Home რუბრიკები პოლიტიკა მსოფლიოს ჟანდარმმა ცხვირი ფეხბურთშიც ჩაყო

მსოფლიოს ჟანდარმმა ცხვირი ფეხბურთშიც ჩაყო

567

როდის გადაეჯაჭვა პოლიტიკა სპორტს, ალბათ, არავინ იცის, მაგრამ დღეს წარმოუდგენელია დიდი სპორტი დიდი პოლიტიკის გარეშე. ამას ამტკიცებს ბრალდებები, რომლებიც ფიფას პრეზიდენტ იოზეფ ბლატერს წაუყენეს ამერიკელებმა _ მსოფლიოს ჟანდარმმა აშშ-მა ცხვირი ფეხბურთშიც ჩაყო.

საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენელთა დაპატიმრებამ ამ ორგანიზაციის პრეზიდენტის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გამოიწვია ვნებათაღელვა.

სხვადასხვა მონაცემით, დაპატიმრებულია ფიფას 6-დან 14-მდე წარმომადგენელი, რომელთა გვარებსაც არ ასახელებენ, არც იმას, რა თანამდებობები ეკავათ მათ ამ პრესტიჟულ და გავლენიან საფეხბურთო ორგანიზაციაში.

დაპატიმრებულებს ადანაშაულებენ ქრთამის აღებაში ლათინურ ამერიკაში მარკეტინგული და სპონსორული კონტრაქტების გაფორმებისას. პრეტენზიები 2018 და 2022 წლების მსოფლიოს ჩემპიონატების მასპინძელი ქვეყნის არჩევაზე ჯერჯერობით დამატებითი საბაბია. ამასთანავე, აქცენტით იმაზე, რომ შარშან ფიფამ თვითონ სთხოვა სამართალდამცველ ორგანოებს, ამ საკითხში გარკვეულიყვნენ. აღსანიშნავია, რომ დაპატიმრებების ინიციატორია აშშის იუსტიციის სამინისტრო, მიმართვა კი მიიღო შვეიცარიის გენერალურმა პროკურატურამ. მთავარი ჩვენება მისცა ფიფას ამერიკელმა წარმომადგენელმა ჩარლზ ბლეიზერმა.

განსაცვიფრებელი და სახალისოა შვეიცარიის პროკურატურის განცხადება, რომ ადამიანებს, რომლებიც ამ საქმეში ფიგურირებენ, 1990 წლიდან (?!) უთვალთვალებდნენ. გასაკვირია _ მართლა 25 წელი დასჭირდა ამ საქმის გამოძიებას და ეს საკითხი 25 წლის წინათაც აქტუალური იყო?

მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებაში აქცენტი დასმულია კომერციული კონტრაქტების გაფორმებისას აღებულ ქრთამებზე, დასავლური მედიის ყურადღება გამახვილებულია 2018 და 2022 წლების მსოფლიოს ჩემპიონატების ჩატარების უფლებაზე. ამასთანავე, არავინ განიხილავს საკითხს, შეიძლებოდა თუ არა ასეთი მოსყიდვით საბოლოო შედეგებზე გავლენის მოხდენა; საკმარისი არის კი მოქრთამვა 6 ან თუნდაც 14 ადამიანისა, რომელთა თანამდებობები ფიფაში საზოგადოებრიობისთვის ცნობილი არ არის?

თანაც ოფიციალურად ბრალდება არავისთვის წარუდგენიათ, სასამართლოს ვერდიქტზე ხომ ლაპარაკიც არ არის!

ეტყობა, ძაღლის თავი სხვა რამეშია დამარხული და ეს ჩანს ამერიკელთა საქციელიდან.

