Home რუბრიკები პოლიტიკა ოდესღაც ქრისტიანული ევროპა, ანუ ვინ მოკლა აილანი, ჰალიპი და რახანი?

ოდესღაც ქრისტიანული ევროპა, ანუ ვინ მოკლა აილანი, ჰალიპი და რახანი?

720

ევროპისკენ დაძრულმა ლტოლვილებმა თანაგრძნობა მანამდე ვერ დაიმსახურეს, ვიდრე კურორტ ბოდრუმის ქვიშის პლაჟზე დაღუპული სამი წლის სირიელი ბიჭუნას, აილანის, გვამის ფოტო არ გავრცელდა. აილანამდე 2760 ლტოლვილი დაიღუპა ევროპისკენ მიმავალ გზაზე, მაგრამ, როგორც ამბობენ, ეს მხოლოდ სტატისტიკა იყო _ სამი წლის ბავშვის ცხედარმა კი ევროპელთა ცნობიერება ამოაყირავა.

ლტოლვილთა მხარდაჭერის აქციები მათ მოწინააღმდეგეთა გვერდით ტარდება. რომის პაპმა კათოლიკებს მოუწოდა, თითო ოჯახი მაინც შეიფარონ. ფინეთის ბანკის ხელმძღვანელმა ერთი თვის ხელფასი გადარიცხა ლტოლვილთა დასახმარებლად. ამ ფონზე გერმანიაში ცეცხლი წაუკიდეს საერთო საცხოვრებელს, რომელშიც ლტოლვილები იყვნენ შეფარებულნი; საბერძნეთში, კუნძულ ლესბოსზე, მიგრანტებს მოლოტოვის კოკტეილები დაუშინეს; ისრაელში, იორდანიის საზღვარზე, დამცავ ნაგებობებს დგამენ. სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა: “ჩვენ რატომ უნდა ვზღოთ? ჩვენ ხომ არ ვბომბავდით სირიას და ერაყს”?

სკანდალურად ცნობილმა “შარლი ებდომ” ამჯერად კარიკატურები სამი წლის ბავშვის ცხედარს მიუძღვნა. ერთ ნახატზე წყალზე მოსიარულე ქრისტეა გამოსახული, მის მახლობლად კი ბავშვი იხრჩობა. წარწერა გვაუწყებს: ქრისტიანები წყალზე დადიან, მუსლიმანი ბავშვები კი იძირებიან”. მეორე კარიკატურაზე ბავშვი პატარა აილანის პოზაშია დახატული, წარწერა კი ასეთი აქვს: ასე ახლოს მიზანთან”.

ადამიანები, რომლებიც შარშან, სატირულ ჟურნალზე თავდასხმის გამო გაიძახოდნენ _ “მე შარლი ვარ”, დღეს აღშფოთებას ვერ მალავენ. სამყარო თითქოს შეიშალა, ორიენტირები დაირღვა, ღირებულებები აიჭრა.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ავსტრიის მოქალაქის, მათემატიკოს გალა ებნერის მონათხრობი, რომელშიც იგი დეტალურად აღწერს თავის მოგზაურობას ვენიდან საზღვრისპირა შაპრონამდე – სულ რაღაც, 70 კილომეტრის მოშორებით. ებნერი ლტოლვილებს კალიების შემოსევას ადარებს, რადგან ისინი მანქანას მუშტებს ურტყამენ და ჩაჯდომას ცდილობენ. ირგვლივ ნაგვის გორები და ფეკალიებია. ვენის სადგურებს დღეში რამდენჯერმე რეცხავენ ქლორით. გალას მეგობარს მოუწია ლტოლვილებით სავსე ვაგონით მგზავრობა _ ჭუჭყისა და მყრალი სუნისგან ისე ცუდად გახდა, რომ შინ დაბრუნებული რამდენიმე საათი შხაპის ქვეშ იდგა, სამსახურში კი რამდენიმე დღის შმდეგ გავიდა, რადგან გული ერეოდა.

რთული წარმოსადგენი არ არის დავარცხნილ-რეგლამენტირებული ევროპის მკვიდრის ასეთი რეაქცია, მაგრამ არც ის უნდა იყოს ძნელად წარმოსადგენი, რას განიცდიან აშშისა და მისი ევროპელი პარტნიორების მიერდემოკრატიისთვისგანწირული ადამიანები დაბობვების ქვეშ. იოლია, არ იფიქრო ამაზე, როცა ეს ყველაფერი შენი ქვეყნიდან ათასობით კილომეტრის დაშორებით ხდება, მერე კი შეიცხადო, რომ ომსა და უბედურებას გამოქცეული ადამიანები ყარან!

