Home რუბრიკები პოლიტიკა უტიფართა მზე

უტიფართა მზე

702

“სამშობლო, გჯეროდეს, ახალი მზე ამობრწყინდება!” _ გვიმღერა 1990-მდე ერთი წლით ადრე სოსო პავლიაშვილმა. შუაგულ 90-ანებში კი თემურ ბაბლუანმა “უძინართა მზე” გადაგვიღო. მზე მართლაც “ამობრწყინდა” საქართველოში, მაგრამ ის არც ახალია, არც თავისუფლების და, მით უმეტეს _ არც უძინართა. პირიქით _ ეს “მზე” კარგად გამოძინებულთა, გამაძღართა, უსაქმურთა, ფარისეველთა, მატყუარათა და ყველა ჯურის უტიფართა მზეა.

აქ ლოგიკურია კითხვა _ განა უტიფრებიც არსებობენ სხვადასხა ჯურისა და სხვადასხვანაირები? პასუხი მარტივია _ არა! რა თქმა უნდა, უტიფარი უტიფარია და მას არ აქვს სქესი და მსოფლმხედველობა, უბრალოდ, მე ვიგულისხმე ის, რომ ეს ზუსტად ერთნაირი უტიფრები სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა მიზანს ემსახურებიან და იმ მიმართულებით უტიფრობენ ხოლმე, რა მიმართულებით უტიფრობაც იმ მოცემული მომენტისთვის აძლევთ ხელს.

მოკლედ შეიძლება, ასეც ითქვას: დღეს საქართველო დაყოფილია უტიფართა სამ ბანაკად:

1. “ნაცუტიფრები

2. “ქოცუტიფრები

3. “ნანაცარნაქოცარი უტიფრები

საბოლოო ჯამში, ყველა “ნამოქალაქეთაკავშირელ-ნაკომკავშირალ უტიფართა” განაყოფია და ჩვენი ქვეყნის მთავარი უბედურებაც სწორედ ის არის, რომ უტიფრები არა მხოლოდ ხელისუფლებაში ან მხოლოდ ოპოზიციაში გვყავს (ასეთ მდგომარეობას კიდევ ეშველებოდა რამე. დაუჭერდი მხარს არაუტიფრებს და ეგაა), არამედ ყველგან, ყველა “ნიშა” სწორედ და მხოლოდ უტიფრებს აქვთ ათვისებულ-დაკავებული და, არათუ პატიოსნისა და ნორმალურის, არამედ თუნდაც “მეტ-ნაკლებად ცუღლუტის” ადგილიც კი აღარ არის დარჩენილი _ ძალიან დახვეწილი უტიფარი უნდა იყოს ადამიანი, რომ ამ ნიშათაგან რომელიმეში შეაყოფინონ თავი.

თუმცა არც “თავშეყოფილთა” ნაკლებობაა, ანუ ამ უტიფართა სამი ძირითადი განაყოფიდან არც ერთი განიცდის ინდივიდუალ-უტიფართა სიმცირეს.

მოდით, მივყვეთ თანმიმდევრობით:

ნაცუტიფრები

ამ მიმართულების უტიფრობა ჯერ კიდევ 2001 წლიდან შეინიშნება, ანუ იმ დროიდან, როდესაც სააკაშვილ-ჟვანიას დაჯგუფება ედუარდ შევარდნაძეს “განუდგა”.

ხელმწიფის კარის გადატრიალებებისადაგანდგომილებისმეტი რა ვიცით, მაგრამ ამ დაჯგუფებამ უტიფრობის პირველი ნიშნები მაშინ გამოავლინა, როდესაც შევარდნაძის დამცველები უწოდა განურჩევლად ყველას, ვინც კი მათ წინააღმდეგ თუნდაც ერთი სიტყვა წარმოთქვა.

შევარდნაძის დამცველებად გასაღდნენ ისინიც კი, ვინც მანამდე, 6 წლის განმავლობაში (1995 “მოქალაქეთა კავშირის” დაარსების თარიღია) თავგამოდებით ებრძოდა შევარდნაძეს, ხოლო თვითონ ჟვანია-სააკაშვილის გუნდის წევრები კბილებით იცავდნენ “უდიდესი საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე” პრეზიდენტს.

