Home რუბრიკები პოლიტიკა “ნოდია უნიჭო ბადრიჯანია და თავი მერცხალი ჰგონია, ყოველგვარ ზღვარს გასცდნენ ეს გარეწრები!”

“ნოდია უნიჭო ბადრიჯანია და თავი მერცხალი ჰგონია, ყოველგვარ ზღვარს გასცდნენ ეს გარეწრები!”

982

ერთი კვირაა, სოციალური ქსელის მომხმარებლები აღშფოთებას ვერ მალავენ სოროსის ფონდის ერთ-ერთი წევრის, განათლების ყოფილი მინისტრის _ გია ნოდიას მიერ გამოქვეყნებული პოსტის გამო, სადაც ის სასიქადულო ქართველ მწერლებს შეურაცხყოფს. 

 

აი, რას წერს ნოდია თავის ფეისბუქგვერდზე: “ნოდარ დუმბაძე ლპობის ეპოქაში შესული საბჭოთა ტოტალიტარიზმის იდეურ ლაბირინთებში ტრაგიკულად დაბნეული პიროვნებაა. ჭაბუა ამირეჯიბის პროზაც ლიტერატურულად გაცილებით ნაკლებღირებულია. ჩემი აზრით, “დათა თუთაშხიაძალიან სუსტი რომანია; საკმაოდ გამიჭირდა მისი პირველი ნაწილის ბოლომდე მიყვანა და თავს ვერ დავაძალე, მეორე ნაწილი წამეკითხა.

კონსტანტინე გამსახურდია რატომ ითვლება დიდ და გამოჩენილ მწერლად, საერთოდ არ მესმის. მახსოვს, “დიდოსტატის მარჯვენაშირაღაც ადგილები მომეწონა, “მთვარის მოტაცებაში” _ გაცილებით ნაკლები, “დიონისოს ღიმილზელამის ცუდად გავხდი, ხოლოდავით აღმაშენებლისწაკითხვის მცდელობა თავიდანვე ჩამივარდა: ეტყობა, ამ ცხოვრებაში ვეღარ წავიკითხავ, მერე ვნახოთ.

გრიგოლ რობაქიძის მწერლური რეპუტაცია საერთოდ გამოცანაა: “გველის პერანგიმხოლოდ მოვალეობის გამო წავიკითხე. ჩემი აზრით, სრულიად უბადრუკი ტექსტია. ჯანდაბას, რომ ეს კაცი აშკარა ფაშისტი იყო (კარგ მწერლებსაც ხშირად ერევათ იდეოლოგიური რამსები: კომუნისტი შემოქმედები რომ უარვყოთ კომუნისტობისთვის, სად წავალთ?), მაგრამ საშინლად უნიჭო რომ იყო? მერე რა, რომ კომუნისტებს არ მოსწონდათ, ეს არ არის საკმარისი მისი განდიდებისთვის.

თუ არსებობსყველაზე დიდი ქართველისნომინაცია, ასეთი ჩემთვის ილია ჭავჭავაძეა, მაგრამ, თუ შევაფასებთ მას, როგორც პოეტს, დიდი ვერაფერი პოეტი იყო”.

გია ნოდია თავის დროზე სოროსის ფონდ “ღია საზოგადოება _ საქართველოს” ანტიკორუფციული კომიტეტის ხელმძღვანელი იყო. 2001 წელს სოროსმა თომას ჰობსის “ლევიათანის” თარგმანზე კონკურსი გამოაცხადა, ამ ამბავს ფონდში დიდი სკანდალი მოჰყვა, რაშიც ჯორჯ სოროსის ყველაზე “ერთგული” და საყრდენი ადამიანი გია ნოდია გაეხვია.

აი, რას წერდა ამ სკანდალზე 2001 წლს პრესა: “ჟურნალისტთა სახლში მთარგმნელთა ჯგუფმა, რომელიც კონკურსში მონაწილეობდა, პრესკონფერენცია გამართა და სკანდალს ფარდა ახადა. ჯგუფის წევრებმა: მარიკა აბაიშვილმა, თამარ ებრალიძემ და ნუგზარ წიკლაურმა ჟურნალისტებს ფარდის უკან დარჩენილთა სახელები გააცნეს. საქმე ეხება სკანდალს სოროსის ფონდში, სადაც ერთ-ერთ ქვესაბჭოს თავმჯდომარეობდა საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი პირონება, ანტიკორუფციული “შვიდკაცას” წევრი, ბატონი გია ნოდია.

