Home რუბრიკები პოლიტიკა ჰოლივუდური (შაშ)კინო აგვისტოს ომის შესახებ

ჰოლივუდური (შაშ)კინო აგვისტოს ომის შესახებ

565

არ ვაპირებ, ნოდარ დუმბაძის რომანის გმირი ფოსტალიონივით ტრაგიკულად შევყვირო: “მე დავიწყე ომი!”, მაგრამ მინდა, დანამდვილებით ვთქვა, რომ ქვეყანა მხოლოდ მაშინ ჩამოყალიბდება სახელმწიფოდ და მხოლოდ მაშინ დადგება სწორ გზაზე, როდესაც ვილაპარაკებთ სიმართლეს, მხოლოდ სიმართლეს და არაფერს სიმართლის გარდა!

 

ნებისმიერ ქვეყანას განვითარებისა და ჩამოყალიბების პერსპექტივა მხოლოდ მაშინ ექნება, როდესაც ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს.

თავის მოტყუების რეჟიმს არასოდეს არც ერთი ქვეყნისთვის არ მოუტანია კარგი და, ბუნებრივია, არც ჩვენთვის მოაქვს.

ვსაუბრობ 7 წლის განმავლობაში საქართველოში ყველაზე აქტუალურ და ამასთანავე, ყველაზე მგრძნობიარე საკითხზე _ ვინ დაიწყო 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთსაქართველოს ომი?”

ეს კითხვა ხშირად გამხდარა მოკამათე მხარეთა შორის ურთიერთშეურაცხყოფის მიზეზიც, რადგან იგი ერთი პოლიტიკური ძალის მიერ “პრივატიზებული” ერთგვარი კოზირია და მოწინააღმდეგისთვის ამ კითხვის დასმის შემთხვევაში, ერთადერთი პირდაპირი პასუხის გარდა, ნებისმიერი სხვა ოდნავი ინტერპრეტაცია ფასდება, როგორც “ქვეყნის ღალატი”.

ალბათ, მიხვდით, ეს პოლიტიკური ძალა “ნაციონალური მოძრაობაა”, ხოლო მათთვის მისაღები და ერთადერთი პირდაპირი პასუხი ამ კითხვაზე არის “რუსეთმა დაიწყო ომი”.

თუნდაც სიტყვამაგრამრომ წამოსცდეს ვინმეს ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას, ის უკვემოღალატე”, “გამყიდველი”, “ლაჩარი”, “მშიშარადა ათასი სხვა უბედურებაა!

ეს ფსიქოლოგიური წნეხი განაპირობებს იმას, რომ ჩრდილოელ მეზობელთან რაიმე საერთო ენის გამონახვის მცდელობის მომხრენი (რომლებსაც ასევე მძიმე ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ამყოფებენ და “რუსეთუმეს” ეპითეტით მოიხსენიებენ) ცდილობენ, რაღაც ფორმა იპოვონ, ამ კითხვასაც სწორი პასუხი მოუძებნონ და თანაც “სამშობლოს გამყიდველის” იარლიყიც აირიდონ თავიდან.

ეს იწვევს ერთგვარ შეცდომებსაც, რომლებიც ჩემთვის მეტად პატივსაცემი მედიასაშუალების პატივცემულ ავტორებსაც კი მოსდით.

მაგალითად, ფორმულირება _ ომი საქართველოს არ დაუწყია, ომი სააკაშვილმა დაიწყო!” _ სწორედ ასეთ შეცდომათა კატეგორიას განეკუთვნება. ასეთი მიდგომის მომხრენი ცდილობენ, “ძლიერი მეზობლის” თვალში “დანაშაული” საქართველოს იმჟამინდელ ხელისუფალს მთლიანად გადააბრალონ, ჩვენი ქვეყანა არააგრესიულ ქვეყნად წარმოაჩინონ და ამ გზით მიიღონ ქვეყნისთვის რაიმე დადებითი შედეგი.

