Home რუბრიკები პოლიტიკა რატომ ძირავს აშშ ევროპას ახლო აღმოსავლელი ლტოლვილებით?

რატომ ძირავს აშშ ევროპას ახლო აღმოსავლელი ლტოლვილებით?

591

იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო ევროპას ჯიუტად ეტენება, სულაც არ არის გამორიცხული, ეს მომაკვდინებელი ნაკადი ჩვენც მოგვაწყდეს

.. ნიუსებს, ფოტო და ვიდეომასალებს იმ ტალღაზე, უფრო ზუსტად, ცუნამიზე, რომელიც ახლო აღმოსავლელ ლტოლვილთა სახით ევროპას თავს დაატყდა, პოლიტიკურიტექნოლოგიის”, დადგმული წარმოდგენის, დიდი ფულისა და საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების საკმაოდ მყრალი სუნი ასდის. არაფერი ახალი, ორიგინალური!

ერთი შეხედვით, ლტოლვილები თითქოს ახალი თემაა, ახალი სცენარი, მაგრამ პრინციპები იგივეა.

როგორც ყოველთვის, ლამაზად შეფუთულ, ნიანგის ცრემლით დანამულ კატაკლიზმს მღვიძარე გონებისთვის მოაქვს უმარტივესი კითხვები: ლტოლვილების ამ უზარმაზარ რაოდენობას საიდან აქვს ათიათასობით დოლარი ევროპაში გადასაბარგებლად?! ასეთი მოგზაურობა ხომ ათიდან თხუთმეტ ათას დოლარამდე უჯდება თითოეულს! გეთანხმებით, ომამდე და გაჩანაგებამდე ლიბიაში, სირიაში, ერაყსა და ახლო აღმოსავლეთის სხვა სახელმწიფოებში ეკონომიკის მხრივ ნორმალური ვითარება იყო, ხალხი საკმაოდ შეძლებულად ცხოვრობდა, თუმცა ასეთი ფულზე იმ პერიოდშიც არ მიუწვდებოდა ხელი უმრავლესობას. აქ კი ასიათასობით ადამიანს _ ათიათასობით დოლარი?! არადა, ეს ლტოლვილები გამოქცეულნი არიან გავერანებული ქვეყნებიდან.

კიდევ ერთი კითხვა _ რატომ აქვთ ამ გაუბედურებულ ადამიანებს ასეთი აგრესიულმომხმარებლური განწყობა? ვინ შთააგონა მათ, რომ ევროპა ლანგრით მიართმევთ უვიზო რეჟიმს, ხელფასსა და პენსიას ოთხიხუთი ათასი ევროს ოდენობით, ანუ მისცემთ დახმარების სრულ სოციალურ პაკეტს?

იკვეთება სურათი, რომელშიც იდუმალმა ძალამ ჩადო უზარმაზარი სახსრები, ასიათასობით ადამიანს მისცა დიდძალი ფული, შემდეგ კი უბრძანა, ერთდროულად დაძრულიყო ევროპისკენ; და მთავარი _ რატომ ჭარბობენ ლტოლვილთა რიგებში ჯან-ღონით სავსე მამაკაცები? და კიდევ ერთი ნიუანსი _ დოლარებზე გაუყიდველი ევროპელი პოლიტიკოსების შეშფოთება და რიგითი ევროპელების უკმაყოფილება გადაფარა დამხრჩვალი სირიელი ბავშვის გულშემზარავმა სურათმა… გვამებიც დაგეგმილია. ჩანს, ისევე სურთ გვამები, როგორც ვანუა მერაბიშვილს.

ყველაფერი მალე გაირკვევა და არც უნდა გაგვიკვირდეს, თუ ამ აურზაურის უკან ჩვენი “დიდი მეგობარი” _ აშშ იდგება. ამ ხელოვნურად შეკოწიწებულმა სახელმწიფომ ევროპას ჩაუდო სწრაფმოქმედი ნაღმი, რომელიც უახლოეს მომავალში აფეთქდება. აშშ-ს ევროპა ძალიან სჭირდება, როგორც ყმადნაფიცი და “მეწველი ძროხა”. ევროპის მასშტაბური დესტაბილიზაცია ხელს შეუწყობს ამ მიზანს.

ხოლო იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო ევროპას ჯიუტად ეტენება, სულაც არ არის გამორიცხული, ეს მომაკვდინებელი ნაკადი ჩვენც მოგვაწყდეს.

გიორგი კორძაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here