მთარგმნელობითი ჯგუფის წევრები მიიჩნევენ, რომ ოთხი წარმოდგენილი თარგმანიდან გამარჯვება ყველაზე უარეს ნაშრომს მიენიჭა. მიზეზი კი იყო ის, რომ ამ პროექტის ავტორი და დირექტორი, ქალბატონი ზეინაბ სარაძე გია ნოდიას მეუღლეა. ჯგუფი აცხადებს, რომ ბატონმა გიამ ყოველგვარი წესების დარღვევით გრანტი თავის მეუღლეს მიაკუთვნა”.

ეს ისე, შტრიხი პორტრეტისთვის, მაგრამ ის, რომ ნოდია ქართველ კლასიკოს მწერლებს “თავს დაესხა”, ამაში განსაკუთრებული არაფერია, თუ გადავხედავთ სოროსის ფონდში დაფრთიანებული ადამიანების ცხოვრებისეულ პრონციპებს. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

* ილაპარაკეთ და იმოქმედეთმტკიცედ, აგრესიულად, თავგზის ამბნევად; ატეხეთ ხმაური და გამოიყენეთ ლამაზლამაზი სიტყვები; იხმარეთ, რაც შეიძლება, უფრო გაუგებარი და ვითომ მეცნიერული ტერმინები; მნიშვნელობა არ აქვს, რას იტყვით, მთავარია, როგორ იტყვით”.

* ხელთ გეპყრათ პროპაგანდისა და ინფორმაციის საშუალებები: პრესა, რადიო, ტელევიზია, კინო. ნებისმიერ საკითხზე შექმენით ისეთი საზოგადოებრივი აზრი, ჩვენს ინტერესებს რომ შეესაბამებაარც ერთი საზოგადოებრივი პროცესი არ უნდა მიეცეს თვითდინებას. თუ რომელიმე მათგანი სარგებლობის მომტანი არ იქნება ჩვენთვის, უნდა შეაჩეროთ ან ჩვენი მტრების წინააღმდეგ წარმართოთ.

ეს “ღია საზოგადოება _ საქართველოს” ფონდის წევრების პრინციპებია და რა გასაკვირია, რომ მათი აზრის წინააღმდეგ მიმართული ქართული მწერლობის “შეჩერება” გია ნოდიამ სწორედ ამ გზით გადაწყვიტა.

გია ნოდიაზე (და არა ქართულ მწერლობაზე) სასაუბროდ აკადემიკოსებს _ გოგი გოგოლაშვილსა და ელიზბარ ჯაველიძეს დავუკავშირდით.

გოგი გოგოლაშვილი, აკადემიკოსი:

_ “ნაციონალებმაარ იკმარეს ის, რაც საქართველოსა და ქართველ ხალხს დამართეს. ტრადიციების, რელიგიის, ისტორიის, წარსულის შემდეგ სამიზნეში დიდი ქართველი კლასიკოსი მწერლები ამოიღეს

_ გია ნოდიას მოსაზრებაზე, ვფიქრობ, საუბარიც კი არ ღირს. არ არის ნოდია იმ ავტორიტეტის მქონე, რომელსაც პასუხი უნდა გასცე… არ ღირს, დიდი მწერლები მისგან დავიცვათ, ამაზე სერიოზული მსჯელობა არ შეიძლება.

ნოდია და მისი მეგობრები არიან ის ადამიანები, რომლებსაც თავის გამოჩენისა და თვითდამკვიდრებისთვის ყველაფრის კადრება შეუძლიათ, ახლა ქართველი კლასიკოსი მწერლების შეურაცხყოფით ცდილობენ სახელისმოხვეჭას”. ესენი ის პოლიტიკოსები არიან, რომლებსაც პოლიტიკა ჩაეშალათ, რა გზით იარეს, არც ამაზე ღირს საუბარი და დროის დაკარგვა, ყველამ ისეც კარგად იცის.

დღეს ყოველი მათგანი ორიგინალურ გამოსავალს ეძებს და მთელი კვირაა, ჩვენც ამას ვისმენთ თუ ვკითხულობთ.

