Home რუბრიკები პოლიტიკა ელიზბარ ჯაველიძე: საქართველოს დამოუკიდებლობა ილუზიად იქცა

ელიზბარ ჯაველიძე: საქართველოს დამოუკიდებლობა ილუზიად იქცა

739

მოსახლეობის დიდი ნაწილის მხარდაჭერით საქართველომ 24 წლის წინათ ნანინანატრი დამოუკიდებლობა გამოაცხადა, თუმცა წლების შემდეგ მაინც აქტუალურია კითხვა _ არის კი დღეს ქვეყანა ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და თავისუფალი გარე ძალების ჩარევისგან? 

რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდა საქართველო დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ და როგორ განვლო თავისუფლების 24 წელი 1990-იანი წლებიდან დღემდე? _ ამ საკითხებსა და პრობლემების გადაჭრის გზებზე საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ჩვენს რუბრიკაში ისაუბრებენ. დღეს რუბრიკის სტუმარია აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე.

_ ბატონო ელიზბარ, თითქმის მეოთხედი საუკუნე გავიდა, რაც ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მაგრამ გამართლდა მოსახლეობის მოლოდინი? არის კი დღეს საქართველო სუვერენული სახელმწიფო?

_ მახსოვს ის წადილი და აღმაფრენა, რომელიც საქართველოში 25 წლის წინათ იყო, როდესაც ზვიად გამსახურდიას თავკაცობით საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდა და ქვეყნის დამოუკიდებლობას მოსახლეობის 87%-მა დაუჭირა მხარი. თუმცა ეს იყო პერიოდი, როდესაც უკვე იწყებოდა პოლიტიკური გლობალიზაცია რომლის მესვეურებსაც არ სურდათ საქართველოს დამოუკიდებლობა. ამის შესახებ ზვიად გამსახურდიაც წერდა თავის დროზე. მას შემდეგ, რაც გარე ძალების წაქეზებითა დამეხუთე კოლონისხელშეწყობით ეროვნული ხელისუფლება დაამხეს, საქართველოს დამოუკიდებლობა ილუზიად იქცა, რადგან შევარდნაძისა თუ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ჩვენ დღითი დღე ვკარგავდით დამოუკიდებლობას.

სააკაშვილისა და მისი გუნდის პოლიტიკური მოღვაწეობა მიმართული იყო მხოლოდ ერთი მიზნისკენ _ როგორმე მოესპოთ და გაეჩანაგებინათ ყველაფერი ქართული. შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდა “ქართული ოცნება”, რომელსაც ხალხი დიდი იმედით შეხვდა, მაგრამ, სამწუხაროდ, “ქართული ოცნება” ვერ აღმოჩნდა ქართველი ხალხის ოცნება, რადგან გარე ძალებმა ახალ ხელისუფლებას “ნაციონალებთან” კოჰაბიტაცია აიძულეს _ სურდათ, “ნაციონალები” კვლავ დარჩენილიყვნენ პოლიტიკაში, უფრო მეტიც _ მეორე პოლიტიკურ ძალადაც აღიარეს. იმის მაგივრად ციხეში ეყარონ, ჭკუას გვარიგებენ. დღეს ეს მეორე ძალა ცდილობს, სახელი გაუტეხოს პირველ ძალას და ამისთვის ყოველგვარ სიბინძურეს კადრულობს. ამას კარგად ხედავდა და ხედავს ჩვენი მეგობარი ამერიკის შეერთებული შტატები, მაგრამ, ამის მიუხედავად, პირსისხლიანი დესპოტი მიხეილ სააკაშვილი, რომლის ხელისუფლების დროსაც დემოკრატიის ნასახი არ არსებობდა ქვეყანაში, “დემოკრატიის შუქურადგამოაცხადეს. დღესაც სწორედ ამერიკელთა ხელშეწყობით განაგრძობს საქმიანობას სააკაშვილი უკრაინაში.

ის, რაც ხდება დოლარის კურსის მიმართ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის _ გიორგი ქადაგიძის ბრალია და ის ციხეში უნდა წავიდეს. საქართველოს პრეზიდენტს ვეტო კი არ უნდა დაედო ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტისთვის, არამედ ტაშით უნდა შეხვედროდა. დაავიწყდა, რომ ივანიშვილის ხათრით აირჩია ხალხმა და ახლა დამოუკიდებელი პრეზიდენტი გამომივიდა?!..