მათ უმრავლესობას შხაპი ზღვის გადაცურვის შემდეგ არ უნახავს, ზოგი კი, სამი წლის აილანივით, იქ დარჩა. ომისგან გამოქცეულებზე გალა ასე წერს: ომსა და სტიქიურ უბედურებას მეზობელ ქვეყნებში გაურბიან, ეს ჯანმრთელი ცხოველები კი ევროკავშირის უმდიდრეს ქვეყნებს არჩევენ _ უფასო ბინებით, მაღალი სოციალური შეღავათებით, იმ იმედით, რომ იხეირებენ, ისარგებლებენ ევროპელების მიამიტი თანაგრძნობით და მათი მთავრობების უხერხემლობითვერავინ დამარწმუნებს, რომ დამხრჩვალი სამი წლის ბიჭუნას ფოტო ფანდი არ იყო, რათა ევროკავშირის მოქალაქეთა ემოციებზე ეთამაშათ. კრიმილასტიკის, ვიქტიმოლოგიისა და კრიმინალური ფსიქოლოგიის კურსი გავლილი მაქვს და დეტალებს ყურადღებას ვაქცევ. გადაშალეთ სასამართლო მედიცინის ცნობარი და ნახეთ ცხრილი (დახრჩობის სიღრმე, წყლის ტემპერატურა, გარეგნული ნიშნები, გვამის ამოტივტივების ვადა), შემდეგ კიდევ ერთხელ დახედეთ ფოტოს და მიხვდებით, რომ ბავშვის ცხედარი 2-3 დღეღამე წყალში არ ყოფილა (არ გაიბერა, არ იცვალა ფერი, არ გაუჩნდა ლაქები) და ესე იგი, არც წყალს გამოურიყავს. ბავშვი მსხვერპლად შესწირეს ამ თავხედურ ჯოგს, რათა მათთვის ევროპის კარი გაეღოთ”.

საშინელებაა წასაკითხადაც კი, ხომ? თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ ამგვარი მსხვერპლი უახლოეს წარსულში არაერთხელ უნახავთ ევროპელებსაც და დანარჩენ მსოფლიოსაც _ ასე იყო სერბების დადანაშაულებისას ალბანელებისგენოციდში”. ამასაც ფოტოებით ადასტურებდნენ ამერიკელები, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ საკონცენტრაციო ბანაკების ფოტოები სულ სხვაგან და სხვა დროს იყო გადაღებული. ოღონდ ეს ძალიან გვიან გაირკვა, როცაამოწყვეტილმაალბანელებმა სერბეთის გულში _ კოსოვოში აღიარებული სახელმწიფო მიიღეს.

ასე იყო, როცა ერაყს მასობრივი განადგურების იარაღის შექმნაში ადანაშაულებდნენ, საბუთად კი აშშის სახელმწიფო მდივანმა რაღაც ფარული სატელეფონო ჩანაწერი მიიტანა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე. მოგვიანებით გაირკვა, რომ ერაყში არავითარი მასობრივი განადგურების იარაღი არ ყოფილა, მაგრამ იმ მომენტისთვის ქვეყანა უკვე ცეცხლში იყო გახვეული, სადამ ჰუსეინი კი _ ჩამოხრჩობილი. ასე იყო ლიბიაში, ეგვიპტეში, ასეა ახლა სირიაში.

ამერიკელები ბაშარ ასადს ებრძვიან და დიქტატურაში ადანაშაულებენ, მაგრამ პარადოქსია, რომ ეს ლტოლვილები, რომლებიც ევროპას შეესივნენ, ასადს კი არა, მისდემოკრატიულოპოზიციას გამოექცნენ, ანუ სირიის იმ ტერიტორიებიდან არიან, რომელთაც ასადის ოპოზიცია აკონტროლებს. სირიის კრიზისის ფონზე ლტოლვილების სახით ავღანელები, პაკისტანელები და აფრიკელები მომრავლდნენ.

გერმანიამ, ავსტრიამ და სლოვაკეთმა უკვე განაცხადეს საკუთარ საზღვრებზე კონტროლის გამკაცრების შესახებ. გერმანიამ ერთი დღე-ღამით შეწყვიტა სარკინიგზო მიმოსვლა ავსტრიასთან მას შემდეგ, რაც მიუნხენის სადგურმა უქმეებზე რეკორდული ნაკადი _ 14 ათას ხუთასი ლტოლვილი მიიღო. ქალაქის მერმა დიტერ რაიტერმა განაცხადა, რომ ბავარიამ მიგრანტთა მიღების რესურსი ამოწურა.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომას დე მეზიერმა აღიარა, რომ გერმანია დროებით აჩერებს შენგენის შეთანხმებაში მონაწილეობას.