თუმცა, ასეთი “რევერანსები” რომ გაუმართლებელია და არავითარი შედეგი არ მოაქვს, ესეც ფაქტია.

თავისთავად ზოგადი ფორმულა, რომ რაღაც გააკეთა რომელიმე ქვეყნის პირველმა პირმა და არა თვითონ ამ ქვეყანამ, საერთაშორისო სამართლებრივ და დიპლომატიურ ენაზე დიდი ნონსენსია.

“გამოცდილ პოლიტიკოსად” მონათლულმა ზოგიერთმა “მოღვაწემ” ერთხელ ისიც კი განაცხადა გარკვეულ კონკრეტულ საქმეზე _ ეგ ჯარიმა სტრასბურგის სასამართლომ წინა ხელისუფლებას დააკისრა და ჩვენ რატომ უნდა გადავიხადოთო?

აი, ზუსტად ასეთივე შეცდომაა, ვამტკიცოთ, რომ ომი დაიწყო საქართველოს პრეზიდენტმა და არა საქართველომ.

პრეზიდენტი მოსახლეობის, ანუ ქვეყნის ნების განმახორციელებელია და მის მიერ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯზე პასუხს მთელი ქვეყანა აგებს!

ასე რომ, თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ომი დაიწყო პრეზიდენტმა, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ომი დაიწყო საქართველომ.

და აქ ვერანაირი ბავშვური გაბუტვა _ ეს პრეზიდენტი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ იყო არჩეულიო _ არგუმენტად ვერ გამოდგება!

ახლა მთავარი:

ომი არც პრეზიდენტ სააკაშვილს დაუწყია და არც საქართველოს.

ომი ნიშნავს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრას სამხედრო ძალით.

ამიტომ მინდა, ვკითხო ყველას, ვინც ცდილობს, რომ საქართველოს “ნამუსი მოსწმინდოს”:

რომელი ქვეყნის ტერიტორიაზე დაიწყო სააკაშვილმა ომი?

სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობდა მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისოდ და იურიდიულად, თვით რუსეთის მიერაც კი, იმ მომენტისთვის აღიარებულ საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე!

რუსეთს “სამხრეთ ოსეთისა” და “აფხაზეთის” აღიარებაც სწორედ იმიტომ დასჭირდა, რათა იქ თავისი სამხედრო ძალის ყოფნა გაამართლოს _ აქაოდა, ეს, საქართველოს ტერიტორიები კი არა, დამოუკიდებელი, ცალკე ქვეყნებიაო.

ეს ყოველივე აქსიომაა და ამაზე საუბარიც კი ზედმეტია!

მაშ, საქართველოს იმჟამინდელ ხელისუფლებას არაფერი დაუშავებია? _ ლოგიკურ კითხვას დასვამს მავანი.

რა თქმა უნდა, დააშავა და თანაც მძიმედ! ოღონდ არ არის აუცილებელი, ქვეყნის ხელისუფლების დანაშაული მაინცდამაინცომის დაწყებაშიგამოიხატებოდეს.

როდესაც ქვეყანას ერთპიროვნულად მართავ, ბევრი რამის დაშავება შეიძლება და, მათ შორის, ყველაზე უფრო იმისა, რომ წამოიწყო სამხედრო ავანტიურა, რომელსაც შენზე სამხედრო ძალით გაცილებით აღმატებული მეზობელი მოუთმენლად ელის, რათა თავისი სტრატეგიული ინტერესების უხეში ძალით განსახორციელებლად რაიმე საბაბი მიეცეს.

აი, სწორედ ეს მოხდა 2008 წლის 8 აგვისტოს.

ომი დაიწყო სწორედ იმ მომენტში, როდესაც უცხო ქვეყნის, ამ შემთხევვაში საქართველოს, საზღვარი მისმა პირველმა ჯარისკაცმა თუ სამხედრო ტექნიკამ გადმოკვეთა.

