Home რუბრიკები პოლიტიკა რა შეიძლება მოჰყვეს ჩვენი ქვეყნისა და ერისათვის დასავლეთის მიერ თავსმოხვეული “ღირებულებების” გაზიარებას?

რა შეიძლება მოჰყვეს ჩვენი ქვეყნისა და ერისათვის დასავლეთის მიერ თავსმოხვეული “ღირებულებების” გაზიარებას?

839

ამა წლის 26 ივნისს აშშ-ის ყველა შტატში ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინების ლეგალიზებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად შეხვდნენ, თუმცა უფრო ზუსტი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ამერიკელთა ამ გადაწყვეტილებას ქვეყნების ხელისუფლებები და მოქალაქეები შეხვდნენ სხვადასხვანაირად, რადგან, აშშ-ის ვასალობის მიუხედავად, ევროპის ბევრ ქვეყანაში ე.წ. სექსუალური უმცირესობებისადმი დამოკიდებულება გაცილებით მკაცრია, ვიდრე აშშ-ში. 

 

ამას მოწმობს პარიზსა და რომში გამართული ელგბტთემის წინააღმდეგ მიმართული გრანდიოზული საპროტესტო აქციები, რომლებშიც მილიონამდე ადამიანი მონაწილეობდა, აგრეთვე, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის რამდენიმე დღისწინანდელი განცხადება, რომ ქორწინება არის მამაკაცისა და ქალის ერთად ცხოვრება.

აშშ-ის ყველა შტატში ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზების შემდეგ პრეზიდენტ ბარაკ ობამას გამაოგნებელი განცხადება _ ეს ამერიკის გამარჯვებააო, და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის, შეუნიღბავ მუქარას _ ვეცდებით, ეს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში დავაკანონოთო, ოდნავაც არ შეუცვლია ტრადიციული რელიგიების წარმომადგენელთა _ კათოლიკების, მართლმადიდებლების, მუსლიმანების, ბუდისტებისა თუ იუდეველების _ ნეგატიური დამოკიდებულება პედერასტიისა და, საერთოდ, ჰომოსექსუალიზმის მიმართ. პირიქით, ამ ამბით გაღიზიანებულმა ზიმბაბვეს პრეზიდენტმა რობერტ მუგაბემ ბარაკ ობამას დაცინვით ხელი სთხოვა, _ დემოკრატიულობა გამოიჩინე და ცოლად გამომყევიო. დასავლეთის ზოგ ქვეყანაში, სადაც მაღალი რანგის სახელმწიფო პირი მამაკაცები მამაკაცებს მიჰყვებიან ცოლად თუ პირიქით _ მამაკაცს ცოლად ირთავენ, ერთნაირსქესიანთა ქორწინებისადმი ტოლერანტული დამოკიდებულება პროგრესულ მოვლენად, მეტ თავისუფლებად აღიქმება, ხოლო სხვა ქვეყნებში, სადაც ჯეროვნად არ ყვავის “ამერიკული დემოკრატია”, ამას აშშ-ისა და ევროპის გახრწნად, ზნეობრივ დაცემად აფასებენ.

საქართველოში კი ყიჟინა ატეხეს ლგბტ პირების უფლებათა დამცველმა, ამერიკული გრანტებით ნაკვებმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და საპარლამენტო ფრაქცია “რესპუბლიკელების” წევრმა თამარ კორძაიამ, რომელმაც განაცხადა, რომ “ეს ადამიანის უფლებების სფეროში წინ გადადგმული ნაბიჯია”.

ამერიკელთა მიერ გულუხვად დაფინანსებულ-მხარდაჭერილი არასამთავრობოებისა და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელთა ყიჟინას ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილის ისეთი აღშფოთება მოჰყვა, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იძულებული შეიქნა, საჯაროდ განეცხადებინა: “ყველაფერს გავაკეთებ, რომ კონსტიტუციაში ჩაიწეროს _ ქორწინება, ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა!”

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბევრს აშფოთებს ქვეყანაში ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების პერსპექტივა, საზოგადოების უდიდესი ნაწილი თვლის, რომ ტრადიციული ფასეულობების მქონე მართლმადიდებელ ქვეყანაში ასეთი რამ შეუძლებელია.