გერმანიას ავსტრია შეუერთდა. ვიცეკანცლერმა რაინჰოლდ მიტერლაინერმა განაცხადა გერმანიასა და სლოვაკეთის საზღვარზე კონტროლის შემოღებისა და რამდენიმე ათასი სამხედროს განლაგების შესახებ “ლტოლვილთა პრობლემის გადაწყვეტის ხელშესაწყობად”.

ავსტრიას სლოვაკეთმა მიბაძა და ჩეხეთთან, ავსტრიასა და უნგრეთთან საზღვრებზე კონტროლი დააწესა ასევე სამხედროთა მობილიზაციით.

ევროკავშირში უკვე მსჯელობენ კვოტებზე, რომლებიც სახელმწიფოთა ეკონომიკურ პოტენციალზე დაყრდნობით უნდა შეიმუშავონ. ორი წლის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან 160 ათასი მიგრანტის მიღებას ვარაუდობენ. ამ იდეას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ეწინააღმდეგებიან. უნგრეთის არმია სასწრაფოდ აგებს კედელს სერბეთის საზღვარზე და ლტოლვილთა წინააღმდეგ სპეცოპერაციების ჩატარების სწავლებებს იწყებს.

შენგენის გარე საზღვრების დახურვისკენ მოუწოდებს ჩეხეთის ვიცეპრემიერი ანდრეი ბაბიში, რომელიც იმაზეც ლაპარაკობს, რომ ჩეხურ ფირმებს თვეობით უწევთ შენგენის ვიზების გაფორმება მათთვის საჭირო მუშახელისთვის (მაგალითად, უკრაინიდან), ხოლო ბოლო დღეებში ევროპა გაივსო ათასობით უსაბუთო ლტოლვილით.

სირიიდან, ღატაკები კი არა, საშუალო კლასი ჩადის ევროპაში. კლასიკად ქცეული ერთი ფილმის არ იყო, Кто в Москву без денег едет? სხვაგვარად ისინი ევროპამდე ვერ ჩააღწევდნენ. თურქეთიდან საბერძნეთამდე ნავში ერთი ადგილის ფასი ათასიდან 5 ათას დოლარამდე მერყეობს. ისინი კი ოჯახებით არიან წამოსული; შემდეგ სერბეთამდე ტაქსით მგზავრობენ და ღამეს სასტუმროში ათევენ. აქ საქმეში უკვე კონტრაბანდისტები ერთვებიან. ყალბი საბუთების დამზადება და საზღვარზე გადაყვანა 15 ათასი ევრო ჯდება. ლტოლვილებს ეს ფული აქვთჩვენი დევნილებისგან განსხვავებით, რომლებიც ყველაფრის დაკარგვის შემდეგ ფეხით გადმოდიოდნენ ჭუბერზე, გაყინული ბავშვებით ხელშიევროპას ის ვიდეოკადრები არ უნახავს ან მშვიდად გაატარა

ეს ევროპას არ შეხებია და არც შეშფოთებულან.

და მაინც _ რატომ სწორედ ახლა და ასეთი დიდი ნაკადით დაიძრნენ ლტოლვილები ევროპისკენ?

არსებობს ვერსია, რომ ლტოლვილებს ამერიკული საქველმოქმედო ორგანიზაციები ეხმარებიან, მათ შორის, ფულითაც. დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ ყოველ დასახლებულ პუნქტში ბანკებთან ლტოლვილების კოლოსალური რიგები დგება. ისინი გადმორიცხულ თანხებს იღებენ. ეს მკაფიო სტრატეგიაა. აშშ დაინტერესებულია, ლტოლვილების ნაკადი ევროპისკენ წავიდეს და არა ამერიკისკენ.

არის სხვა ვერსიებიც. დამასკოელი პოლიტოლოგი ტიერი მეისანი წერს: “ოთხი მილიონი სირიელი თურქეთში, იორდანიასა და ლიბანში გაიქცა. ევროკავშირი განზრახ წარმოაჩენს ამას, როგორც კატასტროფას. ევროპაში დღეს გაცილებით ნაკლები მიგრანტი შედის, ვიდრე 1992 წელს, როცა ევროკავშირში სულ 18 ქვეყანა იყო. ახლა 28 სახელმწიფოა. საქმე კი ის არის, რომ გერმანიას ხალხი სჭირდება საწარმოებში. გასული წლის დეკემბერში გერმანული მრეწველობის მესვეურნი აცხადებდნენ, რომ 800 ათასი მუშა ესაჭიროებათ, მაგრამ ეს შენგენისა და დუბლინის შეთანხმებებს ეწინააღმდეგება, ამიტომაც შექმნეს ლტოლვილთა გაუკონტროლებელი ნაკადის ილუზია”.

