Home რუბრიკები პოლიტიკა რა დამსახურებისთვის მისცა ამერიკამ სააკაშვილს განსაკუთრებული ვიზა?!

რა დამსახურებისთვის მისცა ამერიკამ სააკაშვილს განსაკუთრებული ვიზა?!

829

“მეოცნებეების” მთავარმა წინასაარჩევნო დაპირებამ _ სამართლიანობის აღდგენამ _ საბოლოოდ დალია ჩაილურის წყალი. ქართულ მართლმსაჯულებას პულსი, ფაქტობრივად, არ ესინჯება. დიაგნოზი ერთმნიშვნელოვანია _ ასპროცენტიანი იმპოტენცია. ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომი პიკს აღწევს და თემიდას სასწორს, სადაცაა, ისევ გადიდგულებული კრიმინალები, მოძალადეები და კაცისმკვლელები დაეპატრონებიან…

პროკურატურა რომ უგერგილოა და არაფრის თავი არ აქვს, გასულ კვირას ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესზეც გამოჩნდა. შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა სხდომაზე თავის მოსამართლიან-პროკურორიანად ყველას ერთად თითი უქნია და დაემუქრა: პირობას გაძლევთ, დაუსჯელი არც ერთი დარჩებით, ჩემი და ჩემი თანამებრძოლების პოლიტიკური დევნისთვის პასუხს პირადად გაგებინებთო. მერაბიშვილმა ეს განცხადება ყოფილი სპეცრაზმელის, კახა ნაკანის, დაკავების გამო გააკეთა. მისი თქმით, იგი ივანიშვილის პირადი პატიმარია და ყოფილი პრემიერი ამით “ნაცმოძრაობის”, როგორც პარტიის, პოლიტიკური რადარებიდან გაქრობას ცდილობს: 

მე მინდა, მივმართო ნაკანს და ვუთხრა, რომ მტკიცედ იდგეს, პატარა ადამიანების ოცნებას ნუ აასრულებს. ყველა ის ადამიანი, ვინც მონაწილეობდა ნაკანის ასეთ დევნაში, ის ადამიანები, რომლებიც მონაწილეობდნენ თემურ გუნავას წინააღმდეგ, ის ყველა ადამიანი, ვინც რიგითი თანამშრომლების წინააღმდეგ ახორციელებენ უკანონობას ან კანონს ამოფარებულები ძალადობენ, პირადად მე ყველა მათგანს პასუხს ვაგებინებ…” (როგორც ხედავთ, “ვარდოსანთა” რიტორიკა არ იცვლება).

მიაქციეთ ყურადღება სიტყვებს: “პირადად მე პასუხს ვაგებინებ”. კრიმინალ მერაბიშვილს, რომელიც თხემით ტერფამდე სისხლშია ამოსვრილი და კისერზე უამრავი უდანაშაულო ადამიანის ცოდვა აწევს, შეეძლო, ფორმალურად მაინც ეთქვა, _ როცა ხელისუფლებაში დავბრუნდებით, ჩვენს მდევნელებს გავასამართლებთ და კანონით დავსჯითო, მაგრამ მან ეს ელემენტარული ფორმალობაც არ დაიცვა. იგი პირდაპირ იმუქრება არა კანონითა და სამართლით, არა მართლმსაჯულებით, არამედ პირადი ანგარიშსწორებით. ეს კი, არც მეტი, არც ნაკლები, იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილი და მისი კრიმინალური ბანდა დიდი რევანშისთვის ემზადება.

ცხადია, ამ რევანშის სამიზნე ივანიშვილი არ იქნება და არც მისი პოლიტიკური ნაშიერები. ოლიგარქი საფრთხეს თუ იგრძნობს, აიკრავს გუდა-ნაბადს და ღმერთმა იცის, სად გაქრება. რესპუბლიკელებსა და კოალიციაში შემავალ სხვა მოლიბერასტო ელემენტებს ნაცებთან ისედაც რა აქვთ გასაყოფი და ვინღა რჩება? ისევ და ისევ ქართველი ხალხი, რომელმაც 2012 წლის 2 ოქტომბერს სამართლიანობის აღდგენის იმედით მხარი დაუჭირა “ქართულ ოცნებას”. სააკაშვილი, ისედაც დიდი ხანია, ქართველ საზოგადოებაზე აღრენილია და წარმოიდგინეთ, რა სასტიკად ამოიყრის ჯავრს ეს ორმეტრიანი პარანოიკი, თუ ამის საშუალება მიეცემა. ის ცხრა წელი, ჯოჯოხეთში რომ გავატარეთ, შეიძლება მრავალხმიან სიმღერად მოგვეჩვენოს, ცოცხი დადუბინკამერე ნახეთ, სისხლის გუბეებით რომ გაივსება ქვეყანა

