Home რუბრიკები პოლიტიკა ჭილოფში ამოცნობილი ძია სემი ანუ “ალ ქაიდადან” “ისლამურ სახელმწიფომდე”

ჭილოფში ამოცნობილი ძია სემი ანუ “ალ ქაიდადან” “ისლამურ სახელმწიფომდე”

586

ამ დღეებში თითქმის სანქციამოხსნილი ირანის სამხედრო ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ჰასან ფირუზაბადიმ სკანდალური განცხადება გააკეთა: “შეერთებულ შტატებს არ ეგების “ისლამური სახელმწიფოს” დახმარება იარაღით, ფულითა და სურსათით, ხოლო შემდეგ მობოდიშება, თითქოს ეს შეცდომით ხდება. ამერიკელები სიტყვით გვარწმუნებენ, რომ “ისლამურ სახელმწიფოს” უპირისპირდებიან, საქმით კი ჩანს, რომ ისინი დაკვირვებასა და რეკოგნოსცირებას ეწევიან”.

ფირუზაბადიმ ივარაუდა, რომ უახლოეს მომავალში ევროპასა და აშშ-ს ტერორიზმის სასტიკი ტალღა გადაუვლის და იქვე დაამატა, თუ მოარულ ხმებს დავუჯერებთ, რომ “ისლამური სახელმწიფო” სწორედ ამერიკელების შექმნილია, მაშინ მათ არ უნდა გაუჭირდეთ ამ ტერორისტული დაჯგუფების ალაგმვა თუნდაც საკუთარი ხალხის უსაფრთხოებისთვისო.

ცნობები იმის თაობაზე, რომ ამერიკის საჰაერო ჯარების თვითმფრინავები რეგულარულად სხდებიან აეროპორტებში, რომლებსაც “ისლამური სახელმწიფო” აკონტროლებს, რეგულარულად ვრცელდება. 1 თებერვალს ერაყის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ “ისლამურ სახელმწიფოსთან” ომი, ფაქტობრივად, მესამე მსოფლიო ომია, რადგან იგი მსოფლიო ხალიფატის შექმნისკენ ისწრაფვის.

მარტის დასაწყისში ერაყელმა სამხედროებმა “ისლამური სახელმწიფოს” ოთხი ინსტრუქტორი დააკავეს, მათგან სამს ამერიკისა და ისრაელის პასპორტები აღმოაჩნდათ. რა თქმა უნდა, ეს პასპორტები არ ადასტურებს აშშ-ის ან ისრაელის პირდაპირ მონაწილეობას ისლამისტების დახმარებაში, მაგრამ ასოციაციებმა უმალ იფეთქა და ბევრი ექსპერტი თუ პოლიტიკოსი უკვე საჯაროდ ალაპარაკდა. დღევანდელ ვითარებას სულ უფრო ხშირად ადარებენ გასული საუკუნის 70-იან წლებს, როდესაც საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ აშშმაალ ქაიდაშექმნა. ახლაც სწორედ ამერიკელებს ადანაშაულებენისლამური სახელმწიფოსშექმნაში. როგორ დაუპირისპირდაალ ქაიდაშემქმნელს, ყველამ იცის. სავარაუდოდ, “ისლამური სახელმწიფოცასე მოიქცევა, მაგრამ მანამდე კიდევ ბევრ სისხლს დაღვრის.

შარშან თვით აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ამერიკულმა დაზვერვამ სათანადოდ ვერ შეაფასა “ისლამური სახელმწიფოს” სიმძლავრე სირიაში, ხოლო ერაყელი მოკავშირეების ძალებზე გადაჭარბებული წარმოდგენა ჰქონდათ ისლამისტებთან დაპირისპირების საკითხში. უბრალო ენით რომ ვთქვათ, “ისლამური სახელმწიფო” გაცილებით ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე “დემოკრატიას ნაზიარევი” ერაყის ჯარი.

