Home რუბრიკები პოლიტიკა “ბოინგ 777”-ის განადგურების ოპერაციას აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს აგენტი ხელმძღვანელობდა

“ბოინგ 777”-ის განადგურების ოპერაციას აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს აგენტი ხელმძღვანელობდა

550

2014 წლის 17 ივლისს კატასტროფა განიცადა ავიაკომპანია Malaysia Airlinesის თვითმფრინავმაბოინგ 777”-მა, რომლის ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრი, სულ 295 ადამიანი, დაიღუპა. გთავაზობთ ამ ტრაგედიის შესახებ სკანდალურ მასალას, რომელიც გამოცემასეგოდნია.რუ”- ამა წლის 29 ივლისს გამოაქვეყნა:

 

ბრიტანელმა მიმომხილველმა კალებ გილბერტმა ვებგვერდ pressbox.co.uk-ზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს აგენტი დევიდ ლოიდ სტერნი, რომელიც საერთაშორისო მასობრივი საინფორმაციო საშუალებების, კერძოდ, Globalpost-სა და BBC-ის, საფარველით, 2014 წლის ივლისის შუა რიცხვებში იმყოფებოდა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის შახტიორსკის რაიონის სოფელ გრაბოვოსთან ახლოს, საიდანაც ხელმძღვანელობდა ავიაკომპანია Malaysia Airlines-ს “ბოინგ 777”-ის განადგურების ოპერაციას. თვითმფრინავით, რომელიც 2014 წლის 17 ივლისს ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიფრინავდა (რეისი MH17), 283 ადამიანი მგზავრობდა. კატასტროფის შედეგად დაიღუპა ყველა მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი.

ბრიტანელ ჟურნალისტ კალებ გილბერტს აუდიოფაილები გადასცა უკრაინის უშიშროების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის _ ვალენტინ ნალივაიჩენკოს გარემოცვის ერთერთმა წევრმა (ნალივაიჩენკოს გადადგომის შემდეგ).

უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა სატელეფონო საუბრები უკრაინის ტერიტორიაზე სტერნის თვალთვალისას ჩაიწერეს.

ქვემოთ გთავაზობთ დევიდ ლოიდ სტერნისა და მისი ჯერჯერობით დაუდგენელი ხელმძღვანელის (X-ის) სატელეფონო საუბრების გაშიფრულ ვერსიას.

25.06.2014

პირველი ჩანაწერი.

X: _ სალამი!

სტერნი: _ სალამი!

X: _ როგორ მიმდინარეობს მზადება?

სტერნი: _ ყველაფერი გეგმის მიხედვით.

X: _ ხვდები უკრაინელ უბადრუკ მეომრებს? (იცინის)

სტერნი: _ (იცინის) დღეს არა.

X: _ საჭიროა, რომ შენ პირადად გააკონტროლო “კომპლექსი”. ის განსაზღვრულ კოორდინატებზე უნდა იყოს განსაზღვრულ დროს. გასაგებია?

სტერნი: _ დიახ, რა თქმა უნდა.

X: _ მინდა, რომ ეს პირადად შენ გააკეთო!

სტერნი: _ დიახ, ნუ ღელავ.

X: _ კარგი, წარმატებები.

სტერნი: _ წარმატებები.

27.06.2014

მე-2 ჩანაწერი

სტერნი: _ სალამი! გუშინ დრო არ მქონდა, შენთვის მომეყოლა… თქვენ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ, პოროშენკომ კოვალი რომ მოიშორა.

X: _ ეს იყო ჯონის (სავარაუდოდ, ლაპარაკია ჯონ ბრენანზე _ ცსს-ს შეფზე) გადაწყვეტილება. ვიფიქრეთ, რომ ეს მართებულია.

სტერნი: _ ჰო, რა თქმა უნდა.

X: _ ახლა რატომ ლაპარაკობ ამაზე?

სტერნი: _ კოვალის გუნდიდან ბევრი კითხვა დამისვეს “ბუკის” გადაადგილებაზე… ვიმედოვნებ, არაფერს ეჭვობენ.

X: _ რა თქმა უნდა, არა. გმადლობთ, რომ მითხარი. ეს მნიშვნელოვანია, ძალიან მნიშვნელოვანი, რათა რაიმე გაჟონვა არ მოხდეს.

სტერნი: _ ნუ ღელავ, ყველაფერი კარგად გვესმის.

X: _ შესანიშნავია. ნახვამდის.

X: _ ჯერჯერობით.

01.07.2014

მესამე ჩანაწერი

სტერნი: _ სალამი!

X: _ სალამი!