ასე რომ, საქართველო არათუ დამოუკიდებელი ქვეყანა, არამედ, დამოუკიდებლობის მხრივ, ამერიკის რომელიმე შტატის დონეზეც კი არ არის. საქართველო ამერიკის პროვინციაა. ამერიკაში შტატების გუბერნატორებს შეუძლიათ, პრეზიდენტ ობამას ყველა სურვილი არ შეასრულონ, საქართველოში კი აშშის უმდაბლესი რანგის მოხელეც კი ჩვენი ქვეყნის ბედს წყვეტს.

აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს საქმიანობა საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა, რომლებიც დასავლეთიდან ფინანსდებიან. ისინი არიან მოღალატეები, რადგან არ აინტერესებთ ქართველი ხალხი. სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების წარმომადგენელთა უმრავლესობა თუ ოპოზიციონერები, რესპუბლიკელები, ალასანიას გუნდი თუ თავისმომჭრელი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი _ ყველანი “ნაცებთან” ერთად ცდილობენ, შექმნან ახალი პოლიტიკური ვითარება, რომელშიც ისინი კვლავ შეინარჩუნებენ ძალაუფლებას, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწევენ, ვერც “უკრაინულ მაიდანს” მოაწყობენ საქართველოში.     

_ ამბობთ, რომ ამ პოლიტიკოსებს გარე ძალების დიდი მხარდაჭერა და დაფინანსება აქვთ და რატომ ვერ მიაღწევენ მიზანს, რა შეუშლით ხელს?

_ ისინი ვერ მიაღწვეენ წარმატებას, თუ ქართველი ხალხი გამოფხიზლდება და გამოვა ინერტული მდგომარეობიდან. ხშირად მითქვამს და გავიმეორებ: ქართველ ხალხს ტვინი გამოურეცხეს! ბრიტანეთსა და აშშ-ში 60-მდე ინსტიტუტი მუშაობს ადამიანებისთვის ტვინის გამორეცხვის საკითხებზე. ადამიანები მისშტერებიან “რუსთავი 2”-ს და არ სურთ, რეალობას თვალი გაუსწორონ.

არავითარი დამოუკიდებლობა საქართველოს დღეს არ აქვს. ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში ამერიკელები საელჩოდან მართავენ ყველაფერს, საქართველოს ბედს ისინი წყვეტენ. საბჭოთა კავშირის დროსაც კი არ ყოფილა ასე. მაშინაც კი უფრო მეტი თავისუფლება გვქონდა. ხელისუფლების წევრების კანდიდატურებს მაინც ჩვენ წარვადგენდით და შემდეგ ისინი ამტკიცებდნენ. დღეს ამის შანსიც აღარ გვაქვს.

_ მაგრამ, ბატონო ელიზბარ, დღეს ხომ ქვეყანაში სიტყვის მეტი თავისუფლებაა?

_ რომელი სიტყვის თავისუფლებაზე მელაპარაკებით?! გაყიდული და ქვეყნის მტერი ტელეკომპანიარუსთავი 2” რომ ლაპარაკობს, რაც უნდა იმას _ ეს არის თავისუფლება? ანმაესტრო”, ანკავკასია”, ანიმედი”? _ ესენი არიან ტელევიზიები, რომლებიც ქართულ ცნობიერებას რყვნიან და ფულზე არიან გაყიდულები? ან საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ხალხის ფულით ფინანსდება, თავისუფალი ტელევიზიაა? ვაპირებ ხელმოწერების შეგროვებას და მოვითხოვ, ჩვენი ფულით ნუ აფინანსებენ საზოგადოებრივ მაუწყებელს და ყველაფერი ჩამოართვან, რაც სახელმწიფოს ეკუთვნის. ვინაიდან, ბოდიში და, ეს არის გარყვნილებისა და პედერასტების ბუდე. არა ე.წ ლგბტ-ს, არამედ პედერასტების ბუდე! დღეს მხოლოდ ორი-სამი ტელეკომპანია _ “დრო”, “ობიექტივი”, “ქართული არხი” _ ცდილობს სიმართლის თქმას.

ერთი ამბავი ატეხეს უწიგნური, ქაჯი ქალების გადაცემების დახურვის გამო. არადა, ხოფერიასა და გრიგოლიას შოუები თავიდანვე დასახური იყო.