არის თუ არა შეუძლებელი საქართველოში ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინების დაკანონება და რა შეიძლება მოჰყვეს ჩვენი ქვეყნისა და ერისთვის დასავლეთის მიერ თავსმოხვეულიღირებულებებისგაზიარებას? _ ამ საკითხზე 2 წლის წინათ ისაუბრა ცნობილმა პოლიტოლოგმა ალექსანდრე ჭაჭიამ გაზეთ “საქართველო და მსოფლიოსთვის” მიცემულ ინტერვიუში: თუ მორჩილად მივიღებთ თავსმოხვეულ ღირებულებებს _ დავიღუპებით (იხ. “საქართველო და მსოფლიო” #19, 29 მაისი _ 4 ივნისი, 2013 წ.). როგორც ამ ინტერვიუს ქვემთ მოყვანილი ამონარიდებიდან ჩანს, ბატონი ალექსანდრეს კიდევ ერთი პოლიტიკური პროგნოზი (როგორც მანამდე _ არაერთი) ზედმიწევნით ასრულდა:

გეიიდეოლოგიით განმსჭვალული ახალგაზრდები და თანამედროვე ევროპულიღირებულებები

“არიან ახალგაზრდები, რომლებიც განიმსჭვალნენ გეიიდეოლოგიით დასავლურ უნივერსიტეტებში სწავლისას ან აქ, საქართველოში, უცხოელებთან ურთიერთობისას; და არის ხალხი, რომელიც დასავლეთისგან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების წევრია და ფულისთვის ასრულებს გარკვეულ მითითებას.

აქვს თუ არა პერსპექტივა მათ საქმიანობას? დიახ, აქვს. თუ ხელისუფლება და ქართველი საზოგადოება ჯიუტად განაგრძობენ .. ევროპული ღირებულებების მიმართ ერთგულების დეკლარირებას, ანუ განაგრძობენ შევარდნაძესააკაშვილის გეზით სვლას, მაშინ უნდა გაითვალისწინონ, რომ პედერასტია თანამედროვეევროპული ღირებულებებისგანუყოფელი ნაწილია, მეტიც, ამა თუ იმ სახელმწიფოსევროპულობისმთავარი მაჩვენებელია. მსოფლიოში იგი მზარდი ტემპით ვითარდება, რასაც ხელს უწყობს ათასობით სხვადასხვა სახის საზოგადოებრივი ორგანიზაცია, მედია, კინოინდუსტრია. თუ 15-20 წლის წინათ პედერასტია ე.წ. შემოქმედებითი ინტელიგენციისა და ცივილიზაციის სიმდიდრით გაზულუქებული მდიდრებისა და მათი შვილების გარემოში მხოლოდ “მოდა” იყო, დღეს ეს დასავლური ქვეყნების საზოგადოებრივი ცხოვრების განუყოფელი ატრიბუტია. ეს მოხდა ძალიან მოკლე ისტორიულ პერიოდში.

