Home რუბრიკები პოლიტიკა ომი, რომელსაც ვერ ვამჩნევთ: პლანეტას მესამე მსოფლიო ომის ცეცხლი ეკიდება

ომი, რომელსაც ვერ ვამჩნევთ: პლანეტას მესამე მსოფლიო ომის ცეცხლი ეკიდება

1441

მაშინ, როცა არცთუ შორეულ საზღვრებთან ომები მძვინვარებს, ობივატელს ჰგონია, რომ მშვიდობიან ეპოქაში ცხოვრობს. ომი დაწყებულია. უმნიშვნელოვანესი მოვლენები ახლო და შუა აღმოსავლეთში ვითარდება.

სადაცაა, კარს მოადგება სამხრეთ კავკასიას, ჩვენ კი ტაშფანდურა შოუებს ვაწყობთ და ვიღაც გადაგვარებულების სექსუალური ორიენტაციის დაკანონების კამათში ვართ ჩართულებიბროშკიანიტელეწამყვანების კარგად დაფინანსებული მონდომებით. ხოლო საქართველოს ერთერთ სამხარეო ცენტრში ვაწყობთ აქციასმიშა სჭირდება საქართველოს”… სააკაშვილს კი პოროშენკო ოდესის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად ამწესებს (!). რუსეთის რეაქცია: “შაპიტოს ცირკი გრძელდება. საწყალი უკრაინა”…

არაბული გაზაფხულიდანდიდ ომამდე

ექსპერტთა აზრით, “არაბული გაზაფხულის” მიზანი იმთავითვე იყო ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში საერო რეჟიმების დამხობა. თუ საკითხის ისტორიას ჩავუღრმავდებით, ადვილად შევამჩნევთ, რომ საერო რეჟიმების რღვევა შუა აღმოსავლეთის ტერიტორიაზე დაიწყო აშშ-ის აგრესიით ერაყის წინააღმდეგ 2003 წელს. აქაური რევოლუციის მამოძრავებელ ძალად წარმოდგენილი ალიანსის _ აშშ-ისა და ყატარისა და საუდის არაბეთის _ მიზნები განსხვავებული იყო.

საუდელებს სურდათ, გაეძლიერებინათ თავიანთი გავლენა სუნიტურ სამყაროში, ყატარი ისწრაფვოდა თავისი ძლიერების განმტკიცებისკენ ერ-რიადის უკანა პლანზე გადაწევის გზით და აქტიურად უჭერდა მხარს ძმებ-მუსლიმებს.

სუნიტური მონარქიები ცდილობდნენ, ხელისუფლების სათავეში მათ კონტროლს დაქვემდებარებული ისლამისტების მოყვანას, მასების რადიკალიზაციის გზით საერო ხელისუფლების რელიგიური ხელისუფლებით შეცვლას, არაბულ სახალიფოში არაბული სამყაროს ინტეგრაციას და ..

ყატარი, ამასთან ერთად, ცდილობდა საკუთარი ენერგეტიკული ამოცანების გადაწყვეტას _სირიის გავლით გაზსადენის გაყვანას ევროკავშირისკენ, მაგრამ დამასკო, როგორც ირანის მოკავშირე, ყოველნაირად ეწინააღმდეგებოდა ამ ჩანაფიქრს.

აშშის ინტერესი, ანალიტიკოსების აზრით, გაცილებით პროზაული იყო. ამერიკას სჭირდებოდა რეგიონის ქაოსიზაცია და დიდი ომისთვის მისი მომზადება. ამასთან, ახლადშექმნილი სახელმწიფოები სრულად უნდა დამორჩილებოდნენ ვაშინგტონის და არა მისი არაბი მოკავშირეების კონტროლს.

მაგრამ სიტუაცია სხვაგვარად განვითარდა. “არაბული გაზაფხულის” კვალზე ჯერ კიდევ ოკუპირებული ერაყის ციხეებიდან გამოვიდნენ სადამის პარტია “ბაასის” ყოფილი ფუნქციონერები და ჰუსეინისდროინდელი ერაყის შეიარაღებული ძალების ოფიცრები, რომლებიც შემდგომ “ისლამური სახელმწიფოს” მთავარ ძალად და ხერხემლად იქცნენ. შემოიკრიბეს ათასი ჯურის ისლამისტები, შეარბილეს მათ შორის არსებული წინააღმდეგობანი და უზრუნველყვეს სისტემის მდგრადობა.