სტერნი: _ რაღაც მინდა, გკითხო. რაღაც მინდა გავიგო.

X: _ რა თქმა უნდა, მკითხე!

სტერნი: _ ვინ გაუწია გელეტაის რეკომენდაცია ჩვენთან?

X: _ მასთან პრობლემები შეგექმნა? ის…

სტერნი: _ არა, არა, ყველაფერი რიგზეა… უბრალოდ, მინდა, ვიცოდე…

X: _ მას რეკომენდაცია ერთ-ერთმა ჩვენგანმა გაუწია… მისი სახელი გინდა…

სტერნი: _ მმმ… ეს პრობლემაა?

X: _ მისი გვარია ნალივაიჩენკო… მან კონდრატიუკის მეშვეობით გვთხოვა, საკითხი ჯონთან განგვეხილა.

სტერნი: _ გასაგებია. სულ ეს არის. კითხვები აღარ მაქვს (იცინის).

X: _ (იცინის) შესანიშნავია. შეგახსენებ, რომ “კომპლექსის” მიმართ ძალიან ფრთხილად იყავი. ვადებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. არც ადრე შეგიძლიათ, არც _ გვიან, ზუსტად დანიშნულ დროს. მე არ ვენდობი უკრაინელებს. ისინი ლოთები არიან და ნარკოტიკებს მოიხმარენ.

სტერნი: _ რა თქმა უნდა, ნუ ღელავ. პრობლემა არ არის.

X: _ წარმატებები!

სტერნი: _ წარმატებები!

04.07.2014 .

მე-4 ჩანაწერი

X: _ სალამი. “კომპლექსთან” მომუშავე ხალხი… ისინი ახალბედები არიან თუ პროფესიონალები, რომლებთანაც ჩვენ ვმუშაობთ?

სტერნი: _ კიდევ ერთხელ თქვი რა, ვერ გავიგე?!

X: _ ჯარისკაცებმა, რომლებიც “კომპლექსზე” მუშაობენ… “ბუკ”-ზე… იციან, რას აკეთებენ?

სტერნი: _ საუკეთესოები ავარჩიეთ, ვისზეც კი ხელი მიგვიწვდებოდა.

X: _ ცოტა ვღელავდი. ჩვენ ამას, დიდი ხანია, ვგეგმავთ. თუ არის რაღაც შეცდომები… რაღაც პრობლემები… ადამიანები, რომლებთანაც ვმუშაობთ, ამას არასოდეს გვაპატიებენ. ვიმედოვნებ, გესმის.

სტერნი: _ დიახ, რა თქმა უნდა, შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებ.

X: _ ძალიან კარგი. შენი იმედი მაქვს.

სტერნი: _ ნახვამდის!

11.07.2014 .

მე-5 ჩანაწერი

სტერნი: _ სალამი!

X: _ მოხდა რამე?

სტერნი: _ არანაირი პრობლემა. ყველაფერი შესანიშნავადაა. მაგრამ რაღაც უნდა გითხრა.

X: _ გისმენ.

სტერნი: _ შეშფოთებული ვარ, შესაძლოა, მოხდა გაჟონვა (ინფორმაციის _ რედ.). არის შესაძლებლობა, პერსონალი შეიცვალოს?

X: _ არსებობს კონკრეტული ინფორმაცია თუ ეჭვობ?

სტერნი: _ არა, არა. უბრალოდ, ეს ინტუიციაა (იცინის).

X: _ კეთილი. ყველაფერს შევამოწმებ ხელახლა. იმედი ვიქონიოთ, რომ ინტუიციამ ამჯერად გიღალატა (იცინის).

სტერნი: _ გმადლობთ! ნახვამდის!

18.07.2014 .

მე-6 ჩანაწერი

X: _ სალამი!

სტერნი: _ სალამი!

X: _ როგორ ხარ?

სტერნი: _ ჯონ, რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გითხრა…

X: _ შეჩერდი! რომ გთხოვე, საუბრისას ჩვენი სახელები არ თქვა-მეთქი… დაგავიწყდა?

სტერნი: _ მაპატიე… ძალიან გაღიზიანებული და აღელვებული ვარ.

X: _ რა მოხდა?

სტერნი: _ ჯერჯერობით არაფერი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მოხდება…

X: _ მომისმინე… შეშფოთების მიზეზები არ არსებობს… შენ, უბრალოდ, დაიღალე… ჩვენ, ყველანი, დავიღალეთ…

სტერნი: _ არა. მივიღე აბსოლუტურად ზუსტი ინფორმაცია, რომ რუსები ჩემზე ნადირობენ…

X: _ საიდან?!