გავიხსენოთ ისტორია. ჰომოსექსუალიზმი არსებობდა ყოველთვის, მაგრამ, როგორც ჩანს, ჰომოსექსუალური კავშირების თავისუფლებას საზოგადოებისთვის ისეთი დიდი ზიანი მოჰქონდა, რომ მონოთეისტური რელიგიების დამფუძნებლები იძულებულნი შექნენ, მომაკვდინებელ ცოდვად გამოეცხადებინათ იგი. ქრისტიანულ ევროპაში ჰომოსექსუალიზმი იატაკქვეშ გადავიდა და მისი მასშტაბებიც მკვეთრად შემცირდა. პერიოდულად იყო აღზევებებიც, მაგალითად, შუასაუკუნეებში კათოლიკე ბერების გარემოში და, სავარაუდოდ, სწორედ ამ მოვლენასთან საბრძოლველად შეიქმნა თავიდან ინკვიზიცია. მე-19 საუკუნესა და მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ევროპაშიც და აშშ-შიც პედერასტიასთან დამოკიდებულება იყო ძალიან უარყოფითი. გაიხსენეთ ოსკარ უაილდი, რომელიც 1895 წელს ამერიკაში ციხეში ჩასვეს, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-ში ჰომოსექსუალების მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულების ფორმირება დაიწყო. ამას ხელი შეუწყო ამერიკული ჯარის სამხედრო მოსამსახურეთა გარემოში პედერასტთა საზოგადოების წარმოქმნამ საკუთარი ცნობიერებით. სწორედ მამათმავალმა სამხედროებმა მისცეს აშშ-ში ჰომოსექსუალიზმის რეაბილიტაციასა და ლეგალიზაციას ბიძგი. მას შემდეგ აშშ სექსუალური უმცირესობების უფლებებისთვის მებრძოლი მოძრაობის ლიდერია მსოფლიოში. ყველა ქვეყანა, რომელიც აშშის გავლენას განიცდის, იძულებულია, ერთნაირ სქესიანთა კავშირების ლეგალიზება მოახდინოს და წაახალისოს. თავად აშშში კონგრესის დაახლოებით 70 წევრი ოფიციალური პედერასტია, ჯარში 65 ათასი ოფიციალური გეი და ლესბოსელი მსახურობს. აშშ-ის ჯარში ერთნაირ სქესიანი ქორწინებები, სოციალური შეღავათების თვალსაზრისით, გაუთანაბრეს ჩვეულებრივ ქორწინებებს, მაგალითად, ჯარისკაცის დაღუპვის შემთხვევაში მისი ქორწინების პარტნიორი (არ ვიცი, სხვანაირად როგორ დავარქვა) მიიღებს ფულად კომპენსაციას და აქვს უფლება, გარდაცვალების შემდეგ დაიკრძალოს მასთან ერთად სამხედრო სასაფლაოზე…

უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ შევეჯახეთ არა ერთ მუჭა გეებსა და მათ თანამგრძნობ ქართველევროპელებს”, არამედ მძლავრ საერთაშორისო ძალას, რომლის უკანაც შეერთებული შტატები _ საქართველოს ფაქტობრივი პატრონი და მთელი ევროპა დგანან. ძალიან არათანაბარი ძალებია”.

საქართველოს მთავარი ეროვნული ინტერესი

“საქართველო, პირველ რიგში, უნდა შეეცადოს, გახდეს, ოდნავ მაინც, დამოუკიდებელი სახელმწიფო. უკვე 20 წელიწადია, საქართველოს დამოუკიდებლობა გამოიხატება 26 მაისს ზეიმის ჩატარებაში. ეს ცოტა ხომ არ არის საიმისოდ, რომ თავი სახელმწიფოდ ჩავთვალოთ? შევარდნაძე და სააკაშვილი გვარწმუნებდნენ, რომ რუსეთის “უმცროს ძმად” ყოფნა უღირსობაა, ამჟამინდელმა პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ჩვენ შეერთებული შტატების “უმცროსი პარტნიორები” ვართ და ეს დიდი მიღწევაა. სრულიად შესაძლებელია, რომ ვინმეს პარტნიორობა უფრო მოსწონდეს, ვიდრე ძმობა, მაგრამ პარტნიორს, თუნდაც უმცროსს, უნდა ჰქონდეს საკუთარი ინტერესები, სხვა შემთხვევაში იგი პარტნიორი არ არის _ ის ლაქიაა, მონა. საქართველოს დღეს ერთი მთავარი ეროვნული ინტერესი აქვს _ ქართველი ერის, როგორც კულტურულისტორიული ფენომენის, შენარჩუნება.

უნდა ავუხსნათ “უფროს პარტნიორს”, რომ, როდესაც საქართველო იყოუმცროსი ძმა”, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა ყოველწლიურად მატულობდა, თითქმის ყველა ქართველი ცხოვრობდა საქართველოში და ცუდ სიზმარშიც კი ვერ ხედავდა საკუთარ თავს ემიგრანტის ამპლუაში; ქვეყანაში მუშაობდა ასობით ქარხანა, ფაბრიკა, სასოფლოსამეურნეო საწარმო და ჩვენ არ ვიცოდით, რა იყო უმუშევრობა, მიწას ამუშავებდნენ და მოსავალს იღებდნენ ადგილობრივი გლეხები, ხოლოპედერასტისალანძღავი სიტყვა იყო.