აშშ დაინტერესებული იყო შუა აღმოსავლეთში ომის არეალის გაფართოებით და მიაღწია კიდეც მიზანს უთავბოლო დაბომბვებით, ქობანის მახლობლად იარაღისშეცდომითჩამოყრით, “ისლამური სახელმწიფოსთვისიარაღის დაუფარავად მიყიდვითა და ტერორისტების დაფინანსებით.

როცა გეგმები რეალობას ასცდა

ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ კონტრრევოლუციამ ეგვიპტეში და ჯერ კიდევ დაუმხობელმა სირიამ ჩაფუშეს აშშის გეგმა, რომლის მიზანი იყო დესტაბილიზაციის უზარმაზარი რკალის შექმნა ცენტრალური აფრიკიდან ჩრდილოეთ აფრიკის გავლით ახლო და შუა აღმოსავლეთისკენ, შემდეგ _ ცენტრალური აზიის მიმართულებით (ცენტრალური აზიის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, ჩინეთის სინძიანუიღურის ავტონომია და სხვ.).

აღნიშნული ტერიტორია უნდა გადაქცეულიყო ისლამისტების ერთგვარ სატრანზიტო დერეფნად, ისინი დაუბრკოლებლად უნდა გადაადგილებულიყვნენ ქვეყნიდან ქვეყანაში, ანუ იმ წერტილში, რომელსაც ახალი ომი მოითხოვდა. ლიბია, რომელიც სამოქალაქო ომშია ჩაძირული და დაკარგული აქვს უნარი, შეაჩეროს თავის ტერიტორიაზე აფრიკელი ლტოლვილები, გამოდგებოდა ევროპის დასუსტების იარაღად, მაგრამ მისი ძალა აშკარად საკმარისი არ იყო.

ამერიკა ყოველთვის ამჯობინებს მოწინააღმდეგის ბოლომდე ჩაწიხვლას და არა თავისი გეგმების შეცვლას. ამიტომ ჩანაფიქრის განხორციელება მძიმე არტილერიისა და თვითმფრინავების თავდასხმებით განაგრძო.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ვაშინგტონის პროგრამა მინიმუმი ითვალისწინებდა ირანის, როგორც შიიზმის ბურჯის განადგურებას შემდგომში ნავთობის მისეული საბადოების განაწილების მიზნით, პროგრამა მაქსიმუმის მიხედვით კი უნდა დაწყებულიყო ცენტრალური აზიის ქაოსიზაცია და ახალი მსოფლიო ომი.

ამ ვარაუდის ლოგიკა შემდეგია:

ცენტრალური აზიის რეგიონი შეიძლება განვიხილოთ, როგორც ევრაზიული ბალკანეთი. ამ რეალობას ქვემოთ ჩამოთვლილი ელემენტები ქმნის.

1. საზღვრები ავღანეთსა და პაკისტანს შორის, .. ტომების ზონაში, პრაქტიკულად არ არსებობს. ტომები კბილებამდეა შეიარაღებული, ხოლო ავტომატკალაშნიკოვიდანსროლა პატარა ბავშვებსაც შეუძლიათ.

2. ტაჯიკეთსა და ყირგიზეთს შორის საზღვარი საბოლოოდ დადგენილი არ არის არც რუკებზე, არც რეალურად ადგილზე. სასაზღვრო კონფლიქტები აქ დიდი ხანია, ჩვეულებრივ საქმედ იქცა.

3. ტაჯიკეთსა, ყირგიზეთსა და უბზეკეთს შორის ბჟუტავს კონფლიქტი მდინარეების წყლის თანაბრად განაწილების გამო.

4. ტაჯიკეთს, ყირგიზეთსა და უბზეკეთს ერთმანეთში ვერ გაუნაწილებიათ სუბრეგიონის გული _ ფერღანის ველი.

5. ტაჯიკეთი სუსტად აკონტროლებს მთიანი ბადახშანის ავტონომიურ ოლქს, რომელიც ესაზღვრება როგორც ავღანეთს, ასევე, მუსლიმებით დასახლებულ ჩინეთის ნაწილს _ სინძიანუიღურის ავტონომიურ რაიონს. მთიანი ბადახშანის ავტონომიური ოლქი კონტრაბანდის, მათ შორის, ნარკოტიკების ცენტრია.