და, როგორც კი უტიფართა ამ კასტამ “უცებ” აღმოაჩინა, რომ შევარდნაძე ცუდი ყოფილა, ნებისმიერი გაფართხალება მათ წინააღმდეგ იმწამს უტიფრად საღდებოდა “შევარდნაძისტობად”.

უტიფრობის ეს უნიკალური თვისება “სახელოვნად” განაგრძეს “ნეონაცისტებმა”, ანუ “ნაციონალების” განდგომილი ლიდერების ადგილზე აღმოცენებულმა ახალმა მოლიდერო ელემენტებმა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რა თქმა უნდა, არჩევნებში დამარცხების შემდგომი უტიფრობები: “როგორ შეიძლება ადამიანების დაპატიმრება, ადამიანების უფლებების შელახვა და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა?” _ ეს 2012 წლის შემდგომი “ნაც-უტიფრობის” ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მარგალიტია.

უფლებადარღვეულ, ნაცემ, ნაწამებ ადამიანებსა და გადავსებულ ციხეებზეც რომ აღარაფერი ვთქვათ, არა მხოლოდ წვრილი პარტიული ბოსები, არამედ თვით მათი “დიდი ბელადიც”, ფაქტობრივად, ყოველდღიურად პირდაპირ ეთერში განუკითხავად უწოდებდა ადამიანებს მკვლელებს, ყაჩაღებს, აგენტებს, მოღალატეებს და უდანაშაულობის პრეზუმფიის დამრღვევ ათასგვარ ბრალდებას უყენებდა მათ.

ყველაზე წარმოუდგენელი უტიფრობა კი, რომელიც შეიძლებანაცუტიფრობათაგამოვლინებას მივაკუთვნოთ, არისნაცთაბოლოდროინდელი დამოკიდებულება პატიმართა გაუპატიურების მიმართ. როგორც კი მათ ვინმე შეახსენებს ამას, რომელიმენაცი”, ეს იქნება ტელესტუდიაში თუ სხვაგან, მოუბრუნდება და აბსოლუტურად უტიფრად ეკითხება: “აი, შენ, თვითონ ხარ გაუპატიურებული? მიდი, თქვი _ გაუპატიურებული ხარ?”

ამ უმძიმესი თემის მიმართ მსგავსი ირონიულ-უტიფრული დამოკიდებულება, თავმოყვარე საზოგადოების მხრიდან სრული მიუღებლობითა და მკვეთრად გამოხატული ზიზღით უნდა ისჯებოდეს, მათი ოჯახის წევრები სირცხვილით უნდა იწვოდნენ და ასეთ ადამიანებს საზოგადებაში გამოჩენის შიში უნდა ჰქონდეთ, წესით… მაგრამ “უტიფრები” ხომ სწორედ იმ იშვიათი უნარით დაჯილდოებული ადამიანები არიან, არასოდეს არაფრის რომ არ რცხვენიათ და შარვალში ჩასვრილიც რომ იყვნენ და განავლის სუნი ასდიოდეთ, მაინც ამაყად და თავაწეული მიაბიჯებენ ქუჩაში…

ქოცუტიფრები

ზემოთ შევარდნაძე და მისი პერიოდის საქართველო ვახსენეთ. საყოველთაოდ გავრცელებული აზრია, რომ იმჟამინდელი საქართველო კორუფციისა და ნეპოტიზმის მაღალი დონით გამოირჩეოდა. თუკი გავიხსენებთ, რა ხდებოდა საჯარო უწყებებში, რა თქმა უნდა, ძნელი იქნება, რაიმე წინააღმდეგობა გავუწიოთ ამ მოსაზრებას, მაგრამ ნებისმიერს შევეწინააღმდეგები, ვინც შეეცდება, დამიმტკიცოს, რომ იმდროინდელი ხელისუფლების “ნეპოტისტი” წარმომადგენლები უტიფრობის დონით ოდნავ მაინც გაუწევდნენ კონკურენციას “საოცნებო” ხელისუფალთა მძიმე უტიფრობებს.