როდესაც ჩვენ გავხდით აშშისუმცროსი პარტნიორი”, შობადობის მაჩვენებელი კატასტროფულად დაეცა, ხოლო მოკვდავობისა კატასტროფულად გაიზარდა, ქარხნები და ფაბრიკები ჯართში ჩააბარეს; ქართველი ერის მესამედი ემიგრაციაში წავიდა და სხვა ქვეყნებში მომსახურე პერსონალი გახდა, ყოველი მეორე, ვინც სამშობლოში დარჩა, უმუშევარია; ტერიტორიების 20 პროცენტი დაკარგულია, დარჩენილი მიწები ინდოელებს, ჩინელებს, პაკისტანელებსა და კიდევ ვიღაცას მიჰყიდეს, ხოლო პედერასტები ინგლისურენოვანი პლაკატებით ხელში დედა ენის ძეგლთან იკრიბებიან და ერთნაირსქესიანი სიყვარულისთვის თავიანთი უფლებების დაკანონებას ითხოვენ. ასეთიპარტნიორობისკიდევ 10 წელი და ქართველი ერი, როგორც კულტურული სათემო, უბრალოდ, აღარ იარსებებს”.

ეროვნული ღირებულებებისა და პრიორიტეტების სისტემა

“ქართველმა საზოგადოებამ უნდა განსაზღვროს ეროვნული ღირებულებებისა და პრიორიტეტების სისტემა. 15 წლის წინათ მე შევიმუშავე და გამოვაქვეყნესაქართველოს ეროვნულსახელმწიფოებრივი განვითარების სტრატეგია”, რომელშიც ჩამოვაყალიბე ქვეყნის ეროვნული ინტერესები, მიზნები და ამოცანები განვითარების გარდამავალ პერიოდსა და პერსპექტივაში. მთავარ მიზნად ქართველი ერის ფიზიკური განადგურებისგან და ზნეობრივი დეგრადაციისგან დაცვა მივიჩნიე. მაშინვე დავასახელე ლოზუნგი პატრიოტული ძალებისთვის _ “ქართველობის გადასარჩენად!”. ეს სიტყვები თავის ლოზუნგად აქცია სახალხო მოძრაობა “სამეგრელოს” გაზეთმა “ილორმა”. ამის იქით საქმე არ წასულა. შევარდნაძემ და მისმა კარის ინტელიგენციამ, შემდგომში კი სააკაშვილმა და მისმა გუნდმა მე “ნაციონალისტი” და “კრემლის რუპორი” მიწოდეს; პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც საკუთარ თავს “ოპოზიციას” ეძახდნენ, მკვეთრად დაგმეს ჩემი “ანტიამერიკანიზმი” და “ანტიევროპეიზმი”. დღეს ის ჩემი ლოზუნგი კიდევ უფრო აქტუალურია, თუმცა, შესაძლოა, უკვე გვიანიცაა… თითქმის მთელი პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი განაგრძობს ზურაბ ჟვანიას ბოდვითი განცხადებით ხელმძღვანელობას: “მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი!”. სააკაშვილი და მისი ცხვირმოუხოცავი თანამზრახველები 10 წლის განმავლობაში უდებდნენ ხალხს თავში, რომ საქართველობრუნდებაევროპაში, რომ ჩვენ ევროპული საზოგადოების განუყოფელი ნაწილი ვართ და .. ამისთვის ჩამოჰყავდათ აქ ვიღაც ევროპელი მასხარებიმესამეხარისხოვანი ქვეყნების პრეზიდენტები, ევროპარლამენტარები, მოედნებზე სამარცხვინო შოუებს დგამდნენ. სხვათა შორის, საქართველოში არც ერთი მნიშვნელოვანი ევროპული ქვეყნის პრეზიდენტი ან პრემიერი არ ჩამოსულა (სარკოზი გამონაკლისი შემთხვევისა და მიზეზის გამო ჩამოვიდა), რითაც მათ გამოხატეს დამოკიდებულება საქართველოს “ევროპულ იდენტობასთან”.