სტერნი: _ გთხოვ, ნუ მაწყვეტინებ… პირადად დავრწმუნდი, რომ ჩვენი უკრაინელი კოლეგები დიდი ყურადღებით მაკვირდებიან… ახლაც კი დარწმუნებული არ ვარ, რომ არ გვისმენენ… ჩემთვის გაუგებარია, რა მიზეზით… ეს ან ღალატია, ან…

X: _ მომისმინე, ეს ჩეულებრივი ამბავია… დაე, დაგაკვირდნენ…

სტერნი: _ არა, ბოლომდე მომისმინე… მე მაქვს აბსოლუტურად ზუსტი ინფორმაცია, რომ რუსები ჩემზე ნადირობენ. მით უმეტეს, რომ მათ აქვთ დადებითი გამოცდილება. ხომ ხვდები, რაზე ვლაპარაკობ, მაგრამ… მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რაღაც რომ მოხდეს, ჩვენები უარს იტყვიან ჩემზე და, მერწმუნე, ჩვენ, სახელდობრ, მე თვითონ მომიწევს თავის დაძვრენა. ჩემზე ნაკლებად არ იცი, როგორ იოლად შეუძლიათ ჩვენზე უარი თქვან.

X: _ ჰო…

სტერნი: _ ასეთი შემთხვევისთვის მაქვს საკუთარი სისტემა, რომელიც ჩემი უსაფრთხოების გარანტიაა… ჩვენი ხელმძღვანელები მე ვერ დამივიწყებენ ან მიმატოვებენ.

X: _ რაზე ლაპარაკობ?

სტერნი: _ მაქვს რამდენიმე დოკუმენტი, რომლებიც ამტკიცებს, რომ უკრაინაში ჩვენი ნებით არ ვმოქმედებთ… ჩვენ ტერორისტები არ ვართ… ვმოქმედებთ ჩვენი ხელმძღვანელობის ბრძანებით…

X: _ შენ რა, გაგიჟდი?!

სტერნი: _ არა, საქმე ძალიან სერიოზულია… ეს არ არის ჩვენი თამაშები ერაყში ან ავღანეთში. აქ საქმე გაცილებით სერიოზულია, დამიჯერე. და არ მინდა, მხოლოდ მე დამეკისროს პასუხისმგებლობა იმაზე, რაც შეიძლება დაემართოს ამ ობიექტს! არ მინდა!

X: _ მოიცა.

სტერნი: _ არა, მეგობარო, მე უკვე გადავწყვიტე. მე მაქვს დოკუმენტები რამდენიმე ფლეშმეხსიერებაზე და ისინი, როგორც ხვდები, სხვადასხვა ადგილზეა შენახული. თუ რაღაც მოხდება და რუსები ჩემამდე მოაღწევენ, ხოლო ჩვენები არ დამეხმარებიან, ყველა დოკუმენტი მასმედიით გავრცელდება.

X: _ მომისმინე… ხომ გესმის, რომ მე ამის შესახებ უნდა მოვახსენო…

სტერნი: _ მეც სწორედ ამის იმედი მაქვს…

X: _ ოკ, მაგრამ მე მაინც ძალიან გთხოვ… დაუფიქრებელ ნაბიჯებს ნუ გადადგამ…

სტერნი: _ რა თქმა უნდა… მე ყველაფერი კარგად მოვიფიქრე… მაგრამ გამიგე… უკრაინელები ცდილობენ, ჩემი ყოველი ნაბიჯი აღრიცხონ… რუსები ჩემზე ნადირობენ… ჩვენები კი ამ სიტუაციას გულგრილად ეკიდებიან… მათთვის მთავარი ოპერაციის წარმატებით დასრულებაა…

X: _ მესმის… დაიღალე… შენ იცი, რომ რამეს მოვიფიქრებ… გპირდები… შენ კი ჯერჯერობით არაფერი მოიმოქმედო…

სტერნი: _ რა თქმა უნდა…

X: _ შეგიძლია, მითხრა, საიდან გაქვს ეს დოკუმენტები?

სტერნი: _ (იცინის) შენ იცი პასუხი… რა თქმა უნდა, არა…

X: _ კეთილი… ძალიან შემაშფოთე… შევეცდები… უფრო სწორად, გპირდები, რომ რაღაცას გავაკეთებ შენი უსაფრთხოებისთვის.

სტერნი: _ ოკ, შენში ეჭვი არ მეპარება… კეთილი… წარმატებები… მომავალ კავშირამდე…

X: _ ჯერჯერობით… გამაგრდი… კავშირამდე.