ზუსტად მახსოვს, თუკი შევარდნაძისდროინდელ ან თუნდაც სააკაშვილისდროინდელ ხელისუფალთ ვინმე ნეპოტიზმის ფაქტებს წარუდგენდა და ბრალს დასდებდა, ისინი ან უხერხულად იშმუშნებოდნენ, ან ცდილობდნენ, რამენაირად გამომძვრალიყვნენ მდგომარეობიდან, ან კიდევ უარს ამბობდნენ პასუხზე და თავს არიდებდნენ ამ თემაზე მედიასთან საუბარს.

აი, ოცნებისხელისუფლების ნეპოტისტი ფიგურები კი წარმოუდგენელი უტრიფრობით ცდილობენ, დაუმტკიცონ საზოგადოებას, რომ მათ მიერ აშკარად ჩადენილი ნეპოტიზმი სინამდვილეში სულაც არ არის ნეპოტიზმი!

აი, ეს მართლაც სიახლეა ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში!

თურმე ერთი პარლამენტარის დის დანიშვნა მერიის სტრუქტურებში ან მეორე პარლამენტარის შვილის დანიშვნა საგარეო უწყებაში სულაც არ ყოფილა ნეპოტიზმი, არამედ ყოფილაპროფესიონალი კადრების ჩვეულებრივი დასაქმება”…

მართლაც ამაზრზენი მოსასმენია დისა თუ დედის ენაგადმოგდებული მტკიცება, რომ თურმე საქმე უდიდეს პროფესიონალთან გვქონია. ასევე ამაზრზენია მითითება დისა თუ შვილის “სივი”-ზე, თითქოს ამ კონკრეტული თანამდებობისთვის შესაფერისი “სივი” მხოლოდ მათ ჰქონდეთ და სხვას არავის დედამიწის ზურგზე!

მართლაც ამაზრზენია მოსმენა არგუმენტისა _ “აბა, რადგან ადამიანი პარლამენტარის ოჯახის წევრია, უნდა დაიჩაგროს და ვერსად იმუშაოს?”

გეგონება, ვინმე ან კერძო სექტორში მუშაობას უკრძალავს მათ ან კიდევ _ კონკურსის ღირსეულად გავლით დასაქმებას.

აკი, თავად “ოცნებისტები” გაჰყვირიან ხოლმე, _ ჩვენ თუ საჯარო უწყებებში არ გადმოვიბირეთ მაღალი ანაზღაურებითა და სახელფასო დანამატებით პროფესიონალები, ისინი კერძო სტრუქტურებში გაგვექცევიანო.

ჰოდა, თუკი კერძო სექტორი საქართველოში ისეა აყვავებული, რომ მასპროფესიონალებზეტაციაობა ჰქონია გამოცხადებული, წავიდნენ და იმუშაონ ამ პარლამენტარებისა და სხვა პარტიული მოღვაწეების დებმა, ძმებმა, შვილებმა, ბიძაშვილმამიდაშვილებმა, სიძეებმა და ცოლისძმებმა კერძო სექტორში, რა პრობლემაა?!

არანაკლებად ამაზრზენია “ქოც-უტიფართა” “არგუმენტი” _ “ისინი დროებით არიან დანიშნულები, მოგვიანებით გაიმართება კონკურსი და, ვინც გაიმარჯვებს, ის დაინიშნება”.

ჯერ ერთი, საკითხავია, ასე “დროებით დანიშნულთა” უმეტესობა რატომ შერჩება ხოლმე ამდროებითთანამდებობას წლების განმავლობაში?

და მეორეც _ რატომ “ემთხვევა” ხოლმე, რომ მაინცადამაინც პარლამენტართა ან სხვა პარტიულ მოღვაწეთა ოჯახის წევრები იკავებენ ამ თანამდებობებს “დროებით”?