ეს უდავოა, მაგრამ ის, თუ რის იმედზე წამოიწყო ასეთი მძიმე რისკის შემცველი სამხედრო ავანტიურა საქართველოს იმჟამინდელმა მთავრობამ და პირადად პრეზიდენტმა სააკაშვილმა, უკვე საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს.

არის ვერსიები სააკაშვილის რუსეთთან გარიგებისა და ტერიტორიების წინასწარ შეთანხმებით ჩაბარების თაობაზე, მაგრამ ასეთი “შეთქმულების თეორიების” ნაცვლად უპირატესობას უფრო სააკაშვილისა და მისი გარემოცვის მძიმე სიდებილის ვერსიას ვანიჭებ.

ეს სულელები ამერიკელებმა დაარწმუნეს, რომ რუსეთი ვერ გაბედავდა სამხედრო ძალით ღიად დახმარებოდა ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას. მახსოვს, როცა ამ მოვლენებამდე რამდენიმე თვით ადრე ვთქვი, თუკი ეს ავანტიურა განხორციელდა, რუსეთი არა მხოლოდ ცხინვალს, არამედ თბილისსაც დაბომბავსმეთქი, როგორ უცხოპლანეტელივით შემომხედეს მოკამათეებმა _ “მიშისტებიცდაარამიშისტებიცზუსტად ერთნაირად დამცინოდნენ _ მაგას როგორ გაბედავენ, შენ მეცხრამეტე საუკუნეში ხომ არ ჩარჩიო?!

რომელ “საუკუნეში” რა “გაბედა” რუსეთმა, ეს ყველამ კარგად ვნახეთ!

ხოლო რა დონეზე იყო დარწმუნებული სააკაშვილი და მისი გარემოცვა, რომამერიკელთა შიშითრუსეთიკრინტსვერ დაძრავდა, ეს ამ დღეებში ნამინისტრალ დიმიტრი შაშკინის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციითაც დადასტურდა.

“2008 წლის 14 აგვისტოს ჩემი მეგობრისგან თეთრი სახლიდან “ეს-ემ-ესი” მივიღე: მეხუთე ფლოტი გზაშია. ოპერაციას გეითსი გაუძღვება. იორდანიიდან “ჰერკულესები” აფრინდნენ და ჰაერში არიან”, _ დაწერა შაშკინმა სოციალურ ქსელში.

აი, ეს მძიმე სისულელე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რაბავშვურ თამაშადწარმოედგინათ ომი სააკაშვილის თანამოაზრეებს და როგორ აგოიმებდნენ და ეკაიფებოდნენ მათ ამერიკელები.

თუმცა შაშკინს, კეზერასა და მათნაირებს თავში ტვინი იმ უდიდესი ტრაგედიისა და საშინელი კრახის შემდეგაც რომ არ მომატებიათ, იქიდანაც ჩანს, რომ, როდესაც შაშკინის ამ განცხადებას სოციალური ქსელის მომხმარებლებმა მწარედ დაცინეს, დიმამ მეტი “დამაჯერებლობა” შესძინა თავის ნათქვამს და მომდევნო განცხადებაში უკვე უფრო დიდი სიდებილე დაამატა:

იცით, რატომ არ დაბომბა რუსეთმა თბილისი? აეროპორტში ასაფრენ ბილიკებზე იდგნენ ამერიკულიჰერკულესები”. ბევრმა არ იცის, რომ შავ ზღვაში შემოსულმა ამერიკულმა მეხუთე ფლოტმა გააკონტროლა საჰაერო სივრცე სამკუთხედით _ თბილისივოლგოგრადიმოსკოვი. მის მიერ კონტროლირებადი სამხედრო პოტენციალი 8-ჯერ აღემატებოდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის პოტენციალს.

