Home რუბრიკები საზოგადოება აშშ-სა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო ზონა ევროპის ეკონომიკის სიკვდილის ტოლფასია

აშშ-სა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო ზონა ევროპის ეკონომიკის სიკვდილის ტოლფასია

930

18 აპრილს ევროპის ბევრ ქვეყანაში გაიმართა საპროტესტო აქცია ევროკავშირსა და აშშ-ს შორის ტრანსატლანტიკური თავისუფალი სავაჭრო ზონის (TTIP) შექმნის წინააღმდეგ.

“ჩვენ არ გადავიხდით ამ შეთანხმების გამო!” “შეაჩერეთ TTIP-ი, რადაც უნდა დაგიჯდეთ!”, “ეს შეთანხმება სახელმწიფო გადატრიალებაა!” _ სკანდირებდა მადრიდში აქციაზე გამოსული 50 ათასზე მეტი ადამიანი.

როგორც ვარაუდობენ, ამ სავაჭრო შეთანხმების შემდეგ შესაძლებელი იქნება ტარიფების შემცირება და ბიზნესში ევროკავშირსა და აშშ-ს შორის მარეგულირებელი ბარიერების გაუქმება. პროექტის მიზანია ტრანსატლანტიკური ეკონომიკური ბაზრის შექმნა ტერიტორიაზე, სადაც 820 მლნ ადამიანი ცხოვრობს.

პროექტის ინიციატორია აშშ, რომელიც ვარაუდობს, რომ ტრანსატლანტიკური ეკონომიკური ზონის შექმნით ევროპა უფრო დამოკიდებული იქნება მასზე და ეს მოხდება ევროკავშირ-რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების მოშლის ხარჯზე.

საბაჟო ბარიერების გაუქმება ხელ-ფეხს გაუხსნის დიდ კონცერნებს როგორც აშშ-ში, ისე ევროპაში, რადგან მათთვის ხელმისაწვდომი იქნება გასაღების ახალი, დიდი ბაზრები. მცირე და საშუალო ბიზნესს კი გლობალიზაციის პირობებში გადარჩენის შანსი არ ექნება. შესაბამისად, მილიონობით ევროპელი სამუშაოს დაკარგავს.

“არსებობს უზარმაზარი საფრთხე იმისა, რომ ტრანსატლანტიკური ეკონომიკური ზონა ჩვენს უფლებებს შეზღუდავს, რადგან კონცერნები მომავალში უფრო დიდ გავლენას მოიპოვებენ კანონების შედგენაზე”, _ განაცხადა ორგანიზაცია Foodwatch-ის დირექტორმა ტილო ბოდემ.

ევროკავშირისთვის შეთანხმების მნიშვნელოვანი ხარვეზი არის ის, რომ სადავო საკითხები უნდა მოაგვაროს არა ნაციონალურმა მთავრობებმა, არამედ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოებმა, რომლებსაც ტრანსნაციონალური კორპორაციები აკონტროლებენ. ამ კონტროლის სიმწარე იწვნია საფრანგეთმა. ამ ქვეყნის უდიდესი საბანკო ჯგუფი BNP Paribas-ი აშშ-ში 9 მლრდ დოლარით დააჯარიმეს რამდენიმე ქვეყნის მიმართ დაწესებული “სანქციების რეჟიმის დარღვევის გამო”, თანაც ეს გადაწყვეტილება ნიუ იორკის სასამართლომ მიიღო.

ევროპელთა აღშფოთებას იწვევს თვით მოლაპარაკებების ფორმატი, რომელიც შეთანხმების პროექტის გარშემო მიმდინარეობს: დიალოგი დახურულ კარს მიღმა იმართება და მისი დეტალები საზოგადოებისთვის უცნობია. კიდევ ერთი პრეტენზია ეხება სურსათზე ეკოლოგიური მოთხოვნებისა და სტანდარტების დონის შემცირებას იმ კომპანიებისთვის, რომლებიც იმუშავებენ ამ ეკონომიკურ ზონაში.

თუ ტრანსატლანტიკური ეკონომიკური ზონის შესახებ შეთანხმებას ხელს მოაწერენ, ევროკავშირი პოლიტიკურთან ერთად ეკონომიკურადაც დამოკიდებული იქნება ამერიკის შეერთებულ შტატებზე. ევროპული კომპანიები კონკურენციას ვერ გაუწევენ ტრანსნაციონალურ კორპორაციებს, და, რუსეთის ბაზრის დაკარგვის შემდეგ, ევროპულ ბაზარსაც გამოეთხოვებიან.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here