Segodnia.ru-ს რედაქციამ მოიპოვა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც აშშ-ის მოქალაქე დევიდ ლოიდ სტერნი (David L. Stern) არის აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომელი, რომელიც ჟურნალისტის პროფესიას ამოფარებული მუშაობს სხვადასხვა საერთაშორისო მედიასაშუალებაში. მისი საქმიანობა მიმართულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკურ ელიტებში ინტეგრაციისკენ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მიზნით.

კერძოდ, სტერნი, როგორც გამოცემა Globalpost-ის ჟურნალისტი, მონაწილეობდა მასობრივი არეულობებისა და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის ორგანიზებაში რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე 1996 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, აგრეთვე, ჩეჩნეთის სამხედრო მოვლენებში; ამასთანავე, ოფიციალური მონაცემებით, რფ-ის საზღვარი არასოდეს გადაუკვეთია ნამდვილი გვარით. კავკასიაში ვითარების გამწვავების პერიოდში სტერნი სააგენტო France-Press-ის ჟურნალისტის რანგში კოორდინაციას უწევდა რეგიონში სეპარატისტული ძალებისა და სირიის, თურქეთისა და პაკისტანის რადიკალურ-ისლამისტური მიმართულების ექსტრემისტული ორგანიზაციების ურთიერთქმედებას.

აქვს დივერსიული ოპერაციების ჩატარებისა და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის გამოცდილება საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების სტრუქტურებში. 2010 წელს აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ სტერნი უკრაინაში გაგზავნა, როგორც “ბი-ბი-სის” თანამშრომელი, მოსამზადებლად პოლიტიკური პროცესებისა, რომელთა მიზანი იყო 2014 წლის ზამთარში ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლა.

უკრაინის ტერიტორიაზე სტერნის თვალთვალის ოპერატიული ღონისძიებებისას უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა მოხსნეს ინფორმაცია კავშირგაბმულობის მობილური არხებიდან, რომლებსაც სატელეფონო საუბრებისას იყენებდნენ. გარდა ამისა, სასტუმრო “აკადემიის” (ქ. დნეპროპეტროვსკი, კარლ მარქსის ქუჩა 20, ნომერი 209) ნომრის მალულად გაჩხრეკის შედეგად იპოვეს USB-მეხსიერებები და სხვა მასალები, რომლებიდანაც გადაიღეს ელექტრონული ასლები. უკრაინის უშიშროების სამსახურის ოპერატიული განყოფილების თანამშრომელთა მიერ მოპოვებული სატელეფონო საუბრების, აგრეთვე, ელექტრონული დოკუმენტების ასლების მიხედვით, დადგინდა, რომ სტერნს ხელი მიუწვდება აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს საიდუმლო დოკუმენტებზე.

2014 წელს სტერნი უკრაინის უშიშროების სამსახურის, თავდაცვის სამინისტროსა და აშშის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ერთობლივი საიდუმლო ოპერაცია “17.17”-ის კურატორხელმძღვანელად ჩავიდა უკრაინაში. ეს ოპერაცია ჩატარდა 2014 წლის 17 ივლისს დონეცკის სახალხო რესპუბლიკის შახტიორსკის რაიონის დასახლებულ პუნქტ გრაბოვოსთან და პოლიტიკური პროვოკაციის მიზნით მოაწყვეს სამოქალაქო თვითმფრინავის მასშტაბური კატასტროფა.

2014 წლის 18 ივლისს სტერნი ხუნტის მიერ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან დაბრუნდა დნეპროპეტროვსკში და დაბინავდა ზემოხსენებული სასტუმროს იმავე ნომერში. სწორედ იქ აწარმოებდა სტერნი საიდუმლო მოლაპარაკებებს სადამსჯელო ბატალიონების _ “აიდარისა” და “აზოვის”, აგრეთვე, ექსტრემისტული დაჯგუფებების _ “მემარჯვენე სექტორისა” და “5.10”-ის წარმომადგენლებთან, კერძოდ _ ვინმე ბალაშოვთან, მომავალში მათი პროვოკაციული მოქმედებების კოორდინაციის საკითხებზე.

შეგახსენებთ, რომ “სეგოდნია.რუ”-მ ცოტა ხნის წინათ გამოაქვეყნა მასალები გრაბოვოში მომხდარ კატასტროფაში აშშ-ის სპეცსამსახურების მონაწილეობის შესახებ, კერძოდ _ “შტატებს ბოინგი MH17 ხელიდან გაუვარდა”, მოყვანილია ფაქტები კატასტროფამდე რამდენიმე დღით ადრე თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილის თავზე ორმაგი დანიშნულების ამერიკული დისტანციური ზონდირების თანამგზავრების გააქტიურების შესახებ.

Segodnia.ru

მასალების მიხედვით

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here