ბევრმა არ იცის, რომ 14 აგვისტოს იორდანიიდან აფრენილჰერკულესებსუკან მოჰყვებოდა ავიაგამანადგურებლები და მათი მეთაურის ფრაზამ, რომ რუსული სამხედრო თვითმფრინავების ნებისმიერი აქტიურობა საქართველოს საჰაერო სივრცეში აღქმული იქნებოდა, როგორც იერიში ამერიკის შეერთებულ შტატებზე, ჩაკეტა საქართველოს საჰაერო სივრცე რუსული თვითმფრინავებისთვის”.

მოკლედ, ბატონ შაშკინს თუ დავუჯერებთ, ამერიკელებს მაგრადმიუჩმორებიათრუსები და ეგაა!

ოღონდ, გაურკვეველი რჩება რამდენიმე საკითხი:

* ასეთიმკაცრი მიჩმორებისსეანსი ამერიკელებმა რატომ ჩაატარეს მაინცადამაინც 14 აგვისტოს და არა თუნდაც ორისამი დღით ადრე, როდესაც განადგურებული ქართული ჯარი ჯერაც არ იყო მთლიანად ყაზარმებში შებრუნებული და რუსულ არმიას ჯერ კიდევ არ ჰქონდა დაპყრობილი დამატებით ქართული ტერიტორიები _ კოდორი და ახალგორი?

* ეს დალოცვილი ამერიკული ფლოტი რაღა მოსკოვვოლგოგრადს აკონტროლებდა თავისი 8-ჯერ აღმატებული სამხედრო ძალებით, აგერ სოხუმცხინვალი გაეკონტროლებინა და ჩვენთვის დაებრუნებინა!

* იმ ამერიკელი გამანადგურებლების მეთაურის სიტყვას ამხელა ფასი და ძალა თუ ჰქონდა, საქართველოს საჰაერო სივრცე არ გადმოკვეთოთო, რომ უბრძანა რუსებს და აუკანკალა მუხლები, ნუთუ არ იცოდა, 14 აგვისტოსთვის საქართველოს არათუ მხოლოდ საჰაერო, არამედ სახმელეთო სივრცის ერთ მესამედს უკვე აკონტროლებდა რუსეთის სამხედრო ძალები და, ნეტავ, მხოლოდ დანარჩენ სამ მეოთხედზე გადმოსვლა რატომ ჩაითვლებოდაამერიკაზე იერიშად”? ბარემ იმ ერთ მესამედზეც ამოეღო ხმა?!

რა თქმა უნდა, ასეთ უმარტივეს კითხვებზე პასუხი არავის აქვს და არც ექნებათ.

ამიტომ ვფიქრობ, როგორც შეფასება _ “ომი, საქართველომ კი არა, სააკაშვილმა დაიწყო”, ასევე, აი, ეს მიშაშაშკინისეულიამერიკული ბოევიკები,” უბრალოდ, ორი დაპირისპირებული პოზიციის უაზრო რახარუხია და სხვა არაფერი.

გამოსავალი მხოლოდ სწორ აზროვნებაში, მოვლენების ზუსტ შეფასებასა და სამომავლო სტრატეგიის სწორად განსაზღვრაშია.

ოღონდ ისიც უნდა იცოდეს ყველამ, რომ სტრატეგიულად გამართლებული პოზიციის მქონე ადამიანებისთვის “რუსეთუმეს”, “მოღალატის”, “ლაჩრის” ძახილით არანაირად არ მიიღეწევა რამე დადებითი შედეგი და ეს ისევ მხოლოდ იმას გამოიწვევს, რომ ბევრი ჭკვიანი ადამიანი, უბრალოდ, პირში წყალს ჩაიგუბებს.

ხმამაღლა მყვირალ “პატრიოტ” ტუტუცთა “რემბოობანას” თამაში კი ქვეყანას რადაც დაუჯდა, ყველამ კარგად დავინახეთ…

ბაკურ სვანიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here