უკრაინაში საომარი მოქმედებების ესკალაციისთანავე ამერიკელმა სენატორებმა _ რობერტ მენენდესმა და ჯონ მაკეეინმა ფიფას კონგრესს გაუგზავნეს წერილი, რომელშიც მოუწოდებდნენ, არჩევნებში მხარი არ დაეჭირათ იოზეფ ბლატერის კანდიდატურისთვის ფიფას პრეზიდენტის პოტზე, რადგან ბლატერი კვლავაც მხარს უჭერს ფიფას იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთში რუსეთში უნდა გაიმართოს. გამოდის, რომ რუსეთს ან დაწესებული ეკონომიკური სანქციები უნდა შეუჩერონ, რომლებსაც მხარს უჭერს ფიფას წევრი ბევრი ქვეყანა, ან 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის გამართვის უფლება უნდა ჩამოართვან, ხოლო, თუ ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება, ფიფას მოქმედი პრეზიდენტი პოსტიდან უნდა გადააყენონ. აი ასეთია ლოგიკა იმ ადამიანებისა, რომლებიც მოითხოვენ, პოლიტიკა ცხვირს არ ჰყოფდეს სპორტში. არადა, აშშ და მისი მოკავშირეები, უკვე დიდი ხანია, ამას აკეთებენ.

ფიფას პრეზიდენტის გარშემო ატეხილი სკანდალის ფესვები უფრო ღრმაა და მას რომ ჩავწვდეთ, 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადა უნდა გავიხსენოთ. ეს ოლიმპიური თამაშები ისტორიაში შევიდა, არა მხოლოდ იმით, რომ ტერორისტებმა ისრაელელი სპორტსმენები მძევლებად აიყვანეს და დახოცეს, არამედ ფინალური საკალათბურთო მატჩით აშშ-სა და სსრკ-ს შორის.

სტაჟიან გულშემატკივრებს ემახსოვრებათ, რომ ამ მატჩში, რომელშიც ქართველი კალათბურთელები _ ზურაბ საკანდელიძე და მიხეილ ქორქიაც მონაწილეობდნენ, საფინალო სასტვენამდე 3 წამით ადრე ანგარიში იყო 50:49 ამერიკელთა სასარგებლოდ. ბურთი საბჭოთა კალათბურთელებს ჰქონდათ, მაგრამ, ვიდრე კალათში ტყორცნიდნენ, გაისმა სირენის ხმა. მაყურებლები და ამერიკელი კალათბურთელები მოედანზე გაცვივდნენ და გამარჯვებას ზეიმობდნენ, მაგრამ გაირკვა, რომ საკალათბურთო მოედანზე მყოფმა მსაჯებმა ყურადღება არ მიაქციეს წამზომს და საბჭოთა კალათბურთელების შეტევის დაწყება თამაშში ბურთის შეყვანამდე აღნიშნეს _ თვით ამერიკელი სპეციალისტებიც კი აღიარებდნენ, რომ სირენა აშკარად სამი წამით ადრე ჩაირთო, ამიტომ მატჩი განახლდა. დარჩენილი იყო სამი წამი. ამ დროში კი საბჭოთა კალათბურთელებმა ბურთის ჩაგდება მოახერხეს და პირველად მოიპოვეს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონობა კალათბურთში.

აღსანიშნავია ის, რომ ადამიანი, რომელსაც წამზომისთვის უნდა ედევნებინა თვალყური, მაგრამ ეს ვერ მოახერხა და შეცდომა დაუშვა, იყო იოზეფ “ზეპ” ბლატერი, მომავალში ფიფას პრეზიდენტი. ანუ, იოზეფ ბლატერი ჯერ კიდევ 43 წლის წინათ აღმოჩნდა აშშ-სსრკ-ის პოლიტიკური და სპორტული დაპირისპირების ეპიცენტრში.

კიდევ ერთი რამ არის საინტერესო: როდიდან გახდა ამერიკელებისთვის ფეხბურთი კალათბურთზე, ბეიბოლსა და ამერიკულ ფეხბურთზე პოპულარული, ძია სემმა აქაც რომ ცხვირი ჩაყო?!