6. საზღვარი ტაჯიკეთსა და ავღანეთს შორის დაახლოებით 1300 კილომეტრია, გადის მთებზე, დუშანბეს კი მისი სათანადო დაცვა არ შეუძლია.

7. ზემოთ ჩამოთვლილ თითოეულ რესპულიკაში ცხოვრების დონე უკიდურესად დაბალია, ისლამისტური იატაკქვეშეთი კი მეტნაკლები ძალითაა წარმოდგენილი.

ასეთი რეალობა ქაოსის შექმნის ნოყიერ ნიადაგს ქმნის. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ აღნიშნული რეგიონი ესაზღვრება ჩინეთს, ინდოეთსა და რუსეთს _ აშშ-ის გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგეს. ამიტომაა, რომ ცენტრალური აზიის საომარ ველად გადაქცევა, სამივე ქვეყანაზე ერთდროულად დარტყმას უდრის. რუსეთისთვის ეს დარტყმა შეიძლება კატასტროფულიც კი აღმოჩნდეს. მესამე რაიხის ოცნება იყო უზარმაზარი ფრონტის გახსნა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ევროპიდან შორეულ აღმოსავლეთამდე ცენტრალური აზიის გავლით.

დღეს ამ ფრონტის ევროპული ნაწილი ცეცხლის ალშია გახვეული, ცენტრალური აზია კი დანაღმულია. სამხრეთ კავკასიაში ჯერჯერობით დამუხრუჭებულია აზერბაიჯანსომხეთის მორიგი ომი.

მსხვერპლი თავს იცავს

შესაძლო მსხვერპლი, ანუ ის ქვეყნები, რომლებსაც აშშ ასეთად განიხილავს. პეკინს, მოსკოვს, ნიუ-დელისა და თეირანს კარგად ესმით, ამერიკისა და არაბული მონარქიების მზაკვრული ჩანაფიქრი და მცდელობას არ აკლებენ ცენტრალური აზიის სტაბილიზაციისა და ერთმანეთის მხარდასაჭერად.

ყაზახეთში, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში განლაგებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების ბაზები; თურქმენეთს, რომელიც ნეიტრალიტეტს დეკლარირებს, საკუთარი თავდაცვის საქმე აშშ-ს და სხვადასხვა კერძო სამხედრო კორპორაციისთვის აქვს მინდობილი; უზბეკეთი თავის თავს თვითონვე იცავს.

ეს ერთი დაპირისპირებული მხარეა.

ახლა მეორეს გადავხედოთ.

ცენტრალური აზიის შუაგულში აშშ მიერ გაკონტროლებული ავღანეთი მდებარეობს, რომელშიც საყრდენ ბაზებზე დაბანაკებულია ამერიკულნატოური კონტინგენტი. მისი რეალური ფუნქცია ოთხი კომპონენტისგან შედგება: ოფიციალური ქაბულის საქმიანობის თვალთვალი; ნარკოტიკებით ვაჭრობისა და ნარკოდოლარების განაწილების კონტროლის შენარჩუნება; თალიბებისა დაისლამური სახელმწიფოსმებრძოლთა ტრანსფორმაციის პროცესის უზრუნველყოფა და დაცვა (წინააღმდეგობის გაუწევლობა); ავღანეთის, როგორც პლაცდარმის შენარჩუნება ირანის, ინდოეთის, რუსეთისა და ჩინეთის საზღვრებთან ახლოს.

ამასობაში არც რუსეთია გულხელდაკრეფილი, რომელიც ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის თავდაცვის კომპონენტს ამზადებს და აძლიერებს. ამ ქვეყნების სპეცსამსახურების დასახმარებლად რუსეთი და ჩინეთი ერთობლივად იღვწიან.

ჩინეთი ძირითადად ეკონომიკური კომპონენტითაა დაკავებული: იგი გახდა ტაჯიკეთის ეკონომიკის პირველი ინვესტორი, ხოლო ყირგიზეთს ფეხზე დადგომაში ეხმარება რუსეთი და ყაზახეთი. პაკისტანმა მფარველად ჩინეთი მიიწვია და უარი თქვა აშშ-ზე. საპასუხოდ ჩინეთმა დაუყოვნებლივ უძღვნა ავიაგამანადგურებლების ესკადრილია და მზად არის რესპუბლიკის ეკონომიკაში ჩადოს 46 მილიარდი დოლარი. ამასთანავე, ისლამაბადი იძულებულია, ებრძოლოს თავის “შვილებს” _ თალიბებს, რომელთა ნაწილი მტრის _ “ისლამური სახელმწიფოს” _ ბანაკში გადაბარგდა.

