Home რუბრიკები საზოგადოება “ამერიკის მისია სამყაროს გათახსირებაა!”

“ამერიკის მისია სამყაროს გათახსირებაა!”

1060

არ გეგონოთ, რომ ეს წინადადება “ცივი ომის” დროინდელ პროპაგანდისტულ ყალიბში ჩამოსხმული დებულებაა, ანუ თეზისი იდეოლოგიური ინსტრუქციიდან, ამონარიდი ცეკას სახელმძღვანელო ცირკულარიდან; ან ანდრეი ალექსანდროვ-აგენტოვის _ მაღალი რანგის რეფერენტისა და თანაშემწის ნაჯახირევი ფრაზა რომელიღაც გენერალური მდივნის მოხსენებაში ჩასაკვეხებლად.

არა და არა!

ეს დებულება _ “ამერიკის მისია სამყაროს გათახსირებაა” _ ეკუთვნის უდიდეს ინგლისელ მწერალთაგან ერთერთს _ ჩარლზ ჯონ ჰაფემ დიკენსს.

ყოველ შემთხვევაში, მიაწერენ.

მაგალითად, ასეთ აზრზე დგას რუსულენოვან ელიტურ საზოგადოებაში მიღებული და დაფასებული კინოდრამატურგი, მხატვარი, რეჟისორი და მსახიობი ალექსანდრ ადაბაშიანი, რომელსაც ეს წინადადება ამოუკითხავს თავად ვოლკონსკის “მოგონებებში”: “საიდან არის ეს ციტატა, თვითონ დიკენსმა დაწერა, მის პერსონაჟთაგან რომელიმემ წარმოთქვა, ჩემთვის ცნობილი არ არის”.

ამას ამბობს ადაბაშიანი. ვოლკონსკის კი ეჭვი არ შეპარვია მის ავთენტურობაში, რადგან დიკენსის (თუ მისი პერსონაჟის) გამონათქვამი სრულად ესადაგებოდა გასული საუკუნის 20-იან წლებში ევროპულ საზოგადოებაში დამკვიდრებულ განწყობილებას: “იმხანად ევროპა ჯერ კიდევ ირონიულად და ცნობისმოყვარეობით ადევნებდა თვალს ამერიკის ექსტრავაგანტურობას, ისეთი დაკვირვებით უყურებდა, როგორც ტრავმატოლოგი აკრობატს: იხტუნე, საყვარელო, იკუნტრუშე, ბოლოს მაინც ჩემთან მოცოცდები”.

არ მიცოცებულა.

არც მუხლის თავები გადაუტყავებია, ჯინსში ჩატენილი საკუთარი ფეხების.

პირიქით! პირიქით!

ევროპამ მოიზომა, მოირგო, ჩაიცვა, რადგან მოეწონა, რომელიღაც კლონდაიკელი ოქროსმაძიებლის მიერ სატომრე ჯვალოდან შეკერილი “სამუშაო უნიფორმა”.

მარტო ევროპამ?

“მოხუცებულები, ბავშვები, ქალები, კაცები, იაპონელები, იტალიელები, შვედები, ნიგერიელები, კათოლიკები, მუსლიმები, ბუდისტები, წარმართები, ყველა, როგორც ერთი, ჯინსში გამოეწყო”.

ჯინსმა გადევნა ჩვენთვის ხილული სამყაროდან ჯერ “კლოში შარვლები” _ ჩაფართხუნებული შავი ერთფეროვნება, შემდეგ _ სტილიაგების “ბუთილკა” შარვლები, რომელთა სივიწროვეში ფეხების ჩატენვა ლამის აზიაცკებივით ტალკის დახმარებით იყო შესაძლებელი.

ჯინსმა _ ორიგინალურმა, თუ “ბოშების ბაზარზე” გამოტანილმა ჯღანებმა, დაიპყრო სამომხმარებლო სამყარო.

ისევე, როგორც “მაკდონალდსის” სწრაფი კვების ობიექტებმა, “ფასტ ფუდმა”.