უაღრესად ზედაპირული, მაგრამ გლობალური მედია ისლამისტებს რელიგიურ ფანატიკოსებად ხატავს: ერთ ხელში _ ყურანით, მეორეში კი _ “კალაშნიკოვით”. სისასტიკის ტირაჟირება, პრაქტიკულად, ყოველდღიურად ხდება ტელეეკრანებზე. ახლახან სოციალურ ქსელებში სირიელი ბავშვების ტრაგიკული კადრები გავრცელდა, რომლებმაც საზოგადოება შეძრა. აქციაც ჩატარდა და სატელევიზიო სიუჟეტებიც მომზადდა, მაგრამ ეს ყველაფერი დღეს არ დაწყებულა. ასეთივე ბავშვები იხოცებოდნენ ერაყშიდემოკრატიის შეტანისასდა განა მნიშვნელობა აქვს, რა აღმსარებლობისა იყვნენ ისინი? მუსლიმანები კი ამ სასტიკ ძალას ისლამის მტრად მიიჩნევენ. მართლაც, რამ შეიძლება მეტი ზიანი მოუტანოს ისლამს, ვიდრე მისი მიმდევრების ცივსისხლიან მკვლელებად, თანაც, ბავშვების მკვლელებად წარმოჩენამ? მუსლიმანები სწორედ ამიტომ მიიჩნევენ, რომისლამური სახელმწიფოსშემქმნელნი და ხელშემწყობნი ფარულად სწორედ ისლამს ებრძვიან.

ფანატიკოსების ქმედებაში რაციონალიზმი არ უნდა ეძებო, მაგრამ რა ვუყოთ იმას, რომ “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლები ერთობ რაციონალურად ყოფენ ერაყს სამ ნაწილად, თანაც იმგვარად, რომ მისი წიაღისეულის ექსპლუატაცია მეტად მოსახერხებელია? ეს სამი ნაწილია _ ქურთისტანი, სუნიტური ერაყი და .. შიიტთა მიწა.

ყველაზე მეტად სირია, ერაყი, ირანი და ჩინეთი დაზარალდება. მოიგებს _ აშშ, თურქეთი, ისრაელი და საუდის არაბეთი. ერაყში “ისლამური სახელმწიფოს” შეჭრის პოლიტიკური შედეგია ირანიდან დახმარების დერეფნის ბლოკადა ბაშარ ასადის ჩამოგდების მიზნით. არ ღირს იმის შეხსენება, რომ არაბული გაზაფხულისშედეგად არც ერთ ქვეყანაში აღარ არის მშვიდობა და სტაბილურობა, ხოლო საერო სახელმწიფოები სწორედდემოკრატიის ექსპორტისშემდეგ ისლამისტური ძალების თავშესაფრად იქცნენ.

შარშან მოსკოვში ნავთობკომპანიების ყოველწლიური კონგრესი გაიმართა, რომელზეც მკაფიოდ ითქვა, რომ ალ ნუსრასარმიის მიერ სირიაში მოპარული ნავთობი ბაზარზე Exxon-Mo­b­ilის (ყატარი) მიერ არის შეთავაზებული, ხოლოისლამური სახელმწიფოსნავთობს Aramco (საუდის არაბეთი) იყენებს.

“ისლამური სახელმწიფოს” ყველაზე დიდ წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ იგი ორ მთავარ ნავთობსადენს აკონტროლებს: ერთი პორტ ბანიასისკენ მიემართება და სირიას ამარაგებს, მეორე – პორტ ჯეიჰანს. პირველი “ისლამურმა სახელმწიფომ” გადაკეტა, მეორე კი შეუფერხებლად მუშაობს. დასავლური პრესა შეშფოთებულია იმით, რომისლამური სახელმწიფონავთობის გაყიდვით ძლიერდება, მაგრამ თითქმის არავინ სვამს კითხვას _ როგორ ახერხებენ ისლამისტები ნავთობის გაყიდვას, როცა ეს ბაზარი ყველაზე მკაცრად კონტროლდება და მისი უმსხვილესი მოთამაშეების თანხმობის გარეშე, არათუ ტანკერებს, კანისტრასაც ვერ გაყიდი?!

