Home რუბრიკები საზოგადოება ვისი შოუ გსურს ანუ ვისი მიკროფონი ვის სამონტაჟოშია?

ვისი შოუ გსურს ანუ ვისი მიკროფონი ვის სამონტაჟოშია?

799

ჩემი თაობის წარმომადგენლებს, ყველას, ბავშვობაში ნათამაშები გექნებათვისი სული გსურს?”. შეგახსენებთ ამ თამაშს: ბავშვების 2 მწკრივი ერთმანეთის პირისპირ დგებოდა და ერთმანეთს გასძახოდა, _ “ვისი სული გსურს?” როდესაც ერთი მწკრივი მეორიდან რომელიმეს ამოირჩევდა, “რჩეულიგაექანებოდა და ცდილობდა, მოპირდაპირე ბავშვების ჩაკიდებული ხელების ჯაჭვი გაერღვია. ირჩევდა იმ ადგილს, სადაც, მისი აზრით, ყველაზე სუსტი ბავშვები იდგნენ. თუკი ამას შეძლებდა, აირჩევდა რომელიმე თანატოლს და თავის მწკრივში გადაიყვანდა. თუ არა და, თვითონ რჩებოდა მოწინააღმდეგის მწკრივში.

წესით, თამაში მაშინ უნდა დასრულებულიყო, როდესაც რომელიმე მწკრივი “გამოილეოდა”, მაგრამ ფაქტია, რომ მუდამ ერთი მხარე გამარჯვებული ვერ იქნებოდა. მუდამ ერთსა და იმავე ჯაჭვს ვერც “გაწყვეტდნენ” და ერთი და იგივე მუდამ “გაუწყვეტელი” ვერ დარჩებოდა. ამიტომ ხან ერთი მწკრივი შეთხელდებოდა ხოლმე, ხან მეორე, მაგრამ ბოლომდე არც ერთი არ ილეოდა, შესაბამისად, თამაშიც დაუსრულებლად გრძელდებოდა, ვიდრე ბავშვები არ დაიღლებოდნენ ან არ მოსწყინდებოდათ…

მგონი, აღარც არის დაკონკრეტება და განმარტება საჭირო, როგორ ჰგავს ეს თამაში ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ქართულ ტელევიზიებში მიმდინარე პროცესებს.

ჰო, მართლა, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ისიც, რომ ამ თამაშს გარკვეული ბავშვური “ეშმაკობებიც” ახასიათებდა. მაგალითად, თუკი “ამორჩეულს” მოწინააღმდეგის მწკრივში დარჩენა სურდა (ამის მიზეზი კი მრავალნაირი შეიძლებოდა ყოფილიყო _ იმ მწკრივში იდგა მისი შეყვარებული ან საუკეთესო მეგობარი და ა. შ.), იგი ვითომ ვერ “გაწყვეტდა” მწკრივს და, ბუნებრივია, იქვე რჩებოდა.

სამაგიეროდ, მისი “კონკურენტი” ეჭვიანობის ნიადაგზე დაეტაკებოდა სწორედ იმ ადგილს, სადაც იმ პირველის შეყვარებული იდგა, ჯაჭვს “გაწყვეტდა” და თანაგუნდელს თავის მწკრივში დააბრუნებდა…

აი, სწორედ ასე მიმდინარეობს ქართულ ტელესივრცეში თოქშოუების გახსნა-დახურვები, მათი ავტორ-წამყვანების გაქცევა-გამოქცევები, გადასვლა-გადმოსვლები, გადაყვან-გადმოყვანები თუ გადაბირება-გადმობირებები.

ვფიქრობ, საქართველო მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ერთი და იმავე ტელესახეს სამი და მეტი კონკურენტი ტელევიზიის ეკრანი აქვს მოვლილი, იქნება ეს საინფორმაციო პროგრამების წამყვანის ამპლუა თუ საავტორო თოქშოუში პოზირებაპრანჭვაგრეხა.

აი, სწორედ საავტორო თოქშოუებია ქართული ტელესივრცის ყველაზე მტკივნეული “მაზოლი” და, აქედან გამომდინარე, ამჯერად ჩვენი სტატიის მთავარი თემაც.