გარდა ამისა, რბილად რომ ვთქვათ, უადგილოა სენატორ მენენდესის ყოფნა იმ ადამიანთა რიგებში, რომლებიც ბლატერის გადადგომას მოითხოვდნენ კორუფციაში მონაწილეობის გამო, რადგან თვითონ არის კორუფციაში შემჩნეული _ აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო თვლის, რომ მენდესი იღებდა საჩუქრებს, კერძოდ, გადაუხადეს 50 ათასი დოლარი დომინიკის რესპუბლიკაში რამდენჯერმე მგზავრობისთვის. ამის მიუხედავად, მენენდესს სენატორის პოსტი არ დაუტოვებია. სხვათა შორის, სენატორი მენენდესი აშშ-ში სომხური ლობის მთავარი რუპორია, სწორედ მან წარუდგინა აშშ-ის სენატს რეზოლუცია #339, რომელიც აშშ-ის მთავრობას მოუწოდებს, აღიაროს “სომხეთის გენოციდი”.

რა გამოდის: ბლატერს აკრიტიკებენ ის ადამიანები, რომლებიც ჩუმად უნდა იყვნენ და რომლებსაც ბრალდებულის როლი უფრო შეეფერებათ, ვიდრე მოსამართლის. თანაც, მტკიცებულებები იმისა, რომ რუსეთმა მილიონები დახარჯა ფიფას მაღალჩინოსნების მოსასყიდად, არ არსებობს. ეს აშშის საელჩომ რუსეთში ოფიციალურად აღიარა: “გამოძიება არაფრით არ არის დაკავშირებული რუსეთთან, რომელიც 2018 წელს მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატს უმასპინძლებს. რუსეთი საერთოდ არ არის მოხსენიებული მრავალგვერდიანი მოხსენების ტექსტში, რომელიც აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა”, _ ნათქვამია რუსეთში აშშ-ის საელჩოს ოფიციალურ განცხადებაში.

აი, რა განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფიფას წარმომადგენლების დაპატიმრებაზე: “ჩვენ ვიცით იმ ზემოქმედების თაობაზე, რომელიც ხორციელდებოდა ბლატერზე იმ მიზნით, რომ რუსეთისთვის აეკრძალათ 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარება. ბლატერის პრინციპული პოზიცია ასეთია: სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთისგან უნდა იყოს გამიჯნული. უფრო მეტიც, მას მიაჩნია, რომ სპორტმა დადებითად უნდა იმოქმედოს პოლიტიკაზე და გახდეს მოედანი დიალოგისთვის, შერიგებისთვის. და ეს აბსოლუტურად სწორი პოზიციაა. რაც შეეხება დაპატიმრებებს, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურად გამოიყურება, დაპატიმრებები ხომ ამერიკული მხარის მოთხოვნით მოხდა?! და ვინ დააპატიმრეს? _ საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალჩინოსნები. შეიძლება, მათგან რომელიმემ მართლაც დაარღვია კანონი, მაგრამ ამასთან აშშ-ს არაფერი ესაქმება. და, თუკი რაღაც მოვლენა მოხდა, ეს არ მომხდარა აშშ-ის ტერიტორიაზე, ამიტომ აშშ-ს ეს საქმე არ ეხება. ეს არის აშშ-სკიდევ ერთი მცდელობა, თავისი იურისდიქცია გაავრცელოს სხვა სახელმწიფოებზე. ეჭვიც არ მეპარება, ეს არის მცდელობა, არ დაუშვან ბატონი ბლატერის ხელახალი არჩევა ფიფას პრეზიდენტის პოსტზე, რაც საერთაშორისო ორგანიზაციის ფუნქციობის პრინციპის უხეში დარღვევაა.

ამასთანავე, შეერთებული შტატების პროკურორმა, როგორც საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს, უკვე განაცხადა, რომ ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის ამ წევრებმა ჩაიდინეს დანაშაული. თითქოს პროკურორმა არ იცის, რომ არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია. ადამიანი დამნაშავეა თუ არა _ ეს უნდა დამტკიცდეს სასამართლოში და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ლაპარაკი, ჰქონდა თუ არა აშშ ამ პირების ექსტრადიციის უფლება, რადგან აშშმა მოქმედებები სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე აწარმოა”.