უხერხულია, დავიწყო მტკიცება, რომ კონსტანტინე გამსახურდია, გრიგოლ რობაქიძე, ჭაბუა ამირეჯიბი, ნოდარ დუმბაძე დიდი მწერლები იყვნენ. ნოდია იმ ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნება, ტაძარს რომ წვავენ ისტორიაში თავისი სახელის დატოვების მიზნით. ასეთი ადამიანები ქართულ ლიტერატურას ვერაფერს დააკლებენ.

_ რა თქმა უნდა, უფროსი თაობისთვის ნოდია არაფერს წარმოადგენს და არც მის სიტყვას უსმენს ვინმე, მაგრამ ახალგაზრდებზე დიდი გავლენა აქვს. სწორედ მისნაირების გავლენაა, რომ დეისაძე, ბურჭულაძე და .. “დიდ და ნიჭიერმწერლებად მიაჩნიათ

_ კითხვა, რომელიც თქვენ ახლა დასვით, უფრო პრობლემური მგონია, ვიდრე ის, რაც ნოდიამ მწერლებზე თქვა.

ახალგაზრდები ნოდიასა და დარჩიაშვილისგან კი არ უნდა ეცნობოდნენ ქართველ მწერლებს, არამედ სკოლიდან. ბავშვი სკოლას რომ ამთავრებს, წარმოდგენა უნდა ჰქონდეს ამა თუ იმ მწერლის შემოქმედებაზე. ასე იზრდებოდა თაობები წლების განმავლობაში, ასე მოვედით აქამდე. დღეს, ჩვენდა სამწუხაროდ, სკოლამ ეს გზა საერთოდ უარყო, სკოლა აღარ არის ის ტაძარი, ქართულ კლასიკას ახალგაზრდებს რომ შეუსისხლხორცებს. ამიტომ ვიღაც კაცი, რომელიც ტელეეკრანზე ხშირად ჩნდება, ახალგაზრდისთვის ავტორიტეტია. არადა, ბავშვებმა არ იციან, რომ ტელეეკრანზე ხშირად გამოჩენილ ადამიანთაგან ბევრს წაკითხული არ აქვს არც ილია, არც რობაქიძე, არც გამსახურდია, არც დუმბაძე. ახალგაზრდები კი მათ ბაძავენ. სკოლის პირდაპირი მოვალეობაა მომავალი თაობების აღზრდა, ეს არის მთავარი და არა ის, რა თქვა ვიღაც ტვინგამრუდებულმა პოლიტიკოსმა. მთავარია, მომავალ თაობებს სწორად მოვაწოდოთ ინფორმაცია და ვასწავლოთ ქართველი კლასიკოსები, მათი შემოქმედება.

_ სკოლისა და საერთოდ, განათლების სისტემის ნგრევაც წინა ხელისუფლების დიდი დამსახურებაა. სწორედ გია ნოდიაა იმ გამრუდებული განათლების სისტემის ერთერთი ავტორი, რომლითაც ჩვენი ახალგაზრდები იზრდებიან. თვლით თუ არა, რომ ნოდიას ასეთი გამოხდომა მართლაც საშიშია და უფრო სერიოზული პრობლემის წინაშეც შეიძლება დავდგეთ?

_ მართალი ბრძანდებით. განათლების სისტემის ძირეული ნგრევა იმ დაწყევლილ ათწლეულში მოხდა, “ნაცმოძრაობის” პერიოდს რომ უწოდებენ. მათ ისე დაანგრიეს ყველაფერი, ძალიან დიდი დრო დასჭირდება, განათლების სისტემა მწყობრში რომ ჩადგეს.

ეროვნული გამოცდები, რომლებიც საქართველოში ტარდება, ახალგაზრდებს დაღუპავს. ამ გამოცდებს ისე აბარებენ, რომ მაინც და მაინც აუცილებელი არ არის, “ვეფხისტყაოსანიიცოდეს, არ სჭირდება ილიას ცოდნაც

დღესაც კი ვერაფრის შეცვლა ვერ შევძელით, ვერ შევძელით იაკობ გოგებაშვილისდედა ენისსკოლაში შეტანა. ორი წლის წინათ, ჩვენი ძალისხმევით, იაკობ გოგებაშვილისდედა ენაგამოცხადდა არამატერიალურ კულტურულ, ეროვნულ ძეგლად, ამ დოკუმენტს ხელი პრემიერმა ღარიბაშვილმა მოაწერა, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა.

_ მინისტრს არ სურს, რომ სკოლებში გოგებაშვილისდედა ენაისწავლებოდეს?