ამერიკელი კონგრესმენის _ დან რორაბახერის აზრით, აშშ არ არის ვალდებული, დახმარება გაუწიოს ევროკავშირს ლტოლვილების პრობლემის მოგვარებაში. ამ შემთხვევაში ევროპამ თვითონ უნდა დაიცვას საკუთარი ტერიტორია და დაძლიოს კრიზისი. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა ობამამ განკარგულება გასცა 2016 წლისთვის სირიიდან 10 ათასი მიგრანტის მიღების შესახებ, რორაბახერი დარწმუნებულია, რომ აშშ ევროკავშირის მიგრაციულ პრობლემებში არ უნდა ჩაერიოს. ეს ჩვენ არ გვეხება. თუ ევროპელებს არ უნდათ საკუთარი ტერიტორიის დაცვა, მაშინ მივლენ ისინი, ვინც წაართმევს ამ ტერიტორიას. მე მგონი, ასეც ხდება,” _ განაცხადა მან.

რატომ უნგრეთის გავლით? ათი წლის წინათ ფრანგულ ქალაქ მარსელის მოსახლეობის მესამედი უკვე არაბული იყო. მიგრაცია აფრიკიდან გიბრალტარის და ლიბიის გავლით დაიძრა. ვიდრე ლიბიასგაადემოკრატიულებდნენ”, ანუ დაბომბვებს დაიწყებდნენ, ეს ქვეყანა მიგრანტთა ნაკადს აკავებდა. ნატოსჰუმანიტარულიდაბომბვების შემდეგ ლიბია თვითონ ჩაიძირა ქაოსში. მიგრანტებმა ხმელთაშუა ზღვის გავლით მიაშურეს ევროპას. არაერთხელ დამხრჩვალან და დავარცხნილ ევროპას ისევე არ უნდოდა ამ დამხრჩვალი ადამიანების ცხედრების დანახვა, როგორც დღეს _ ავსტრიაში ნაპოვნი მანქანის საბარგულში 70 გვამისა. გაჩნდა ახალი მარშრუტი _ თურქეთი-საბერძნეთი-უნგრეთი-გერმანია (სრულიად ეგზოტიკური _ მურმანსკიდან ნორვეგიამდე, თუმცა იქ მხოლოდ 150 ლტოლვილი აღრიცხეს).

ამ პრობლემის სტატისტიკა ერთობ საინტერესოა. 2015 წლის იანვრიდან ივლისამდე 438 ათასმა ადამიანმა ითხოვა თავშესაფარი ევროპაში. ლტოლვილთა 43%-მა გერმანიაში ისურვა ცხოვრება. 126 315-მა სირიელმა თავშესაფარი მიიღო. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 83%-ით გაიზარდა ლტოლვილთა ნაკადი ხმელთაშუა ზღვის გავლით.

ევროკომისიის თავმჯდომარე ჟანკლოდ იუნკერმა ამას წინათ ევროპარლამენტის დეპუტატებს მიმართა: წლის დასაწყისიდან ევროპას 500 ათასი ადამიანი მოადგა”. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია კი სულ სხვა ციფრს ასახელებს – 350 ათასს. ევროსტატის მონაცემებით, შარშან ევროკავშირს ლტოლვილის სტატუსის მოსაპოვებლად 625 ათასმა ადამიანმა მიმართა, 2013 წელს _ 431 ათასმა. მაშ, რატომაა ასეთი აჟიოტაჟი? ნუთუ ერთი ბავშვის ცხედარმა გამოიწვია ეს? და რატომ არ იყო დარისხებული განგაშის ზარები მაშინ, როცა ასეულობით ადამიანს თავს აჭრიდნენ, ცოცხლად მარხავდნენ და წვავდნენ? იმიტომ ხომ არა, რომ ამ ემოციურ ფონზე ყველა სახელმწიფო საკუთარ ინტერესებს ატარებს _ თურქეთით დაწყებული, ბრიტანეთით დამთავრებული?