აღარავისთვის არის საიდუმლო, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში ატეხილ ომებს ნავთობის მკვეთრი სუნი ასდის. ყველა სამხედრო ინტერვენციაც სწორედ ნავთობის საბადოების გამო ხდებოდა და არა იმიტომ, რომ დემოკრატიის დეფიციტმა შეაწუხა ვინმე.

ახლახან ცნობილი გახდა სკანდალური ფაქტები, თუ როგორ ცდილობდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, რადაც უნდა დაჯდომოდა, ლიბიაში ომი გაეჩაღებინა. The Washington Timesმა გამოაქვეყნა დოკუმენტები, რომელთა თანახმად სახელმწიფო დეპარტამანტი დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდიდა თეთრ სახლს. საიდუმლო აუდიოჩანაწერები მოწმობს, რომ პენტაგონი და დემოკრატი კონგრესმენები ისე უკმაყოფილო იყვნენ ქალბატონი კლინტონის 2011 წლის გადაწყვეტილებით საომარი მოქმედებების გაგრძელების თაობაზე, რომ დიპლომატიური არხებით კადაფის ვაჟს დაუკავშირდნენ.

ისევე, როგორც სადამ ჰუსეინის შემთხვევაში, ოფიციალური განცხადებები კეთდებოდა, თითქოს მუამარ კადაფი საკუთარი ხალხის გენოციდს აპირებდა(?!). არც ეს დადასტურდა, როგორც _ ერაყში მასობრივი განადგურების იარაღის არსებობა, მაგრამ სადამიც დაამხეს და კადაფიც. ახლა ქალბატონი კლინტონი პრეზიდენტობისთვის ემზადება. მშვენიერი ბექგრაუნდია!

კიევის მაიდანზე დარიგებული ამერიკული ორცხობილების შემდეგ აღარავის უკვირს, რომ შეერთებული შტატები პირდაპირ უჭერს მხარს ამბოხებებს, სახელმწიფო გადატრიალებებს, მართვად ქაოსს და ქვეყნების აშკარა დეგრადაციას. კადაფის დამხობამდე ჰილარი კლინტონი ამბოხებულთა წარმომადგენელს _ მაჰმუდ ჯიბრილს შეხვდა, რათა გაერკვია, შეძლებდნენ თუ არა ისინი კადაფის დამხობას საკუთარი ძალებით. 45 წუთში იგი მიხვდა, რომ ამბოხებულთა იმედად ყოფნა არ შეიძლებოდა. საჭირო იყო სამხედრო ჩარევა.

“მე ვლაპარაკობდი იმაზე, რომ ვოცნებობ დემოკრატიულ საზოგადოებაზე, რომელშიც ლიბიელები თანაბრად მონაწილეობენ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში გამონაკლისის გარეშე, კადაფის მომხრეებიც კი, იმ პირობით, თუ მათ დანაშაული არ აქვთ ჩადენილი ლიბიელი ხალხის წინააღმდეგ. ვლაპარაკობდი იმაზე, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა შესაძლო(?!) გენოციდისგან. შეხვედრის დასასრულს მივხვდი, რომ გამოცდა ჩავაბარე. ბენღაზი გადარჩენილი იყო.” – ჯიბრილმა ამ შეხვედრის შესახებ უამბო თჰე თიმეს-ს. ხომ არ გეცნოთ ეს რიტორიკა? საკუთარი სახელმწიფოს ინტერესები სწორედ ასე უნდა “შეფუთო”, რომ ამერიკელები შენს სამშობლოს დაესხნენ თავს და თანაც _ დემოკრატიის სახელით!

თავის მხრივ, პრეზიდენტმა ობამამ სულ მალე ამერიკელი ერისადმი მიმართვაში განაცხადა: “კონკრეტულ მომენტში, კონკრეტულ ქვეყანაში, ლიბიაში ჩვენ შევეჯახეთ საშინელი მასშტაბის ძალადობის პერსპექტივას. ჩვენ მოგვეცა უნიკალური შესაძლებლობა, შევაჩეროთ ეს ძალადობა: ჩვენ მივიღეთ საერთაშორისო მანდატი ჩარევაზე, ფართო კოალიცია მზად არის, შემოგვიერთდეს, მხარს გვიჭერენ არაბული ქვეყნები, ხოლო ლიბიელი ხალხი გვემუდარება, დავეხმაროთ”.

