Home რუბრიკები პოლიტიკა ვიდეოიავნანამ რა ჰქმნა, ანუ ნაცკოვზი ნაცარშია!

ვიდეოიავნანამ რა ჰქმნა, ანუ ნაცკოვზი ნაცარშია!

559

ბოდიშების ნიაღვარი მხოლოდ გვიან საღამოს წამოვიდა. მანამდე კიეს მერაბიშვილის პოლიცია აღარ არის! ეს შევარდნაძის ძაღლების დაბრუნებაა!” და პოლიციის შეურაცხმყოფელი სხვა მსგავსი ეპითეტები არ დაუშურებიათ გიორგი კარბელაშვილს, გიორგი ბარამიძესა დანაციონალური მოძრაობისსხვა სახეებს.

 

“ნაციონალურმა მოძრაობამ” ჩვეულ სტილში ჩაატარა სპეციალური ბრიფინგი კახეთის გზატკეცილზე და გოკა გაბაშვილმაც ჩვეულებრივად დასდო ბრალი პოლიციას პროვოკაციაში, ბიძინა ივანიშვილის ნების უსიტყვო მორჩილებასა და უკანონო ბრძანებების აღსრულებაში.

ყოველივე ამის კვალობაზე, ყველაზე მთავარი მაინც გიორგი კარბელაშვილის სასაცილო გამოხდომები იყო.

დაკავებისას გაგლეჯილი მთვრალი იყო და, ღმერთმა უწყის, რატომ გაჰყვიროდათავისუფლება გმირებს”-, მაგრამ უკვე დილით, “ნაპახმელიევზე,” ისეთები მოუყვა ტელევიზიებს, “მიმიქარავსვაშლოვნელი ქეთოს ლეკებისგან გატაცების ისტორია!

და ასე მრავალგზის ნატანჯმა, გატაცებულგამოტაცებულმა, ცხინვალში გადაყვანილმა, უკან გადმოყვანილმა, მოსაკლავად გამეტებულმა და მაინც ვერმოკლულმაგმირმა კარბელამუკვე გვარიანად მოსაღამოებულზე მორცხვად მოიხადა ბოდიში _ რაღაც მომენტში რომელიღაც გზაზე მომეჩვენა, რომ ცხინვალისკენ მივყავდი და იმიტომ მოვბოდე ეგ ყველაფერი. სინამდვილეში კი, გამახსენდა, რომ გათხლეშილი მთვრალი ვიყავი და ცუდად ვიქცეოდი, ბიდიშს ვიხდი და არასოდეს ასე აღარ მოვიქცევი, დედას ვფიცავ, მამას ვფიცავ, ყველაფერს გეფიცებითო, _ დაახლოებით ასეთი შინაარსის იყო გიორგი კარბელაშვილის მიერ ღამით გაკეთებული განცხადება.

რაშია საქმე? “გატაცებულ” და მოგვიანებით “დაბრუნებულ” “კარბელას” ვინმემ მშობლიური “იავნანა” უმღერა და ამან “გაახსენა” სინამდვილე?

დიახ! ოღონდ იავნანისროლი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულმა ვიდეოჩანაწერმა შეასრულა. ამ ჩანაწერში შესანიშნავად ჩანს, გალეშილი პარლამენტარი კარბელაშვილი როგორებლატავებაპატრულის თანამშრომლებს, უშვერი სიტყვებით როგორ აგინებს მთავრობის წარმომადგენლებს და როგორ იყენებს ბოროტად საკუთარ თანამდებობრივ მდგომარეობას, როდესაც პატრულის თანამშრომლებს ეუბნება _ საქართველოს პარლამენტის წევრი ვარ და, რაც უნდა ჩავიდინო, ვერ დამიჭერთო!

სწორედ ამ “იავნანის” გავრცელების შემდეგ მოიბოდიშა გოკა გაბაშვილმაც და უკან წაიღო თავისი სიტყვები პოლიციის პროვოკაციულ მოქმედებებსა და ივანიშვილის თავხედობაზე.

თუმცა იქვე დასძინა: “ეგ განცხადება რომ გავაკეთე, მაშინ არ მქონდა ნანახი შინაგან საქმეთა სამინისტროს ვიდეო და იმიტომ გავაკეთე”-ო. გეგონება, სრულიად საკმარისი გასამართლებელი საბუთი წარმოადგინა იმისთვის, რომ საკუთარი ქვეყნის პოლიცია მძიმედ შეურაცხყო და მთავრობის წარმომადგენლებს უტიფრად დასწამო ცილი.

მართლაც, საკითხავია: შსს-მ ცხვირზე რომ არ აგაფაროს ვიდეომასალა, უარგუმენტოდ უნდა ლანძღო და თათხო ძალოვანი უწყებები და მთავრობა?!

აი, სწორედ აქ აჩენს “ნაციონალური მოძრაობა” თავის ნამდვილ სახეს.

პრინციპი ასეთია: ვიდრე გგონია, რომ მოწინააღმდეგე არ ფლობს ვიდეო თუ სხვა სახის მტკიცებულებებს, მიდი და უნამუსოდ დასდე ბრალი, რაშიც გინდა: ადამიანის გატაცება, მკვლელობის მცდელობა… “კრემლის აგენტობაზე”, რაც ჩვენში ჯერ კიდევ 1990-იანი წლების დასაწყისიდან ყველაზემოდურიბრალდებაა, არაფერს ვამბობ!

ხაზგასასმელია ისიც, რომ “აგვისტოს გმირებით” სპეკულირებაც ძალიან ეხერხებათ “ნაცებს”.

ადამიანი დათვრა, გამოტყვრა, გაილეშა, ასეთ მდგომარეობაში დაჯდა საჭესთან და პატრულის მიერ მის დაკავებას მაინც “აგვისტოს გმირებთან” აკავშირებდა, ვიდრე ცხვირზე არ ააფარეს “ვიდეოიავნანა”.

ფაქტია, “ნაციონალურ მოძრაობას” პოლიცია ამოჩემებული ჰყავს და ყველანაირად ცდილობს პოლიციელებზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას. გავიხსენოთ ჯერ გიგი უგულავას საქციელი საჯარო ბიბლიოთეკასთან, შემდეგ ანდრო ბარნოვის ბღავილი საოკუპაციო ბანერთან და კიდევ არაერთი შემთხვევა ნაცპოლიტიკოსთა მხრიდან პოლიციელების “ნამუსზე აგდების” მცდელობისა.

ხოლო ამ ბოლო შემთხვევაში, გორის პოლიციაში კარბელაშვილის გადაყვანისას საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერის, გიორგი ბარამიძის, ჰიპერაქტიურობითა და მისი ყოვლად უტიფარი ლაპარაკით პოლიციის ოფიცრებთან _ “რას დაგამსგავსათ ბიძინამ! ეს მერაბიშვილის პოლიცია აღარ არის, თქვენ შევარდნაძის დროინდელ ძაღლებს ემსგავსებით!” _ აშკარაა, “ნაცებსიმედი გაუცრუვდათ. ისინი ძალიან იყვნენ დარწმუნებული, რომ პოლიცია ვანოსა და მიშას ერთგული დარჩებოდა და მათ ერთდაფშტვენაზედღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ დაირაზმებოდა

ნაცკოვზი ნაცარშია!

სხვათა შორის, გიორგი ბარამიძეს, განსხვავებით კარბელაშვილ-გაბაშვილისგან, რატომღაც, ჯერად არ მოუხდია ნაცბოდიში…

ბაკურ სვანიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here