Home რუბრიკები პოლიტიკა ლოკომოტივი ჩაიხსნა და შემადგენლობა უკან დაგორდა

ლოკომოტივი ჩაიხსნა და შემადგენლობა უკან დაგორდა

529

მიუახლოვდა თუ არა საქართველო დუბაის, სინგაპურს ან შვეიცარიას და რატომ აღმოვჩნდით უფრო მძიმე სოციალურ პირობებში, ვიდრე ვიყავით?

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ პოლიტოლოგმა ალექსანდრე ჭაჭიამ ვრცელი ინტერვიუ მისცა გაზეთსაქართველო და მსოფლიოს” (იხ. #34 18-24 სექტემბერი, 2013.), სადაც ზუსტად გათვალა საქართველოს დღევანდელი ყოფა. აი, რა განაცხადა ორი წლის წინათ მან: “თუ ივანიშვილი ტოვებს თავის პოსტს, ეს სხვადასხვანაირად შეიძლება შეფასდეს, მათ შორის, ძალიან ნეგატიურადაც, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მან უდიდესი ეროვნული საქმე გააკეთა _ ხელისუფლებას მოაშორა და მარგინალად აქცია სამარცხვინონაციონალური მოძრაობა”. ივანიშვილის გარდა, ამ საქმეში ამერიკელები მხარს არავის დაუჭერდნენ.

პარალელურად მან, რა თქმა უნდა, შეასრულა ამერიკელების დავალება _ ითამაშა ლოკომოტივის როლი და ხელისუფლებაში მოიყვანა ის პოლიტიკური ჯგუფები, რომელთაც დამოუკიდებლად ხელისუფლებაში მოსვლის არანაირი შანსი არ ჰქონდათ. იქნებ მისი წასვლა უკეთესიც იყოს. ივანიშვილი ხელისუფლებაში რომ დარჩენილიყო, მოსახლეობა ქვეყანაში მდგომარეობის მალე უკეთესობისკენ შეცვლის იმედით კიდევ ორიოდე წელიწადი ილუზიებში, მოლოდინის რეჟიმში იქნებოდა და ბოლოს უფრო მეტად იმედგაცრუებული აღმოჩნდებოდა. საქმე ისაა, რომ, პოლიტიკური და სოციალურეკონომიკური თვალსაზრისით, ახალი ხელისუფლება უმნიშვნელოდ თუ გამოირჩევა წარმავალი რეჟიმისგან, ამიტომ უახლოეს წლებში არანაირი თვისობრივი პოზიტიური ცვლილებები არ იქნება, მეტიც, ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდება, სოციალური, ეროვნებათაშორისი და რელიგიათაშორისი დაპირისპირება გაიზრდება.

არ ვიცი, რა არის “ივანიშვილის პროგრამა”, და ვფიქრობ, საქართველოში ეს არც არავინ იცის, თვით ივანიშვილის ჩათვლით. მეორე _ ივანიშვილი სერიოზულ შეცდომას უშვებს, თუკი სახელმწიფოს განიხილავს, როგორც კომერციულ ფირმას, კერძო კომპანიას, რომელშიც მას აქციათა თითქმის 100-პროცენტიანი პაკეტი აქვს და სადაც მინისტრები, დეპუტატები _ მისი თანაშემწეები, კლერკები, ნებასურვილის შემსრულებლები არიან. მისი განცხადებები იმის თაობაზე, რომ დატოვებსსაინტერესოპრეზიდენტს დასაინტერესოპრემიერს, ხოლო თვითონ გარედან გააკონტროლებს სიტუაციას, არის ბიზნესმენის მიდგომა ბიზნესსტრუქტურისადმი: შევქმნი კომპანიას, დავნიშნავ ჩემს ხალხს და გავაკონტროლებო, მაგრამ სახელმწიფო კერძო კომპანია არ არის”.