ვინ წარმოიდგენდა, რომ თბილისში, შოთა რუსთაველის ძეგლსა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას შორის, მთაწმინდის ფონზე აღიმართებოდამაკდონალდსისპრეტენზიული სასახლე, როგორც დედაქალაქის ერთერთი ღირსშესანიშნაობა?

ვერ წარმოვიდგენდით, მაგრამ აშენდა. აშენდა და შევეჩვიეთ კიდეც.

კი შეებრძოლა იმთავითვე ცხონებული გურამ შარაძე ასეთ ალოგიკურობას _ ეგებ ჯობდესო ამ ადგილზე რუსთაველის მუზეუმის აგება.

ამაოდ!

გაპარტახებული იყო იმ დროს საქართველო და მუზეუმის აშენების სახსრების კი არა, ნისიად წამოღებული თურქმენეთის ბუნებრივი გაზის ვალი კისერზე ლოდივით ეკიდა, როგორც მდინარეში დასახრჩობად განწირულს.

ვერ გეტყვით, გამოდგება თუ არა გამამართლებელ არგუმენტად, მაგრამ ფაქტია, რომ იმ სიდუხჭირეში “მაკდონალდსის” გარდა სხვა რეალური ინვესტორი საქართველოში შემოსვლას არც აპირებდა.

სხვა არავინ ჩანდა.

თორემ ვინ სულელს მოუვიდოდა აზრად ამ ადგილზე საზკვების რომელიმე ობიექტის დადგმა?! იყო ერთი გაჭირვებული რესტორანი “გემო” აქვე, აწ უკვე აღებული საცხოვრებელი სახლის სარდაფში, მაგრამ მისი “იატაკქვეშა” არსებობა ბოლშევიკების ავლაბრის არალეგალური სტამბის მსგავსად ქალაქის კოლორიტული შტრიხი უფრო იყო, ვიდრე თვალში გაჩხერილი სიმახინჯე.

შევეჩვიეთ-მეთქი “მაკდონალდსს”, გითხარით.

მაგრამ მხოლოდ ჩვენ, თბილისელები?!

ტრადიციების ერთგული ევროპაც “გადაძოვა” უმეტესად. თუმცა ინგლისურ პაბებს ვერ მოერია.

ზემოთ უკვე ნახსენები ადაბაშიანი შენიშნავს, რომ ევროპაში პირველიმაკდონალსებისგამოჩენამ ყველა გაახალისა _ გაკოტრდებიანო უცებვე! ცხვირი ირონიულად აიბზუეს ევროპელებმა: “განა რომელიმე ჩვენგანი, ვინც გავიზარდეთ ჩვენს მშობლიურ (იტალიურ, ფრანგულ, ესპანურ, ინგლისურ, გერმანულ) კერძებზე საკუთარი ნებით მიირთმევს ფუნთუშას, რომელსაც შუაგულში სხვისი ნაღეჭი რეზინი უდევს?!”

ეროვნული პროტესტის დონეზე აჰყავდათ “მაკდონალდსის” მიუღებლობა.

შედეგად კი ევროპას მთელს სხეულზე ისე დააყარა ესფასტფუდები”, როგორც მუწუკები ახალწვეულის ცხვირზე _ პარიზშიც, ელისეს მინდვრებზე, რომშიც, ესპანეთის მოედანზე და პაწია ქალაქების ქუჩების გასწვრივ.

მიჩნეულია, რომ წარმატებული ახალგახსნილი რესტორანიც კი სამი წლის შემდეგ კოტრდება. მაგრამ, რაც “მაკდონალდსი” არსებობს, მისი არც ერთი რესტორანი არ დაუხურავთ.

სასწაულია?

არა. რადგანმაკდონალდსითავის ნებისმიერ ზარალიან ობიექტს სხვა ათასობით მისდაგვართა მოგების ხარჯზე ინახავს.

