“აგვისტოს შუა რიცხვებში ოდესაში გაიმართება რამდენიმე ღონისძიება, რომლებიც მიეძღვნება ლგბტ–თემატიკას”, _ იუწყება ოდესური გამოცემა “ტაიმერი”.
ორგანიზაცია “ოდესა პრაიდ 2015”-ს განზრახული აქვს, 13-დან 16 აგვისტომდე ქალაქში მოაწყოს ე.წ. სადისკუსიო მოედნები, რომლის ჩარჩოებშიც იმსჯელებენ ისეთ თემებზე, როგორიცაა “რეგიონში გეიტურისტების” მოზიდვა და “ლგბტ პირებსა და ქალაქის მოსახლეობას შორის დიალოგის გამართვა”. ორგანიზატორებს სურთ, რომ “დედა-ოდესა” უკრაინის “გეიდედაქალაქი” გახდეს და ამისთვის ყველაფერს იღონებენ.
15 აგვისტოს კი ოდესელი ჰომოსექსუალები ე.წ. გეიაღლუმის გამართვას აპირებენ. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მარშს ლოზუნგით _ “ევროპულ თავისუფლებასთან შეერთება”, რომელიც ლეგენდარულ ქუჩა დერიბასოვსკაიაზე გაიმართება, სათავეში ჩაუდგებიან ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი და მისი მოადგილე მარია გაიდარი.
აღსანიშნავია, რომ შარშან ლგბტ თემს ოდესის ხელისუფლებამ უარი განუცხადა აღლუმის გამართვაზე.