_ არავის სურს. მეგონა, ახალი ხელისუფლება რომ მოვიდოდა, ამისთვის ბრძოლა აღარ დაგვჭირდებოდა, მაგრამ, როდესაც საკითხი დავაყენეთ, რომ სკოლაშიდედა ენადაბრუნებულიყო, ზუსტად ის პასუხი მივიღეთ, რომელიც თავის დროზე დიმიტრი შაშკინმა მოგვცა. განათლების სისტემაში არაფერი შეცვლილა და, თუ ასე გაგრძელდა, არც არაფერი შეიცვლება.

წელს იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 175 წელი სრულდება. სექტემბრიდან ისევ ვაპირებთ ჩვენი ინიციატივის განათლების სისტემაში შეტანას, “დედა ენის” სკოლებში დაბრუნებაზე. სამწუხაროდ, ჩვენ ისევ გვიწევს ბრძოლა.

_ ბატონო გოგი, რატომ ცდილობენ ზოგიერთი პარტიის წარმომადგენლები, შეურაცხყონ ჩვენი ტრადიციები, ისტორია, რელიგია, პატრიარქი?..

_ რატომ ხდება ასე, ვერაფრით ავხსნი. ნორმალურ ქვეყანაში არ აპატიებდნენ ასეთ რამეს, აუცილებლად ქუჩაში გამოვიდოდნენ და ეროვნული ღირსების შელახვას გააპროტესტებდნენ.

წარმოუდგენელია, რაც საქართველოში ხდება. ვიღაც თუთბერიძე თუ კობერიძე გადაწყვეტს, რომ პატრიარქი შეურაცხყოს, ამას სოციალურ ქსელში გაავრცელებს და შემდეგ ყველა იზიარებს; არავინ წერს, რომ ეს ცუდია. ეროვნულ ღირსებას გვილახავენ და ხმას არავინ იღებს. ეს შეურაცხყოფა ახალი დაწყებული არ არის. გახსოვთ, ზურაბ ჭიაბერაშვილმა “ქართლის დედა” აუგად რომ მოიხსენია, მაშინ გრანტები აიღეს. ამ ყველაფერში სოროსია ჩარეული და, ალბათ, სხვა ფონდებიც. ჩვენს მტერს ჩვენვე თუ არ წავაჭერით ფესვები, დავიღუპებით. საქართველოში გრანტები გაიცემა იმათზე, ვინ უფრო მოხერხებულად შეგვილახავს ღირსებას.

_ ნიჭიერი კაცია გია ნოდია? შეიძლება მას მოუსმინონ?

_ ახალგაზრდებს ვეტყვი, რომ აუცილებლად ეროვნულ ნიადაგზე უნდა დადგნენ. თავის გამოჩენისთვის უამრავი გზა არსებობს, მაგრამ თავი რომ გამოიჩინო ეროვნულობითა და ქართველობით, იმ გზაზე დადგე, რომლითაც აქამდე მოვედით, დიდი ვაჟკაცობაა.

ელიზბარ ჯაველიძე, აკადემიკოსი:

_ გია ნოდია ამ ყველაფრის უფლებას თავს რომ აძლევს, ნამდვილად არ მიკვირს, რადგან ის ზნეობრივად ჩამოუყალიბებელია. მას თავი ფილოსოფოსად მოაქვს, მაგრამ სინამდვილეში რაღაც სულელური დისერტაცია დაიცვა.

გია ნოდიას განათლებულობისა ვისაც სჯერა, ისიც გია ნოდიასნაირია. მას არანაირი განათლება არ აქვს, არც _ მას და არც _ ლევან ბერძენიშვილს. მათ განათლებაზე მითი ჟურნალისტების შექმნილია. ნოდია ის კაცი არ არის, რომელიც კონსტანტინე გამსახურდიას გაიგებს, შეუძლებელია, გრიგოლ რობაქიძის საიდუმლოს ჩასწვდეს

რამდენიმე წლის წინათ ნოდიამ ერთი წერილი დაწერა და მისი სიბრიყვე იქ გამოჩნდა, თავის დროზე მასზე ვწერდი… ამ ადამიანს არც ფილოსოფია ესმის, არც ლიტერატურა, ამიტომ მასზე სერიოზული მსჯელობა არ ღირს.