საქართველო არასოდეს ყოფილა ევროპის ნაწილი და ევროპა არასოდეს თვლიდა საქართველოს თავის ნაწილად. ევროპულმა კულტურამ, ევროპულმა ღირებულებებმა საქართველოში მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში შემოაღწია რუსეთიდან. მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში “თერგდალეულთა” _ დიდი ქართველი განმანათლებლების _ დამსახურებით ეს პროცესი გაძლიერდა, მაგრამ იმხანად ევროპა სწრაფად ვითარდებოდა, ევროპული ღირებულებები იყო ჭეშმარიტი პროგრესული ღირებულებები განათლებაშიც, მეცნიერებაშიც, ხელოვნებაშიც, ტექნიკაშიც, წარმოების ორგანიზებაშიც და საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც. დღეს ევროპა მძლავრად დეგრადირებს. ევროპული სახელმწიფოები აღარ არიან დამოუკიდებელი ეროვნული სახელმწიფოები ეროვნული ტრადიციებით, წეს-ჩვეულებებით, ზნეობრივი ნორმებით. ევროპელი ერები ცდილობენ, ხელისუფლებაზე დემოკრატიული მეთოდებით ზემოქმედებით შეეწინააღმდეგონ დამანგრეველ ტენდენციებს, მაგრამ ამას აზრი არ აქვს.

დასავლური დემოკრატია, როგორც დასავლური ეკონომიკური მოდელი, ჩიხში შევიდა, მოსახლეობის ეროვნული ინტერესების დაცვის საშუალება აღარ არის. უმრავლესობის ნება _ დემოკრატიის საფუძველი _ აღარაფერს წყვეტს. იგი შეცვალა საგარეო პოლიტიკაში აშშის და საერთაშორისო კაპიტალის ნებამ, საშინაოში _ “უმცირესობათამოთხოვნებმა. გაიხსენეთ: დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 80 პროცენტი ეწინააღმდეგებოდა მათი ქვეყნის ერაყთან ომში მონაწილეობას, მაგრამ ინგლისის ხელისუფლებამ მიაფურთხა საკუთარი ხალხის სურვილს. აშშ-ში ომის დაწყების წინააღმდეგ მრავალმილიონიანი დემონსტრაციები იმართებოდა, მაგრამ ხელისუფლებამ ომი მაინც დაიწყო. ფრანგთა უმრავლესობა ერთნაირსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ გამოდის, მაგრამ პრეზიდენტმა და პარლამენტმა უმრავლესობის ნება უგულებელყვეს.

მულტიკულტურალიზმის პოლიტიკამ და მცდელობებმა, მომხდარიყო მილიონობით მიგრანტის ინტეგრაცია, კრახი განიცადა. კომფორტით განებივრებული ევროპელები, რომლებიც ორიენტირებული არიან მოხმარებაზე, რომლებმაც დაივიწყეს ქრისტიანული პოსტულატები და მიეჩვივნენუმცირესობათა უფლებებისდაცვას, დაუცველები აღმოჩნდნენ ეროვნულად და რელიგიურად ერთსულოვანი მიგრანტების სათემოების უხეში ზეწოლის წინაშე, რომლებიც თავიანთ ნორმებსა და ქცევის წესებს დაჟინებით და აგრესიულად ახვევენ თავს ევროპას. ორ მილიონ მუსლიმანს შეშინებული ჰყავს მრავალმილიონიანი ინგლისი. საქმე აბსურდამდე მივიდა: ინგლისელი სამხედრო მოსამსახურეებისთვის რეკომენდებულია, არ იარონ ლონდონის ქუჩებში სამხედრო ფორმით, რათა არ მოახდინონ ძალადობის პროვოცირება მუსლიმანი ექსტრემისტების მხრიდან. წყნარ შვედეთში ყოველ ღამე იწვის ავტომანქანები, ორი წლის წინათ იგივე ხდებოდა პარიზში. ევროპელ ერებს, თუ მათ გადარჩენა სურთ, არ აქვთ სხვა გზა, გარდა იმისა, რომ დაუბრუნდნენ ეროვნულ სახელმწიფოებს და რადიკალურად შეცვალონ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების შესახებ მოსაზრებები. ეს პროცესი ძალიან მძიმე და, ალბათ, სისხლიანი იქნება, ფაშისტური უკიდურესობებით, როგორც ეს ევროპას ისტორიულად სჩვევია, მაგრამ ის გარდაუვალია. ევროპის ერებს ჯერ კიდევ აქვთ პოტენციალი, რომელიც საკმარისია აღზევებისთვის. საქართველოს კი ასეთი პოტენციალი არ აქვს. თუ ჩვენ მორჩილად მივიღებთ თავსმოხვეულ “ღირებულებებს”, დავიღუპებით”.