ზოგიერთი ტელეკომპანიის მიერ თითქმის ერთი თვის წინათ მიღებული გადაწყვეტილება, მათ ეთერში არსებული თოქშოუების დახურვისა და მათი წამყვანების ახალი სახეებით ჩანაცვლების შესახებ მთელი თვის განმავლობაში მედიასაშუალებების მთავარ თემად იქცა.

საზოგადოების ერთმა ნაწილმა “იმედიდან” ინგა გრიგოლიასა და “პირველი არხიდან” ეკა მიშველაძის “გაქრობა” ლამის ეროვნულ ტრაგედიად აქცია. ამით შესანიშნავად ისარგებლა “რუსთავი 2”-ის ნაპროკურორალმა დირექტორმა, თუმცა არა მხოლოდ მან.

ვისაც კი ოდესმე რომელიმე ტელევიზიაში საავტორო თოქშოუ ჰქონია, ყველადემოკრატიისთვის ჯვარცმულადმოგვევლინა და საზოგადოებას თავი ხმამაღალი განცხადებებით შეახსენა.

სიმწრის ღიმილის მომგვრელი იყო ვახო სანაიას გამოხდომაც, როდესაც მან, ფაქტობრივად, განაცხადა, რომ შარშან თუ შარშანწინ, ტელეკომპანია “მაესტროზე” მისი თოქშოუს დახურვით დაწყებულა ქართული დემოკრატიის დასასრული(?!).

არადა, საკითხავი ის კი არ არის, რატომ დახურა ტელეკომპანიამაესტრომვახო სანაიას თოქშოუ, არამედ 2012 წლის არჩევნების შემდგომ პერიოდში საერთოდ რატომ მიიწვია წამყვანად და აქედან გამომდინარე _ ტელევიზიის სახედ, მაშინ, როდესაც ეს არხინაციონალური მოძრაობისყველაზე ხისტ მოწინააღმდეგედ გვევლინებოდა?

აკი, ვახო სანაია მთელი 9 წლის განმავლობაში სწორედ “ნაცების” მეხოტბე ჟურნალისტი გახლდათ, ზედმიწევნით ასრულებდა მათ მითითებებს; თითქმის დადასტურებულია ინფორმაციაც, რომ “პირველ არხზე” მუშაობისას მას გადაცემებს პირადად მიშა თავხელიძე და ალეკო ფარულავა უგეგმავდნენ ვანო მერაბიშვილის უშუალო მითითებით…

ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” მიერ “მედიის შეზღუდვების” გამო ვახო სანაიასა თუ ეკა კვესიტაძისნაირები უტიფრად მოთქვამენ და ყოვლად გაუმართლებელი ამბიციით აცხადებენ, რომ, თუკი რომელიმე ტელევიზიის ეთერში მათი საავტორო თოქშოუები არ გადის, ეს უკვე ჩვენი ქვეყნის საბოლოო დაღუპვა და აპოკალიფსის დასაწყისია.

ცალკე თემაა “პირელი არხის” საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუს ყოფილი წამყვანის _ ეკა მიშველაძის ამბავი. როგორც აღმოჩნდა, მიშველაძის გათავისუფლების მთავარი მიზეზი მისი გათხოვებაა “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთ ლიდერზე, ყოფილ მინისტრ ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილზე.

ყოფილი წამყვანი ამას კატეგორიულად აპროტესტებს და ირონიის საბაბადაც კი იყენებს, რომ თურმე ჟურნალისტს გათხოვების გამო ჩაგრავენ.