როგორ ჰგავს “მაშველი რგოლის” ეს მეთოდი საბჭოთა კავშირის პერიოდში დოტაციური კოლმურნეობებისა და საბჭოთა მეურნეობების შენარჩუნების პრაქტიკას.

ახალი ხომ არაფერია ამ მზისქვეშეთში!

ეს, რაც შეეხება მატერიალურ მხარეს. ახლა სულიერებასაც მივხედოთ, კულტურასა და ხელოვნებას, რომელიც ამერიკული მასკულტურის გავლენით საყოველთაო ნორმად იქნა აღიარებული და მსოფლიოში ეროვნული ნიჭიერების განმსაზღვრელადაც კი მოგვევლინა.

ძალიან ცდილობენ.

მაგალითები თვალწინ გვაქვს ყოველკვირეული “მაქსფაქტორების”, “ნიჭიერების”, შოუებისა და მეგაშოუების სახით, რომელთა ფორმაც კი (პროგრამებზე ვლაპარაკობ) აშშ ტელეპრაქტიკიდან გადმოღებულ-გადმოტანილია, ცხადია, შესაბამისი ანაზღაურებით.

შინაარსითაც.

ქართული აქ პროვინციული მიბაძვის უმაღლესი დონეა, ხშირად, კივილის რეგისტრამდე ამაღლებული.

ყველა ენაზე აჟივჟივდნენ მიუზიკლების, ჰიტებისა და საუნდტრეკების ამერიკული ინტონაციებით.

ენების გამდიდრება ახალ ფაზაში შევიდა.

ჯერ გავიხსენოთ: “როცა მუსიკაში იტალია ლიდერობდა, მუსიკა იტალიურად “ალაპარაკდა” _ “ალეგრო”, “პრესტო”, “ვივაჩე”… (მხიარულად, სწრაფად, ცოცხლად…). საფრანგეთში ბალეტის აყვავებას მსოფლიოში ფრანგული ტერმინების დამკვიდრება მოჰყვა: “პა” ნაბიჯია, “ბატმან” _ დაკაკუნება, “ფუეტე” ზმნაა, რომელიც “მათრახის ცემას” ნიშნავს, ჩიკორს რომ აბზრიალებს (ეგებ ვინმეს ახსოვს ბავშვების ეს გასართობი ბზრიალა).

საბჭოთა კოსმოსური ლიდერობიდან ენებშისპუტნიკიშემორჩა, პოლიტიკურიდან _ “გლასტნოსტიდა …”კალაშნიკოვი”.

ევროსაბჭომ, ერთი ხანია, “ტროიკააიკვიატა (!).

საყველპურო ყოველდღიურობაში მაღაზიები “მარკეტებმა” შეცვალა, “ბუტიკებმა”, ყიდვა _ “შოპინგმა”.

დღეს მსოფლიო ინგლისურად, “ამერიკულ ინგლისურ” ენაზე ლაპარაკობს: “მარკეტინგი”, “მენეჯმენტი”, “ბლოკბასტერი”, “თრილერი”, “როუდ-მუვი” და _ მიდი, ვასია!

თვალებს გრიმს ვერ გაუკეთებ (თეატრალთა პოპულაციაში გავრცელებული გამოთქმაა), ენას კი ძვალი არ აქვს: “სეილი”, “სეივი”, “ასისტი”, “სელფი” _ გახსენ და მიუშვი! _ ისეთი აჯაფსანდალია, ბაბაჯანას ქოშებივით ქართული ლექსიკის მდინარებაში რომ ჩაყარო, დატბორავს და აყროლდება.

სპორტულ პრესაში მოურიდებლად შემოიჭრა ტერმინი “მუნდიალი”, რომელიც ფრანგებმა ფეხბურთში მსოფლიო პირველობის აღსანიშნავად გამოიყენეს _ ვიმეორებ, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის აღსანიშნავად. ჩვენმა უნახავებმა კი სპორტის ყველა სახეობაზე გაავრცელეს.

