერზე თავისმქნეველი მეხოტბე მლიქვნელების გარჩევა იმ ადამიანებისგან, რომლებიც, შესაძლოა, მწარე სიმართლეს ამბობენ ხოლმე, მაგრამ სამაგიეროდ მათგან ორგულობა და უღირსი საქციელი გამორიცხულია?