ალექსანდრე ჭაჭიამ ასევე ისაუბრა ინვესტიციებზე, რომელთა მოზიდვასაც ახალი ხელისუფლება განუსაზღვრელი რაოდენობით გვპირდებოდა:

“თუ საუბარია ინვესტიციებზე მრეწველობასა და სოფლის მეურნეობაში, მაშინ უნდა ითქვას, რომ საქართველოს შიგა ბაზარი ძალიან მცირეა იმისთვის, რათა მსხვილი ინვესტორები დააინტერესოს. მსხვილი ინვესტიციებისთვის საჭიროა გასაღების მასშტაბური ბაზარი, ქართული პროდუქციისთვის კი ასეთი ბაზარი მხოლოდ რუსეთი შეიძლება იყოს. უფრო მეტიც, ამ მსხვილი ინვესტიციების განხორციელებაც მხოლოდ რუსულ კაპიტალს შეუძლია, რომელიც თვითონვე უზრუნველყოფს პროდუქციის რუსეთის ბაზარზე გასაღებას. ქართულ წარმოებაში ფულს სხვა არავინ ჩადებს. რუსული კაპიტალის მოსაზიდად კი საჭიროა რუსეთთან სრულფასოვანი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების აღდგენა, რაც, ამჟამინდელი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური კურსის გათვალისწინებით, უბრალოდ, გამორიცხულია.

გგონიათ, სააკაშვილს არ უნდოდა მრეწველობასა და სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების მოზიდვა? უნდოდა, მაგრამ არავინ დებდა ინვესტიციას. დასავლეთს არ სჭირდება საქართველოს სამრეწველო და სასოფლოსამეურნეო პროდუქცია. ამდენად, ამ სფეროებში დასავლური კაპიტალი ინვესტიციას არ ჩადებს. სწორედ ამიტომ შევარდნაძეც და სააკაშვილიც დასავლეთისგან მხოლოდ კრედიტებს იღებდნენ, ანუ ფულს სესხულობდნენ. დღეს საქართველოს საგარეო ვალი, თუ არ ვცდები, 13 თუ 14 მილიარდი დოლარია. საკუთარი ეკონომიკის არარსებობის პირობებში, ამ ვალის მხოლოდ პროცენტების გადასახდელად ახალ-ახალი კრედიტები უნდა ავიღოთ. ეს კაბალაა.

შევარდნაძე გვპირდებოდა, რომმეორე შვეიცარიადვიქცეოდით, სააკაშვილი დაგვპირდა, რომმეორე სინგაპურიგავხდებოდით, ივანიშვილი კიმეორე დუბაიდგადაქცევას გვპირდება. მოაზროვნე ადამიანისთვის გასაგები უნდა იყოს, რომ არც ერთი ამ ორიენტირთაგანი ჩვენთვის პრინციპულად ვერ იქნება რეალური მიზანი.

 და მადლობა ღმერთს, რომ ვერ იქნება. ამ ადამიანებმა ვერა და ვერ გაიგეს, რომ ჩვენ გვსურს, ვიყოთ საქართველო და მხოლოდ საქართველო. მაგრამ იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენს მმართველებს არ გააჩნიათ არც ქვეყნის აღორძინების რეალური პროგრამა, არც მკაფიო წარმოდგენა საქართველოს მომავალზე, ცდილობენ, საზოგადოებას თავს მოახვიონ ფანტასტიკური მიზნები და იმედოვნებენ, ამით ადამიანებს გონება დაუბინდონ. გულწრფელად გითხრათ, არ მოველოდი, რომ ივანიშვილისქართული ოცნებაასე სწრაფად გადაიქცეოდა მორიგ ფუყექართულ ფანტაზიად”, _ განაცხადა ალექსანდრე ჭაჭიამ.

შეგვიძლია, გადავხედოთ ინვესტიციების მოსაზიდად ივანიშვილისა და მისი ხელისუფლების განვლილ გზას.