ირანი იბრძვის ერაყში, რუსეთი კი ერაყის სამხედრო ძალებს ეხმარება სამხედრო ტექნიკით. ეგვიპტე იქცა ბუფერად, რომელიც განაცალკევებს ყოფილალ ქაიდასისლამურ მაღრიბში და ყოფილბოკო ჰარამსახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისგან. მაგრამ ყველაზე უფრო საინტერესოა ირანისა და საუდის არაბეთის დაპირისპირება.

მონადირე შეიძლება მსხვერპლი გახდეს: ირანისა და საუდის არაბეთის ჰიბრიდული ომი

აშშმა, რომლის ინტერესები ემთხვევა ერრიადის ინტერესებს, გადაწყვიტა, ირანი ჯერ დაასუსტოს სანქციებით, შემდეგ პირდაპირ ან ირიბად ჩაითრიოს მეზობელი ქვეყნების შეიარაღებულ კონფლიქტებში.

სანქციები მუშაობს, მაგრამ სწრაფ ეფექტს არ იძლევა: მართალია, ირანმა დაკარგა ნაწილი მოგების, რომელიც ნავთობის ექსპორტს მოჰქონდა, მაგრამ არ დაშლილა, არ დანაწევრებულა და შეეგუა ცხოვრების ახალ პირობებს.

საუდის არაბეთის, ყატარისა და აშშ მიერ შექმნილიისლამურ სახელმწიფოსმიზანი ნათელია: არაბული მონარქიებისა და ვაშინგტონის მტრების განადგურება ახლო და შუა აღმოსავლეთის ტერიტორიაზე. კონკურენტი მხოლოდ ერთია _ ირანი. თურქებიისლამურ სახელმწიფოსქურთების დასასუტებლად და ოსმანთა იმპერიის დაშლის შემდეგ დაკარგული მიწების დასაბრუნებლად იყენებენ.

“ისლამური სახელმწიფოს” მოქმედების არეალი მოიცავს სირიას, ლიბანსა და ერაყს. სირია ირანის მოკავშირეა, ლიბანში შიიტურ “ჰეზბოლას” ძლიერად აქვს გადგმული ფესვები, ერაყი, რომელიც განაწილებულია ქურთებს, სუნიტებსა და შიიტებს შორის, ესაზღვრება ირანს და როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო მხოლოდ ქაღალდზე არსებობს.

ომები ამ ქვეყნებს შორის ასუსტებს თეირანს და აიძულებს, ჩაერთოს კონფლიქტებში. თავის რესურსებს მოკავშირეთა სამხედრო დახმარებაზე, მათთვის სამხედო სპეციალისტებისა და ინსტრუქტორების, ასევე, ლტოლვილთა განთავსებაზე ფლანგავს.

“ისლამური სახელმწიფოსთან” საბრძოლველად შექმნილ კოალიციაში ირანიც მიიწვიეს, მაგრამ თეირანმა უარი თქვა. უეფექტო იყო მისი განცხადება, რომლის თანახმად “ისლამური სახელმწიფოს” მოთარეშეებს აეკრძალა ირანის საზღვართან 40 კილომეტრზე ახლოს მისვლა.

სიმშვიდე არ სუფევს ავღანეთთან და პაკისტანთან ირანის საზღვრებზე _ ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლებში რეგულარულად იღუპებიან ირანელი მესაზღვრეები. ერაყის ტერიტორიაც ბრძოლის ველად იქცა.

სამხრეთის საზღვრებს აკონტროლებს აშშ-ის მე-5 ფლოტი და არაბული მონარქიების სამხედრო ძალები.