“გაათანამედროვეს” თავიანთი ლექსიკის მარაგი! “გაამდიდრეს” პირველწყაროს მნიშვნელობა! ხოლო ამ სიტყვის ფუძეს მეგრულიდან ქართულად ნუ მათარგმნინებთ, უხერხულია.

ანუ, იმ დონის უზრდელობაა, “რუსთავი-2”-ის “ვანოს შოუში” ანრი ჯოხაძემ რომ იკადრა…

ასეთი ენობრივი კაზუსები, ცალკეული ფაქტებია, სლენგისთვის დამახასიათებელი. უბედურება სისტემაა, რომელიც ენისა და ცხოვრების წესის გამალებულ ამერიკანიზაციაშია გამოხატული.

რა არის ასეთი გლობალური გავლენის მიზეზი?

მუვუსმინოთ ანალიტიკოსებს, რომლებიც ერთმანეთს ეთანხმებიან, რომ ამის მიზეზი არის ძლიერი ეკონომიკა და აღმატებული სამხედრო-ეკონომიკური კომპლექსი.

მაგრამ ხომ ცნობილია, რომ კაცობრიობის ისტორიაში არანაკლებ წარმატებულმა იმპერიებმა (პორტუგალია, ესპანეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი) ვერ მოახერხეს თავიანთი კოლონიების იმ ზომამდე ასიმილირება, როგორც აშშ-მა დამოუკიდებელ ქვეყნებში (კოლონიებთან შედარებით დამოუკიდებელ სახელმწიფოებში) შეძლო.

მაშ, რა მოხდა?

ისტორიკოსები და მათ შორის ავტორიც, რომელიც უკვე რამდენჯერმე დავიმოწმე, დაბეჯითებით ამტკიცებენ, რომ ევროპელად ჩამოყალიბებას სჭირდება წლები. ჭეშმარიტი ინგლისელობის მისაღწევად აუცილებელია უდიდესი ცოდნის ათვისება, ჩვევებისა და პირობითობათა მთელი სისტემის შესისხლხორცებასაკუთარ მეორე ბუნებად ამ ყველაფრის გათავისება.

თვალსაჩინოებისთვის განგვიმარტავენ, რომ, მაგალითად, იტალიური აღორძინების ეპოქის ფერწერა შეიძლება გაიგო მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეისწავლი რომაულ მითოლოგიას, ბიბლიას, ისტორიას.

ასე თუ ისე მაინც.

და კიდევ უფრო გასაგებად: ევროპული კულტურა, როგორც თანატოლებს, ელაპარაკება მხოლოდ ხანდაზმულ, ცოდნით დამძიმებულ ადამიანებს, ვისთვისაც გასაგებია ასოცირებული აზროვნება, მინიშნება, ხელოვნების ენის კოდი”.

მხატვრულ, მეტაფორულ აზროვნებაზეა ლაპარაკი, რომელიც “რანკოვიჩ-ლომაიას ხროვის” მიერ “რეფორმირებული” ქართული საგანმანათლებლო სისტემაგამოვლილი თაობისთვის დაუძლეველ წინაღობად არის აღმართული.

თუნდაც ისეთ თვალსაჩინო და მოსწრებულ შედარებებში, როგორებითაც რეზო ამაშუკელმა ქართული სარკასტული ლიტერატურა გაამდიდრა სულ ახლახან: “ბაქრაძე _ უკანიდან დაქოქილი მათხოვარი; “ტაბულა” _ ჩირქის კასრი; ჩერგოლეიშვილი _ შავი გოგირდით რომ აქვს ცხვირის ნესტოები გამოტენილი; კვესიტაძის ბლუკუნა ქმარი, ზღვის სპილო _ შოთა უტიაშვილი, ბლანჟიანი ბეკეკა, ვიღაც დევდარიანი და, რაც მთავარია, ეს ყიზილბაში, “რიჟა” და მამაძაღლი ტუღუში”.