_ ეს შოუები რეიტინგული იყო და ხალხი უყურებდაგადაცემის ასე მოულოდნელი დახურვა, ბუნებრივია, ეჭვს გამოიწვევდა საზოგადობაში

_ ვინ უყურებდა? იმიტომაცაა ეს საზოგადოება ტვინგამორეცხილი. ნორმალურმა ადამიანმა შეიძლება ამ გადაცემებს ან “რუსთავი 2”-ს უყუროს?

_ იმ სავალალო ვითარების ფონზე, რომელზეც თქვენ ისაუბრეთ, აქვს ქვეყანას შანსი, იქცეს ჭეშმარიტად სუვერენულ სახელმწიფოდ?

_ ეს ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. შეხედეთ, რა დღეშია განათლების სისტემა. ვიდრე იქიდან გიგაურს, შერვაშიძესა და სოროსის სხვა მატლებს არ გამოყრიან და მათ განათლების მინისტრსაც არ მიაყოლებენ, საქართველოს არაფერი ეშველება. ლევან ვასაძისნაირი კაცი უნდა იყოს განათლების მინისტრი. ამ არასამთავრობოების წარმომადგენლები, ვიღაც უმეცრები, ერთი წიგნი რომ არ წაუკითხავთ, სხედან ქალბატონ თოჯინასთან, განათლების დღევანდელ მინისტრ სანიკიძესთან და ისიც მათი ნებართვის გარეშე არაფერს წყვეტს. კულტურის მინისტრი ღირსეული ქართველი, ქართული კულტურის დაცვას და აღორძინებას რომ შეეცდება, ისეთი კაცი უნდა იყოს და არა _ ჯაზმენი. როდესაც ხელისუფლება ასეთი იქნება, ხალხიც მხარს დაუჭერს და ვერც გარე ძალები დაგვაკლებენ ვერაფერს. თორემ კარგად მესმის, რომ არსებობენ გარკვეული ძალები, რომლებსაც ვერ დავუსხლტებით კლანჭებიდან. ჩვენ კი არა, ხომ ხედავთ, ევროპაში რა ხდება? უნდათ, ევროპა საბოლოოდ გაასწორონ მიწასთან. ამერიკას აშინებს სწორედ ხალხის აღშფოთება და, როგორც კი დაინახავს ხალხის აღშფოთებას, უკან დაიხევს. არ შეიძლება, ერის ინტერესები საკუთარ კეთილდღეობაზე გავყიდოთ. ქართველი ხალხი უნდა გამოვიდეს ამ ყველაფრის წინააღმდეგ. ეკლესია უნდა ამოუდგეს ხალხს მხარში.

ამ ხელისუფლებაში სულ რამდენიმე კაცია, რომლებსაც სამშობლო უყვართ. მაგალითად, ირაკლი ღარიბაშვილი, მას ქართული ინტერესები ამოძრავებს და ამიტომ უტევენ ყველა მხრიდან. თუნდაც რაც თინა ხიდაშელმა გააკეთა, კაბელების საქმეში, ეს დიდი დანაშაულია _ ჯერ სასამართლო არ დასრულებულა და ხალხი თანამდებობებზე აღადგინა. იურისტია და ასეთი რაღაცები არ უნდა ეშლებოდეს, მაგრამ ეს იმიტომ გააკეთა, რომ ივანიშვილისა და ღარიბაშვილის წინააღმდეგ წასულიყო. ხიდაშელს ჰგონია, ერთი რომ დაიძახოს, მთელი ჯარი გაჰყვება და მოსკოვამდე ჩავა, მაგრამ საკმარისია, რუსების ერთი ტანკი გამოჩნდეს, უკან მოუხედავად გაიქცევა. ასევე, პატივს ვცემ ვახტანგ გომელაურსა და ზურაბ გამეზარდაშვილს, სწორედ ასეთი ადამიანები უნდა იყვნენ ხელისუფლებაში.

ქართველი კაცი შიმშილსაც აიტანს, წყურვილსაც, ოღონდ ღირსებას ნუ ჩაუკლავ. როგორც კი დაინახავს, რომ ღირსებას უკლავენ, მაშინვე ფეხზე დადგება და გამოფხიზლდება. ფხიზლად უნდა ვიყოთ!..

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here