* პრემიერის რანგში ბიძინა ივანიშვილის პირველი ვიზიტი დავოსში, ეკონომიკურ ფორუმზე იყო. მთავრობის წევრები ამ შეხვედრებიდან დიდძალი ინვესტიციების შემოდინებას ელოდნენ, რადგან იქ, თურმე, ივანიშვილის მეგობარი ბევრი ბიზნესმენი იმყოფებოდა

*2014 წლის 23 სექტემბერს პრემიერი ღარიბაშვილი გაეროში .. კლიმატის სამიტს დაესწრო, სადაც 125-კაციანი დელეგაციით ჩავიდა. იმჟამინდელმა ეკონომიკის მინისტრმა, ახლა უკვე საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა: “მე აქ იმიტომ ვიმყოფები, რომ ურთიერთობები დავალაგო და ინვესტიციები მოვიზიდო. სამიტს 125 ქვეყნის წარმომადგენლობა სტუმრობს”. კვირიკაშვილის განცხადებას კი პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ ასე უპასუხა: “ინვესტიეციების მოსაზიდად თუ იყო ჩასული ამხელა დელეგაცია, ამას ორ თვეში გეტყვით, როდესაც ჩემი მაცივრის კარს გამოვაღებ”.

* ინვესტიციების მოსაზიდად გადადგმული ყველა ნაბიჯი არცთუ წარმატებული აღმოჩნდა. ახლა ველოდებით ჩინეთიდან დაბრუნებული პრემიერის სიხარული თუ გამართლდება, _ საქართველომ მილიარდნახევრიანი ბაზარი იშოვაო.

საქართველო, ვერც შვეიცარია გახდა, ვერც სინგაპური და ვერც დუბაი, მაგრამ აგვიხდა ალექსანდრე ჭაჭიას სიტყვები:

პოლიტიკური და სოციალურეკონომიკური თვალსაზრისით, ახალი ხელისუფლება უმნიშვნელოდ თუ გამოირჩევა წარმავალი რეჟიმისგან, ამიტომ უახლოეს წლებში არანაირი თვისობრივი პოზიტიური ცვლილებები არ იქნება, მეტიც, ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდება, სოციალური, ეროვნებათაშორისი და რელიგიათაშორისი დაპირისპირება გაიზრდება.”

რაც შეეხება ლოკომოტივის ფუნქციას, რომელიც ივანიშვილმა შეასრულა, ბუნებრივია, რომ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს ეს კარგს არაფერს მოუტანდა. ყველამ ვიცით, ლოკომოტივს რომ ჩახსნი, მატარებელის შემადგენლობა გორდება…

ახალი არჩევნები კარს მოგვადგა. მივუახლოვდით თუ არა ერთ საარჩევნო ოთხწლედში დუბაის და რა რაოდენობის ინვესტიციები შემოვიდა საქართველოში? რატომ აღმოვჩნდით უფრო მძიმე სოციალურ პირობებში, ვიდრე ვიყავით? _ ამ და სხვა შეკითხვებზე პასუხის გაცემა რამდენიმე პოლიტოლოგს ვთოვეთ.

ვასილ ჭიჭინაძე, დიპლომატი:

_ ბატონო ვასილ, ორი წლის წინათ ალექსანდრე ჭაჭიამ ჩვენს გაზეთთან ინტერვიუში ასეთი რამ თქვა: “არავინ იცის, თვითონ ივანიშვილმაც კი, რა პროგრამა აქვთ”. არჩევნები ახლოვდება და, თუ გაიგეთ, რა პროგრამა ჰქონდა ხელისუფლებას?

_ ჩვენ ამაზე ბევრი გვისაუბრია. ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლას არ ელოდა, ამიტომ პროგრამაც არ ჰქონდა. ახლა კი შევარდნაძესავით ორმაგ თამაშს თამაშობს, თუმცა ამას აღარავინ ჭამს. ხელისუფლებას გამოკვეთილი უნდა ჰქონდეს პოზიცია _ ან იქით, ან აქეთ, ამათ ეს არ ჰქონდათ. გუნდიც ვერ ჩამოყალიბდა _ რა სურდათ, და ეს წლების განმავლობაშიც ვერ მოახერხეს.

დღეს ბევრს ვსაუბრობთ, რომ მოგვატყუეს, გადაგვაგდეს… კი არ მოგვატყუეს, მზად არ იყვნენ, ვერ შეძლეს. ასე რომ, საშამ მართალი თქვა და ასეც მოხდა.