ხომ ყველამ ზუტად იცის _ საქმეც სწორედ ის არის, რომ ამ “მაგარსივიანმა” ნათესავებმა სინამდვილეში კონკურსის პირველი, ელემენტარული ეტაპიც კი ვერ გადალახეს და გამოცხადებული კონკურსებიც სწორედ იმ ერთადერთი მიზეზით (რა თქმა უნდა, სხვა საბაბით) უქმდება, რომ ეს “მაგარსივიანი ნათესავები” “კანონის დაურღვევლად” “დროებით” დანიშნონ თანამდებობებზე!

მერე კი, გამოვა ვინმე დავით საგანელიძის მსგავსი უტიფარი და დაგვიწყებს მტკიცებას, რომ თურმე ნებისმიერი ადამიანი ბედნიერი იქნებოდა, ნანა ყეინიშვილის შვილისნაირი ანდა ანი მიროტაძის დისნაირი რომ ჰყოლოდა! და აქეთ აგვაგდებს ნამუსზე მთელ საზოგადოებას, რომ ჩვენ, შეუბრალებელები, უსამართლონი და ბოღმიანები, ვჩაგრავთ ამ დიდად განათლებულ დაუმაგრეს სივიანადამიანებს მხოლოდ იმიტომ, რომ ამუბედურებს” “არ გაუმართლათდა პარლამენტარების ოჯახის წევრები არიან!

აი, მსგავსი უტიფრობა მართლაც წარმოუდგენელია! თუმცა კიდევ უფრო უტიფარია მათი მტკიცება _ “ნეპოტიზმი იმას ჰქვია, როდესაც თანამდებობაზე ინიშნება არაშესაბამისი კვალიფიკაციის ადამიანი, თორემ, თუკი ადამიანს გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია და დაინიშნა თანამდებობაზე, რა მნიშვნელობა აქვს, ვისი ნათესავია? ეს ნეპოტიზმი მაინც არ არის”-ო!

აი, მსგავსი უტიფარი და, პირდაპირ ვთქვათ, იდიოტური ტყუილი მართლაც აჭარბებს ყველა მანამდე ჩამოთვლილ უტიფრობას! ანუ ნეპოტიზმი ყოფილა მხოლოდ და მხოლოდ ის, როდესაც, დავუშვათ, მეხანძრის კვალიფიკაციის მქონე ადამიანს ნიშნავ აგრონომად. ხოლო თუ აგრონომად დანიშნე პოლიტიკური ფიგურის აგრონომი ნათესავი, მაშინ, როდესაც გაცილებით უკეთესი აგრონომები ჰყავს ქვეყანას, ეს თურმე სულაც არ ყოფილა ნეპოტიზმი!

რა თქმა უნდა, ახლა რომელიმე “ქოც-უტიფარი” შემეკამათება, _ შენ რა იცი, ვინ უკეთესი აგრონომიაო?

არა, ბატონებო, მე არ ვიცი, კონკურსმა იცის, კონკურსმა!

და ამიტომაც, მაგ თქვენი ნათესავებისსივებისფრიალი და უმრავლესობის ერთერთი ლიდერის ხარივით დაქაჩული თვალები, რომლებიც აქეთ გვადანაშულებენ უსამართლობასა და ბოღმიანობაში, სულაც არ წარმოადგენს არანაირ არგუმენტს!

თქვენ სწორედაც ნეპოტიზმის უტიფარი დამამკვიდრებლები ხართ და, თუ არანაირად არ დაისჯებით, იმდენი სირცხვილნამუსი მაინც უნდა შეგრჩეთ, რომ ტელეეთერში უტიფრად არ მიეთრიოთ და იქიდან ასე უტიფრად აქეთ არ შეეცადოთ საზოგადეობის გალანძღვასა და ნამუსზე აგდებას!

ისე, რა უნდა გაგიკვირდეს იმ უტიფარი ადამიანებისგან, რომლებსაც საზოგადოებამ უკვე მრავალჯერ განუცხადა, მნიშვნელობა არ აქვს “პრემიას” დაარქმევთ თუ “დანამატს” _ მთავარი ის არის, რომ ზედმეტ ფულს იღებთ ბიუჯეტიდან, თორემ სახელწოდებაზე არავინ გედავებათო!

