Home რუბრიკები პოლიტიკა “ისლამური სახელმწიფოს” მეთაური _ “მოსადის” აგენტი?

“ისლამური სახელმწიფოს” მეთაური _ “მოსადის” აგენტი?

976

ისლამური სამყაროსთვის სიახლე აღარ არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაჯგუფებაისლამური სახელმწიფოსმეთაური, რომელიც საკუთარ თავს ხალიფა აბუ ბაქრ ალბაღდადის უწოდებს, ისრაელის სადაზვერვო სამსახურის _ “მოსადისსპეციალური აგენტია სახელად შიმონ ელიოტი (ელიოტ შიმონი), მაგრამ ახლა ამ საკითხზე აგორდა მსჯელობის ახალი ტალღა _ რას მიაკვლია ირანის დაზვერვამ?

ირანის მასობრივი საინფორმაციო საშუალებები უკვე წერდნენ, ტერორისტული ორგანიზაციის მეთაურისა და ისრაელის აგენტის მსგავსებაზე, რომლის ორივე მშობელი ებრაელია. ირანული მედია, აგრეთვე, იუწყებოდა, რომ შიმონ ელიოტი ისრაელის დაზვერვამ გადაიბირა და შეასწავლა ფსიქოლოგიური ომის მეთოდები არაბული და ისლამური თანამეგობრის წინააღმდეგ.

ეს ინფორმაცია კი მიაწერეს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსა და ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილ თანამშრომელს _ ედვარდ სნოუდენს: “ისლამური სახელმწიფოს” მეთაური აბუ ბაქარ ალ-ბაღდადი თანამშრომლობდა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ისრაელის სპეცსამსახურებთან”. წყარო: რადიო ajyl.com

ეს ინფორმაცია დაადასტურა სხვა წყარომაც _ ვებგვერდმა EGy-Press-მა.

ფოტოდოკუმენტების გაანალიზების შემდეგ ირანის დაზვერვამ დაადგინა იდენტურობაისლამური სახელმწიფოსხელმძღვანელისა, რომელიც ცნობილია სახელით _ აბუ ბაქრ ალბაღდადი; მისი ნამდვილი სახელია შიმონ ელიოტი. ეს არისმოსადისაგენტი, რომელიც ასრულებდა საიდუმლო დავალებებს ფსევდონიმით იბრაჰიმ იბნ ავად ბინ იბრაჰიმ ალ ბარდი ალ არადუი ჰუსეინი.

გეგმა: “ისრაელის საფრთხედ” გამოცხადებული ქვეყნების სამხედრო და სამოქალაქო ხელისუფლებებში შეღწევა მათი განადგურების მიზნით, რომლითაც გაადვილდებოდა ახლო აღმოსავლეთის ამ ქვეყნების ტრიტორიების შთანთქმა ისრაელის სახელმწიფოს მიერ, რაც ხელს შეუწყობდა დიდი ისრაელის (“ერზაც ისრაელ”) შექმნას.

2014 წლის აგვისტოში გავრცელებული ეს ინფორმაცია, აგრეთვე, მიმდინარე წლის 16 სექტემბერს გამოქვეყნებული ცნობა, რომ სირიის სამხრეთში მდებარე ქალაქ ეზზაბადანის ერთერთი კვარტლისისლამური სახელმწიფოსმებრძოლებისგან გაწმენდისას სირიის პრეზიდენტის _ ბაშარ ასადის მომხრე სამხედრო შენაერთებმა და დაჯგუფებაჰეზბოლასმებრძოლებმა იპოვეს აშშსა და ისრაელში დამზადებული საბრძოლო მასალებისა და იარაღის საწყობი, მანამდე, 2015 წლის თებერვალში, ასეთივე საწყობს მიაგნეს ერაყის ქალაქ ერრამადიში, ადასტურებს, რომ აშშის, ბრიტანეთისა და ისრაელის სპეცსამსახურები ქაოსს თესავენ ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებში.

თუ შევადარებთ “ისლამური სახელმწიფოს” მიერ დაკავებული ნავთობის საბადოებისა და დიდი ხნის წინათ გამოქვეყნებული “დიდი ისრაელის” რუკებს, ნათელი გახდება, რომ აგენტი ალ-ბაღდადი “დიდი ისრაელის” შექმნის ძველი გეგმის რეალიზებას ცდილობს.