როგორ შევაჩეროთ გეიკულტურის აგრესია

“წიგნების გამომცემელთა, ტელეარხების, კინოგაქირავების სინდისსა და ეროვნული გრძნობების იმედად ყოფნა უაზრობაა, რადგან ამის უკან დიდი ფული დგას. საჭიროა ცენზურა, რომელიც მხოლოდ სახელმწიფომ შეიძლება დააწესოს. სახელმწიფო ვალდებულია, ერის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე იზრუნოს; ვალდებულია, დაიცვას ახალგაზრდა თაობა ეროვნული მსოფლმხედველობისთვის უცხო ტენდენციებისა და გავლენებისგან, თუნდაც ისინი თანამედროვე ევროპული და ამერიკული კულტურის ნაწილი იყოს. ბუნებრივია, საუბარი არ არის ჰომოსექსუალთა მიერ შექმნილი ნაწარმოებების აკრძალვაზე. ყველას წაგვიკითხავს მარსელ პრუსტის, სომერსეტ მოემის, ვირჯინია ვულფის რომანები, რემბოსა და ვერლენის ლექსები, მოგვისმენია ელტონ ჯონისა და ფრედი მერკურისთვის, მაგრამ, ალბათ, მცირე ნაწილი თუ დაფიქრებულა მათ სექსუალურ ორიენტაციაზე. სამაგიეროდ, ამერიკელი ვიდალ გორი ასევე ნიჭიერი მწერალია, მაგრამ მისი რომანები პედერასტიის ღია პროპაგანდაა. ასეთი ნაწარმოებები არ უნდა ხვდებოდეს წიგნის ბაზარზე.

პედერასტიის გავრცელების წინააღმდეგ მოქმედება არ არის მარტივი საქმე, მით უფრო, როდესაც ეს ამერიკაზე დამოკიდებულ სახელმწიფოებს შეეხება. საჭიროა საზოგადოების მაქსიმალური კონსოლიდაცია. არ ვიცი, ჩვენს საზოგადოებას შესწევს თუ არა კონსოლიდაციის უნარი, მაგრამ მხოლოდ ასეა შესაძლებელი, ერთი მხრივ, აიძულო ხელისუფლება, დაიცვას ერი გახრწნისგან, მეორე მხრივ კი, ხელისუფლებას მიეცეს კოზირი ამერიკელ პატრონებთან ურთიერთობისთვის, რაკი ხალხი ერთსულოვნად წინააღმდეგია, მის მოსამზადებლად დრო მოგვეცითო. ამან შეიძლება იმუშაოს”.

რისთვის უნდოდა ხალხს ხელისუფლების შეცვლა

ბიძინა ივანიშვილმა “ნაციონალთა” მმართველობისგან გვიხსნა და ხალხი ამისთვის მისი მადლიერია. ხალხი მას ენდობა და ბუნებრივია, რომ მოთმინებით ეკიდება მის გაუგებარ პოლიტიკურ სიმპათიებსა თუ სრულიად მიუღებელ საკადრო დანიშვნებს. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ხალხს ხელისუფლების შეცვლა იმისთვის უნდოდა, რომ საქართველოში არ ჩატარებულიყო გეიაღლუმები, ტელევიზიებს არ გაერყვნა ახალგაზრდობა, სახელისუფლო სტრუქტურებს დაეცვა ტრადიციული სულიერი ღირებულებები, მორალური ნორმები; მხარი დაეჭირათ ქართველი ხალხის სოციოკულტურული თვითმყოფადობისთვის, მისი სპეციფიკური თავისებურებებისთვის და სწორედ ამით იქნებოდა უზრუნველყოფილი ერის შენარჩუნება. ამას დაგვპირდა “ქართული ოცნება”, ისევე, როგორც დაგვპირდა აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის აღდგენას, რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას. ჯერჯერობით ხალხი მოლოდინისა და იმედის რეჟიმშია”.

აი, ამას ამბობდა პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია 2 წლის წინათ, თუმცა მისი შეფასებები და დასკვნები დღესაც აქტუალურია.