ვლადიმერ პუტინის ამ განცხადებიდან ორიოდე დღეში უკრაინულმა “ვიკილიქსმა” მიხეილ სააკაშვილისა და სენატორ ჯონ მაკკეინის პირადი მიმოწერა გაასაჯაროვა და პუტინის ნათქვამის სიმართლე დაადასტურა. გთავაზობთ ამ მიმოწერის თარგმანს:

სააკაშვილი: _ როდის დაიწყება მოწოდება?

მაკკეინი: _ ვცდილობ, მძიმე ტექნიკა მოგაწოდოთ, მაგრამ ჯერ არ არის მზად, ჩვენი კომპანიები ცდიან. როგორც ვთქვი, ვოვას (პუტინს) დედას… მას სურს, პიარი გაიკეთოს მსოფლიო თასის დროს.

სააკაშვილი: _ რაზე ლაპარაკობ, ვერ მივხვდი.

მაკკეინი: _ ჩვენმა ბიჭებმა უკვე იმუშავეს ფიფას მაღალჩინოსნებთან, რუსული ქრთამი გამოჩნდება და ჩვენ ამის შესახებ განვაცხადებთ.

სააკაშვილი: _ შესანიშნავია. შეიძლება მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაც გაუქმდეს?

მაკკეინი: _ ეს სულელი ტ…ი ბლატერი გზას გვიღობავს. თუმცა, თუ ჩაერევა და ეცდება ისევ ხელმძღვანელობას, ვერ გავა. ამ პოზიციაზე უკვე გვყავს ჩვენი კაცი.

სააკაშვილი: _ ის (პუტინი) გაბანძდება მსოფლიოში, თუ მსოფლიოს თასი რუსეთში აღარ ჩატარდება.

მაკკეინი: _ მართალი ხარ! მოგვიანებით ვისაუბროთ რიგის შესახებ და, სხვათა შორის, თვალი არ მოაშორო პეტერს (პოროშენკოს) თორემ ჩვენი გეგმები არ იმუშავებს.

სააკაშვილი: _ ო’კ, სერ ჯ.”

ფიფას გარშემო ატეხილი სკანდალი კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშის სწრაფვას, ყველა და ყველაფერი დაუმორჩილოს თავის ინტერესებს და მსოფლიოზე იბატონოს.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

ცნობისთვის:

აშშმა თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის სპორტი 1980 წელსაც გამოიყენა, როცა პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა განაცხადა, რომ ამერიკელი სპორტსმენები უარს ამბობენ მოსკოვის ოლიმპიადის თამაშებში მონაწილეობაზე. ამერიკელთა გავლენით 50-ზე მეტმა ქვეყანამ ბოიკოტი გამოუცხადა მოსკოვის ოლიმპიადას. მიზეზი იყო 1979 წელს სსრკის ჯარების შეჭრა ავღანეთში, თუმცა იმ ქვეყნებს, რომლებმაც ბოიკოტი გამოუცხადეს მოსკოვის ოლიმპიადას, უარი არ უთქვამთ 1984 წელს ლოს ანჯელესის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე, მიუხედავად იმისა, რომ 1983 წელს ამერიკელები კარიბის ზღვის კუნძულ გრენადაზე შეიჭრნენ (სამხედრო ოპერაციამძვინვარების ამოხეთქვა” _ Urgenr Fury) და დაამხეს გრენადის იმჟამინდელი ხელისუფლება, ქვეყნის პრემიერმინისტრი მორის ბიშოპი კი დახვრიტეს.

2001 წელს აშშმა ომი დაიწყო ავღანეთთან, რომელიც დღემდე გრძელდება, მაგრამ ამერიკულ ქალაქ სოლტლეიკსიტის ზამთრის ოლიმპიადისთვის, რომელიც 2002 წელს გაიმართა, ბოიკოტი არავის გამოუცხადებია.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here