ეს გეგმა (“ინონის გეგმა”) მისმა ავტორმა ოდედ ინონმა პირველად ჟურნალ “ქივუნიმის” (“გზა”) მე-14 ნომერში გამოაქვეყნა 1982 წლის თებერვალში (ჟურნალის რედაქტორი _ იორამ ბეკი. სარედაქციო კომიტეტი: ელი ეთიალი, იორამ ბეკი, ამნონ ხადარი, იოჰანან მანორი, ელიზერ შვაიდი).

ამ საექსპერტო მოხსენებაში აღნიშნულია: ყველა არაბული ქვეყანა უნდა გაიხლიჩოს პატარპატარა ნაწილებადდასირიისა და ერაყის დაშლა ეთნიკურ და უნიკალურ რელიგიურ რაიონებად, როგორც ლიბანში, ისრაელის ხანგრძლივვადიანი გეგმის მთავარი მიზანია აღმოსავლეთის ფრონტზე”.

ყოველივე ეს წარმოდგენას იძლევა, რა მიზანი ამოძრავებს “ისლამური სახელმწიფოს” მეთაურს, როდესაც განაცხადა, რომ სურს, აღკვეთოს საქმიანობა “ბარბაროსი ებრაელებისა”, რომლებმაც ღაზის სექტორი ალყაში მოაქციეს. ისრაელის მიწაზე თავდასხმის შესახებ განცხადება ხომ აშშ-სა და ისრაელს “სისხლიანი ტერორისტების” პოზიციების დაბომბვის საბაბს მისცემს?!

პროექტიისლამური სახელმწიფოაშშმა სრულად 2014 წლის ზაფხულში აამოქმედა, პროექტი მომზადებული იყო .. არაბული გაზაფხულის ჩარჩოებში ერაყის, სუდანის, ტუნისის, ეგვიპტის, ლიბიის, სირიისა და მალის დესტაბილიზაციისთვის.

ქაოსის იდეოლოგი კი არის დასავლეთის მედიის მიერ ფართოდ რეკლამირებული “ევროპელი ინტელექტუალი” და “თანამედროვეობის გამოჩენილი ფილოსოფოსი” ბერნარ-ანრი ლევი, რომლის სინდისზეა დაქირავებულებისა და ექსტრემისტების მხარდაჭერა ავღანეთში, ბოსნიაში, კოსოვოში, ტუნისში, ლიბიასა და სირიაში, აგრეთვე, უკრაინაში. ბერნარ-ანრი ლევი მხარს უჭერდა მიხეილ სააკაშვილსაც, რომელმაც ქართველი ხალხის წინაშე უამრავი დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ დასავლეთის ხელშეწყობით ახლა თავისუფლად დანავარდობს უკრაინაში.

სწორედ ბერნარ-ანრი ლევი გახლავთ მთავარი იდეოლოგი ბანდისა, რომელიც უმოწყალოდ ხოცავს უდანაშაულო ადამიანებს, მის მიერ ჩადენილი მხეცობების ამსახველ თავზარდამცემ ფოტოებსა და ვიდეოებს კი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

ბაჰრეინული გამოცემა GULF DAULY NEWSის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, “ალბაღდადი წლის განმავლობაში ინტენსიურ სამხედრო მომზადებას გადიოდამოსადში”. მას, აგრეთვე, ასწავლიდნენ თეოლოგიასა და სიტყვის წარმოთქმის ხელოვნებას”. გასული წლის ივნისში ერთერთმა იორდანელმა მაღალჩინოსანმა დაუდასტურა WORLDNET DAILYის თანამშრომელს _ აარონ კლაინს, რომ 2012 წელს იორდანიის ქალაქ საფიში, საიდუმლო ბაზაზე, ამერიკელი ინსტრუქტორებიისლამური სახელმწიფოსწევრებს ამზადებდნენ.

