პარტია “ნაციონალური ფრონტის” ლიდერმა მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი გადაიქცა სექტად, რომელიც მოქალაქეებს ჯერ ტვინს ურეცხავს, შემდეგ კი გადადის მუქარასა და შანტაჟზე.
როდემდე უნდა ითმინონ ფრანგებმა ასეთი დამოკიდებულება? _ დასვა კითხვა ფრანგმა პოლიტიკოსმა Sud Radio-ს ეთერში.
“ევროკავშირის ასეთი სექტანტური მიდგომის გამო ამ გაერთიანების წევრმა ქვეყნებმა უფრო მეტი დამოუკიდებლობის მოპოვება უნდა სცადონ და ეროვნულ ვალუტას დაუბრუნდნენ.
ევროკავშირი სიგიჟეა, ამოფარებულია ყალბი დემოკრატიის დროშას და ქვეყნებს დამოუკიდებლობას ართმევს”, _ განაცხადა მარინ ლე პენმა.