აი, ასე: კონკრეტული ჯიბრილილიბიელი ხალხია”, ძალადობა მომავალში ივარაუდება, ოღონდ მისი საშინელი მასშტაბი წინასწარ არის ცნობილი, ამიტომ შევდივართ ლიბიაში და ვამხობთ ხელისუფლებას.

რაკი შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვს, ვნახოთ, რას წერს აშშ-ის მიერ წარმოებულ ომებსა და “პერმანენტულ რევოლუციაზე” The Washington Times-ის მიმომხილველი მაიკლ როზეფი: “საზღვარგარეთ ამერიკის მიერ წარმოებული სამხედრო ოპერაციების რუკას რომ გადავხედოთ, გაგვიძნელდება, არ შევამჩნიოთ, რომ მათი გეოგრაფია ფართოვდება. საომარი მოქმედებები ხორციელდებოდა ევროპაში (იუგოსლავია და უკრაინა), აფრიკაში, ცენტრალურ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში. ამერიკამ წამოიწყო მთელი წყება ომებისა, რომელთაც დასასრული არ უჩანს. ყველა მათგანის მსვლელობისას აშშ დახმარებისთვის მოკავშირეებს, ნატოსა და იაპონიასაც კი მიმართავდა”.

როზეფი ბოლო 25 წლის განმავლობაში წამოწყებულ ომებს (ერაყი, სომალი, ბოსნია, მაკედონია, ჰაიტი, ზაირი, სიერა-ლეონე, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ლიბერია, ალბანეთი, ავღანეთი, სუდანი, სერბია, ლიბია, იემენი, პაკისტანი, სირია, უგანდა, იორდანია, თურქეთი, ჩადი, მალი, სომალი) მიმოიხილავს და ასკვნის: ტერორიზმის საფრთხე ჩინებული გამართლებაა სამხედრო ოპერაციისთვის. სამხედრო მოქმედებების მთავარ დასაბუთებად ამერიკელებისა და ეროვნული ინტერესების დაცვა იქცევა ხოლმეზოგიერთ შემთხვევაში ომს ეთნიკური წმენდისა და მასობრივი მკვლელობების საფრთხით ამართლებენ, რომელთაც თითქოს იმ ქვეყნების მთავრობები აპირებენ(?!)”.

მართალია, დროთა განმავლობაში ირკვევა, რომ ამ საბაბებს სინამდვილესთან საერთო არაფერი აქვს, მაგრამ იმ დროისთვის ყველაფერი უკვე დამთავრებულია. სამაგიეროდ, რჩებიან ის “დამხმარენი”, რომელთა გარეშე უცხო ქვეყანაში არეულობის თუ დაპირისპირების მოწყობა ვერ ხერხდება. ასე იყო ავღანეთში, ასეა ახლა ერაყსა და სირიაში. თუ დავიჯერებთ, რომ 11 სექტემბრის შემზარავი ტერაქტებიალ ქაიდამდა ამერიკელების გამოზრდილმა ბენ ლადენმა განახორციელეს, ირანის გენერალური შტაბის მეთაურის გაფრთხილება ერთობ რეალისტური აღმოჩნდება. “ისლამური სახელმწიფო”, ადრე თუ გვიან, სწორედ აშშ შეუტრიალდება.

ეს არ მახარებს, პირიქით _ ბავშვი ყველგან ბავშვია, ის არც სირიაში უნდა იღუპებოდეს, არც ერაყში და არც ამერიკაში, თუმცა ამაზე, პირველ რიგში, ამერიკელებმა უნდა იფიქრონ. მხედველობაში ხელისუფლება მყავს, თორემ ხალხს იქაც არავინ არაფერს ეკითხება.

ნანა დევდარიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here