არადა, მე, პირადად, 1996 წელს გავლილ ამერიკულ სემინარებზე ჯორჯიას შტატის გაზეთ “ზე ნიუს ენდ ობზერვერის” მთავარმა რედაქტორმა დასმულ კითხვაზე ასე მიპასუხა: ჟურნალისტი არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევიდეს ახლო კონტაქტში სახელმწიფო მოხელესთან ან მოქმედ პოლიტიკოსთან, არათუ გახდეს მისი ოჯახის წევრი. ისინი, ელემენტარულად, ვინმემ ერთად კაფეში მსხდომნი რომ შეამჩნიოს, ასეთი ჟურნალისტი უკვე ნდობას კარგავს და მისი მუშაობა რომელიმე მედიასაშუალებაში ყოვლად შეუთავსებელია ზნეობასთან!”. თუ არ ვცდები, აქვე მომიყვანა ჟაკლინ კენედის მაგალითი, როდესაც მან მომავალ პრეზიდენტზე ქორწინების გამო ჟურნალისტის კარიერაზე უარი თქვა.

მიაქციეთ ყურადღება _ თვითონ თქვა უარი!

აი, ამას ჰქვია სწორედ პროფესიის პატივისცემა და სიყვარული. ჟაკლინ კენედიმ არ გაუტეხა სახელი თავის პროფესიას და შეელია მას. ეკა მიშველაძე კი, ჩემი პატივისცემის მიუხედავად, სრულიად უადგილოდ ითხოვს, დაუსახელონ კანონი, რომლითაც აკრძალულია მოქმედი ჟურნალისტის პოლიტიკოსზე გათხოვება

ასეთ კანონი, რა თქმა უნდა, არ არსებობს, მაგრამ არსებობს ელემენტარული ჟურნალისტური ზნეობა, რომელიც გამუდმებით ირღვეოდა ხელისუფლებაში “ნაცების” ყოფნის პერიოდში, როდესაც ლამის ყველა ტელეწამყვანი რომელიმე ნაცპარლამენტარის, მინისტრის მოადგილის ან გუბნერნატორის ცოლი იყო.

ვფიქრობ, თუკი “პირველი არხი” ამ ძალიან უზნეო “ტრადიციას” დაარღვევს, აქ გასაპროტესტებელი არაფერია, რადგან არხზე თოქშოუს ისეთი წამყვანის ყოლას, რომლის გამოჩენისას მაყურებელთა 80 პროცენტი ფიქრობს, რომ ის თავისი მეუღლის ინტერესებს ითვალისწინებს და მისი პოლიტიკური ჯგუფის რუპორია, სჯობს, საერთოდ არანაირი თოქშოუ აღარ გქონდეს.

თუმცა, რა თქმა უნდა, საუკეთესო გამოსავალი ეს არ არის და იმედია, ტელევიზიები გაუქმებული თოქშოუების წამყვანების ნაცვლად ახლებს გამოძებნიან.

უნდა ვაღიაროთ, რომ, ამ მხრივ, ყველაზე მეტად სწორედ ტელეკომპანია “იმედს” გაუჭირდება. მიმაჩნია, რომ ინგა გრიგოლიას სრულფასოვანად შეცვლის რესურსი ამ ტელევიზიას ამ ეტაპზე არ აქვს. დავაკონკრეტებ: აქ გრიგოლიას “ძლიერ” თუ “სუსტ” ჟურნალისტობაზე არ მაქვს საუბარი. ამ თემაზე ყველას თავისი თვალსაზრისი შეიძლება ჰქონდეს. უბრალოდ, გრიგოლიას აქვს თავისებური “ტელექარიზმა” და მას რეიტინგი, შეიძლება ითქვას, “თან დაჰყვება” ნაკლებად პოპულარულ ტელევიზიაში მუშაობის პირობებშიც კი.

ერთი რამ კი აუცილებლად უნდა აღინიშნოს _ მართლაც არ არის გამორიცხული, ტელევიზიებიდან თოქშოუთა ასე ერთბაშად გაქრობა ვიღაცის მიერ ჩატარებული “პოლიტიკური ფოკუსი” იყოს. თუმცა, საპირწონედ, იმასაც მივაქციოთ ყურადღება, რომ მოცემულ შემთხვევაში ეს ამ თოქშოუთა მესვეურების აშკარად გამოხატულ “კოალიციურ” ინეტერესებს უკავშირდება. გავიხსენოთ ამ ზაფხულს სოციალურ ქსელებში გავრცელებუყლი ფოტო, რომელზეც ეს ჟურნალისტები ამერიკის შეერთებულ შტატებში, სავარაუდოდ, ირაკლი ალასანიას მიერ ორგანიზებულ ერთობლივ .. მედიატურში მონაწილეობისას არიან გამოსახულნი.