სიმშვიდეა სომხეთის, აზერბაიჯანის და თურქმენეთის საზღვრებზე, თუმცა ამ ფონზეც შეიძლება წარმოიქმნას პრობლემები, რომელთა მიზეზი შეიძლება გახდეს გაზისა და ნავთობის მშენებარე მილსადენები (მაგალითად, ჩინეთის მიერ თურქმენეთისკენ). ეს არც ყატარს აძლევს ხელს. მდგომარეობის გართულების შედეგად გამორიცხული არ არის თურქმენეთს გამოსტაცონ გაზის საბადო გალკინიში, რასაც ისლამისტები ტერორისტების ხელით განახორციელებენ: ყატარის თალიბები თანდათან გადაგვარდნენისლამური სახელმწიფოსსამხედრო დანაყოფებად და ქაბულიდან 60 კილომეტრის დაშორებით განლაგდნენ. თურქმენეთის სასაზღვრო დაცვა უსუსტესია (მესაზღვრეები არაერთხელ გაქცევიან პროვინცია ფარიაბის თალიბებს). რეალურად ისახება ისლამური გაერთიანებული კონტინგენტის ლაშქრობა თურქმენეთის წინააღმდეგ.

ასეთ შემთხვევაში ისლამისტების მორიგი მსხვერპლი იქნება უზბეკეთი. საზღვრის ავღანურ-უბზეკური მონაკვეთი ტაშკენტის მიერ საგულდაგულოდ დაცულია, მაგრამ კიდევ დასაცავია საზღვარი თურქმენეთთან, რომლის სიგრძე 1621 კილომეტრია და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა დიდ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული.

ჯერჯერობით კი აშხაბადი თავისი უსაფრთხოების დაცვას და ჩინეთზე დამოკიდებულების მინიმიზებას აშშ-სთან მოლაპარაკების გზით ახერხებს. ამერიკა თურქმენეთს ავღანეთის საზღვრის დაცვაში დაეხმარება. ე.ი. თურქმენეთი აშშ-ზე დამოკიდებული ხდება. ეს უკანასკნელი ამ ქვეყანაში ფეხის მოკიდების კვალზე გააძლიერებს თავის პოზიციებს კასპიის რეგიონში.

თუ აშშ გადაწყვეტს თურქმენეთის დანგრევას (რისი გაკეთებაც არ გაუჭირდება), ირანის ჩრდილოეთი ასევე ფრონტისპირა ზონად იქცევა. თუ თალიბების კრიტიკული მასაისლამური სახელმწიფოსმებრძოლებად გადახალისდება, დესტაბილიზაციის რისკი მრავალგზის გაიზრდება და ირანი ალყაში მოექცევა.

ეს საფრთხე ირანში კარგად აქვთ გასიგრძეგანებული, და ლოგიკური იქნება, თუ თეირანი დაარტყამს ერ-რიადს.

შემდეგ რა იქნება?

აშშ თავის მიზნებსა და მისწრაფებას არ დათმობს. აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ ახალი მსოფლიო ომის გაჩაღება სწორედ მის ინტერესებშია, თუნდაც იმიტომ, რომ დაასუსტოს თავისი გეოპოლიტიკური კონკურენტები და ნულამდე დაიყვანოს თავისი სახელმწიფო ვალი.

 კავშირი ირანსა და აშშ შორის წარმოუდგენელია. ამ თვალსაზრისით ნიშანდობლივია ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ ბირთვული პროგრამების საკითხზე მოლაპარაკების წარმატება არ ნიშნავს თეირანის ვაშინგტონთან დაახლოებას.

რუსეთისთვის ირანი, ისევე, როგორც ჩინეთისთვის, სირია და ერაყი, სამხრეთ საზღვრებზე უსაფრთხოების სისტემის ელემენტია.

შემდეგ. ჩინეთის კაპიტალის ექსპანსია გაგრძელდება. რუსეთიცა და ჩინეთიც განახორციელებენ ღონისძიებებს რეგიონში თავიანთი მოკავშირეებისა და პარტნიორების გასაძლიერებლად, მსოფლწესრიგის კონტურების შესანარჩუნებლად აღნიშნულ რეგიონში.

ამ პროცესებს აშშ ყოველმხრივ წინ აღუდგება.

ექსპერტთა აზრით, აშშსგან, როგორც დასუსტებულ მსოფლიო ჰეგემონისგან თავის დაღწევის ერთადერთი საშუალება მისი უკანასკნელი შემოტევის გაძლებაა. არ უნდა მივცეთ მას ახალი, სისხლისმღვრელი ომის გაჩაღების შესაძლებლობა, რადგან აქედან სარგებელს მხოლოდ მისი ორგანიზატორები მიიღებენ.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here