ინგლისის ქალაქ ლინკოლნში (აღმოსავლეთ მიდლენდის ლინკოლნშირის საგრაფოს ადმინისტრაციული ცენტრი) ბაბუა თავის შვილიშვილ გოგონას წლების განმავლობაში აუპატიურებდა და მეძავად გაზარდა; აიძულებდა პედოფილებთან კავშირის დამყარებას დადგენილი ტაქსის საფასურად.
ემა ლუიზას ისტორია მკითხველებს დაწვრილებით გააცნო ბრიტანულმა ტაბლოიდმა The Sun–მა. გულისამრევი დეტალების გამოქვეყნებაზე ჩვენ უარი ვთქვით, მხოლოდ ერთს დავასახელებთ: ბაბუის მცდელობით, ემა ლუიზამ 200 კაცის ხელში გაიარა, დაავადებული იყო ვენერიული სნეულებებით.
ემა ლუიზამ თავისი უბედურების ამბავი ჟურნალისტებს გაანდო.
ყროლი ბაბუა კარლ ბარკერი სასამართლოს განაჩენით 22-წლიან სასჯელს იხდის.