უაღრესად საინტერესოა ჩინეთის პოზიცია ამ საკითხის მიმართ. “ჟენმინ ჟიბაომ” ამ დღეებში სტატია გამოაქვეყნა მეტყველი სათაურით აშშ და ევროპა უნდა დაფიქრდნენ, საიდან გაჩნდა ლტოლვილთა ნაკადი”. მასში ნათქვამია:

“ეს ლტოლვილები ომით მოცული ქვეყნებიდან – ჩრდილოეთ აფრიკიდან და დასავლეთ აზიიდან, ლიბიიდან და სირიიდან დაიძრნენ. ადრე ლიბია აფრიკის ყველაზე მდიდარი სახელმწიფო იყო. მის მოქალაქეებს შესაშური მატერიალური კეთილდღეობა ჰქონდათ _ უფასო სამედიცინო მომსახურება, უფასო საცხოვრებელი და უფასო განათლება. სირიაში, არაბეთის სოციალისტური აღორძინების პარტიის ხელმძღვანელობით, ნავთობის ექსპორტის შეზღუდვის მიუხედავად, პოლიტიკური სტაბილურობა და სოციალური სიმშვიდე, კულტურის, განათლების, სახალხო კეთილდღეობის მაღალი დონე სუფევდა. რატომ ექცათ ამ ადამიანებს მყისიერად სამოთხე ჯოჯოხეთად?

“სახელმწიფოს დაღუპვა” იქ 2011 წლის “არაბული გაზაფხულის” დროს მოხდა. ლიბია კადაფის დამხობის შემდეგ რამდენიმე ნაწილად დაიშალა, ეკონომიკა დაინგრა, მოსახლეობა უპოვარ ლტოლვილებად იქცა. სირიაში სამოქალაქო ომი დაიწყო, სირიელთა ნახევარი უსახლკაროდ დარჩა, ოთხი მილიონი ადამიანი ლტოლვილი გახდა. ამ ტრაგიკული ვითარების მიზეზი იყო .. “დემოკრატიულიუმცირესობის სურვილი, შეერყიათ ხელისუფლების სტაბილურობა. თუმცა მთავარი მიზეზი ისაა, რომ აშშმა და ევროპამ შემთხვევით ისარგებლეს, რათა ამ ქვეყნებში რეჟიმები შეეცვალათ. აშშმა სამოქალაქო ომამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო სირიის ოპოზიციის საიდუმლო დაფინანსება, შექმნასირიის მეგობრებისადასირიის კრიზისისსამუშაო ჯგუფები.

ფაქტი ჯიუტია: აშშისა და ევროპის საგარეო პოლიტიკური ჰეგემონიზმი საშინელი და სულელურია. გარდა იმისა, რომ მან დასავლეთ აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში კატასტროფის პროვოცირება მოახდინა, მან ასევე აიძულა ევროპა, საკუთარი თავით ეზღო. ომი ლიბიაში ევროპის ინიცირებულია, მაგრამ მისგან არანაირი სარგებელი არ მიუღია, პირიქით, ენერგორესურსების მსხვილი ექსპორტიორი დაკარგა და მიგრაციის ტალღა გამოიწვია. ამერიკამ და ევროპამ ჩაიფიქრეს ხელისუფლების დამხობა სირიაში, მაგრამ ამანისლამური სახელმწიფოსდა სხვა ექსტრემისტული ძალების გაძლიერება გამოიწვია”.

დასკვნა ამ სიტუაციიდან სწორედ რომ ჩინური სიბრძნით არის ნაკარნახევი: ლტოლვილთა ტალღა აფრთხილებს აშშსა და ევროპას: გადახედეთ საკუთარ პოლიტიკას, ყური მიუგდეთ შეგონებას: “ნუ მოექცევი სხვას ისე, როგორც არ გინდა, შენ მოგექცნენ”. ჩინეთის, როგორც სხვა განვითარებადი ქვეყნების, აზრით, ამ ქვეყნებმა სრულად უნდა გაიაზრონ ისეთი გამოთქმის აზრი, როგორიც არის “სტაბილურობა, უპირველეს ყოვლისა”. მათ უნდა გააცნობიერონ, რომ მხოლოდ ძლიერ სახელმწიფოში შეუძლიათ ადამიანებს, ბედნიერნი იყვნენ”.

უცნაურია, მაგრამ ოდესღაც ქრისტიანულ ევროპას დღეს ჩინეთი ასწავლის ქრისტიანობის საფუძვლებს. ალბათ, იმიტომ, რომ ეს ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებია და არა სეპარატულჰეგემონისტური, როცა ქედმაღლურად მიგაჩნია, რომ უბედურება სხვათა სახლებში შევა, შენს ზღურბლზე კი სასწაულებრივად შეჩერდება და ვერ შეგეხება.

ჭეშმარიტად, ნუ მოექცევი სხვას ისე, როგორც არ გინდა, შენ მოგექცნენ!

ნანა დევდარიანი

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here