_ ლანძღვა ყოველივესი, რაც ქართველებისთვის ძვირფასია, ტენდენციად იქცა

_ რა თქმა უნდა, ტენდენციად იქცა, ისინი ხომ ამერიკის ბინძური პოლიტიკის გამტარებლები და მსახურები არიან. გია ნოდიამ ბოლომდე გამოამჟღავნა თავი განათლების მინისტრობისას. მან ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო იმ მწერლების კრიტიკა, რომლებიც ქართველთათვის ფასეულს ქადაგებენ.

ნოდია ვინც არის, ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ ხალხმა ეს არ უნდა აპატიოს. არ ვიცი, ეს სიბინძურე სად დაწერა, ჩემი თვალით არ მინახავს, მაგრამ ახლა ისე გავბრაზდი, სადმე რომ შემხვდეს, პანღურებს არ დავაკლებ.

ნოდია უნიჭო ბადრიჯანია და თავი მერცხალი ჰგონია, ყოველგვარ ზღვარს გასცდნენ ეს გარეწრები, მაგრამ მეტი აღარაფერი დარჩენიათ. ხვალ ნოდიამ შარვალი რომ ჩაიხადოს და ქუჩაში ტიტველმა ირბინოს, არ გამიკვირდება, რადგან სხვა გზა არ დარჩა, თავი ხომ უნდა გაახსენოს ხალხს. მესმის, რომ მწერლების ლანძღვისთვის ადამიანს ციხეში ვერ ჩასვამ, მაგრამ ხალხმა არ უნდა აპატიოს.

ადრე ილიას, აკაკის, ვაჟას შეეხნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველი ხალხის სულიერების, კულტურის, თვალსაწიერის მოსპობა სურთ.

ლევან ბერძენიშვილმა დაიწყო ეს ყველაფერი. ვინ არის ბერძენიშვილი?! რაღაც მაიმუნური ბროშურა დაწერა, ვინ თქვა მისი განათლებულობა?! მისი ყველაზე დიდი აღმოჩენა იყო, კერძების მიხედვით ადამიანის ამოცნობა შეიძლებაო, რომ თქვა. იქვე უწერია, სომხებს სუჯუხზე ნერწყვი მოსდით, ამიტომ სომეხს ამით ამოიცნობო. მაშინ დავუწერე, იქნებ სუჯუხი პარლამენტში შევიტანოთ და შეფარული სომხები ვიპოვოთმეთქი. აი, ასეთი განათლება და მსჯელობა შეუძლია ბერძენიშვილს, რომელიც გია ნოდიასგან არაფრით განსხვავდება.

სამწუხაროა, რომ ყველა ტელეარხი მათ აჩვენებს, ყველანი ახალგაზრდების გახრწნაზე მუშაობენ. ყველა მათგანის სურვილია, არაფრის მცოდნენი ვიყოთ, გადავგვარდეთ და გავნადგურდეთ. ჩვენი შეცვლა უნდათ, გვამაიმუნებენ. მათი ქმედებები მიმართულია იქით, რომ მხოლოდ საუბარი შევძლოთ და აზროვნება არაფერში გვჭირდებოდეს.

ნოდიასთანა ხალხის დრო დასრულდა და თავს ვეღარაფრით გადაირჩენენ, თანაც გზა, რომელიც თავის გამოსაჩენად აურჩევიათ, ყველაზე წამგებიანია. ძალიან გავბრაზდი თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, თუ სადმე წავაწყდი, ვიცი, ნოდიას როგორც გავუსწორდები.

ამორალური გია ნოდია სოროსის სახეა. მისინაღვაწიდანკარგად ჩანს მისი ბუნება _ მიზნის მიღწევა უზნეო გზით.

რაც უფრო ვერაგულ და ამორალურ ხერხებს მიმართავენ, მით იოლია სასურველი შედეგის მიღწევა, თუმცა ყველას ავიწყდება, რომ ეს საქართველოა, აქ ქართველები ცხოვრობენ და სოროსის მეთოდებისა და მითითებების გატარება არც ისე მარტივია.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

 

1 COMMENT

  1. თავი დაანებონ ჩვენი პოეტებისა და მწერლების განქიქებას! ასეთები მთელ მსოფლიოშიც კი თითებზე ჩამოსათვლელნი არიან! ეს მიზანმიმართული აგორებული ტალღაა, ისინი ვინც ამ ანკესზე წამოეგნენ სულმდაბალი და უვიცები არიან! თავი დაანებონ ბნელ ოთახში შავი კატის ძებნას, რომელიც იქ არ არის და არც ყოფილა!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here