და მიუხედავად ამისა, მაინც უტიფრად იმეორებენ უკვე მეასედ _ “2013 წლის გადაწყვეტილების მერე არც ერთ ჩვენგანს პრემია არ აუღია!”. მიუხედავად ამისა, გასულ კვირაში მაინც მოახერხეს უტიფრობით გამორჩეულიყვნენ გიორგი ვოლსკი და ეკატერინე ბესელია. ვოლსკიმ “გაბედულად” მოუწოდა “სახელმწიფო უწყებებში “ნაციონალების” ნარჩენების განადგურებისკენ”, ოღონდ ვის _ მე თუ ჩემს მეზობელ თამაზას, გაურკვეველია…

ხოლო ბესელიამ უტიფრადვე განაცხადა, _ ცნობილი “მიშისტი” და “ნაცგამპრავებელი” ირაკლი მაისურაძე იმიტომ ავიყვანე ჩემთან სამუშაოდ, რომ მომწონდა ეგ ადამიანი, როდესაც “რუსთავი 2”-ს ვუყურებდი ხოლმეო! და წამსვე უტიფრად განაგრძო საუბარი ქართულ მედიაში არსებულ “ნაც-ნარჩენებზე”…

ნანაცარნაქოცარი უტიფრები

უტიფართა ამ მესამე მიმდინარეობის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლები ირაკლი ალასანია და მისი გუნდის წევრები არიან. ამ ხალხმა მხოლოდ ახლაღა აღმოაჩინა, რომ თურმე ქვეყანას მართავს ბუა-ოლიგარქი, ხოლო საქართველო კრემლისკენ მიექანება…

თქმა არ უნდა, ამ ადამიანებმა მიხეილ სააკაშვილის “ბუა-ობაც” მხოლოდ მას შემდეგ დაინახეს, როცა მიშამ უარი განაცხადა მათ “წინ წაწევაზე” და “მემკვიდრედ” ირაკლი ალასანია არ დაასახელა. თორემ აგერ, ვიდრე 2009 წლამდე, მიხეილ სააკაშვილი და მთელინაციონალური მოძრაობამხოლოდ ქვეყნის აღმშენებლობით იყვნენ დაკავებულნი, ხოლო საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს გიგანტური წარმატებები მხოლოდ იმიტომ ჰქონდა, რომ იქ თვითმისი უდიდებულესობაალასანია იღვწოდა!

როგორც კი ალასანია ამ ასპარეზს ჩამოშორდა, საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტმაც რღვევა დაიწყო და თანაც ეს ორჯერ მოხდა: ერთხელ _ მიშას დროს და ერთხელაც _ ბიძინას დროს!

ხელისუფლებიდან ალასანიას ჩამოშორებას ყველა ჯერზე საერთაშორისო ასპარეზზე გამოუსწორებელი ზიანი მოჰყვება ხოლმე საქართველოსთვის!

საზოგადოდ, თავისუფალი დემოკრატებისგუნდის ყოფილი თუ მოქმედი წევრებისთვის ძალიან დამახასაიათებელია საკუთარი თავის დაყვედრება საზოგადოებისთვის, სამშობლოს ინტერესებისთვის მსხვერპლად შეწირულის როლში გამოსვლა დასაერთაშორისოზღაპრების მოყოლა!

განა მთელმა საქართველომ უკვე ზეპირად არ იცის “სტრასბურის დედოფლის” _ თეა წულუკიანის “სამშობლოსთვის მსხვერპლად შეწირვის” ამბავი?

განა უკვე არ დაგვაჯერეს, რომ თეა წულუკიანს, მილიონიც რომ მოითხოვოს ბიუჯეტიდან, უნდა გადავუხადოთ, რადგან მან რაღაც წარმოუდგენელ პირობებზე თქვა უარი და თავგანწირულად გამოემართა სამშობლოსკენ?