_ ივანიშვილი გვპირდებოდა, რომ მეორე დუბაის ააშენებდა, რაც ასევე აბსურდად ეჩვენებოდა ყველას

_ დუბაის არა… დუბაის კი არა, ბაქოს ვერ მივუახლოვდით. ალბათ, უნდოდა… გიჟი უნდა იყო, ქვეყნისთვის სიკეთე არ გინდოდეს, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მეორე არჩევნებიც ხომ მოდის, ამისთვის მაინც უნდა გააკეთო რამე, მაგრამ ამათ ვერ შეძლეს. როდესაც ხელმძღვანელი ხარ, გუნდი უნდა შემოიკრიბო, რაღაც რომ გააკეთო. კარგი გუნდითაც კი სამ წელიწადში დუბაი არ აშენდებოდა, მაგრამ რაღაც მაინც შეიცვლებოდა. დუბაი 20-30 წელი შენდებოდა, მაგრამ სამ წელიწადში უკვე ეტყობოდა, საითაც მიდიოდა.

_ ალექსანდრე ჭაჭიამ გათვალა ისიც, რომ 2012 წლის არჩევნებიდან 1-2 წელიწადში საქართველოში უფრო მძიმე სოციალური ფონი იქნებოდა, ვიდრე აქამდე ყოფილა. თქვენ თუ ელოდით ვითარებას, რომელიც დღეს გვაქვს? ელოდით, რომ ინვესტიციები არ შემოვიდოდა და ქვეყანა უკან წავიდოდა?

_ ამას არ ველოდი. მაგრამ, თუ დღეს ყველაფერი ასე გაიყინებოდა, ნამდვილად არ მეგონა. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები მართლაც უკიდურესად გაღატაკებულები არიან, წელიწადში შიმშილისგან 300 ბავშვი კვდება, ამის მოლოდინი როგორ უნდა მქონოდა?

ინვესტიციები მაშინ შემოვა, როდესაც საინვესტიციო გარემოს შექმნი. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, პატარა ბაზრით, ამიტომ ინვესტორებს ინტერესი სხვა მხრივ უნდა გაუჩინო. კანონები უნდა გქონდეს ისეთი, რომ დააინტერესოს. ასე მოიქცა სინგაპური. ქვეყანას უნდა ჰქონდეს კანონი, რომელიც ინვესტორს გადასახადებისგან გაათავისუფლებს. ააშენოს, რაც უნდა, ოღონდ შენი ქვეყნის მოქალაქეები დაასაქმოს. წილში არ უნდა ჩაუჯდე. ჩინეთმა და თურქეთმა კარი გახსნეს, შემოიყვანეს ინვესტორები და აშენდნენ. კარს თუ არ გახსნი და ხელსაყრელ პირობებს არ შექმნი, არავინ დაინტერესდება შენით. ხელისუფლებამ ეს არ გააკეთა, თუმცა, სიმართლე გითხრათ, მეგონა, გააკეთებდნენ.

ლარი გაუფასურდა და ამბობენ, რუსულ ბაზარზე ვართ ჩამოკიდებულიო, ღვინო აღარ იყიდებაო. იმ რუსეთთან სწორი პოლიტიკა რომ ეწარმოებინათ, სწორ რელსებზე დამდგარიყვნენ, როგორც კომუნისტების დროს ყიდულობდნენ რუსები ღვინოს, ისევ ისე იყიდიდნენ. რუსეთი ხედავს, რომ ნატოს ელაქუცები და მას გინდა, ღვინო აყიდინო. სწორედ ამაზე ვსაუბრობდი, როდესაც ორმაგი თამაში ვახსენე. იმ ინტერვიუში, რომელიც ჭაჭიამ თქვენ მოგცათ, რუსულ ბაზარზეც საუბრობს, მან თქვა _ მსხვილი ინვესტიციების განხორციელებაც მხოლოდ რუსულ კაპიტალს შეუძლია, რომელიც თვითონვე უზრუნველყოფს პროდუქციის რუსეთის ბაზარზე გასაღებას. ქართულ წარმოებაში ფულს სხვა არავინ ჩადებსო.

_ ლოკომოტივის ფუნქცია შეასრულა ივანიშვილმაო

_ ლოკომოტივი ჩაიხსნა და შემადგენლობა უკან დაგორდა. მთავრობა უკანუკან მიდის, კისრისტეხით დაგორდა.