სხვათა შორის, რაც კი ბოლო ხანს აქციები გაიმართა სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით (იქნებოდა ეს ორგანიზაცია “თავისუფალი ზონისა” თუ “ნაცმოძრაობის” სათაო ოფისთან), მიშაიუგენდელები სახურავებზე ისხდნენ და მომიტინგეებს კამერებით უღებდნენ. ცხადია, ეს გართობის მიზნით არ კეთდებოდა, ისინი სახეებს აბეჭდავდნენ და ადგენდნენ .. შავ სიას, რომელშიც კონკრეტული მოქალაქეები შეჰყავდათ. კულუარული ინფორმაციით,  ამ სიაში უკვე შეყვანილია ასეულობით მოქალაქე და მიშაიუგენდელებს მათ შესახებ სრული ინფორმაცია აქვთ (სახელი, გვარი, მისამართი, სამუშაო ადგილი…), მოკლედ, საკმარისია, ხელსაყრელი ვითარება შეიქმნას, რეპრესიული მანქანა სრულ მზადყოფნაშია.

რაც შეეხება ხელსაყრელი ვითარების შექმნას, ვიცი, ახლა ბევრს ჰგონია, რომ სააკაშვილი პოლიტიკური გვამია და მის მობრუნებას მამაზეციერი ვერ შეძლებს, მაგრამ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, თეთრი სახლიუკვე აქტიურ კამპანიას აწარმოებსვარდოსანთა ბელადისრეაბილიტაციის მიზნით, პირველ ეტაპზე _ სამართლებრივად, შემდეგ კი _ პოლიტიკურად. სწორედ სამართლებრივი რეაბილიტაციის მცდელობაა ის, რომ მას (სააკაშვილს) ახლახან ამერიკის განსაკუთრებული ვიზა მისცეს. ამის თაობაზე მან წინა კვირას გამოცემა snob.ru-სთან ინტერვიუში განაცხადა და, ფაქტობრივად, მიანიშნა, რომ ქართული მართლმსაჯულება მის გასამართლებას ასი წელი ვერ შეძლებს: “მე მაქვს განსაკუთრებული ვიზა, რომელიც მხოლოდ ისეთ ადამიანებს ეძლევათ, ვინც გამორჩეულია თავისი ტალანტით, მაქვს ამერიკაში მუშაობის ნებართვაც, რომელსაც ხელი მოაწერა სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ. მე ეს ვიზა კანადაში, ამერიკის საელჩოში ავიღე. ვაშინგტონში არსებობს “ახალი საერთაშორისო ლიდერთა ინსტიტუტი”, მე ამ ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ვარ. იქ მუშაობენ ჩემი თანამშრომლები და ვიღებ ოფიციალურ ხელფასს…”

სააკაშვილი რომ მუცლითმეზღაპრეა და დემაგოგია მისი შინაგანი მოწოდებაა, სამი წლის ბავშვმაც იცის, მაგრამ, საუბედუროდ, იგი აღნიშნულ ინტერვიუში სიმართლეს ამბობს. ოკეანის გაღმელმა მამა-მარჩენალებმა მას მართლა მისცეს “განსაკუთრებული ვიზა”, მუშაობის უფლება და ეს ყველაფერი იმიტომ კი არ გააკეთეს, რომ ამ ორმეტრიან გიჟს მართლა რამე განსაკუთრებული ტალანტი აქვს, არა, ამით, უბრალოდ, ხაზი გაუსვეს მის ხელშეუხებლობას. ახლა  შეგვიძლია, ვიძახოთ, რომ სამართლიანობა, ადრე თუ გვიან, აღდგება, რომ დამნაშავეებს მაინც ვიხილავთ საბრალდებო სკამზე, მაგრამ ეს ყველაფერი თავის მოტყუება იქნება; რეალობა ის არის, რომ სააკაშვილიც, მერაბიშვილიც და სხვებიც, რომლებიც იმის ნაცვლად, რომ ციხეში გასუსულები ისხდნენ და ბალანდას თქვლეფთდნენ, აქეთ გვემუქრებიან, დავბრუნდებით და ყველას სათითაოდ გაგებინებთ პასუხსო

