Home რუბრიკები პოლიტიკა ახალი მოვლენა საქართველოს ისტორიაში _ ორდელეგაციანობა

ახალი მოვლენა საქართველოს ისტორიაში _ ორდელეგაციანობა

626

მოგეხსენებათ, დღევანდელობა მომავლისთვის ისტორიაა, ანუ ის, რაც დღეს ხდება, მომავალში ისტორიად იქცევა და მემატიანეებიც თაობებს ზუსტად ისე მოუყვებიან ჩვენი დროის მოვლენებისა და პიროვნებების შესახებ, როგორც ჩვენ გვიყვებიან დღეს ჩვენს წინაპრებსა და მათ მიერ ნაკეთებ საქმეებზე.

თუმცა, რა თქმა უნდა, მთლად ასე თამამად და სირცხვილის გარეშე თხრობა გაუჭირდება მემატიანეს. იცით, ალბათ, თანამედროვე ისტორიკოსები ერთგვარი უსიამოვნებით საქართველოს ისტორიაში ორმეფიანობის (სხვანაირად _ ორმეფობა) შესახებ ყვებიან. მართლაც, არ არის მთლად სასიამოვნო მონღოლთა კარზე “საქართველოს მეფის” სტატუსის მისაღებად მოყურყუტე ერთი ოჯახის ორი ბაგრატოვანის ამბის მოსმენა…

თუმცა, ასე თუ ისე, თანამედროვე ისტორიკოსს შეუძლია, გარკვეული გარემოებებით, მძიმე დროებით, სხვადასხვა, მართალია, ყურით მოთრეული, მაგრამ მაინც გარკვეულწილად “არგუმენტებით” ახსნას ეს სამარცხვინო ფურცელი საქართველოს ისტორიისა, რომელსაც ორმეფიანობა ეწოდება…

მაგრამ, ნეტავ რას მოუხერხებს მომავლის ქართველი მემატიანე საინფორმაციო საშუალებების მიერ ამ დღეებში გავრცელებულ ამ ცნობას:

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოდან პარალელურად ორი დელეგაცია ცალცალკე გაემგზავრება. ერთ მათგანს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ხოლო მეორეს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს…”

სამარცხვინოა, არა? ვფიქრობ, ძალიანაც! მით უმეტეს, თუ გავიხსენებთ, რომ მსგავსი ორდელეგაციანობა თანამედროვე საქართველოსთვის ხელისუფლებაშიქართული ოცნებისმოსვლისა და მარგველაშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ პირველი შემთხვევა არ არის. აქედან გამომდინარე, თავისუფლად შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ პერიოდი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, საქართველოს ისტორიაშიორდელეგაციანობისსახელით შევა.

მაინც, რას ვერ იყოფენ პრეზიდენტი და პრემიერი ერთმანეთში ან რა უნდათ და რატომ გარბიან ამერიკის შეერთებულ შტატებში?

რა თქმა უნდა, ოფიციალურ უწყებებს ამ კითხვებზეც შესაბამისი ოფიციალური პასუხები ექნებათ, მაგრამ ჩვენ მაინც ჩვენი სანდო წყაროს _ გარე ბიძაშვილების ნათქვამს დავეყრდნობით და გაცნობებთ, რომ სინამდვილეში ღარიბაშვილი და მარგველაშვილი _ ორივე ბარაკ ობამასთან საჩივლელად მიდის.

საქმე ის არის, რომ, როგორც ფსიქოლოგების დაკვირვებით ჩანს, ღარიბაშვილშიც და მარგველაშვილშიც დღემდე ცოცხლობს ბავშვი და, შესაბამისად, მათ თამაშისა და გაბუტვის სურვილებიც აღეძვრებათ ხოლმე. ამით აიხსნება მარგველაშვილის უცაბედი გაბუტვა და განდგომა ყოფილი გუნდისგან. როგორც ფსიქოლოგები ხსნიან, მარგველაშვილს, როგორც ფილოსოფოსსა და დიდ ბავშვს, მობეზრდა სულ ერთი და იგივე თამაში _ “ოცნებობანადა მოიგონა ახალი თამაშივეტოობანა”. თუმცა ღარიბაშვილმა და სხვებმა მას იმედი გაუცრუეს და არ აჰყვნენვეტოობანასთამაშში. ღარიბაშვილის მითითებით, “ოცნებობანასმოთამაშეები მარგველაშვილის ყველა ვეტოს ძლევენ და არ აძლევენ საშუალებას, “ვეტოობანათავისუფლად ითამაშოს. სწორედ ამაზე გაბრაზებული და გაბუტული მარგველაშვიული მიდის ობამა ბიძიასთან საჩივლელად.

სამაგიეროდ, მას არც ღარიბაშვილი ეპუება და აპირებს, ობამა ბიძიას ყველაფერი მოუყვეს. ეგ მაგასვეტოობანასეძახის, მაგრამ სინამდვილეში ეგ თამაში მეც ვიცი, ძალიან ცუდი თამაშია დანაცობანაჰქვია მაგ თამაშსო”, _ სლუკუნით ამბობს თურმე ირაკლი ღარიბაშვილი.

ახლა მხოლოდ ისღა დარჩა გასარკვევი, თვითონ ობამა ბიძიას რა თვალსაზრისი აქვს “ნაცობანაზე”. რა ვიცით, იქნებ მას “ნაცობანა” სულაც არ მიაჩნია ცუდ და მიუღებელ თამაშად?!

დიდუ აგირაია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here