გულბაათ რცხილაძე, ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი:

_ დუბაის ნამდვილად ვერ მივუახლოვდით. ჩვენ ხომ ვიცოდით, რომ ყველა განცხადება წინასაარჩევნო პიარი იყო. ხალხს ბრჭყვიალა დაპირებები სჭირდება, როგორც ჩანს, ხალხის გასაბრაზებლადცოცხებისაკმარისი არ არის და დაპირებები აუცილებელია. დუბაის ამბავი, არც მაშინ იყო რეალური და დღეს, შესაბამისად, იმედგაცრუებულიც არ ვარ.

_ რატომ არ შემოვიდა ინვესტიციები?

_ მძიმე გეოპოლიტიკური მდგომარეობა გვაქვს. რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების არ არსებობა ბევრ დარტყმას გვაყენებს.

მართალია, მთავრობა ცდილობდა, ინვესტიციები შემოსულიყო, მაგრამ ვერ გათვალეს, რომ პოლიტიკური ვითარების გამო, აქ ინვესტიციების შემოდინება მარტივი პროცესი არ არის. თუ რუსეთთან ურთიერთობა არ მოგვარდება, აქ ინვესტიციას არავინ შემოიტანს.

_ ალექსანდრე ჭაჭიამ ჩვენს გაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში ფუნდამენტური ცვლილება არ განხორციელებულა, ამიტომ სოციალური ფონი, შესაძლებელია, გაუარესდეს კიდეცო.

_ მძიმე სოციალური ფონი არ მიკვირს, თუმცა მინდა, გითხრათ, რომ უკეთესს ველოდი, ეს შესაძლებელი იყო. ვეთანხმები ალექსანდრე ჭაჭიას, ფუნდამენტურად არაფერი შეცვლილა, კადრები არ შეიცვალა, შავი ფული ისევ არსებობს. ნებისმიერი მოქალაქე გეტყვით, რომ ნაციონალები ისევ ხელისუფლებაში არიან. ის, რაც ხდება, ამერიკის მიერ არის თავსმოხვეული.

_ მთავრობა ახლა ჩინურ ინვესტიციებზე საუბრობს

_ ჩინეთში ჩვენ რომ არ წავიდეთ, თვითონ ჩამოვა აქ და მნიშვნელოვან ეკონომიკურ გავლენასაც მოახდენს. მთავარია, როგორ იმოქმედებს საქართველოს ხელისუფლება და როგორ შეუხამებს ექსპანსიონერ ჩინეთს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ჩინეთის თვითმიზანი არ არის ჩვენი კოლონიზაცია, ამიტომ ჰარმონიული ურთიერთობა შესაძლებელია, აუცილებელიც კი არის იმისთვის, რომ დასავლეთის დომინირება არ იყოს.

მართალია, რუსეთის ბაზრის ათვისება უკეთესი იქნებოდა, მაგრამ აქაც ბევრი რამ არის შესასწავლი, ჩვენ ამინდს ვერ შევქმნით. ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის გაყიდვა აბსურდია, რუსეთის ბაზარი უკეთესია.

_ სწორი იყო ივანიშვილის გადაწყვეტილება ხელისუფლებიდან წასვლის შესახებ?

_ შესაძლებელია, პიარის თვალსაზრისით კარგი იყო, თუმცა მოლოდინი მქონდა, რომ ქართული ორგანიზაციები გაძლიერდებოდა, რასაც გვპირდებოდა, მაგრამ დღეს ამასაც ვერ ვხედავთ. უცხოეთიდან მართული ორგანიზაციების ჩამნაცვლებელი არ ჩანს.

სოსო ცინცაძე, პოლიტოლოგი:

_ შევერდნაძე შვეიცარიის აშენებას გვპირდებოდა, სააკაშვილი _ სინგაპურის, ივანიშვილი კი _ დუბაის. მივუახლოვდით დუბაის?

_ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყანასთან მიახლოება საქართველოსთვის “ბროლის ოცნება” იქნებოდა. 20-30 წლის წინათ დუბაის არსებობა საქართველოში მხოლოდ გეოგრაფებმა იცოდნენ. ქვეყანა, რომელსაც არ აქვს ეკონომიკა, არ აქვს ნავთობი, წიაღისეული და თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული გარე სამყაროზე, დუბაიზე ოცნებასაც ვერ უნდა ბედავდეს.