ღმერთმა ქნას, ვცდებოდე, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, ეს მუქარა არც მთლად უსაფუძვლოა, “ნაცების” სამართლებრივი რეაბილიტაცია, ფაქტობრივად, შედგა (მათ უკვე პრაქტიკულად არავინ დევნის) და პოლიტიკური რეინკარნაციაც, სადაცაა, პირწმინდად განხორციელდება. რაც მთავარია, ამას ხელს უწყობს მთელი “ქოცკოლონა”, ზოგი _ გულწრფელად, ზოგი _ შიშით და ზოგიც _ საკუთარი სტომაქის სიყვარულით. უნიათოების ჯოგი, ნებსით თუ უნებლიეთ, ბნელ წარსულში გვაბრუნებს, საკაშვილის ჯალათები კი კბილებს ილესავენ, როგორც ჩანს, მალე სავსე მთვარე იქნება, “ნადირობა” იწყება…

ჯაბა ჟვანია

 

1 COMMENT

  1. ამ გადმოსახედიდან კარგად ჩანს რომ ამერიკამ ყველაფერი გააკეთა რომ რუსეთთან გაეფუჭებინა საქართველოს ურთიერთობა და გამოიყენა სააკაშვილი რომელიც წამოეგო პროვოკაციას,სააკამ იცოდა რომ ამერიკის წაქეზებით მოქმედებდა და ამავე დროს ეგონა რომ ამერიკელებს ჩაითრევდა ომში მარა მაგრა ჭამა ბუშის, მაკკეინის და კონდოლიზას წაქეზება,ბუში და კონდოლიზა კი ამბობდნენ ჩვენ არ ვურჩვდითო მარა ტყუიან აბა ვურჩევდითო ხომ არ იტყოდნენ,ამერიკელებს რომ არ წაექეზწბინათ სააკა პროვოკაციას არ წამოეგებოდა მთლად მასეთი გიჯიც არ იყო,სააკამ ძალიან ბევრი რამე იცის ამერიკელებთან დაკავშირებით თუ როგორ ჩააბეს საქართველო ამ უაზრო ომში,და რომ არ ილაპარაკოს ჯერჯერობით ყველაფერს უსრულებენ და იყენებენ ისევ უკრაინაში,ამერიკელებმა იციან რომ გავა დრო და სააკა ალაპარაკდება და ფიქრობენ როგორ გააჩუმონ,სააკას საქართველოში ჩამოსვლა პირველ რიგში ამერიკელებს არ აწყობთ და იმიტო გაჰყვირიან პოლიტიკურ დენაზე რომელიც თვიტონაც კარგად იციან რომ აბსურდს ყვირიან,აი ამიტომ წაიყვანეს ამერიკელებმა და ამ დამსახურებისთვის ყავთ რომ ხმა არ ამიოღოს და სიმართლე არ ილაპარაკოს მაგრამ მოუწევს.

  2. Mე მგონი ეხლა ბ-ო ჯაბა ეხლა მაგატ(წისკვილზ) დაასხიტ წკალი ისე გამოგივიდატ აუცილებლად ეგენი მოვლენ რადგან მაგატზე მუსჰაობს ვაშინგტონიც მისი მიცემული ვიზა-საბუტი და ა.შ. და იმას არ ხსნიტ რომ მაინც ხალხი აკ მტავარი, შეიდზლება ეხლა ბევრს შეეშინდეს უი რადგან მაინც მაგას დააკენებენ "ზევიდან" ჩვენ აგარაპერი გვეშველებაო. ეს ხომ ასე არ არის.

  3. სააკა კი არ წამოეგო პროვოკაციას , არამედ ამერიკამ დაავალა ომის დაწყება , რათა ამერიკელ გენერლებს შეეფასებინათ რუსების სწრაფი მანევრების უნარი! ეს იყო რეპეტიცია უკრაინისთვის! აბა მიშა ომის დამწყები არ იყო! ის მხოლოდ პაიკია!ახლა ამერიკელები ყველანაირად ცდილობენ მიშას რეაბილიტაციას ან უბრალოდ დროს ჭიმავენ რომ ასე უცებ არ მოხდეს მათი პროექტის ანუ სააკაშვილის საბოლოო განადგურება, რაც მაინც გარდაუვალია და ეს თვითონ მიშამაც კარგად იცის! თვითონ ძია სემი მოუღებს ბოლოს მიშას როცა ამის დრო მოვა! ამერიკელები ჩაფლავებას არავის არ პატიობენ!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here