მართალია, ვერავინ ამბობს, ვინ ეხვეწებოდა წულუკიანს ამოდენამსხვერპლისგაღებას და რა უფლებით გვაყვედრის ამ სისულელეს კვირაში სამჯერ, მაგრამ ფაქტია, რომ, მათ შორისშავი კატისგარბენის მიუხედავად, ირაკლი ალასანიამ ნანუკასთან სტუმრობისას მაინც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი წულუკიანისმსხვერპლობას”…

ბიძინა ივანიშვილის ადგილას მე ამ პასაჟს უფრო მეტად ჩავუფიქრდებოდი, რათა მერე კიდევ ერთხელ არ დამწყვეტოდა გული, _ “ალასანიას იმ განცხადების შემდეგ, რომელიც ჩემ წინააღმდეგ იყო მიმართული, ჩემი გუნდის არც ერთმა წევრმა არ ამოიღო ხმა”_ო! (ამონარიდი ბიძინა ივანიშვლის საჯარო განცხადებიდან).

მაგრამ კესირისა ისევ კეისარმა იკითხოს და მიიღოს კიდეც!

ჩვენ ისევ უტიფარ და ტრაბახა “ნანაცარ-ნაქოცრებს” მივუბრუნდეთ.

გარდა “სტრასბურის დედოფალ წულუკიანისა”, “ნანუკას შოუში” კიდევ “ალიგატორის ზღაპარი” იყო მეტად საინტერესო, რომელიც ალასანიას ფრიად აქტიურმა მეუღლემ ნათია ფანჯიკიძემ მოგვიყვა.

როდესაც ირაკლი ამერიკაში სამხედრო წვრთნებზე იმყოფებოდა, ერთხელ დავურეკე და ცუდ ხასიათზე იყო. რომ ჩავაცივდი, მითხარი, რატომ ხარ ცუდ ხასიათზემეთქი, მითხრა, _ ჩემი მეგობარი წვრთნების დროს ალიგატორებმა შეჭამესოთურმე, რაღაც ჭაობები უნდა გადაელახათ სწავლებებზე. დარღვეულა უსაფრთხოების ნორმები და ამ ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ასე ტრაგიკულად დასრულებულა. აი, ასეთ უმკაცრეს პირობებში აქვს ირაკლის წვრთნები გავლილი…”

ვერ გეტყვით, როგორ და რანაირად გამორჩა მსოფლიო მედიას ყურადღებიდან ისეთი სკანდალური და მძიმე ფაქტი, როგორიცაა წვრთნების დროს ამერიკის არმიის ჯარისკაცის ალიგატორტებისაგან სადილად მირთმევა…

ეს უტიფრობა უფრო იმას ჰგავს, რომ “თავისუფალ დემოკრატთა” “დიდი ბელადი” ცოლს “ემარიაჟებოდა”, _ აი, ასეთი “რემბო” გყავარო! ხოლო ცოლი ქმრის თვალში მომგებიან პოზას იჭერდა, _ თვალთმაქცობდა, შენი ტყუილებისა მჯერაო… საბოლოოდ, შთაბეჭდილება ისეთია, რომ ტყუილები და პოზიორობა ამ ადამიანებისთვის სულაც არ არის უცხო ხილი და ახლა მთელი საზოგადეოების მოტყუებასაც უკვე მერამდენედ შეეცდებიან…

ხო არ გაგახსენდათ მიშასა და სანდრას ცნობილი ამბავი, როდესაც ისინი თურმე ოკეანეში ცურავდნენ და უცებფსკერზე მჯდომიორი ზვიგენი დაინახეს?

თუმცა რა არის გასაკვირი?!

აკი, დასაწყისშივე ვთქვი, _ ყველანი ერთი და იმავე “მოქალაქეთა კავშირ-კომკავშირიდან” ამოზრდილნი არიან და უტიფრობაც ზუსტად ერთნაირად და ერთნაირი ხარისხით ახასიათებდეთ?!

ჰოდა, ამიტომაც, ამობრწყინდება კი არა, უკვე დიდი ხანია, ამობრწყინდა ეს ახალი მზე საქართველოს ცაზე _ უტიფართა მზე!

ბაკურ სვანიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here