ახლა ცოტა ამოისუნთქეთ და მასშტაბური განზოგადებებისა და მინიშნებების ამოსაცნობად დაძაბეთ გონება: სააკაშვილმა მოახერხა და შექმნა უწიგნური ბოზებისა და წიგნიერი პედერასტების საზოგადოება, რომელსაც დაპყრობილი აქვს მთელი ტელესივრცე”; “ეს შავი ობობა (მაია ორჯონიკიძე), ეს ტარანტულა, ძველი ბიჭივით რომ იჯდა და ღრიალებდა ინგა გრიგოლიას ეთერში, ეგ ისეთი ორჯონიკიძეა, როგორც მე ვარ მაო ძედუნის ბიძაშვილი”; “რანაირად უნდა ვცე მე უკრაინის ხელისუფლებას პატივი, როცა ეს უფროსკლასელთა ჩოკინა _ ადეიშვილი დაასვეს თავზე მთელ უკრაინას?! ზარი დარეკილი არ იყო, ადეიშვილის კრუსუნი რომ ისმოდა ყვარელში, და ეს მე იმ ხალხისგან ვიცი, ვინც მაგას მაგრადაწვალებდა”. იქიდან დაეწყო მაგას ტოტალურიხველება”.

და ასე შემდეგ და ასე შემდეგ!

თუ ამ ამონარიდებისა ვერაფერი გაიგო კომპიუტერსა და ინგლისურს დაუფლებულმა თაობამ, მართლა ცუდად ყოფილა ჩვენი საქმე!

ჩვენი უბედურებაა, და ხელი გინდ ამერიკისკენ გაიშვირე, გინდ _ ბანგლადეშისკენ, გინდა ევროკავშირის ფაფით სავსე ჯამი და “პურის საზეიმო ულუფა” მოგაწოდონ _ ორი მთელი და ერთ მეოთხედი უნციის ოდენობით.

“ამ საოცარი სანახაობით შეძრული ოლივერი საცოდავად ატირდა: გაიფიქრა, და ეს სავსებით ბუნებრივი იყო, _ რომ საბჭომ რაღაც სასარგებლო მიზნების მისაღწევად მისი მოკვლა გადაწყვიტა, სხვა არაფრის გამო თავს არ გამოიდებდნენ მის გასასუქებლად.

_ ნუ ტირი, ოლივერ, თორემ თვალები გაგიწითლდება. ჭამე შენი ფაფა და მადლობელი იყავი! _ თქვა მისტერ ბამბლმა, _ …სასწავლებლად უნდა მიგაბარონ, ოლივერ.

_ სასწავლებლად, სერ? _ შეეკითხა აკანკალებული ოლივერი.

_ დიახ, ოლივერ, _ თქვა მისტერ ბამბლმა, _ კეთილ და მოწყალე ჯენტლმენებს, რომლებიც მშობლების მაგივრობას გიწევენ, ოლივერ, რადგან საკუთარი არ გყავს, სურთ სასწავლებლად შენი მიბარება, შენი ფეხზე დაყენება, და შენგან ადამიანის შექმნა, მიუხედავად იმისა, რომ ეს მრევლს სამი ფუნტი და ათი შილინგი დაუჯდება!..

…ცრემლის ნაკადები ჩამოუწანწკარდა ლოყებზე საწყალ ბიჭს და მწარედ აქვითინდა იგი.

_ გეყოფა, _ თქვა მისტერ ბამბლმა…, _ მოიწმინდე თვალები ქურთუკის კოშით და ნუ აწვეთებ ცრემლს ფაფაში. დიდი უგნურებაა ეს, ოლივერ.

ეს მართლაც უგნურება იყო, რადგან ფაფაში წყალი ისედაც საკმარისად იყო” (ჩარლზ დიკენსი, “ოლივერ ტვისტის თავგადასავალი”).

რა მინიშნებაა დაშიფრული ამ ნაწყვეტში, განათლებულ მკითხველს განმარტება არ სჭირდება.

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here