ხელისუფლების ქმედება წარუმატებელი იყო, რადგან მიზანი არ იყო სწორად აღებული. ქუჩაში გადით და ყველა მოქალაქე გეტყვით, რომ ამ ხელისუფლების მოღვაწეობა წარუმატებელი იყო.

“ოცნებამ” დაგეგმილი ცვლილებები ვერ განახორციელა, მათთვის ეს რთული აღმოჩნდა. ივანიშვილს გარემოცვა არ უვარგოდა. ის დააჯერეს, რომ გაზის ფასს შეამცირებდა, ნავთობის, ელექტროენერგიის, არადა, ყველამ ხომ ვიცით, რომ საქართველოს არც ერთი არ აქვს, ვერ მოიპოვებს და არც გაიაფდებოდა. ექსპორტირებული ენერგომატარებლების ფასის შემცირება ადვილი არ არის.

_ მთავრობა ინვესტიციების მოზიდვასაც გვპირდებოდა. რამდენიმე წლის წინათ მთავრობის მისამართით განაცხადეთ, ინვესტიციების შემოსვლას მაშინ ვიგრძნობ, როდესაც ჩემი მაცივარი გაივსებაო. გაივსო თქვენი მაცივარი?

_ არა, მაცივარი არ გავსებულა. ინვესტიციების შემოსვლა ქვეყანაში დემოკრატიის დონეზე არ არის დამოკიდებული, რასაც ჩვენ გვეუბნებიან, რადგან ჩინეთისა და თუნდაც სინგაპურის მაგალითზე ეს უკვე დამტკიცდა. იქ დემოკრატია არასოდეს ყოფილა, მაგრამ ინვესტიციების მოზიდვით პირველ ადგილზეა. ინვესტორს ეს არ აინტერესებს, მთავარია, მოგება იყოს. როგორც ჩანს, ინვესტორები საქართველოში მოგების პერსპექტივას ვერ ხედავენ, ვერც შიგა პოლიტიკურ სტაბილურობას, რაც ასევე მნიშვნელოვანია.

გადახედეთ ქართველი პოლიტიკოსების წარსულს. ყველა მათგანის საჯარო განცხადება ისე მოქმედებდა პოტენციურ ინვესტორზე, როგორც ხარზე წითელი ნაჭრის აფრიალება.

_ თუ ყველაფერი ასე იყო და ძირეული ცვლილებები მოსალოდნელი არ ყოფილა, მაშ, ივანიშვილი გვატყუებდა? სოციალური მდგომარეობა ხომ უფრო გაუარესდა?

_ ეკონომიკის სფეროში ყველაზე დიდი დეფიციტია სპეციალისტების მხრივ. ბევრი ცოდვა ადევთ ვითომ ეკონომიკის ექსპერტებს _ უმუშევრები, როგორც თაფლს ბუზი, ისე მიესივნენ ივანიშვილს, რამაც ამ მდგომარეობამდე მიგვიყვანა.

ივანიშვილი მოვიდა, გაიმარჯვა, წავიდაწასვლა ხელისუფლებიდან ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, არ შეიძლება, ეს არ შეიძლება უფრო ძლიერ ქვეყნებშიც.

ივანიშვილი შეცდა პრეზიდენტშიც, მინისტრებშიც, დედაქალაქის მერშიც და დაპირებებშიც.

_ ჩინეთის მილიარდნახევრიანი ბაზრის ათვისებას გვპირდება პრემიერი

_ ჩინეთის ბაზარი რომ აითვისო, ბაზარი უნდა იცოდე, რამდენი ეკონომისტი გვყავს საქართველოში, რომლებმაც ჩინური ბაზარი იციან?

რუსეთის ბაზარი მიმზიდველი იყო და იცით, რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ ამ ბაზარს ვიცნობდით. ვიცოდით, რაზე იყო მოთხოვნა და რომელ რეგიონს რა სჭირდებოდა.

მომზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here