“ჩანერგვის ოპერაციის” ერთ-ერთი ეტაპი იყო ალ-ბაღდადის მოთავსება კემპ ბუკის ციხეში, რომელიც ერაყში უმ-კასართან ახლოს მდებარეობს. აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა ოფიცერმა და კემპ ბუკში სამხედრო ტყვეების ბანაკის ხელმძღვანელმა (2006-2007) ჯეიმს სკაილერ გორდონმა აღიარა, რომსამხედრო ტყვეების ბანაკი ექსტრემიზმის მოსახარში ქვაბი იყოდაზოგიერთი მონაცემი ირიბად მიუთითებს, რომ ალბაღდადის გონებას, შესაძლოა, აკონტროლებდნენ, როცა ის ერაყში ამერიკელი სამხედროების ტყვე იყო”, _ წერს დოქტორი კევინ ბარეტი.

“ინონის გეგმის” მიხედვით, არაბული და მუსლიმანური სახელმწიფოების დანაწევრება შიგნიდან უნდა დასრულდეს რელიგიური (შიიტებსა და სუნიტებს შორის) და ეთნიკური დაპირისპირების გამოყენებით.

სწორედ ამიტომ წმენდსისლამური სახელმწიფო” (რომელსაცმოსადისაგენტი ალბაღდადი, იგივე შიმონ ელიოტი, აკონტროლებს) სირიისა და ერაყის ტერიტორიებს არაბებისგან. და თუ გეგმა სრულად განხორციელდება, აშშ და ისრაელი ევროპისკენ მიმავალ ნავთობისა და ბუნებრივი აირის ნაკადებს გააკონტროლებენ და ზღაპრულად გამდიდრდებიან. სწორედ ამიტომ მკურნალობენ ისლამისტ ტერორისტებს ისრაელის ჰოსპიტლებში, კვებავენ და აიარაღებენ მათ, დებენ გარიგებებს ნავთობზე და ფულს რიცხავენ ისრაელის ბანკების მეშვეობით.

ისლამური სახელმწიფოახლო აღმოსავლეთში ქაოსის დათესვის, ნგრევისა და ტერიტორიების აბორიგენი მოსახლეობისგან წმენდის, აგრეთვე, ევროკავშირსა და აშშ შორის .. ვაჭრობის ტრანსატლანტიკურ ხელშეკრულებაზე ევროკავშირის დათანხმების იძულების პროექტია. ამას ადასტურებსისლამური სახელმწიფოსმებრძოლებისთვის გაწეული დახმარება (იარაღით, ფულით, აღჭურვილობით, წვრთნით) აშშისა და დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ, რომლის შესახებაც არაერთხელ განუცხადებიათ სირიის, ერაყის, ირანისა და სხვა ქვეყნების ხელისუფლებებს.

ამაზე მიუთითებს აშშ-ის მიერ ორმაგი სტანდარტის გამოყენებაც, როდესაც ის, ერთი მხრივ, ადანაშაულებს ბაშარ ასადს ქიმიური იარაღის გამოყენებაში; მეორე მხრივ კი, თვალს ხუჭავს “ისლამური სახელმწიფოს” ანალოგიურ ქმედებაზე. 2013 წლის აგვისტოში, მიუხედავად იმისა, რომ არ ჰქონდა სარწმუნო ინფორმაცია ბაშარ ასადის მიერ დამასკოს გარეუბანში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე, აშშმა საინფორმაციო ომი წამოიწყო სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ და ერთი ნაბიჯიღა აშორებდა სირიაში სამხედრო ინტერვენციას. ახლა კი, როდესაც არსებობს ფაქტებიისლამური სახელმწიფოსმიერ პროვინცია ელჰასეკში ქურთიბოევიკებისადა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის (ქლორის) გამოყენების შესახებ, ობამას ადმინისტრაცია დუმს. არადა, ბრიტანული გამოცემა The Daily Mirorის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ისლამურ სახელმწიფოს” 20 ტონამდე მომწამვლელ ნივთიერებებზე მიუწვდება ხელი და თავისუფლად შეუძლია, ეს ნივთიერებები ევროპაში შეიტანოს ტერორისტული აქტების მოსაწყობად.

უცხოურ მედიასაშუალებებში გამოქვეუნებული

მასალების მიხედვით მოამზადა

კობა ლომიძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here