გონივრულია ეჭვი, რომ გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალამ “ერთობლივი სტრატეგია” დაუსახა მათ, რომლის გამოც მოწინააღმდეგე და უფრო მეტი გავლენის მქონე პოლიტიკურმა ძალამ თავისი უხილავი ბერკეტები აამოქმედა და ისინი ტელეეკრანებს ჩამოაშორა…

ასეთ ვარაუდებს კიდევ უფრო ამყარებს ისიც, რომ “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ზედმეტი ემოციით ჩაერთო ე.წ. “საპროტესტო ეთერებში”, ხოლო თოქშოუების ხსენებული წამყვანები ლამის ერთ გუნდად და ერთ მონოლითურ კოლექტივად წარმოგვიდგნენ გიორგი გაბუნიას თოქშოუში…

ყოველივეს ისეთი ელფერი დაჰკრავს, რომ ნიკა გვარამიას თოქშოუთა ფარულ “ქურუმად” კურთხევას აპირებდნენ, ანუ, მიშასდროინდელი ყველა ტელევიზიის დაუფარავი კონტროლის მეთოდისგან განსხვავებით, იყო არა მთლიანად ტელევიზიების, არამედ მათ ეთერებში გამავალი თოქშოუების კონტროლის ერთ ხელში (ნიკა გვარამიას) ფარული მობილიზების მცდელობა, და ვის ინტერესებს მოემსახურებოდა ეს “თოქშოუთა” ფარული კოალიცია, ნიკა გვარამიამ, ჭკუა არ ეყო და, ღიად განაცხადა: “ჩვენი აშკარა სიმპათიანაციონალურ მოძრაობას”, ალასანიასთავისუფალ დემოკრატებსადა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ეკუთვნის!”

მოგვიანებით ინგა გრიგოლიამ ვერ მოითმინა და “ფეისბუქზე” სრულიად საქართველოს გააგებინა: პრეზიდენტს დავუმესიჯე და შევატყობინე მომხდარი. მან დამირეკა და დიდხანს ვისაუბრეთ. ვნანობ, რომ თავის დროზე მარგველაშვილს ხმა არ მივეცი!”…

ინგა გრიგოლიას მიმართ ჩემი პატივისცემა, რიგი მიზეზების გამო, უპირველესად, იმის გამო, რომ მას უკან არასოდეს დაუხევია მანიაკი “ნაციონალების” ქმედებების გაპროტესტებისგან, არაერთხელ აღმინიშნავს… მაგრამ გული მეუბნება, რომ ინგა კიდევ ერთხელ ჩაითრიეს ბინძურ თამაშში. ვფიქრობ, იგი ამჯერადაც დროზე გაერკვევა რეალობაში და საბოლოოდ მაინც თავის სიტყვას იტყვის

რაც შეეხება ნიკა გვარამიას, ის საზოგადოებას ზურგზე აზის და მისი თავის ჭკუაზე ტარების მოსურნე ადამიანს მაგონებს. გეცოდინებათ, ვირზე გადამჯდარ კაცს ცხოველის ცხვირწინ ჯოხზე ჩამოკიდებული თივა რომ უჭირავს. ვირი ამ თივას მისდევს, მაგრამ ვირი რომ მიდის, თივაც “მიდის” და ცხოველიც ინსტინქტურად უსასრულოდ მიჰყვება მისთვის სასურველ საკვებს. აი, სწორედ ასე სურს ვიღაცას, გვარამია საზოგადოებაზე, როგორც ვირზე, შესვას და ჯოხზე ტელევიზორი ჩამოუკიდოს.

ვნახოთ, რა გამოვა აქედან და რამდენად არის ქართველი საზოგადოება ჯერაც ჩარჩენილი “ვირის აზროვნებაში”…

ბაკურ სვანიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here