ვასალ ხელისუფლებას და, მით უმეტეს, მის სიუზერენს, საქართველოს შემთხვევაში _ დასავლეთს, კონკრეტულად კი, აშშ-ს, არ სურს, ჰყავდეს განათლებული მოქალაქეები, რომლებიც ყველა საკითხში გაერკვევიან, რადგან გაუნათლებელი ადამიანების მართვა გაცილებით იოლია. პირველი, რაც ე.წ. ახალგაზრდა რეფორმატორებმა საქართველოში მოიმოქმედეს, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ნგრევა იყო; ამას მოჰყვა იერიში ეროვნულ ფასეულობებსა და ტრადიციებზე, მართლმადიდებლობაზე, რაც დღესაც გრძელდება იმიტომ, რომ სურთ, ახალი ჯიშის ქართველი გამოიყვანონ _ გაუნათლებელი, უკულტურო, უტრადიციო, ზნეობრივად დაცლილი; ქართველი, რომელიც 30 ვერცხლის (გრანტის) სანაცვლოდ ყველაფერზე თავს დაუკრავს, ყველაფერს მიესალმება, რასაც დასავლეთი უბრძანებს და რაც მის ეროვნულ იდენტობას გაანადგურებს.

გაიხსენეთ, რა იყო ე.წ. დასავლური დემოკრატიის პირველი ნაბიჯი საქართველოში. _ პირადობის დამადასტურებელი მოწმობიდან ეროვნების აღმნიშვნელი გრაფის ამოღება. ამას მოჰყვა ე.წ. ანტიდისკრიმინაციული კანონი (2014 წლის მაისში), რომელიც საქართველოს პარლამენტმა ერთხმად მიიღო და რომელმაც საფუძველი მოუმზადა ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინების დაკანონებას ჩვენს ქვეყანაში.

შედეგად, ლგბტ თემი ისე გააქტიურდა, რომ აღარც მალავს განზრახვას _ აშშ-ის მხარდაჭერით, ერთნაირსქესიანთა ქორწინება აშშ-ის სტრატეგიულ მოკავშირე საქართველოშიც მალე დაკანონდებაო.

მართალია, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი უარყოფითად არის განწყობილი ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებისა და, საერთოდ, სექსუალური უმცირესობების მიმართ, და პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც განაცხადა, ყველაფერს გავაკეთებ, კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ოჯახი, ქორწინება მამაკაცისა და ქალის ერთობლიობააო, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ, რომელიც სავსეა პროამერიკელი რესპუბლიკელებით და უსიტყვოდ ასრულებს აშშის მითითებებს, შეიძლება ვერ გაუძლოს ამერიკელთა წნეხს და გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ კანონის შემოღებაზე დაიწყოს საუბარი.

ამიტომ ამ საკითხზე აუცილებელია სრულიად საქართველოს მოსახლეობის კონსოლიდაცია. მხოლოდ ერთობით, მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შეიძლება, აღვუდგეთ წინ ამ საშინელ ჭირს, რომლის გავრცელებითაც აშშ გვემუქრება და რომელიც გააქრობს ქართველობას, როგორც ერს.

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

ცნობისთვის:                                          

* ამჟამად ერთნაირსქესიანთა ქორწინება ნებადართულია მსოფლიოს 20 ქვეყანაში (პირველი ასეთი ქორწინების რეგისტრაცია მოხდა ჰოლანდიაში _ 2001 .), დიდი ბრიტანეთის დიდ ნაწილსა და მექსიკის რამდენიმე შტატში.

* ერთი და იმავე სქესის პირებს ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ უფლება აქვთ, იშვილონ ბავშვი და იყვნენ მშობლები.

* სახელმწიფოს მიერ ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინების აღიარება და რეგისტრაცია ცვლის პრინციპებს სამოქალაქო კანონმდებლობისა, რომელშიც სიტყვები _ “ქმარიდაცოლი”, “მამადადედაიცვლება ზოგადი ტერმინებით: “მეუღლე 1”, “მეუღლე 2”, “მშობელი 1”, “მშობელი 2”. ამასთანავე, უქმდება ადამიანის იდენტობის პრინციპი სქესობრივი განსხვავებულობისა და ნათესაური კავშირის შესახებ და ყალიბდება კავშირის ახალი ფორმა _ სოციალური, რომელიც, ადამიანურ რეალურ ბუნებასა და სქესობრივ კუთვნილებაზე კი არა, ცხოვრების სტილსა და სექსუალურ ორიენტაციაზეა დამოკიდებული.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here